Мафиози Бруско: Если Мать Тереза – святая,
то я Иисус Христос!
იდიოტთა კატეგორიაში ერთი ქვეკატეგორია არსებობს: ადამიანები, რომლებიც კერპებს ქმნიან და საჯაროდ ლოცულობენ თვითგამოცხადებულ "ბუდდა-კრიშნა-ქრისტეებზე", ანუ ტიპებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს სახელი ქველმოქმედებით გაითქვან. ამას ხომ დიდი ჭკუა ამას არ უნდა. ხუთი-ათი სამაგალითო საქციელი ჩაიდინე და იზრუნე, რომ შენი გაკეთებული საქმის შეხახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. მადლობა სოცილალურ ქსელებს შენი სიკეთის გასაპიარებლად დედა ტერეზასავით ქუჩებში წანწალი არ მოგიწევს. რამდენიმე გულის ამაჩუყებელი სელფი გადაიღე და მორჩა.
ძალიან მალე გამოჩნდებიან იდიოტები, რომლებსაც"სინდისი ქენჭნით", რომ თავად ვერ იცლიან კეთილი საქმეებისთვის და შენი "დალაიქება-დაკომენტება-გაღმერთებით" ღმერთის წინაშე ვალს მოიხდიან და გულზე მოეშვებათ. ყოველ სიკეთით აღსავსე პოსტს დაგიგულებენ და ქველმოქმედების გზაზე სადმე, თუ არ ჩაისვარე, მომავალში წმინდანადაც შეგრაცხავენ.
იმდენს ვიცნობ, ვინც კეთილ საქმეებს ისე უანგაროდ აკეთებს, რაც დედაბერ ტერეზას არც კი დაესიზმრებოდა, მაგრამ მათ შესახებ საზოგადოებამ არ იცის. იმიტომ, რომ გულიდან მოსულ სიკეთეს ცალ ფეზზე ჰკიდია პიარი და სხვისი აზრი.
თუ შენი სიკეთის შესახებ ბევრმა ადამიანმა გაიგო და ღვთის მოციქულივით მიმდევრების ბრბოს აგროვებ, ესეგი აღიარებას ელოდები. თუ აღიარებას ელოდები, ესეგი ფულსაც ელოდები. სპონსორებს იზიდავ: "კეთილი ვარ, ფული მომეცი, უფრო კეთილი ვიქნებიო". შენი სიკეთის მიზანიც გასაგებია და ისიც გასაგებია, თუ სად წაიღებ დაგროვილ ფულებს.
ყველა ადეკვატური, ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანი კეთილია და პერიოდულად მაინც აკეთებს კეთილ საქმეებს, როცა სცალია. მაგრამ, ხალხი მუშაობს, ხალხს უამრავი პრობლემა აქვს, ზოგს მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ორი-სამი საათი აქვს თავისუფალი და დილიდან საღამომდე წმინდანის როლს ვერ ითამაშებს.
და ვინც თამაშობს? ვინც მოცლილია იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება სიკეთე აკეთოს. ისინი რითი არსებობენ?
მოცლილებს კარგი ნერვები აქვთ და სიამოვნებით ითამაშებენ კეთილი ფერიების როლს.
მსგავსი პოსტი: აქტიური ქველმოქმედება, როგორც პოლიტიკური კარიერის ტრამპლინი