Monday, 30 January 2017

აქტიური ქველმოქმედება, როგორც კარიერული ტრამპლინი


კითხვა: შენ რატომ არ ხარ დაკავებული აქტიური ქველმოქმედებით? 

არა, ახალ წლებზე თოვლის ბაბუების და „სნეგურაჩკების“ კოსტიუმებში მატრაკვეცობა არ ითვლება. საუბარი
 რეგულარულ ქველმოქმედებაზეა, როდესაც შენი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სხვების დახმარებაზე ხარჯავ.

პასუხები:
ა) თავისუფალი დრო ცოტა გაქვს;
ბ) სპონსორებთან წანწალი დახმარების თხოვნა გეზარება;
გ) წმინდანი არ ხარ! J

აბა, ის ენთუზიასტები, რომლებიც რეგულარულად ეხმარებიან გაჭირვებულებს, სოციალურ ქსელებში აქტიურად პოსტავენ და ათასობით „ფოლოვერებს“ ახარებენ, მოცლილები ან უსაქმურები არიან? მათ სამსახური და ოჯახი არ ჰყავთ? 

ქველმოქმედებს ამხელა ენთუზიაზმი და თავისუფალი დრო საიდან აქვთ? ისინი წმინდანები არიან? J

არ ვამტკიცებ, რომ ნამდვილი ენთუზიასტი ქველმოქმედები არ არსებობენ. მე არ ვიცი. იმედია არსებობენ. 

მე გაჭირვებულების მუდმივი დახმარების და ქველმოქმედების სურვილი არ მქონია. ნუ, რამდენიმეჯერ გამიკეთებია ასეთი აქცია, მაგრამ პერმანენტულად დედა ტერეზა ვერ გავხდებიმაგრამ ვიღაცეებს უნდათ და სცალიათ ქველმოქმედებისთვის. ალბათ შენც გინდა, მაგრამ რაღაცეებს იმიზეზებ და არ აკეთებ. 

თუ ცნობილი მილიარდერი ან რომელიმე ქვეყნის ბუტაფორული მეფე ან პრინცესა არ ხარ, რომლებისთვისაც ქველმოქმედება პირდაპირ მორალური ვალდებულებაა, არც შენ და არც სხვა ნებისმიერი ადამიანი ქველმოქმედებაზე დიდ დროს არ დახარჯავთ.


ის ფენომენი ინდივიდი, რომელიც რეგულარულად და აქტიურად სხვებს ეხმარება რატომღაც შენ არ ხარ! ნუ, გააჩნია რა გეგმები გაქვს.

მაგალითად, თუ მომავალში პარტიის შექმნას აპირებ ან პრემიერ-მინისტრობაზე ოცნებობ, მაშინ იდეალური ვარიანტია, თუ რამდენიმე წელი, ბეჯითად და დაუღალავად „წმინდანი ქველმოქმედის“ რეპუტაციაზე იჩალიჩებ. თუ ერთ მშვენიერ დღეს, დააფასებენ შენს ‘შრომას’ და პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარგადგენენ, ეს აუცილებლად მხურვალე ტაშის თანხლებით მოხდება! 

ხალხი იტყვის: კარგი ბიჭია და დაიმსახურაო! 

ანუ, პოლიტიკაში წასვლას თუ გადაწყვეტ, ჯერ აუცილებლად 4-5 წელი დედა ტერეზა იყავი! J J J