Monday 23 April 2018

ნაცემი ქალები


აბა ნებისმიერ ქალს: ლამაზს, მახინჯს, მაღალს, დაბალს, მსუქანს, გამხდარს, ბებერს, ახალგაზრდას, ჭკვიანს, შტერს, ერთი გაუბედე და რამე დაუწუნე, შენიშვნა მიეცი ან გააკრიტიკე, მაშინვე ძუ ლომად იქცევა: "აბა რას ამბობ შენ ტუტუცო, "სუპერ-ქალი ვარ", "არავისზე ნაკლები ვარ", ან "ყველაზე მაგარი ქალი ვარ"-ო-  ჩხუბს დაიწყებს და ყველაფერს გაიპუტავს. 

ჩვენი ამაყი ქალი თავს მხოლოდ უარყოფითისგან შეკერილ ჩვარადაც რომ გრძნობდეს, ამას არაფრის დიდებით არ აღიარებს და არავის "დააჩაგვრინებს" თავს! 

არავის გარდა მასთან ურთიერთობაში მყოფი მამრობითი სქესის არსების. ქმარი, საყვარელი, შეყვარებული, "იობარი", რა ჯანდაბაც გინდათ დაარქვით. 

აი იმ სირისგან, ხშირად დაუმსახურებლად ყველაფერს ჭამს და ყლაპავს "ამაყი" ქალი. 
მერე რა რომ, კაცი დღეში 25-ჯერ ლანძღავს და არც მალავს, რომ ფეხებზე ჰკიდია, აკრიტიკებს, შეურაცხმყოფას აყენებს, თავს არარაობად აგრძნობინებს, სხვა ქალების მიმართ ინტერესაც არ მალავს, ღალატობს, ან  სცემს..

ყველაფერს ითმენს ქალი! მერე რა, "ზატო" კაცი ჰყავს, ესეგი "შემდგარი ქალია". 

კაცი თუ ჰყავს, ეს ნაცემი, ნაფურთხი ქათამი ქალი, თავს "არავისზე ნაკლებ ქალად" გრძნობს და ესეც ჰყოფნის ბედნიერებისთვის. ბედნიერების მაჩვენებელი მისთვის კაცის ყოლაა. რა ჰქნას, სხვა ქათმების საჩვენებლად ცხოვრობს.

არავის არ უყვება იმის შესახებ, რასაც სახლში იტანს. იხტიბარს არ იტეხავს. "ბედნიერი ოჯახის" პატრონია!! და მერე რა, რომ ერთი საათის წინ კუდამოძუებული იდგა და "კაცის" ლანძღვა-კრიტიკა-გინებას უსნმენდა, ახლა გარეთ არის და არის და სხვებთან კუდის აწევას ცდილობს, ვითომ არაფერი მომხდარა. არავისზე ნაკლები ქალია! კაცი  ხომ ჰყავს. მთავარია ნახირში ვირი ჰყავს.

კუდამოძუებულებს ჰგონიათ, რომ ლანძღვა, გინება, შეურაცხმყოფა და ღალატი "კაცთან ურთიერთობის განუყოფელი კომპონენტებია", რომ ეს ნორმაა და უნდა აპატიო. 

"სიყვარული და პატივისცემა კინოშია"- ფიქრობენ ქათმუშკები. რეალში კი, კუდამოძუებული, ნაცემი ქალები არსებობენ მხოლოდ.

ნაცემი, შეურაცხყოფილი გარეთ გადის და კუდის აწევას ცდილობს მაგრამ, ამოძუებული კუდი იაპონური წებო წასმულივით მაინც ეკვრება ტრაკზე და ძალიან, ძალიან ეტყობა, რომ ნაცემი, ნაფურთხია..

ამას წინათ, 30 წლის ზრდასრულმა ქალმა თავის დაქალზე მითხრა: რა ვქნა, ვერ ვურეკავ, ჩემი ქმარი მიკრძალავს მასთან ურთიერთობასო! ამას მეუბნემა უმაღლესი განათლების მქონე თანამედროვე ქალი. რა სირცხვილი და სილაჩრეა! მე 10 წლის ბავშვს ვერ ვუკრძალავ ვერაფერს, ბავშვი ისეთი გააფრთრებით იცავს თავის უფლებებს და ეს 30 წლის ვირი "ქმარი მიკრძალავსო"!! მომენტ ღირსია, ქმარმა რომ სცემოს, მაგრამ მაინც მეცოდება და რა გავაკეთოთ, რომ ქალები ასეთი ცხვრები არ იყვენენ და კაცები თავზე არ დაისვან?

