
ეს გოგო იმ „ძმაკაცთან“ უფრო ახლო ურთიერთობაზე(ც) არ იტყოდა უარს, იმიტომ, რომ „კარგი ბიჭია“ და დიდი ხანია იცნობს, მაგრამ ეს ოხერი ძმაკაცი მაინცდამაინც სქარლეტ იოჰანსენ-ზე მასტრუბირებს. ნუ მას ასე უთხრა, ყოველ შემთხვევაში. მოკლედ, არ უნდა ეს კარგი და მეოჯახე გოგო იმ უმადურ ვირს!
თუმცა, თქვენ არ იდადრდოთ ამ კარგ გოგოზე, ამ გოგოს "ზაპასში" კიდევ რამდენიმე ასეთი „ძმაკაცი“ ჰყავს, რომლებზეც ერთნაირი დაუღალავი მონდომებით ზრუნავს. ძალიან მეგობრული გოგოა, მაგრამ ოხ ეს კაცები, მაინც ადრიანა ლიმა უნდათ.
მაგრამ ფარხმალი არ დაყაროს, იმიტომ, რომ ადრიანა ლიმას ის მხოლოდ სიზმარში ნახავს, რეალურ ცხოვრებაში კი აი ასეთი მეგობარი გოგო კარგია.
ზუსტად ვიცი, ის „ძმაკაცები“ ბოლოს თავად ყრიან ფარხმალს, როდესაც საბოლოოდ
რწმუნდებიან, რომ ადრიანა ლიმებთან შანსი არ აქვთ და თავიანთ „დაქალ“ ქათმუშკებზე ქორწინდებიან.
„კარგი გოგოა, ადრიანა არ არის, მაგრამ ამას ჩემ სუნიან წინდებს მშვიდი სინდისით ჩავაბარებ“ - ფიქრობს ძმაკაცი.