Thursday 21 April 2016

ყალბი სიკეთე... სინდისთან ჭიდილი


ქალაქის ცენტრში ხალხმრავალ ადგილას მოხუცი ქალის: "შვილო დამეხმარე, "დედი დამეხმარე" გესმის და ალბათ პირველი აზრი, რომელიც თავში მოგდის არის ის, რომ ვინმემ არ იფიქროს შენზე რომ "უგულო" ადამიანი ხარ და იმ მომენტისთვის საფულეში მხოლოდ გზის ფულიც რომ ჰქონდეს დარჩენილი, მაინც 20 თეთრს აგდებ ბებოს ჭიქაში. 

მაგრამ, მერე გაივლი 10 ნაბიჯს და იქ კიდევ 5-6 ასეთი ბებო ზის...

სულ ვფიქრობ ასეთი ბებოების ბიოგრაფიაზე და მიკვირს ნუთუ ამ პატარა ქვეყანაში ამდენი "საწყალი", "შვილების მიერ მიტოვებული ან შვილებგარდაცვლილი და მარტო დარჩენილი" ბებოებია? ისეთები, რომლებსაც მეზობლებიც არ ეხმარებიან ლუკმა პურით? 

"მარშუთკაში", ერთი ნორმალურად ჩაცმული ასაკიანი ქალი საჯაროდ ყვებოდა თავის ისტორიას: "არც შვილებს და არც შვილისშვილებს არ ვჭირდებიო", რაზეც "მარშუთკის" მძღოლმა: "ეტყობა არ იყავიო მთლად კარგი დედაო..."- უპასუხა. 

თქვა თუ არა, იმ წამსვე მგზავრმა ქალებმა კინაღამ სცემეს მძღოლი: "როგორ უბედავ, როგორ აკადრე", "ეს ხომ დედაა", "ცოდოა, შვილები არიან ცუდებიო".

მძღოლო კი, გააჩუმეს, მაგრამ მწარე სიმართლე როგორ გინდა რომ გააჩუმო?  

მე ყოველთვის მჯეროდა, რომ კარგი ადამიანი, კარგი დედა ცუდ შვილებს ვერ გაზრდის და თუ გაზარდა ურჩხული, მაშინ აკაკი წერეთლის "გამზრდელივით" თავი უნდა მოიკლას.

წესით, უპატრონო მოხუცები, მოხუცთა თავშესაფრებში უნდა იცხოვრონ და არა მიწისქვეშა გადასასვლელებში. რა თქმა უნდა, ამაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, თუმცა იმ ბებოების უმრავლესობას ჰყავს ოჯახი და უბრალოდ პენსიასავით "მუშაობენ" ქუჩაში. ანუ ესეგი, უნამუსო შვილები ჰყავთ, რომლებიც ქუჩაში ამათხოვრებენ მშობლებს.

მათხოვარი ბებოების ავტობიოგრაფია არავინ იცის ზუსტად, არც ის ვიცით მათ შორის რამდენია "ჩელუსკინელების ხიდის" მიმდებარე ტერიტორიის ყოფილი "მუშაკი", მაგრამ ვუყურებ უმრავლესობას და ნიკო ლორთკიფანიძის "თავსაფრიანი დედაკაცის" ისტორია მახსენდება. აი იმ ნაწარმოების გმირი დედა იყო პიროვნება! 

საშინელებაა, როდესაც სიცოცხლის ბოლო წლებს ქუჩაში ატარებ და შენი შვილებისთვის ეს დასაშვებია. რატომ ზის მოხუცი ადამიანი ყველანაირ ამინდში ქუჩაში? რატომ არ ჰყავს პატრონი? რა ცოდვა ჩაიდინა ასეთი? ვინ იყო ახალგაზრდობაში? რა ადამიანი იყო? 

ახლა, "რაც მოგივა დავითაო..."-ზე სიმღერას აღარ დავიწყებ.. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში.

