ის ბიჭი სამედიცინოზე სწავლობდა და ჩემი მეგობრის სიტყვებით "ყველანაირად იდეალური" იყო. ეს გოგოც ბებიების და დეიდების მოსაწონი, კარგი და დასაოჯახებლად იდეალური კანდიდატურა იყო, მაგრამ იმ "იდეალურ" ბიჭს სხვა "მომავალი ექიმი" გოგო უყვარდა. ჩემი მეგობარი იმ ბიჭს აღმერთებდა, ის ბიჭი კი, სხვა გოგოს.
გრძნობების გამხელას აზრი არ ჰქონდა, რადგან ის ბიჭი გამუდმებით თავის საოცნებო ქალბატონ ექიმზე ლაპარაკობდა: "ლინდა (პირობითად ასე დავარქვათ) ასეთია, ლინდა ასე იტყოდა, ლინდა სწორად იკვებება, ლინდამ იცის ცხოვრებისგან რა უნდა" და ასე შემდეგ. მოკლედ ის "იდუმალი" ლინდა იყო რაც იყო.
მერე როგორც გავიგე, ის ნაქებარი ლინდა ჩემი თანასკოლელი აღმოჩნდა და ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩემი აზრით, იდეალისგან შორს იყო. ჩვეულებრივი დაბალი, პუტკუნა გოგო იყო და უნაკლო თეთრ კანს თუ არ ჩავთვლიდით, სულაც არ იყო ლამაზი. ხასიათებითაც რაღაცნაირი, თავისებური იყო და მეგობრის მონაყოლზე სიცილით ვკვდებოდით: "ის შენი ექიმი ბიჭი ბრმაა თუ იდიოტი? რა იდეალი? ჩვეულებრივი ფრიადოსანი, კაპრიზული და ჯიუტი ბოჩკაა ეს ლინდა. შენ უფრო მაგარი გოგო ხარ, დაიკიდე და მიდი გაუმხილე შენი გრძნობები იმ შენს ალენ დელონს და იქნებ გქონდეს შანსი" - ვამხნევებდით.
"აუ, არა, რას ამბობ, ალეკოს ძალიან მოსწონს ის გოგო. ამბობს, ლინდა მოწესრიგებულია, ფაკულტეტზე ყველაზე კარგად სწავლობს და ყველაზე მაგარია, ვისაც ვიცნობო. თებერვალში, სიყვარულის დღეზე სიურპრიზს უმზადებსო".
ნუ, რადგანაც ასე იყო, ყველანი იმ სიყვარულის გაგრძელებას ველოდებოდით და გვეგონა რომ, ის "იდეალური" ბიჭი "იდეალურ" ლინდაზე დაქორწინდებოდა და "იდეალური", ბედნიერი წყვილი იქნებოდნენ.
გავიდა 15 წელი.
"იდეალური" ლინდა (მაშინდელი გაგებით "ქულ" რომ ითვლებოდა) ერთ "მოძველბიჭო ელემენტს" გაჰყვა ცოლად, რომელიც ჯერ ციხეში მოხვდა, მერე რომ გამოვიდა მოკლეს. ლინდა მარტოხელა დედა დარჩა. სწავლას თავი დაანება და ექიმიც ვერ გახდა.

ის "იდეალური ბიჭი" ამ დრომდე უცოლო იყო, ლინდას ვერ ივიწყებდა თუ სხვა მიზეზი ჰქონდა, არ ვიცი, თუმცა, სწავლა გააგრძელა და ექიმიც გახდა. გასუქდა, გაღიპიანდა, თმა გაუთხელდა და იმ სიმპატიური ბიჭისგან ლოყებიანი ბლინის სიფათი დარჩა.
ჩემი "ჯულიეტა" მეგობარი კი, ცხონებული ბებიაჩემის არ იყოს, ვიღაც "უხეირო" ტიპს გაჰყა და ახლა ღიპიანი უსაქმურ-უდარდელა ინფანტილური კაცის ნევროზიანი, მაგრამ ყოჩაღი ცოლია.
ჩემი "ჯულიეტა" მეგობარი კი, ცხონებული ბებიაჩემის არ იყოს, ვიღაც "უხეირო" ტიპს გაჰყა და ახლა ღიპიანი უსაქმურ-უდარდელა ინფანტილური კაცის ნევროზიანი, მაგრამ ყოჩაღი ცოლია.
კიდე გავიდა წლები და ის "იდეალური" ლინდა სადღაც შემხვდა. ცოტა ხანი ვისაუბრეთ და ვერ მოვითმინე იმ "იდეალურ" ბიჭზე ვკითხე.
- "ალეკოს რატომ არ გაყევი ცოლად?"
- "უი, რას ამბობ? ვინ, ალეკოს? მას მე ვუყვარდი რო?" - ისე გაუკვირდა, მეგონა სხვაში ამერია.
- "კი, უყვარდი ძალიან. შესაფერის მომენტს ეძებდა, რომ სიყვარული აეხსნა შენთვის, მაგრამ ეს რატომ ვერ გააკეთა არ ვიცი".

