Thursday 31 August 2017

ბიჭი, რომელმაც მინისტრობა "გამაზა"


ზაფხულის ცხელ საღამოს ვანო, როგორც ყოველთვის, თავისი ნამუშევრით უკმაყოფილო ბრუნდებოდა სამსახურიდან. გულით არ აკეთებდა თავის საქმეს. 

64 წლის პაციენტს კი მოეწონა მისი გაკეთებული პროთეზი, მაგრამ ვანომ იცოდა, რომ პროთეზი არ ვარგოდა.

ბოლო დროს ვანოს სულ უფრო ხშირად აწუხებდნენ პესიმისტური აზრები. ფუჭად გადის წლებიო, დარდობდა.

კბილის პროთეზების გაკეთება დიდი ხანია მობეზრებული ჰქონდა. 

აგერ რა ბიჭია, მაგრამ ვინ დააფასა? 

ვიღაცა ვიგინდარები მინისტრობენ, პრემიერ-მინისტრობენ, მდიდრდებიან, ის კი, პრეტენზიული პაციენტების სუნიან ხახებს ვერაფრით ვერ მოშორდა და ალბათ ასე გააგრძელებს მთელ ცხოვრებას.

ეჰ! ეჰ! არადა ვისზე ნაკლები ბიჭია?

სკოლაში კარგად სწავლობდა, მაგრამ ძალიან პასიური იყო და მეთერთმეტე კლასში გადასულს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი რომელი პროფესიის დაუფლება სურდა. 

სპორტი მოსწონდა, (თუმცა მხოლოდ მოსწონდა). ეხლაც "მოსწონს" და თვეში ორ ჯერ სპორტ-დარბაზშიც დადის.

თავის დროზე პრაქტიკულმა დედიკომ ურჩია: „კარგ სტომატოლოგს ყოველთვის ექნებაო პურის ფულიო“ და სამედიცინო უნივერსიტეტში ვერა, მაგრამ ზაზა ფანასკერტელის სახელობის კოლეჯში ჩააბარა ვანომ.

იმ დღეს, ისევ პესიმისტურ თუ დეპრესიულ ტალღაზე იყო, მარჯანიშვილზე ერთერთ ბანკომატთან მივიდა, ფული გამოიტანა და ისევ მანქანისკენ მიდიოდა, როცა ინდოელი "ჭინკა" შეეფეთა. 

"თფუი, უჯიშოებო თქვენი კანის ფერი მოვტყან!" - ცხოვრების უსამართლობაზე გაბრაზებული, ვანო ჯავრს ინდოელზე იყრიდა.

მის გინებებს იქვე მდგომი "სტაინშიკიც" იმეორებდა ექოსავით, "სტაიანშიკს" კიდევ ვიღაცა მოზარდი შეუერთდა და პროთეზისტი ვანო უკვე თავის ახალ "კომანდასთან" ერთხმად აგინებდა ინდოელს. 

შეშინებული ინდოელი სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. 

- "ეს უჯიშოები დაღუპავენ საქართველოს". 

„უჯიშოები“ - კიდევ ერთხელ გაიმეორა ვანომ და უცებ გაშეშდა. 

იმ მომენტში თავს ვილიამ ვოლასად, რობინ ჰუდად, დავით აღმაშენებლად ქვეყნის გადამრჩენელად, პატრიოტად და ნამდვილ ქართველ ვაჟკაცად გრძნობდა, რომელიც თავის მამულს მტრისგან იცავდა

მასთან პროთეზების გასაკეთებლად მისული ასაკოვანი პაციენტების მიერ მოყოლილი მამა-პაპური გმირობების ისტორიები უტრიალებდა თავში და სულ უფრო და უფრო შედიოდა როლში. 

აჰა! "მტერი" (ინდოელი, ირანელი) იდენტიფიცირებულია. 

ცხოვრების უსამართლობა და ვანოს გაუთავებელი პროტეზებიც ინდოელი ჭინკების ბრალია. 

(და კიდევ ირანელების და თურქებისაც).

სახლთან რომ მივიდა, მანქანა გააჩერა და ხმალი გაამზადა მანქანაშივე, ტელეფონიდან ფეისბუქზე დიდი პოსტი დაწერა პატრიოტიზმზე და თავის „ახალ ლაშქრობაზე“ და ბევრი მოწონებაც მიიღო. 

300-500 ლაიქის მერე, უკვე  ნამდვილ რაინდად გრძნობდა თავს. 

