ადრე სხვის აგრესიაზე მეც ვბრაზდებოდი, ახლა კი ვიცი, რომ ასეთ უბედურებს პრობლემები აქვთ და მათი კიდევ უფრო გამწარება არ ღირს.
როდესაც 36 წლის ქალს თმაზე ბანძი მელირება, ცოცხივით თმა, ფორებიანი და მოუვლელი სახის კანი აქვს და 36-ის მაგივრად 56 წლის გამოიყურება, ის ვერ იქნება ბედნიერი. თვითშეფასებაც ცხადია 0-ზე აქვს. ქმარს არ უყვარს ისე, როგორც მას უნდა. ფული არ აქვს იმდენი, რომ თავს მოუაროს, მოკლედ მიზეზებს რა გამოლევს.. არც "ახალგაზრდობაში" იყო სოფი ლორენი და არც მაშინ იკლავდნენ კაცები თავს მის გამო. მერე ოჯახური ძალადობის და შეურაცხყოფის მსხვერპლიც გახდა, ქმრის უწმაწური გინება მისთვის ნორმაა. არაფრის დიდებით არ აღიარებს, რომ 17 წლის ლამაზი გოგონების შურს, რომლებსაც მისი აზრით, ჯერ "ყველაფერი წინ აქვთ". ასეთი ქალი დაჯდება და ღვარძლიანად ჭორაობას დაიწყებს.
ასეთები იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავზე იმუშავონ, სხვებს უშლიან ნერვებს. ისევე, როგორც, მახინჯი გოგო ლამაზ თანატოლს უშლის ნერვებს, ან ცუდი რეპუტაციის ქალი სხვებსაც "უფუჭებს" რეპუტაციას ჭორებით, აქაოდა მხოლოდ მე არ ვარო იმნაირიო.
ზუსტად ასევე, არშემდგარი უბადრუკი კაცი, რომელიც არასოდეს არ უყვარდა ქალებს, მათზე სიამოვნებით ჭორაობს. ცუდი ადამიანები, სინამდვილეში ცუდები კი არა, საცოდავები, უბედურები არიან. "ცხოვრებაში არ გაუმართლათ", გაბოროტდნენ, ფსიქიკა დაუმახინჯდათ.
ვისაც გაუმართლა და ოდნავი ჭკუა გააჩნია, ადრე თუ გვიან, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, საკუთარ თავზე მუშაობას იწყებს, კომპლექსებს და სტერეოტიპებს იშორებს და მეტნაკლებად საღად აზროვნებას სწავლობს. შედეგად კი, ბედნიერი თუ არა, ნორმალური ადამიანი მაინც ხდება. ზოგი კი, შეუგნებლობის ჭაობში იხრჩობა და იქიდან სხვებსაც ესვრის ლაფს.
სამწუხაროდ, დამახინჯებული ფსიქიკის მქონე, ბოღმიანი ადამიანები ხშირად საპასუხისმგებლო პროფესიებში ხვდებიან. ანუ, ექიმები, მასწავლებლები, პოლიციელები ან მოსამართლეები ხდებიან და იქიდან უფრო ადვილად უფუჭებენ სხვა ადამიანებს ცხოვრებას.
აი მაგალითად, რა მოტივით ხელმძღვანელობდა დემოკრატიული აშშ-ს ფლორიდის შტატის მოსამართლე, რომელმაც 30 წლის ახალგაზრდა სიმპათიურ ქალს 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა მხოლოდ იმიტომ, რომ მას 17 წლის მოსწავლეებთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა? ის ქალი ხომ სერიული მკვლელი არ არის, მას არავინ მოუკლავს. ამ საქმეში ვინ და რა ნაირად არის დაზარალებული? სამართლიანია, რომ ის ლამაზი გოგო 22 წელი ციხეში დარჩება მკვლელებთან და სხვა ბოროტმოქმედებთან ერთად? იმ მოსამართლის მახინჯი თავი რა პრინციპით იღებდა ასეთ გადაწყვეტილებას? ვითომ 17 წლის "ბავშვი" შეეცოდა და მის "დაზიანებულ" ფსიქიკაზე დარდობდა? არა. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ადამიანური ბოღმა და შურია!
ფლორიდის სასამართლომ ინგლისური ენის მასწავლებელს ჯენიფერ ფიხტერს 17 წლის მოსწავლესთან სექსუალური ურთიერთობის გამო 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა |
No comments:
Post a Comment