Wednesday 10 February 2016

რატომ არის საშიში "დაქალის" ან სხვა ქალის კომპლიმენტი?


ცეცხლივით უნდა გეშინოდეს ქალებისგან მოსული კომპლიმენტის.

ქალისგან: "ვაიმე, რა ლამაზი ხარ" - ქვეცნობიეტად შემდეგს ნიშნავს: "ვაიმე, რას გავხარ..."

მართლა ლამაზი რომ იყო, შურით მოკვდებიან და ერთ კომპლიმენტსაც არ გეტყვიან! იმიტომ, რომ 
დაქალებიც და სხვა ქალებიც ქვეცნობიერად გეჯიბრებიან. რაც მართლა გიხდება, იმას ვერ ამჩნევენ და რაშიც საცოდავი "კიკიმორა"- ხარ, იმაზე ამბობენ როგორ გიხდებაო.

თუ ქალებს შენს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდებათ და გაუხარდებათ: უი, რა ლამაზი ხარო! - წასულია შენი საქმე. იდეალში, შენივე სქესის წარმომადგენლებს შენს დანახვაზე ხასიათი უნდა გაუფუჭდეთ. თუ მართლა ძალიან ლამაზი ხარ დაიჩაგრებიან და ცხადია კომპლიმენტსაც არ გეტყვიან, თავში არ აუვარდესო.

უხმოდ შეგათვალიერებენ ან თუ ძალიან შურიანები არიან, გეტყვიან რომ  გასუქდი, არ გიხდება და შენც გაგიფუჭებენ ხასიათს! 

არადა, ბოღმა და შური სინამდვილეში ყველაზე მაგარი კომპლიმენტია.

მოკლედ, გოგოებისგან კომპლიმენტის გაგონებისთანავე, სასწრაფოდ ჩაიხედე სარკეში და გაარკვიე რამ გაახარა შურიანი არსებები! :)))) good luck!!!