რამხელა ენერგიას ხარჯავს ჩემი ნაცნობი გოგო თავისი „ძმაკაცის“ "საკეთილდღეოდ". მისი საყვარელი ფეხბურთელის ძაღლის სახელიდან დაწყებული, მისი ბებიის დაქალის დაბადების დღეც კი ახსოვს. მის იდიოტურ ხუმრობებზე კისკისებს და დიდი მონდომებით უსმენს „საინტერესო“ ისტორიას, თუ როგორ მიარტყა მეზობლის ჭიშკარს მანქანა მისი ნათლიის მეზობლის ბიძაშვილმა...
ოღონდ ამ „ძმაკაცს“ უნდოდეს და ღამის 2 საათზე ბავშვს დააძინებს და საზამთროს მურაბასაც მიუტანს სახლში. მაგრამ, სამწუხაროდ, ის ძმაკაცი მისგან ღამის საათებში მურაბას არ ითხოვს..
ცხადია, ეს გოგო იმ „ძმაკაცთან“ უფრო ახლო ურთიერთობაზე(ც) არ იტყოდა უარს, იმიტომ, რომ „კარგი ბიჭია“ და დიდი ხანია იცნობს, მაგრამ ეს ოხერი ძმაკაცი მაინცდამაინც სქარლეტ იოჰანსენ-ზე მასტრუბირებს.
მოკლედ, არ უნდა ეს კარგი და მეოჯახე გოგო იმ უმადურ ვირს!
თუმცა არ იდადრდოთ, ამ გოგოს "ზაპასში" კიდევ რამდენიმე ასეთი „ძმაკაცი“ ჰყავს, რომლებზეც ერთნაირი დაუღალავი მონდომებით ზრუნავს. ძალიან მეგობრული გოგოა, მაგრამ ოხ ეს კაცები! მაინც ადრიანა ლიმა უნდათ!
მაგრამ ფარხმალი არ დაყაროს, იმიტომ, რომ ადრიანა ლიმა მხოლოდ მასტრუბირების დროს უნდა, რეალურ ცხოვრებაში კი აი ასეთი მეგობარი გოგო კარგია. მას პატარა ბავშვივით კისერზე შეაჯდება და საყოფაცხოვრებო ვალდებულებებისგან დაისვენებს.
„ძმაკაცები“ ბოლოს თავად ყრიან ფარხმალს, როდესაც საბოლოოდ
რწმუნდებიან, რომ ადრიანა ლიმებთან შანსი არ აქვთ და თავიანთ „დაქალ“ ქათმუშკებზე ქორწინდებიან.
„კარგი გოგოა, ადრიანა არ არის, მაგრამ ამას ჩემ სუნიან წინდებს მშვიდი სინდისით ჩავაბარებ“ - ფიქრობს ძმაკაცი..
No comments:
Post a Comment