რა ვიცი, თუ "რაღაცნაირი" გგონია, ესეგი "იმნაირია". უტვინო ქალი თუ არ ხარ, წესით გეიზე არ უნდა აგენთოს მწვანე. უნდა მიხვდე რომ გეია და არ შეაწუხო.
კაცების დეფიციტისგან დატანჯულ ქალებს, ეტყობა ცალ ფეხზე ჰკიდიათ მათი ორიენტაცია და ტანკივით უტევენ საწყალ ლატენტურებს.
ან მართლა ვერ ასხვავებენ გეებს და ჰეტეროებს, ან ალბათ, ქვეცნობიერად მათი "გამოსწორების" იმედი აქვთ. რა სიტყვით ვახსენო ქალები, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ რონალდო-ლეონარდო-რიკი მარტინი, დენიელ რედკლიფი და კიდევ სხვა "sweet boys"-ები გეები არ არიან?
მე ის საწყალი ბიჭი მახსენდება, რომელსაც 15 წლის წინ ჩემი ჯგუფელი გოგო საჯარო ბიბლიოთეკაში კოცნით ახრჩობდა და ბოლოს იმან ვერ მოითმინა, თავი დამანებე გეი ვარო. მაგრამ ჩემი ჯგუფელის ტემპერამენტი ბრმა და სასტიკი იყო..
დღესაც, სხვა ქალებთან ერთად, მინდა თუ არ მინდა, მაინც გეების "ანატომიას" ვსწავლობ. ასე რატომ დაჯდა, როგორ ჩაიცინა, რა აცვია, გეია თუ არა?
ნუ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? თუ რაღაცა გეჩვენება, ესეგი არ გეჩვენება, მართლა ეგრეა!
ნუ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? თუ რაღაცა გეჩვენება, ესეგი არ გეჩვენება, მართლა ეგრეა!
ჩახლართული სიტუაციაა:
1. გეი, რომელსაც ქალი არ უნდა, მაგრამ ცოლი მაინც ჰყავს, შვილებიც ჰყავს. 15 წელი ქალთან ცხოვრობს და მერე მისი მოზარდი შვილი თავისი კლასელისგან იგებს, რომ მამიკო სხვისი მამიკოს საყვარელია.
2. გეი, რომელიც ვერ აღიარებს, რომ გეია და ნათესავების ხათრით გოგოს ხვდება. ის გოგო კი, თავის დაქალებს უბურღავს ტვინს: გეია თუ მეჩვენება?
3. სიტუაცია უფრო რთულდება, როცა თავად გეიმაც ვერ გადაწყვიტა გეია თუ ჰეტერო: მე-8 კლასში პარალელური კლასიდან დათო უყვარდა, უნივერსიტეტის მე-2 კურსზე 2 გოგოსთან და ერთ კაცთან ჰქონდა რომანი და ახლა 29 წლის ასაკში არ იცის ვინ უყვარს, გოგო თუ ბიჭი.
ჰო, ასეც ხდება.
აი ეს გაურკვევლობაა საშინელება ქალებისთვის, იმიტომ, რომ სანამ გეი თავად გაერკვევა საით უბერავს ქარი, საწყალ შეყვარებულ ქალს ჭაღარა გაუჩნდება თმაში.
იმედი მაინც არ დაკარგონ, იქნებ ბისექსუალია? დღეს ქალზეა გადაყოლილი, ხვალ კი, ისევ დათოს დაუბრუნდება.
მგონი, ყველა ადამიანი ბისექსუალია.. გარკვეულწილად.. ჰო, მგონი, ყველა ადამიანი ბისექსუალია.
Don't worry, be happy!