„ჩემ ქმარს არასდროს არ ვაპატიებ ღალატს!“ - კივის ფეისბუკიდან ქალი, რომელიც სახით შარშანდელ კარტოფილს მაგონებს, ტანით კი პინგვინს. რატოა დიდ გულზე, რისი იმედი აქვს ნეტა?
- „მაშინ მიიღეთ ზომები, იმიტომ, რომ ფიქრებში უკვე გიღალატათ“ - ვუთხარი.
- „აჰა, ჰა, ძალიან გამაცინე'"-ო .
ფიქრებში ღალატი ხომ "არ ითვლება", თანაც შარშანდელკარტოფილისსახიან გოგოს ჰგონია, რომ მისი
ქმარი ფიქრებში ადრიანა ლიმასთან ან ბელა ჰადიდთან „ღალატობს“.
„ეგ არაფერია კაცო,“ - ფიქრობს, - „ადრიანა იყოს, ის მაგარი ქალია..“
ნუ ახლა, მისთვის დიდი პატივია ასეთი „მეტოქე“, მაგრამ სამწუხაროდ რეალში მისი "მეტოქე" ადრიანა კი არა, გვერდით კორპუსში მცხოვრები ბუღალტერი ნათიაა, რომელმაც ტუჩები გაისქელა და ახლა მკერდის გადიდების ოპერაციისთვის აგროვებს ფულს.
მისი ქმარი ვაი-ვაგლახით "ასრულებს ქმრის მოვალეობას" და იმ დროს ნათიაზე ფიქრობს. "ფიქრებში ღალატობს" არ ითვლება, მაგრამ ქალისთვის მაინც შეურაცმყოფელი ფაქტია, რომ ქმარი იმ ტუტუც, კუდაბზიკა მეზობელ ნათიაზე ფიქრობს, რომელსაც თვითონ გამარჯობასაც კი არ ეუბნება..

კი ბატონო, მარტო ფიქრებში ღალატობს. აბა იმ ნათიას რაში სჭირდება
მისი გაზულუქებული, ღიპიანი ქმარი. ნათია ახალგაზრდა კარიერისტია, თავისი პერსპექტივები და "კრიტერიუმები“ აქვს და უფრო "მაღალი ეშელონის" ნიანგებს ეკურკურება..
ის ინდაური აივნიდან ნათიას უყურებს, ან ინსტაგრამზე ფეიკ-პროფილიდან ათვალიერებს. ნათია კი, სხვასთან მესიჯობს, ამ დროს ჩვენი ამაყი ცოლი დაქალუშკებთან ქმრის ერთგულებით ტრაბახობს. აქაოდა, მაგარი ქალი ვარ, ვინ მიღალატებს კაცო მე, ჩემნაირ ქალს?

რადგანაც ქმარი "ერთგული" ჰყავს, კაი სექს-გურუსავით, ჟურნალ "პადრუგაში" წაკითხულ დებილურ რჩევებს აძლევს დაქალუშკებს, თუ როგორ იყვნენ ქმრებისთვის სასურველები. ისინი კი, უჯერებენ ალბათ.
არადა, ძალიანაც რომ მოუნდეს ადიულტერი მის ქმარს, მაინც ვერ იზამს, ფულიც არ აქვს იმდენი.. ცოლს მხოლოდ იაფფასიან თურქულ ბარში თუ უღალატებს, თორე სხვაგან ვის რა ჭირად უნდა ჯიბეგამოფხეკილი და ღიპიანი.
ცელულიტიანი ქათმუშკა კი, ბრაზილიურ ეპილაციას იკეთებს, სუნამოებს ისხამს, "ვიქტორის სიკრეტის" სექსუალურ საცვლებს ყიდულობს და "რომანტიკული საღამოს" მერე ფეისბუკის რომელიღაცა ფარულ ჯგუფში ნასწავლ "კამასუტრას აკრობატული ილეთებით"
ქმარზე ექსპერიმენტებს ატარებს, თან ჰგონია,
რომ ქმარი ყვერებით ჰყავს
გამოჭერილი.
მოკლედ, გოგოებო!
დაივიწყეთ ცელულიტი და გემრიელად ჭამას მიხედეთ, იმიტომ, რომ ქალი რომელსაც ქმარი არ ღალატობს, მითიური არსებაა, იმიტომ, რომ ასეთი ქალი არ არსებობს.
იმიტომ, რომ ადამიანი, ქალიც და კაციც პოლიგამიური არსებაა და რაღაც მომენტში ყოველდღიური პარტნიორი ყველას ბეზრდება და ეს ნორმალურია.
არანორმალურია, როცა ადამიანს გალიაში ამწყვდევ და სამარემდე ერთგულებას ითხოვ, თან როცა იცი, რომ ეს შეუძლებელია.
არ ღალატობენ, ნიშნავს, იმას, რომ ვერ ღალატობენ. სხვადასხვა მიზეზების გამო: ფული არ აქვს, ფინანსურად ცოლის კისერზე ზის, მოძღვარი უკრძალავს და ასე შემდეგ.
ცოლები უკვე დიდი ხანია ყელში ამოუვიდათ, უბრალოდ „აწყობილი ოჯახური რუტინის“ დაშლა ეზარებათ. ერთად აღებული კრედიტები, ოპოთეკა, ბავშვები, საყოფაცხოვრობო პრობლემები, - ეს ყველაფერი ისედაც ხომ დეპრესიაა და კიდევ სკანდალები და ვიღაც სხვასთან ამ ყველაფრის ახლიდან დაწყება ხომ საშინელებაა. არსადაც არ წავა ის საწყალი!
ამიტომ, ცელულიტის და სტრიების გამო დიდად ნუ მოიკლავთ თავს, თვით კაილი ჯენერიც და მონიკა ბელუჩიც რომ იყოთ, ფინანსურად შეძლებული ინდაურები მაინც ღალატობენ. ღარიბები კი, ფიქრებში მაინც 100 პროცენტით კაილისთან არიან :))))
გული იმით დაიმშვიდეთ, რომ რეალური ღალატის ალბათობა ძალიან ცოტაა. ვისთან, სად გიღალატებს კაცო? რომელი მარიო ჩიმარო, ალენ დელონია, რომ ქალები მის გამო ვენებს იჭრიდნენ?
აი ასე, ქალი და კაცი სხვა არჩევანის
არ არსებობის გამო ერთმანეთს იტანენ და "ერთგულები" რჩებიან. და ფეისბუკზეც სიყვარულზე პოსტავენ.
შანსი რომ ჰქონდეთ, წამით არ გაჩერდებიან ერთმანეთთან. იმიტომ, რომ სელიავი! ასეთია ადამიანის ბუნება...