მაგრამ, ხომ ხვდები, რომ ორი-სამი ასეთი ბებოს ჭიქაში 20 კაპიკის ჩაგდებით ვერ იქნები დედა ტერეზა?


ფიქრობ, საფულე შეგიმსუბუქდება და "სიკეთეც" "გაკეთებული" გექნება არა?

არა, ნამდვილი სიკეთე უფრო ბევრ დროს ითხოვს? 

მაგალითად ბავშვთა სახლებში ან მოხუცთა თავშესაფრებში საჩუქრების მიტანა. ფინანსები რომც გქონდეს, "დრო არ გაქვს" და მათხოვრისთვის მიცემული 20 თეთრით ადვილად იმშვიდებ სინდისს? მასე, 
"სამუშაოზე გამოსული" ბებოები ძალიან ბევრნი არიან. ჯიბეში ხურდაც არ დაგრჩება. ზღვაში წვეთიც არ არის ასეთი სიკეთე და სრულიად ზედმეტია. 

ქუჩაში მათხოვრები არ უნდა იყვნენ, მითუმეტეს მოხუცები არ უნდა იჯდნენ ყოველ ნაბიჯზე. 

ერთი ნამეტნავად კეთილი დეგენერატი ფეისბუკზე წერდა: "თურქეთში ვიღაცა დეიდაო, რომელიღაც ხიდის ქვეშ დგასო და გამვლელებს ეხვეწებაო: ეფენდი მინეტ - 5 მანათ.. მაგარია ქალიაო, შვილებს არჩენსო.."

კი, მაგრამ, ასეთი ქალის შვილები რა გაიზრდებიან? ან ის შვილები მერე მადლობას ეტყვიან ისეთ დედას, რომელიც გამვლელებს მინეტს უკეთებდა, თუნდაც მათ სარჩენად? მე მგონია, რომ ამ ფასად და ქალი-კანალიზაციის "სამუშაოთი" გადარჩენილ შვილებს, ჯობია საერთოდ შვილებიანად მოვკვდე. 

გულის სიღრმეში შენც კარგად ხვდები როგორი ტიპის და როგორი მორალის ხალხი მათხოვრობს. აბა ყველა თავმოყვარე ხალხის ტრაკი არაა, ქუჩაში იჯდეს და მათხოვრობდეს. ღირსეული ადამიანი მშიერი მოკვდება, მაგრამ არ გავა ქუჩაში. ღირსება და თავმოყვარეობა ადამიანს სიკვდილამდე არ ტოვებს.

შვილებთან ერთად რომ დადიან ქუჩა-ქუჩა, ის მათხოვრები კი, წიხლით საცემები არიან. ვითომ სამსახურს ვერ პოულობენ. ჩვენთან უბანში ყოველ დილით და ნებისმიერ ამინდში ბულკების გამყვიდველი ქალი მოდის, აი ის არის პიროვნება! იმ ქალს ქუჩაში უაზროდ დგომას მუშაობა ურჩევნია. 

ჯობია წავალ და მისგან 2-3 ბულკს ვიყიდი და მას დავეხმარები, ვიდრე მუქთაქორა მათხოვარს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მუშაობა ეზარებათ და ქუჩა-ქუჩა წანწალი და ხალხის შეწუხება ურჩევნიათ. 

გასულ ზაფხულს კარზე მომადგნენ ცოცხალ-ჯანმრთელი საკმაოდ ახალგაზრდა ქალები და ვითომ ბავშვის გადასარჩენად აგროვებდნენ ფულს. ისეთი სახეები ჰქონდათ, მეგონა, ფული რომ არ მიმეცა მცემდნენ.


რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, რომლებიც მათხოვრობენ, კი არ უოცნებიათ ასეთ ბედზე. ცხადია უჭირთ, მაგრამ მათი მძიმე მდგმოარეობა არ ამართლებს იმ ფაქტს, რომ ხალხს ატყუებენ და ფაქტიურად ძალით ართმევენ ფულს.