- "კი ვხვდებოდი, რომ ჩემს მიმართ ინტერესი ჰქონდა, მაგრამ, ჩემთვის არაფერი უთქვამს და რა ვიცი აბა" - მითხრა ლინდამ.
- "რომ გცოდნოდა მისი სიყვარულის შესახებ გაჰყვებოდი ცოლად?" - ვკითხე.
- "რა ვიცი აბა, ყველაფერია შესაძლებელი" - მითხრა.
გაოგნებული დავემშვიდობე ლინდას. ვფიქრობდი, რა უცნაურია ეს ცხოვრება. იმ ბიჭმა ვერ აუხსნა ლინდას სიყვარული, იმიტომ, რომ ნამეტანად აღმერთებდა, აიდელიზირებდა მას და დაკომპლექსდა, არ დამიწუნოსო.
ჩემი საწყალი მეგობარი კი, წლების განმავლობაში მალავდა გრძნობებს, იმიტომ, რომ ეგონა მისი "იდეალური" ბიჭი და ლინდა დაქორწინდებოდნენ.
და ლინდა? ლინდამ მის ამხელა სიყვარულზე არაფერი იცოდა და პირველ შემხვედრ "ძველ ბიჭს" გაჰყვა ცოლად, რითაც მშობლები კინაღამ ინფარქტამდე მიიყვანა..
მგონი ყველა ტრაგიკული სიყვარულის მიზეზი ზედმეტი თავმოყვარეობა, შიში და კომპლექსებია. ზედაპირულ, გამოშტერებულ ტიპებს შეუძლიათ, ეგრევე მიუვარდნენ ადამიანს და სიმპატიები გაუმჟღავნონ, მორიდებულები კი, კომპლექსდებიან, იმალებიან, ვაი თუ მისი შესაფერისი ვერ ვიქნები, ვაი თუ იმედებს გავუცრუებო..
ფიქრობენ, ფიქრობენ და ფიქრებში კვდებიან..
ფიქრობენ, ფიქრობენ და ფიქრებში კვდებიან..
მერე გადის წლები. ის სულელური სიყვარული და მისგან დარჩენილი ყრუ ტკივილი თითქმის უკვალოდ ქრება, მაგრამ კითხვები მაინც რჩება: ნეტა რა მოხდა მაშინ? ასე რატომ მოხდა? ერთად რომ ვყოფილვიყავით რა იქნებოდა და ასე შემდეგ..
აი ასე იდიოტურად არ უნდა გიყვარდეს! არავისი გაღმერთება არ გაბედოთ.
კითხვები არ უნდა დაგრჩეს, ჯობია მიუვარდე, მწყობრიდან გამოიყვანო შენი სიყვარულის ობიექტი, ისეთი რამ ათქმევინო ან ჩაადენინო, რაც მის მიმართ გრძნობას მოგიკლავს, მისი ნამდვილი სახე უნდა დაინახო. ჯობია, ეჩხუბო, სკანდალურად დაშორდე, ოღონდაც გულში მიუწვდომელ, შეუცნობელ იდეალად ან ანგელოზად არ შეინახო. უნდა თხარო, თხარო და რამე ამოთხარო, რაც მას თავიდან ამოგაგდებინებს.
აუცილებლად იპოვი რამეს. იმიტომ, რომ ის ისეთივე იდეალურია, როგორც შენ ხარ ჯეკი ჩანი ან იური გაგარინი. იმიტომ, რომ შენს მეხსიერებაში მას იდეალად თუ დატოვებ, მთელი ცხოვრება მწარე მოგონებებით, სევდიანი თვალებით და საცოდავი ფიზიონომიით ივლი. იმიტომ, რომ ადამიანი სიყვარულის კი არა, საკუთარი ილუზიების მსხვერპლია.

მოკლედ ის გოგო, რომელსაც შენ დღეს აღმერთებ, სულაც არ არის "ყველასგან განსხვავებული". ერთი ჩვეულებრივი დედაკაცუნაა, რომელიც, მხოლოდ შენ თვალშია პრინცესა და დედოფალი, იმიტომ, რომ კარგად არ იცნობ. ან ის "იდეალური", "ყველაზე მაგარი", "ყველაზე სიმპატიური" ბიჭი, რომელსაც უკვე მეორე-მესამე წელია აღმერთებ და მის დანახვისას მეტყველების უნარს კარგავ, ჩვეულებრივი, დაკომპლექსებული კაცუნაა, რომელმაც არ იცის რა უყოს თავის უბადრუკ ცხოვრებას!
No comments:
Post a Comment