17-18 წლის პირველკურსელს რომ უთხრა, 40 წლის ასაკში ჯერ კიდევ მორიგი სერტიფიკატ/დიპლომის მაძიებელი „მარადიული სტუდენტი“ იქნები, ალბათ გული გაუსკდება, იმიტომ, რომ არცერთ ჭკუადმყოფელს არ უნდა, რომ 40 წლის ასაკში მერხთან მჯდარი „ნეუდაჩნიკი“ იყოს.
„უცხოეთში მივდივარ სასწავლებლად“ - დეგენერატებისთვის გასაგები, უცნაური სიამაყით აცხადებს 40 წლის ქალი. რომ ჰკითხო რა ჭირად გინდა 40 წლის ასაკში ახალი დიპლომ-სერტიფიკატი,
დრამატულად აწევს წარბებს და ისე შემოგხედავს თითქოს ის ჰკითხე, ტუალეტის ქაღალდს რატომ ხმარობო.
თქვენ
გგონიათ, 35-40-45 წლის სტუდენტებმა არ იციან, რომ მათი საზღვარგარეთული დიპლომები არავის არ აინტერესებს? კარგად იციან, რომ ვიცე-პრემიერად რომ დაგნიშნონ, 30 დიპლომი კი არა, ზოგჯერ ერთიც
კი არ გჭირდება. ჯობია
ილოცო, რომ შენი სკოლის მეგობარი დათუნა სადმე კარგ თანამდებობაზე დანიშნონ, იქნებ
შენც სადმე დაგსვას და პენსიასავით ხელფასი დაგინიშნოს.
"მარადიული სტუდენტები" შტერები კი არ არიან, რომ ამ ყველაფერს ვერ ხვდებოდნენ, უბრალოდ, როცა 40 წლის ხარ და არაფერი განსაკუთრებული მიღწევა არ გაქვს და სერიოზულს არაფერს აკეთებ, - სხვების თვალში მთლად წყალწაღებული „ნეუდაჩნიკი“ რომ არ იყო, თავი მარადიულ, სწავლის მაძიებელ ლომონოსოვად მოგაქვს, - თუ რამეა, სწავლობს ქალი (ან კაცი)! სულ სწავლობს.
თუ რომელიმე კომპანიის თანამშრომელი ხარ და შესაბამის კვალიფიკაციას იმაღლებ - გასაგებია.
თუ მეცნიერების კანდიდატი ხარ და მორიგ დისერტაციას იცავ, მესმის, მაგრამ როცა 40 წლის უაზრო ტრაკზე, უაზრო თავგადასვლებს ეძებ - ეს ძალიან საცოდავი სანახავია.
ალბათ, როცა 40 წლის სტუდენტი სტუდენტურ მერხთან ჯდება, მისი ცნობიერება რეალობას სცდება და იჯერებს, რომ ჯერ პატარაა და ცხოვრება წინ აქვს.

წინ კი აქვს ცხოვრება, მაგრამ სტუდენტობა,
მაინც პატარების საქმეა. მერე უკვე მოსაბეზრებელია. თანაც, სწავლა-განათლების მისაღებად აუცილებელი არაა ყოველ წელს, სხვადასხვა კოლეჯის
მერხებთან იჯდე.
მსგავსი თემა: ცნობა ჰარვარდიდან