„აი ახლა ვუჩვენებ ამ ფარჩაქ მთავრობას, ვინ არის ივანე ნემსიწვერიძე“ - ფიქრობდა და "ჯვაროსანთა ლაშქრობაში" გაერთიანებისკენ უხმობდა ხალხს. 

ხალხიც მოუგროვდა: ბირჟავიკები, სტაიანშიკები, ემოციური მოზარდები, შეშლილი შინაბერები, ისტორიის მასწავლებლები და ასე შემდეგ.



დიდი "ლაშქრობის" დღეც დაინიშნა, მაგრამ ეს "ლიბერალები", რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ აღნიშნულ "ლაშქრობას", უფრო მეტნი და უფრო "ყვერებიანები" აღმოჩნდნენ და დიდი სკანდალი ატეხეს. 

მოკლედ, ჩაუშალეს "ლიბერასტებმა" ვანოს გმირული გეგმები და ლაშქრობა..

თანაც, ვანო ხედავდა, რომ ხელისუფლებასაც დიდად არ ეხატებოდა გულზე „ქართველი ვაჟკაცების ლაშქრობა“ და ცოტა ყოყმანობდა, ღირდა თუ არა იმ პრობლემურ მარშზე გამოჩენა.

აბსუს, არადა, უბედური ლუზერებისგან შემდგარი, საკმაოდ დიდი „ჯარი“ ჰყავდა და მათ ყიჟინზე კი შეიძლებოდა პოლიტიკური კარიერის აწყობა, მაგრამ, მეორეს მხრივ, თავის ერთუჯრედიანი თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ხვდებოდა რომ: 

ბიჭო, ამ ხელისუფლებას აშკარად არ უნდა პრობლემები არც თურქეთთან და არც ირანთან, რაც შეეხება ინდოელ ტარაკნებს, ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტი პრაქტიკულად მაგათ ხარჯზე არსებობს რა. 

ახლა ამ მარშის დროს რამე პროვოკაცია, რომ მოხდეს და პოლიციამ რომ აგვიყვანოს, იქ განყოფილებაში დედას არ მიტირებენ?

არ მეტყვიან,  „რა დავით აღმაშენებლობა აგიტყდა შე კარგმოტ*ნულო?“. 

მინდა მე ახლა ზედმეტი პრობლემები?". 

თავისი გამოსირებული „ლაშქრისგან განსხვავებით, სტომატოლოგ ვანოს ეს ყველაფერი კარგად ესმოდა. 

მოკლედ, მარშზე წავიდა, მაგრამ დიდად არ უხტუნავია და ხშირად დროშას იფარებდა სახეზე, რომ ტელევიზორში არ გამოჩნდეს.

ეჰ! იმ „ლაშქრობის“ დროს ვერ გამოიჩინა თავი სტომატოლოგმა ვანომ, მაგრამ არაუშავს. 

ჯერ ახალგაზრდაა და რამე სხვა „ლაშქრობას“ მოიფიქრებს.

ბოლო-ბოლო დავიდ გარეჯთან წავა..

Sunday 27 August 2017

როცა კაცი გაკომპლექსებს


თუ კაცს მის გვერდით მყოფი ქალი არ უყვარს და მას მხოლოდ იმიტომ იტანს, რომ "უკეთესი ვარიანტი" არ ჰყავს და ინერციით აგრძელებს ურთიერთობას, მაშინ საბრალო ქალი როგორ "კარგადაც არ უნდა იქცეოდეს", მაინც აღიზიანებს მას. ხშირად ასეთ ურთიერთობებში მამაკაცი ქვეცნობიეად თუ ცნობიერად ქალის დაკომპლექსებას ცდილობს და სულ აკრიტიკებს.

მაგალითად, ქალმა იცის (იმიტომ, რომ მას უკვე აგრძნობინეს) რომ მის კაცს წითურა გოგონები მოსწონს, აწეული პატარა ცხვირით, 4 ზომა მკერდით ან კარდაშიანის ტრაკით. ან ვთქვათ, ძალიან გამხდარი გოგოები (ლოლიტები), რომლებიც მოზარდებს გვანან.

სინამდვილეში, არავითარი წითურები და ლოლიტები არ მოსწონს იმ უბედურ ინდაურს და ხელის განგრენამდე, დიდი სიამოვნებით მასტრუბირებს ნებისმიერ ბანძ ჩინელ პორნოვარსკვლავზე. 

