Sunday 21 October 2018

მახინჯომანია - უშნო ქალების ტრიუმფი


"Не родись красивой"

წლების წინ ერთ ორგანიზაციაში მუშაობის დროს ფეხმძიმე ქალი შემხვდა. მე-7 თუ მე-6 თვეზე იყო. იმდენად მახინჯი მომეჩვენა, რომ მის ასაკსაც ვერ ვადგენდი. 

ფეხმძიმობა ხომ თავისთავად ცვლის სახის ნაკვთებს, მაგრამ ეს გოგო თუ ქალი, თავისი განიერი ცხვირით და უხეში პირით ძალიან ცუდი იყო და ვიფიქრე: ო მაი გად, ეს ქალი რომელი ჭკუის პატრონმა დააორსულა? ბებიაჩემის არ იყოს, ალბათ "ლიოთჩიკის" გული ჰქონია ვაჟკაცს! 

ვიფიქრე, მისი ქმარი ალბათ ვიღაცა მახინჯი "ნეუდაჩნიკია", რომელიც ცოლის ხარჯზე ცხოვრობს. მაგრამ, სამსახურში საკმაოდ სიმპაურმა ქმარმა მოაკითხა. ისიც რომელიღაცა ბანკში მუშაობდა, ანუ მთლად წყალწაღებული ჩლუნგიც არ იყო! 

გაოგნებული ვუყურებდი იმ წყვილს და ერთი ჩემი ნათესავი გამახსენდა, რომელიც ყვებოდა, რომ წლებია, დილაობით ცოლის დასიებულ სიფათს ზიზღის გარეშე ვერ უყურებდა, მაგრამ 25 წელი იცხოვრეს ერთად და 3 შვილი ჰყავდათ. 

თურმე ასე ცხოვრობს ხალხი წლებით და ყველას თავის მიზეზი გააჩნია "ოჯახის" შესაქმნელად და შესანარჩუნებლად. 

ადრე მეგონა, რომ ნიანგის სიფათიან ქალებს ზედაც არ უყურებს არავინ. სექსიც მხოლოდ მესამე ხარისხოვან კაცებთან აქვთ. უშნო გოგოების ლამაზ ბიჭებთან ქორწინება ძლიერი "ტრენდი" რომ იყო მერე აღმოვაჩინე. 

სანამ ლამაზი ქალი თავს იფასებს და ჯერ მხოლოდ თავის წარმოსახვაში არსებულ ურთიერთობაზე დაუსრულებელ ანალიზებს აკეთებს, იმ დროს გომბეშო თავგანწირულად აქტიურობს, ერთი წამითაც არ ტოვებს თავის არჩეულ მამაკაცს და ბოლოს იგებს კიდევაც!

ასე ხშირად ხდება. ყველა კაცი ამბიციური და ძლიერი ხასიათის ხომ არაა. ბევრს მახინჯი, მაგრამ აქტიური, ყოჩაღი და რა ტქმა უნდა, ფინანსურად შეძლებული ქალის ყურადღება უჩევნია, რომელიც მისგან მხოლოდ "ფიზიკურ დასწრებას" ითხოვს, დანარჩენ ყველაფერს კი თვითონ აგვარებს. 

ჰო აბა, მარტო ქალებს კი არ უნდათ სარფიანად გათხოვება! კაცებიც ეძებენ საყრდენს :)))

და მერე რა, რომ ფულით ნაყიდ ქმარს თავის ძაღლთან უფრო მეტი სელფი აქვს, ვიდრე გომბეშო ცოლთან.. 

ასეთი "კარგი ბიჭების" დედიკოებსაც ზუსტად ასეთი რძლები უნდათ. "ჩემს ბიჭუნას კარგად აჭმევს და მეორე დედიკოსავით მოუვლისო" - ფიქრობენ. 

სულ ტყუილად ეშინიათ ქალებს მათზე უფრო ლამაზი ქალების და ტყუილად აღიქვამენ მათ სერიოზულ კონკურენტებად. 

ლამაზებს სხვანაირი ფსიქიკა აქვთ და ულამაზო ვირთხასავით სხარტად და პრაქტიკულად ვერ აზროვნებენ. 

პირველ რიგში, შენი საყვარელი კაცის სიახლოვეში მოპარპაშე მახინჯი გოგოს ლიკვიდაცია უნდა მოახდინო! 
იმიტომ, რომ ლამაზი გოგოები კი არა, ზუსტად ის წაგართმევს კაცს, დიახ, შტურმით აიღებს, იყიდის კაცს, "ეკზოტიკურ კურორტზე" წაიყვანს, მაგრამ ფაქტია, რომ შენ ხახამშრალს დაგტოვებს! 

