წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ახლადდანიშნული მინისტრი ხართ და თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ახალ სტაფს - მოადგილეებს და დეპარტამენტის უფროსებს ნიშნავთ.
ნუ, მოადგილეებზე მთლად თავნებობა შეიძლება არ გამოვიდეს, რადგან მათი წარსული და ბიოგრაფია შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესის საგანი გახდეს, მაგრამ დეპარტამენტების უფროსების დანიშვნაში პრინციპში, ვინ შეგიშლით ხელს?
აი, მაგალითად, ნაკლებად "მყვირალა" პოსტებზე შეიძლება დანიშნოთ ვინმე ნაცნობი, ვთქვათ, ცოლის ნათლიის კლასელი და ასე შემდეგ და ზედმეტ ხმაურს თავი აარიდოთ. კი ბატონო, უფრო მნიშვნლოვანი ინფორმაციის და კომპრომატების არ მქონე საინფორმაციო სააგენტომ შეიძლება რომელიმე სახელმწიფო უწყების ახალი დეპარტამენტის უფროსის "ნაცნობობით" დანიშვნის ფაქტი მთავარ ამბად აქციოს და ინფორმაციაც მოითხოვოს, თუ RA GANATLEBA AQVS ახალ თანამშრომელს, რომელსაც, ვთქვათ, ავტობიოგრაფიაში უწერია, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და 6 ენას ფლობს! მაგრამ შესაძლოა ეს ფაქტი სულაც გამორჩეთ ან დაიკიდონ და არ "გაანიუსონ".

საზოგადოება დიდად არ მიაქცევს ყურადღებას და ორ დღეში დაივიწყებს "მცირე ნეპოტიზმის" ამბავს თუ ახალი ჩინოვნიკი განსაკუთრებულად არ იქცევს ყურადღებას. ანუ თუ არ გაგიჯავრდნენ თავს დაგანებებენ.
გგონიათ მართლა მოიძებნება მოცლილი, რომელიც ჰარვარდს, ოქსფორდს, ან ევროპის რომელიმე სასწავლებელს მიაკითხავს და თქვენი "ბრწყინვალე განათლების" მქონე თანამშრომლის დიპლომის არსებობის დამადასტურებელ საბუთს მიაგნებს?
ისე, ყურადღების "არ მიქცევის" ამბავში ქალებს ნაკლებად უმართლებს. მაგალითად, თუ ლამაზი ქალი ხარ და კარგ თანანმდებობაზე დაინიშნე, მოცლილები და შურიანები აუცილებლად დაიწყებენ შენს ბიოგრაფიაში ქექვას. მაშინ როცა, საშუალო გარეგნობის ვირთხა არავის დააინტერესებს.

გახსოვთ სააკაშვილის ლამაზი მინისტრის, ვერა ქობალიას განათლების დამადასტურებელ ფაქტებს რომ ეძებდნენ? ქობალია ჰოლივუდის ვარკვლავს ჰქავდა და დიდ ინტერესს იწვევდა. ზოგი ამბობდა ავსტრალიაში "პურის მცხობელი იყო და "არაფერი დიპლომიც არ აქვსო", ზოგიც ამბობდა "ჰარვარდში სწავლობდაო". მგონი დღესაც არავინ იცის წესიერად, ჰქონდა თუ არა იმ გოგოს უმაღლესი განათლება. მაგრამ ის მინისტრი იყო, თან ლამაზი, ამიტომაც იქექებოდნენ მის ბიოგრაფიაში და განათლებაში "შურიანები".
ანუ, საშუალო გარეგნობის გოგოს რომ დაგვინიშნავენ რომელიმე მნიშვნელოვანი დეპარტამენტის უფროსად და გვეტყვიან, რომ ის ჰარვარდის ყოფილი სტუდენტია, ადვილად დავიჯერებთ და აზრადაც არ მოგვივა მისი განათლების შემოწმება. მახინჯია, ესეგი მართლაც სწავლობდა და თან კარგად სწავლობდა - ასეთი შაბლონური სტერეოტიპები გვაქვს :)))))

სულ გვგონია, რომ ლამაზ ქალებს გაცილებით უფრო საინტერესო ჰობი აქვთ ვიდრე სწავლა :))
ძალიან ხშირად ტიპი, რომელსაც მართლა კარგი ევროპული განათლება აქვს, წლების განმავლობაში, რომელიმე უწყებაში "უმცროსი ექსპერტის" პოზიციაზე იხრჩობა, მისი ცოდნით სხვები სარგებლობენ და თავიანთი წინსვლისთვის იყენებენ. ღმერთმა იცის, ის საწყალი კიდევ რამდენი წელი ჩარჩება მანდ, სანამ "უფროსი სპეციალისტის" პოზიციაზე გადაიყვანენ. უფრო დიდ თანამდებობაზე კი დიდხანს იოცნებებს, რადგან პროტექცია, ნეპოტიზმები და დაქალუშკობანა მუდამ ძალაშია.