გვერდზე მყოფი ქალის კრიტიკით კი, "რატომ გასუქდი", "პატარა ძუძუები გაქვს" და ასე შემდეგ, ის უბრალოდ, ქალს ქვეცნობიერ მესიჯებს უგზავნის: "შენ გარდა ყველა მომწონს, მაგრამ რა ვქნა, უკეთესი ქალი არ მყავს და სულ ქალის გარეშე კიდე, ხელი მეღლება რა"..

რას აკეთებს ამ შემთხვევაში უტვინო ქალი?  საწყალი, მართლა იჯერებს, (ან თავს იგიჟებს ვითომ დაიჯერა), რომ მის ინდაურს წითურები მოსწონს და თმას იღებავს, ცხვირის და მკერდის ოპერაციას იკეთებს, ტუჩის ფორმას ცვლის, მავნე დიეტებით თავს იკლავს, რომ "ლოლიტა" იყოს და ასე უსასრულობამდე იცვლება და იცვლება, მანადმე სანამ ბებერ საფრთხოველას არ დაემსგავსება. ყველაზე ტრაგიკული კი, ის არის, რომ უმადურ ინდაურს ვერასოდეს ვერ მოეწონება და საკუთარი თავი უფრო შეეზიზღდება.

სულელი ქალი უყურებს თავისი ინდაურის მიერ "დაშეარებულ" ირინაშეიკებს და სხვა ნაშებს, მერე კი, ცხვირის ფორმიდან დაწყებული ტრაკის იმპლანტებით დამთავრებული, საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს ატარებს, რომ მეტნაკლებად ახლოს იყოს თავისი ინდაურის "იდეალთან". 

მაგრამ, როგორც გითხარით, ინდაური ბოლოს მაინც სხვა ნაშასთან გარბის, რომელიც არც წითურაა და არც კარდაშიანის ტრაკი აქვს და საეორთოდაც ყველაფერი ცალ ფეხზე ჰკიდია! 

იცით რას აკეთებს ჭკვიანი გოგო? 

ჯერ ერთი, შენ არ უნდა იცოდე, შენ საყვარელ კაცს როგორი ქალები მოსწონს, უფრო სწორად, თუ ურთიერთობა გაქვთ, "შენი ტიპის ქალები უნდა მოსწონდეს", თუ გაგრძნობინებს, რომ სხვა ტიპის ქალებზე ოცნებობს და შენში რაღაცეების შეცვლას ცდილობს, ესეგი გლახად არის საქმე და წიხლი უნდა ჰკრა.

მოკლედ, ასეთ შემთხვევაში, დ***ის ტრ**კს აგინებ უზრდელ ინდაურს და ჯანდაბაში უშვებ მას! შენი ტიპის ქალები მილიონობით მამაკაცს მოსწონს და ისეთი მოძებნე, ვისაც მართლა მოეწონები. არავითარი ცვლილებები კაცის გამო! ის ამას არ იმსახურებს და ვერც დაგიფასებს! გიყვარდეს საკუთარი თავი და უფრო მეტად ეყვარები სხვებს!

პ.ს. 
სიყვარული ყოველთვის პირველი, მეორე, ან (ნუ კაი ჯანდაბას) მესამე ნახვით იწყება. თუ შენ წლებია ცდილობ, თავი მოაწონო ვიღაც ინდაურს, სულ ტყუილად ხარჯავ დროს. დროზე მოეშვი მაიმუნობას და ისეთი კაცი ნახე, ვისაც ზუსტად შენი ტიპის ქალები მოსწონს!


Friday 4 August 2017

კარგი ბიჭი


სიტყვა „ტოლერანტობა“ ნიკომ ტელევიზორიდან გაიგო. 

მისი ზუსტი განმარტება არ იცის, მაგრამ თვითონ, პრინციპში, საკმაოდ ტოლერანტული ბიჭია. 

მაგალითად, გეების ეშინია, მაგრამ არასოდეს არ ლანძღავს და არ გამოხატავს მათ მიმართ აგრესიას

ნიკო მათ უბრალოდ "არ ამჩნევს". 

ასეთივე ტოლერანტულია მეძავების მიმართაც. 

მათ ამჩნევს და
 მეგობრობს კიდევაც. 

მარტო ტოლერანტული კი არა, ჯენტლმენიც არის ზოგჯერ. 