სასაცილო/სატირალი ისტორია მქონდა წლების წინ: კაი ხანი შორიდან ვეტრფოდი ერთ გიგანტ-აპოლონს, ყველა გამვლელ-გამომვლელ ლამაზ გოგოზე და ფიტნეს-ქალებზე ვეჭვიანობდი და ვფიქრობდი, ვაუ, ნეტავ ამას როგორი ქალები მოსწონს? ალბათ მინიმუმ ადრიანა ლიმა უნდა! და ერთ მშვენიერ დღეს ისეთ უცნაურ არსებასთან ვნახე, ყბა ჩამომივარდა. ისიც ვერ გავარჩიე ქალი ახალგაზრდა იყო თუ ბებერი, გამხდარი თუ მსუქანი. ერთი ის შევამჩნიე, რომ ჩემი თამილა ბიცოლასნაირი თეთრი ქოშები ეცვა და ფეხმძიმედ იყო. 

ნუ, შოკიც, არის და შოკიც! კაცი რომელიმე ლამაზ ქალთან რომ ნახო, ჩვეულებრივად იეჭვიანებ, დეპრესიაში ჩავარდები და თვითშეფასებაც დაგივარდება, მაგრამ აქ უბრალოდ აზროვნების უნარი დამეკარგა: ეს რა იყო? რას უნდა ნიშნავდეს? ერთი შეხედვით იდეალურ კაცს რა უნდა უნდოდეს იმ გომბეშოსთან? 

- იქნებ ეს შენი აპოლონი იმპოტენტია და იმ ყბიან ქალთან გრძნობს თავს მშვიდად? - "იექსპერტა" ჩემმა მეგობარმა.

- არა გოგო რა იმპოტენტი, ალფონსია რა ჩვეულებრივი და ქალის ხარჯზე ცხოვრობს! - "დიაგნოზი დაუსვა" მეორემ. 

აჰა, იქნებ იმპოტენტია, იქნებ ქალის ხარჩზე მცხოვრები ალფონსია, ან იქნებ რა, იქნებ რა! მიზეზს რა მნიშვნელობა აქვს? ან თუ სიყვარულია, რა ტიპის სიყვარულია ეს?

ბებიაჩემი ამბობდა სილამაზე მთავარი არ არისო, ქალი ყოჩაღი უნდა იყოსო, მაშინ სულ ვიცინოდით რას უბერავს ეს ქალიო! არადა, ყველაფერს გეფიცებით, მართალი იყო ბებია. სიყოჩაღეში ზუსტად რას გულისხმობდა არ ვიცი, მაგრამ გომბეშო ქალები ძაან ყოჩაღები არიან და დიდი მოთმინებით, მეთოდურად აღწევენ მიზნამდე! 

P.S. 

კარგი ამბავი მახინჯი გოგოებისთვის - შენი რჩეული მამაკაცი შენი იქნება. თან ამისთვის არც დიეტა და არც ფიტნესი არ გჭირდება, დაიკიდე (მაინც არ გიშველის).  მაქსიმუმ რაც გჭირდება,  ეს არის კარგი ხელფასი, ბებია-ბაბუასგან დარჩენილი უძრავი ქონება და სოლარიუმის "ზაგარი", იმისთვის რომ, საჯდომზე ამოსული მუწუკები და ცელულიტი დაფარო. დანარჩენი კი, შენს სიყოჩაღეზეა დამოკიდებული: მაგრად შეაჯექი კისერზე, არსად გაუშვა ის კაცი მარტო, ბებიამისის დაქალის დაბადების დღეებზეც კი კარს მიადექი ტორტით ხელში და აუცილებლად ეკზოტიკურ კურორტებზე წაიყვანე! მეტი მოთმინება და მიხვალ ფინიშამდე უზარმაზარი მუცლით! გარანტიას გაძლევ!

რჩევა ლამაზებისთვის -  კარგ მაკიაჟს, კარგი ნიღაბი ჯობია, ანუ ცოტა ხანი მიამიტის და კარგი გოგოს როლი ითამაშეთ, თორემ მახინჯები გათხოვების ფენომენში აშკარად უფრო ყოჩაღები არიან! ნუ ახლა, კარგი გოგოს იმიჯი, ისე ოსტატურად, როგორც ამას მახინჯები აკეთებენ, არ გამოგივათ, მაგრამ მაინც სცადეთ! :)