გული მიკვდება ისეთ ბავშვებს რომ ვუყურებ, რომლებიც გამუდმებით მშობლებისგან შექებას ელოდებიან. რამე კარგს გააკეთებენ და იმ წამსვე ერთგული ძაღლის თვალებით დიდებს უყურებენ: „ხო კარგი ბიჭი ან გოგო ვარ?“
ასეთი ბავშვები საუკეთესო წლებს მშობლების მოლოდინების გამართლებაზე ხარჯავენ. როდესაც მშობელი ბავშვს მხოლოდ „კარგი საქციელის“ გამო აქებს, ბავშვი სხვის ქებაზე დამოკიდებული ნახევრად ინვალიდი იზრდება.
მახსოვს როგორ ვარდებოდნენ ისტერიკებში ჩემი კლასელები და თანაკურსელები ცუდი ნიშნების გამო, იმიტომ, რომ მშობლებს ვერ გაახარებდნენ და რიტუალურ ქებას ვერ მოისმენდნენ.
ზოგი ბავშვი კი, ჩემსავით მთელი ცხოვრება მშობლებისგან იმ სანატრელ შექებას უიმედოდ ელოდება და ვერაფრით ეღირსება მას.
რომელი შემთხვევაა უფრო მძიმე, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მხოლოდ კარგი საქციელისთვის, ანუ მხოლოდ "დამსახურებული" ქება ბავშვისთვის ძალიან მძიმე თვირთია, რადგან ის სხვების მოლოდინების გამართლებაზე დამოკიდებული ხდება.
მგონი, მეორე, ანუ ჩემი შემთხვევა უფრო ცუდია, როცა ბავშვის მშობლები გამუდმებით მის სხვა თანატოლებს აქებენ, მას კი ლანძღავენ. "კატო კარგად სწავლობს, შენზე ჭკვიანია" და ა.შ.
საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, ბავშვი ამას თავიდან ძალიან განიცდის, მაგრამ წლები გადის და ეჩვევა იმ "ფაქტს", რომ „ცუდია“ და სამუდამოდ იკიდებს სხვის აზრს. ალბათ ეს ვარიანტი უფრო პრაქტიკულია. მოწონებას ვერ ეღირსე, აღარც ელოდები და ფეხებზე იკიდებ. თანაც "ცუდობა" უფრო კომფორტულია.

ადამიანი, რომელიც დეპრესიაში მხოლოდ იმის გამო ვარდება, რომ ვიღაცას არ მოეწონა, ვიღაცის სტანდარტებს არ შეესაბამება, ძალიან საცოდავია.
დამნაშავეები ისევ მშობლები არიან, რომლებიც თავის დროზე, ბავშვი მუდმივად „კარგი გოგოს“ ან "კარგი ბიჭის" რეჟიმში გაზარდეს.
მადლობა ჩემებს, რომ მათგან ერთ კარგ სიტყვასაც ვერ ვეღირსე! თავის დროზე ბევრი ვინერვიულე, სამაგიეროდ დღეს ყველა კრიტიკაც და ქებაც, სიმპატიაც და ანტიპატიაც ფეხებზე მკიდია.
მადლობა ჩემებს, რომ მათგან ერთ კარგ სიტყვასაც ვერ ვეღირსე! თავის დროზე ბევრი ვინერვიულე, სამაგიეროდ დღეს ყველა კრიტიკაც და ქებაც, სიმპატიაც და ანტიპატიაც ფეხებზე მკიდია.