ერთი ნაცნობი წყვილის მოჩვენებითმა სიყვარულმა დამაღონა. აი ისეთი წყვილის, რომელსაც დოლჩე და გაბანასავით ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოიდგენ. რატომ და ვისთვის თამაშობენ არ ვიცი, მაგრამ, აშკარაა, რომ თამაშობენ. მგონი არც თამაშობენ, უბრალოდ საკუთარ თავებს ატყუებენ. სულ ერთად არიან, ყველგან ერთად დადიან, შოპინგზე, სავარჯიშოდ, დასასვენებლად და ცდილობენ საკუთარი თავებიც და გარშემომყოფებიც დააჯერონ, ვითომ ძალიან უყვართ ერთმანეთი და ძლიერი სიყვარული არსებობს. სოციალურ ქსელებში რათქმა უნდა, ერთმანეთის ფოტო უყენიათ წარწერით „ჩემი ლოვე", მაგრამ ამ „სიყვარულში“ მუცლის ტკივილი უფრო ჩანს, ვიდრე ბედნიერება..
ნეტავ როგორი შეგრძნებაა, როცა ცხოვრება არ გიტოვებს სხვა არჩევანს და იძულებული ხარ იმასთან დაწყვილდე, ვინც არ გიყვარს? ან როგორი სიმწარეა, როცა შენ შეყვარებულს, ცოლს ან ქმარს ზედმეტი თბილი ემოციების და ინტერესის გარეშე უყურებ? და თან ათას მიზეზს ეძებ, რომ საკუთარი
„არჩევანი“ გაამართლო: „ნორმალური გოგოა რა გინდა, (ან
ბიჭია), მაგარი ქალები (ან კაცები) და საერთოდ სიყვარული მხოლოდ კინოშია, სიყვარული არ არსებობს, მთავარი ურთიერთგაგება და პატივისცემაა და ბლა-ბლა-ბლა..
"ზატო" კაი გოგოა, მგონი ვუყვარვარ, სხვას ვის რაში ვჭირდები აბა, ეს გოგო ჩვენი ძველი დივანივით კომფორტული და მოსახერხებელია და მასთან არ ვიძაბები".
ან როცა ქალი იმშვიდებს თავს: „ნუ ახლა, არც ალენ დელონია და არც მდიდარი როქფელლერი, მაგრამ სულ არაფერს ჯობია რა, თან რეპროდუქციული ასაკი „დედლაინს“ უახლოვდება
და ბავშვი ხო უნდა გავაჩინო“.
რა თქმა უნდა, ამ მწარე სიმართლეს დაქალს ვერ მოუყვება და სოციალურ ქსელში საცოდავ სპექტაკლებს დგამს. ადამიანები ხომ სხვების საჩვენებლად ცხოვრობენ. ცხოვრებაში სულ არაფერი მიღწევა რომ არ ჰქონდეს, "ზატო" "სამაგალითო" ოჯახი ჰყავს.
ასეთია ეს ცხოვრება. 20-დან 29 წლამდე ჯერ სანამ ბედნიერების იმედი გაქვს მეგან ფოქსზე ოცნებობ და საკუთარ "ვოლს" ემილი რატაკოვსკის ფოტოებით აჭრელებ, მერე კი, 32-35 წლის ასაკში, (თუ უკვე სამი შვილის ღიპიანი მამიკო არ ხარ, რომლის მთავარი დარდი იპოთეკის და სამომხმარებლო კრედიტის დაფარვაა), ქერი ბრედშოუს დატანჯული ვერსია შეგრჩება ხელში და მისით უნდა დაკმაყოფილდე. ზატო კაი გოგოა.
ასე ცხოვრობს ძალიან ბევრი. კაია, წყვილში ერთი მაინც იყოს შეყვარებული მეორეზე, მაგრამ ააარა, საწყლები უემოციო ზომბებივით პერიოდულად უემოციოდ ეხახუნებიან ერთმანეთს და სხვების საჩვენებლად ბედნიერ წყვილს თამაშობენ. სხვა რა გზა აქვთ?
ასე რატომ ხდება? ალბათ იმიტომ, რომ იმას არ სჭირდები, ვისზეც ოცნებობ. უფრო ხშირად კი, ასეთი დაწყვილების მთავარი მიზეზი - მარტოობის შიშია. ამ შიშის გამო ადამიანები უაზრო ურთიერთობებს იწყებენ და თავს იმით იმშვიდებენ, რომ სიყვარული არ არსებობს და ლტოლვა ადრე თუ გვიან მაინც ქრება.
კი ბატონო, სიყვარული ქრება, მაგრამ ჯობია ერთხელ მაინც იყოს და წავიდეს, გაქრეს, ვიდრე მთელი ცხოვრება არასასურველ ურთიერთობაში იხრჩობოდე და სულიერი ინვალიდი, ამ გრძნობას მოკვეთილი ზომბი იყო და მერე მოკვდე.
TiG (Titanium Alloy) | Titaniumheads
ReplyDeleteTiG (Titanium Alloy) is a copper oxide with a babylisspro nano titanium high affinity titanium max trimmer for iron ford titanium ecosport oxide (Copper and Stainless Steel) which provides a titanium chain close and $0.00 · titanium wood stoves In stock