ამას წინად, ერთ ნაცნობთან ვიყავი ოფისში სტუმრად. მის მაგიდაზე ვიღაცის CV ვნახე და პირველ რიგში განათლება მომხვდა თვალში. ევროპული სასწავლებლების სახელები და აბრევიატურები იყო, იქვე იყო მითითებული, რომ ის პიროვნება 7 ენას ფლობდა.
"ვაუ, ეს ვუნდერკინდი ვინ არის?" - მეთქი.
ჩემს ახლობელს ხმა არ ამოუღია.
შევხედე და მისი გვარი და სახელი არ ეწერა "სივი-ზე"?
"შეეეენ?" - თვალები გამიფართოვდა, იმიტომ, რომ ევროპაში დასასვენებლად ან ტრენინგებზე წასული კი მახსოვს, მაგრამ არც მისი იქაური დიპლომების და არც "პოლიგლოტობის" შესახებ არაფერი მსმენია.
აა, მეთქი შე აფერისტო :))) - ვიფიქრე.

"ჯერ არავის არ უთხრა, კარგი პოზიციისთვის ვემზადები და ასეთი CV მჭირდება რა ვქნაო" - მითხრა.
"კი მაგრამ, რომ შეამოწმონ.." - ვთქვი და გავჩუმდი. მივხვდი, რომ არავინ არაფერს არ შეამოწმებდა
პოზიციებზე დანიშვნისას ტესტირებას და გამოცდებს ისინი გადიან, რომლებსაც მართლა კარგი განათლება აქვთ და წლების განმავლობაში სხვების შავ სამუშაოებს ასრულებენ, სხვა "იღბლიანები" კი, პირდაპირ ინიშნებიან და ყველას ცალ ფეხზე ჰკიდიათ განათლება და დიპლომები. არავინ არ ამოწმებს მართლა იცი იტალიური, ფრანგული, რუსული და ჩინური ერთდროულად თუ არა.

დიპლომის უსარგებლობაში თავად დავრწმუნდი, როცა არც ერთ სამსახურში ჩემთან დიპლომი არც უხსენებიათ.
წლების წინ ერთ ორგანიზაციაში საშუალოსტატისტიკურ პოზიციაზე სივი გავგზავნე, სადაც განათლებაც მივუთითე და დავწერე, რომ ხუთი ენა ვიცი. გასაუბრებაზე დამიბარეს. როგორც ჩანს სასწრაფოდ სჭირდებოდათ თანამშრომელი და კაი ხანი დიპლომის წარდგენას არ მთხოვდნენ. ყველა ტესტირება წარმატებით გავიარე, ენებიც შეამოწმეს, მაგრამ დიპლომი არ უხსენებიათ. სივის დაუჯერეს.
მოკლედ მიმიღეს, თანამშრომლებიც გამაცნეს და მითხრეს პირველ სამუშაო დღეს ჯანმრთელობის ცნობა, ნასამართლეობის, კიდევ რაღაც საბუთები და ფორმალუდად დიპლომის ასლიც მოიტანეო.
"იცით, ქალბატონო ლიზა, დიპლომი დავკარგე სამწუხაროდ და უნივერსიტეტიდან დამადასტურებელი საბუთის მოსატანად კი, დრო მჭირდება" - მეთქი.
კადრების უფროსი და დეპარტამენტის უფროსი გაოგნებულები მიყურებდნენ, აქამდე როგორ ვერ მოვთხოვეთ დიპლომიო და ბოლოს ერთ-ერთმა თქვა: ჩვენ შეგვიძლია ტყუილის გამო, დისკვალიფიკაცია გაგიკეთოთ და აღარ მიგიღოთ სამსახურშიო და მეორეს ჰკითხა: "რა ვქნათ, სხვა კანდიდატს დავურეკოთ?".
ცხელი ზაფხული იყო და ძალიან ეტყობოდათ, რომ ყველაფრის თავიდან დაწყევბა ეზარებოდათ. ძალიან ძალიან მაინტერესებდა, ყველა ტესტირება წარმატებით გავიარე, ფინიშამდე მივედი, ენებიც ვიცოდი და დიპლომის "არ არსებობის" მიუხედავათ მაინც მიმიღებდნენ თუ არა, მაგრამ, ისეთი სასოწარქვეთილი სახეები ჰქონდათ, რომ ექსპერიმენტი აღარ გავაგრძელე და ვუთხარი, რომ ორშაბათისთვის დიპლომს მოვიტანდი.
ისე კი, ძალიან ბევრგან მიმუმაშია, სადაც არც უკითხავთ რა განათლება მქონდა, ან მქონდა თუ არა საერთოდ. ასე, რომ დაიკიდეთ ეგ ფარატინა ქაღალდები :)
რა თქმა უნდა, დიპლომი მაქვს, მაგრამ იქ მითითებული სპეციალობით არასდროს მიმუშავია, არც მქონია სურვილი და დღემდე არ ვიცი რას ნიშნავს იქ მითითებული სპეციალობა :))
დიპლომი კი არა, ცოდნა და მონდომებაა საჭირო.