შვებულებების სეზონი დაიწყო. ყველა, ვისაც ფეხები აქვს ზღვაზე წავიდა და ბედნიერი ოჯახური დასვენების ფოტოებს პოსტავს.
ერთი ჩემი ნაცნობი ქალიც ოჯახურ შვებულებაში მიდის ქმართან ერთად. უკვე ვიცი როგორ ფოტოებს დადებს. დიდხანს იფიქრა ამ გოგომ და ბოლოს გადაწყვიტა, რომ წელს ბავშვებს არ წაიყვანს: „ჩვენი ქორწინების მე-9 წელს აღვნიშნავთ და რომანტიკაზეც უნდა ვიფიქროთო“.
მისი ორჯერ ნამშობიარევი, სტრიებიანი, ცელულიტიანი ტრაკი სხეული და ჩაფუშული მკერდი წარმოვიდგინე "ბიკინებში" და "თუ რომანტიკაა ყოველი შემთხვევისთვის ვიაგრაც
წაიღე“ - მეთქი.
„ჩემ ქმარს ვიაგრა ჯერ არ სჭირდებაო“ - ეწყინა.
ოჯახური რომანტიკა. განა რეალურია ვიაგრას გარეშე? ცოლს უხარია, ქმარს კი, რთული განსაცდელი ელოდება. ოფისში ჯდომისგან გასიებულ ღიპუცას ალბათ ისევ გაუჭირდება "გეგმის შესრულება". არადა, იქაც თუ ვერ დააკმაყოფილა თავისი მუდამ ყველაფრით უკმაყოფილო, ისტერიული ცოლი, მას სახლში უფრო გაფსიხებულს ჩამოიყვანს და მერე როგორ გინდა იცხოვრო
ამ ეშმაკის მაშხალასთან?" - ფიქრობს საწყალი.
თან ამხელა იპოეთეკა და კრედიტიც აქვთ აღებული ერთად. ოჯახს ფაქტიურად ცოლი ინახავს და გინდა არ გინდა უნდა შეინარჩუნო ოჯახი. ნუ, სხვა დროს, სამსახურიდან დაბრუნებულს არც ისე ძალიან გიჭირს ქმრის მოვალეობის შესრულებისგან თავის არიდება, ნუ იქ დაღლილი ხარ, მაგრამ შვებულებაში კაცო? "რომან

არადა, ვინმემ ხომ უნდა უთხრას, შე კაი ქალო, გაუშვი ეს გაჭირვებული თავის ძმაკაცებთან ერთად წავიდეს დასასვენებლად. შენთვისვე უკეთესია, უფრო „გამოჯანმრთელებულიც“
დაგიბრუნდება! მაგრამ,
არა! მარტო რომ გაუშვას ოჯახის სიწმინდე დაიკარგება! და საერთოდ, ცოლ-ქმარმა სულის ამოხდომამდე ერთმანეთს უნდა უყურონ.