ბებიაჩემის დროს ასეთ ქალებს გმირებს და ოჯახის შუქურებს ეძახდნენ. 

დღეს 21-ე საუკუნეა, ასეთი შუქურები არ გვინდა! 

დღეს ქალები პარლამენტში კვოტებს ითხოვენ, მაგრამ სახლში ისევ კუდამოძუებულები დგანან ქმრების წინ და საკუთარ დედასაც მოკლავენ, ოღონდ "კაცი" ჰყავდეთ. 

ნუ იქნები ასეთი ამაზრზენი ქალი!

Tuesday 17 April 2018

განრისხებული დედა ტერეზა



Мафиози Бруско: Если Мать Тереза – святая, 
то я Иисус Христос!

დიოტთა კატეგორიაში ერთი ქვეკატეგორია არსებობს: ადამიანები, რომლებიც კერპებს ქმნიან და საჯაროდ ლოცულობენ თვითგამოცხადებულ "ბუდდა-კრიშნა-ქრისტეებზე", ანუ ტიპებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს სახელი ქველმოქმედებით გაითქვან. ამას ხომ დიდი ჭკუა ამას არ უნდა. ხუთი-ათი სამაგალითო საქციელი ჩაიდინე და იზრუნე, რომ შენი გაკეთებული საქმის შეხახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. მადლობა სოცილალურ ქსელებს შენი სიკეთის გასაპიარებლად დედა ტერეზასავით ქუჩებში წანწალი არ მოგიწევს. რამდენიმე გულის ამაჩუყებელი სელფი გადაიღე და მორჩა. 


ძალიან მალე გამოჩნდებიან იდიოტები, რომლებსაც"სინდისი ქენჭნით", რომ თავად ვერ იცლიან კეთილი საქმეებისთვის და შენი "დალაიქება-დაკომენტება-გაღმერთებით" ღმერთის წინაშე ვალს მოიხდიან და გულზე მოეშვებათ. ყოველ სიკეთით აღსავსე პოსტს დაგიგულებენ და ქველმოქმედების გზაზე სადმე, თუ არ ჩაისვარე, მომავალში წმინდანადაც შეგრაცხავენ.


იმდენს ვიცნობ, ვინც კეთილ საქმეებს ისე უანგაროდ აკეთებს, რაც დედაბერ ტერეზას არც კი დაესიზმრებოდა, მაგრამ მათ შესახებ საზოგადოებამ არ იცის. იმიტომ, რომ გულიდან მოსულ სიკეთეს ცალ ფეზზე ჰკიდია პიარი და სხვისი აზრი.

თუ შენი სიკეთის შესახებ ბევრმა ადამიანმა გაიგო და ღვთის მოციქულივით მიმდევრების ბრბოს აგროვებ, ესეგი აღიარებას ელოდები. თუ აღიარებას ელოდები, ესეგი ფულსაც ელოდები. სპონსორებს იზიდავ: "კეთილი ვარ, ფული მომეცი, უფრო კეთილი ვიქნებიო"შენი სიკეთის მიზანიც გასაგებია და ისიც გასაგებია, თუ სად წაიღებ დაგროვილ ფულებს. 

ყველა ადეკვატური, ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანი კეთილია და პერიოდულად მაინც აკეთებს კეთილ საქმეებს, როცა სცალია. მაგრამ, ხალხი მუშაობს, ხალხს უამრავი პრობლემა აქვს, ზოგს მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ორი-სამი საათი აქვს თავისუფალი და დილიდან საღამომდე წმინდანის როლს ვერ ითამაშებს. 

და ვინც თამაშობს? ვინც მოცლილია იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება სიკეთე აკეთოს. ისინი რითი არსებობენ? 

მოცლილებს კარგი ნერვები აქვთ და სიამოვნებით ითამაშებენ კეთილი ფერიების როლს.