Thursday, 31 August 2017

ბიჭი, რომელმაც მინისტრობა "გამაზა"


ზაფხულის ცხელ საღამოს ვანო, როგორც ყოველთვის, თავისი ნამუშევრით უკმაყოფილო ბრუნდებოდა სამსახურიდან. გულით არ აკეთებდა თავის საქმეს. 

64 წლის პაციენტს კი მოეწონა მისი გაკეთებული პროთეზი, მაგრამ ვანომ იცოდა, რომ პროთეზი არ ვარგოდა.

ბოლო დროს ვანოს სულ უფრო ხშირად აწუხებდნენ პესიმისტური აზრები. ფუჭად გადის წლებიო, დარდობდა.

კბილის პროთეზების გაკეთება დიდი ხანია მობეზრებული ჰქონდა. 

აგერ რა ბიჭია, მაგრამ ვინ დააფასა? 

ვიღაცა ვიგინდარები მინისტრობენ, პრემიერ-მინისტრობენ, მდიდრდებიან, ის კი, პრეტენზიული პაციენტების სუნიან ხახებს ვერაფრით ვერ მოშორდა და ალბათ ასე გააგრძელებს მთელ ცხოვრებას.

ეჰ! ეჰ! არადა ვისზე ნაკლები ბიჭია?

სკოლაში კარგად სწავლობდა, მაგრამ ძალიან პასიური იყო და მეთერთმეტე კლასში გადასულს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი რომელი პროფესიის დაუფლება სურდა. 

სპორტი მოსწონდა, (თუმცა მხოლოდ მოსწონდა). ეხლაც "მოსწონს" და თვეში ორ ჯერ სპორტ-დარბაზშიც დადის.

თავის დროზე პრაქტიკულმა დედიკომ ურჩია: „კარგ სტომატოლოგს ყოველთვის ექნებაო პურის ფულიო“ და სამედიცინო უნივერსიტეტში ვერა, მაგრამ ზაზა ფანასკერტელის სახელობის კოლეჯში ჩააბარა ვანომ.

იმ დღეს, ისევ პესიმისტურ თუ დეპრესიულ ტალღაზე იყო, მარჯანიშვილზე ერთერთ ბანკომატთან მივიდა, ფული გამოიტანა და ისევ მანქანისკენ მიდიოდა, როცა ინდოელი "ჭინკა" შეეფეთა. 

"თფუი, უჯიშოებო თქვენი კანის ფერი მოვტყან!" - ცხოვრების უსამართლობაზე გაბრაზებული, ვანო ჯავრს ინდოელზე იყრიდა.

მის გინებებს იქვე მდგომი "სტაინშიკიც" იმეორებდა ექოსავით, "სტაიანშიკს" კიდევ ვიღაცა მოზარდი შეუერთდა და პროთეზისტი ვანო უკვე თავის ახალ "კომანდასთან" ერთხმად აგინებდა ინდოელს. 

შეშინებული ინდოელი სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. 

- "ეს უჯიშოები დაღუპავენ საქართველოს". 

„უჯიშოები“ - კიდევ ერთხელ გაიმეორა ვანომ და უცებ გაშეშდა. 

იმ მომენტში თავს ვილიამ ვოლასად, რობინ ჰუდად, დავით აღმაშენებლად ქვეყნის გადამრჩენელად, პატრიოტად და ნამდვილ ქართველ ვაჟკაცად გრძნობდა, რომელიც თავის მამულს მტრისგან იცავდა

მასთან პროთეზების გასაკეთებლად მისული ასაკოვანი პაციენტების მიერ მოყოლილი მამა-პაპური გმირობების ისტორიები უტრიალებდა თავში და სულ უფრო და უფრო შედიოდა როლში. 

აჰა! "მტერი" (ინდოელი, ირანელი) იდენტიფიცირებულია. 

ცხოვრების უსამართლობა და ვანოს გაუთავებელი პროტეზებიც ინდოელი ჭინკების ბრალია. 

(და კიდევ ირანელების და თურქებისაც).

სახლთან რომ მივიდა, მანქანა გააჩერა და ხმალი გაამზადა მანქანაშივე, ტელეფონიდან ფეისბუქზე დიდი პოსტი დაწერა პატრიოტიზმზე და თავის „ახალ ლაშქრობაზე“ და ბევრი მოწონებაც მიიღო. 

300-500 ლაიქის მერე, უკვე  ნამდვილ რაინდად გრძნობდა თავს. 

„აი ახლა ვუჩვენებ ამ ფარჩაქ მთავრობას, ვინ არის ივანე ნემსიწვერიძე“ - ფიქრობდა და "ჯვაროსანთა ლაშქრობაში" გაერთიანებისკენ უხმობდა ხალხს. 

ხალხიც მოუგროვდა: ბირჟავიკები, სტაიანშიკები, ემოციური მოზარდები, შეშლილი შინაბერები, ისტორიის მასწავლებლები და ასე შემდეგ.



დიდი "ლაშქრობის" დღეც დაინიშნა, მაგრამ ეს "ლიბერალები", რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ აღნიშნულ "ლაშქრობას", უფრო მეტნი და უფრო "ყვერებიანები" აღმოჩნდნენ და დიდი სკანდალი ატეხეს. 

მოკლედ, ჩაუშალეს "ლიბერასტებმა" ვანოს გმირული გეგმები და ლაშქრობა..

თანაც, ვანო ხედავდა, რომ ხელისუფლებასაც დიდად არ ეხატებოდა გულზე „ქართველი ვაჟკაცების ლაშქრობა“ და ცოტა ყოყმანობდა, ღირდა თუ არა იმ პრობლემურ მარშზე გამოჩენა.

აბსუს, არადა, უბედური ლუზერებისგან შემდგარი, საკმაოდ დიდი „ჯარი“ ჰყავდა და მათ ყიჟინზე კი შეიძლებოდა პოლიტიკური კარიერის აწყობა, მაგრამ, მეორეს მხრივ, თავის ერთუჯრედიანი თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ხვდებოდა რომ: 

ბიჭო, ამ ხელისუფლებას აშკარად არ უნდა პრობლემები არც თურქეთთან და არც ირანთან, რაც შეეხება ინდოელ ტარაკნებს, ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტი პრაქტიკულად მაგათ ხარჯზე არსებობს რა. 

ახლა ამ მარშის დროს რამე პროვოკაცია, რომ მოხდეს და პოლიციამ რომ აგვიყვანოს, იქ განყოფილებაში დედას არ მიტირებენ?

არ მეტყვიან,  „რა დავით აღმაშენებლობა აგიტყდა შე კარგმოტ*ნულო?“. 

მინდა მე ახლა ზედმეტი პრობლემები?". 

თავისი გამოსირებული „ლაშქრისგან განსხვავებით, სტომატოლოგ ვანოს ეს ყველაფერი კარგად ესმოდა. 

მოკლედ, მარშზე წავიდა, მაგრამ დიდად არ უხტუნავია და ხშირად დროშას იფარებდა სახეზე, რომ ტელევიზორში არ გამოჩნდეს.

ეჰ! იმ „ლაშქრობის“ დროს ვერ გამოიჩინა თავი სტომატოლოგმა ვანომ, მაგრამ არაუშავს. 

ჯერ ახალგაზრდაა და რამე სხვა „ლაშქრობას“ მოიფიქრებს.

ბოლო-ბოლო დავიდ გარეჯთან წავა..

No comments:

Post a Comment