ერთხელ მაგალითად, სექსის შემდეგ მეძავმა ფული არ გამოართვა და მოკრძალებულად უთხრა: „იცი, დედა სულ მეუბნება ბოზობას თავი დაანებე და კარგ კაცზე გათხოვდიო, აი მაგალითად შენნაირ კაცზეო“. 

„ვახ ჩემი ბედი მოვტყან“ - ყბა ჩაუვარდა ნიკოს, მაგრამ მეძავს არაფერი უპასუხა.

წელს ფინანსური პრობლემები აქვს ნიკოს. ხარისხიან ბოზებზე ფული არ ჰყოფნის და დროებით ბანძ ნაშებში მოძრაობს.

გრძელცხვირიანი მაკუნაც ფეისბუქით გაიცნო.

მაკუნა თელავიდან არის და თბილისში სწავლობს, მომავალში "ბიზნეს-ლედი" უნდა გახდეს! 

მშობლების მიერ გამოგზავნილი ფული მხოლოდ ქირის გადასახდელად ჰყოფნის, გართობის ხარჯებზე კი თვითონ მუშაობს. 

ნუ, მუშაობს რა? უდიპლომო და თავქარიანი სტუდენტი ვის რომელ სამსახურში სჭირდება? 

მაღაზიაში გამყიდველობა მოსაწყენია, ბარებში კოქტეილების გამსაღებელ გოგოდ კი არ მიიღეს, გრძელი კეხიანი ცხვირი ბარის კლიენტებისთვის ცუდი მოტივატორიაო გამოუცხადეს. 

რა რთულია ეს ცხოვრება
!

ბევრი ხეტიალის შემდეგ, ბედის წყალობით, შეხვდა ეს მაკუნა ჩვენს კეთილ ნიკუშას. 

ფბ-ზე გაცნობის მეორე დღეს „რომანტიკულ“ პაემანზე - „მშიაო“-მაკუნამ და ნიკომაც თაღლაურაში შეიყვანა. 15 ხინკალს სანამ ჩაცეცხლავდა, მოკრძალებული გოგოშკა იყო მაკუნა. 

ცივი ყავის შემდეგ კი, "დასასვენებლად წასასვლელი ფული არ მაქვსო" - წუწუნი დაიწყო. 

რა უსამართლობაა! აგერ ზოგი ამერიკიდან, ზოგი ბარსელონიდან, ზოგი იტალიიდან პოსტავს შვებულების ფოტოებს, მაკუნას კი, სამამულო ზღვაზე წასვლის ფულიც არ აქვს. არადა ვისზეა ნაკლები? მერე რა, რომ ცხვირის ოპერაციაზე ჯერ ვერ შეაგროვა ფული!

ნიკოს გეგმებში მხოლოდ ერთჯერადი სექსი იყო და არა ზღვაზე დასასვენებლად წასვლა, თანაც შვებულებაც აგვისტოს ბოლოს უწევდა და რომც ნდომოდა მაინც ვერ წავიდოდა. უარსაც ვერ ეუბნებოდა გოგოს და ყოყმანობდა.

ძალიან ეცოდებოდა მაკუნა: „რა ჰქნას საწყალმა გოგომ, სხვა რა გზა აქვს, ქირის ფულს ძლივს იხდის და ალბათ ვერც იკვებებაო კარგად. 

სხვათაშორის ძალიან გამხდარიაო“ - ამბობდა ნიკო გულის ტკივილით.

"კაი, რაღაცას მოვიფიქრებთო" - უთხრა მაკუნას.

თაღლაურას "რომანტიკული საღამოს" მერე მეორე დღეს მთელი დღე ვეღარ ურეკავდა მაკუნას, იმიტომ რომ ზღვაზე წასვლაზე უარს ვერ ეუბნებოდა. 

როცა მაკუნამ თვითონ დაურეკა, უთხრა „ბიკინების ფულს მოგცემო“. 

მისცა კიდევაც და ასე მოიშორა თავიდან.

შინ დაბრუნებისას, მთელი გზა ფიქრობდა, რა უსამართლოა ეს ცხოვრება, რას გვიშვრება ეს მთავრობა და როგორი ცოდოა ეს მაკუნა!

და რა კეთილი ადამიანია თვითონ, რომ სხვა თუ არაფერი, თაღლაურაში კარგად დააპურა მაინც საწყალი გაჭირვებული გოგო! (და ბიკინებიც უყიდა..).

პ.ს. ეს ნამდვილი ისტორიაა და ნიკოც არსებობს <3