***
ცხელი ზაფხულია. ჩემს წინ ქალი დგას ზურგით. მოხდენილი, გარუჯული, გრძელი შავი თმებით. ლამაზი თეთრი კაბა აცვია. მის ლამაზ სილუეტს ეტყობა, რომ სადღაც 40-45 წლისაა. მონიკა ბელუჩის, მაკა ასათიანის და მეგან ფოქსის mix-სი წარმოვიდგინე
და მოუთმენლად ველოდები, როდის შემოტრიალდება, რომ ამ ქალღმერთის ლამაზი სახეც დავინახო.
მერე, მის ალბათ ოდესღაც ლამაზი თვალების ქვეშ უსიამოვნო შეშუპებებს ვხედავ, პირის გარშემო ნაოჭებს, გამომჭკნარ კანს, ნატანჯ გამომეტყველებას, დაღლილ მზერას, რომელშიც იმედგაცრუება, სასოწარკვეთა და რაღაცნაირი გულგრილობა ერთად იკითხებოდა.
აღფრთოვანების
ნაცვლად უცებ სიბრალული ვიგრძენი. ეს არ იყო ქალღმერთი. ეს იყო ჩვეულებრივი ქალი,
რომელსაც მზერაზე ეტყობოდა, რომ დამჭკნარ სილამაზეს მისტიროდა და ეგონა, რომ მოხდენილი სხეულით, რუჯით და მოკლე კაბით ისევ იმ ახალგაზრდა გოგოშკას დაემსგავსებოდა, როგორიც ადრე იყო. ისიც ჩანდა, რომ ფიტნესი მისი სხეულისთვის უცხო არ იყო. ეტყობოდა, რომ კარგა ხანს შრომობდა ფიტნეს-დარბაზში და ახლა „პლიაჟზე“ შედეგების
დემონსტრირების დრო იყო. ხომ უნდა აჩვენოს პატარა შაურმისტ-ფასტფუდა გოგოებს რა არის მაგარი ქალი.
ფასტფუდებს დიდი ხანია აღარ ჭამს, მაგრამ დილას ისევ ყავით და სიგარეტით იწყებს. იმიტომ, რომ ეს მისი იმიჯია, - "საბედისწერო ქალის"/Famme Fatale-ს ცხოვრება ყავის, სიგარეტის და ალკოჰოლის გარეშე წარმოუდგენელი ჰგონია. ფიტნესი კარგია, მაგრამ "ბავშვი კი არ ვარ დილა რძით და ვაშლის წვენით დავიწყოო". და საერთოდ, "ყავა და სიგარეტი ძალიან სექსუალურია". ოღონდ

40 წელს რომ გადაცდება სიგარეტის მწეველი "სვეტსკი" გოგოს შეშუპებული სახე შარშანდელ კარტოფილს დაემსგავსება. აქ ფიტნესი აღარ შველის.
ტანი მოხდენილია, მაგრამ სახე მაინც ბებერი. იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება სიგარეტს ეწეოდა, სპორტ-დარბაზში ძალიან გვიან მივიდა. უკვე შეშუპებული სიფათით მივიდა. იმიტომ, რომ ფიტნესი
მანამდე უნდა დაიწყო, სანამ ბებერი თხის სიფათი გექნება. იმიტომ, რომ მავნე ჩვევების მავნებლობა მითი არაა - მწარე რეალობაა. ასაკი რომ გემატება, სტრესი, ნერვები, ბოღმა, შური, სასოწარკვეთილობა, იმედგაცრუება და ყველა ნეგატივი სახის ნაკვთების ყველა უჯრედში მყარად ჯდება და იმ სახეს ბუდდაც ვეღარ გააკეთილშობილებს.