Monday 28 May 2018

რატომ ეძებს შენი შეყვარებული სხვას?


მობეზრებულ ცოლებს ან "15 წლიანი სტაჟის მქონე" საყვარლებს რომ ღალატობენ, კიდევ გასაგებია. ნუ მობეზრდა, რა ქნას? ორთქლდება ეს დედანატირი სიყვარული ადრე თუ გვიან..

მაგრამ, წასულ სიყვარულზე არაა ეს პოსტი.

იმ სიტუაციაზეა, როცა ცოლიც და შეყვარებულიც ახალი გყავს, მაგრამ შენ მაინც ტრაკზე წიწაკაწასმულივით ვერ ჩერდები და სხვას ეძებ. 

ეს შემთხვევა ადამიანის ბუნებრივი პოლიგამიის ბრალი არაა. ეს არც ის მომენტია, როცა "რა ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა".

ეს ის მომენტია, როცა ისე დაწყვილდით, რომ სიყვარული ხსენებაშიც არ იყო და შენს საცოდავ საყვარელს ატყუებ ვითომ გიყვარს. 

თუმცა, არ მეცოდება ქალი, რომელმაც იცის, რომ მისი შეყვარებულისთვის ლამაზი კი არა, უბრალოდ სიმპატიურიც არაა, მაგრამ მაინც არ ეშვება და იაპონური წებოსავით ეწებება.

სანამ უთავმოყვარეო ქათმუშკა შეყვარებულთან ერთად გადაღებულ მორიგ ფოტოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და მასაც "თაგავს", იმ დროს მისი "არწივი" სხვა ქათმუშკის წინ დახტუნაობს პავიანივით.

განა მექალთანეა, უბრალოდ ცხოვრებამ "ისე მოიტანა", რომ "нелюбимая" ელოდება ფანჯარასთან. ელოდება და ფიქრობს: ნეტავ ამ ფოტოსაც გააქრობს ფეისბუკის თაიმლაინიდან? 

არაუშავს, "ზატო" დუშკა გოგოა..

ისე, ხო არის ამაში არაკაცური მომენტი, როცა ქალი არ გიყვარს და იყენებ მას. თავს კი, მხოლოდ იმით იმშვიდებ, რომ "იცის, რომ არ გიყვარს, მაგრამ მაინც შენთანაა". 

პ.ს.
სიყვარული არსებობს ქათმუშკებო, ოღონდთ ქვენთვის არა. სიყვარული ძლიერი ადამიანებისთვის არის. თქვენ კი, ისევ მეგობრებთან, "მეობრული სექსი" გააგრძელეთ! 

Sunday 20 May 2018

"ელიტური" ჭორიკანები

კოლეგებზე ან მეზობლის რძალზე ჭორაობისას ჭორიკანას პატარა სიმწრის გრძნობა აქვს, რადგან მაყვალაზე ჭორაობით მას "აქტუალურ თემად ხდის" ეს კი ზედმეტი პატივია მაყვალასთვის. 

ჭორაობა ცუდია, მაგრამ ჭორაობის დროს "გამოყოფილ ენდორფინებზე" ჭორიკანა ადამიანი ვერ ამბობს უარს და მეზობელს თუ ვერა, "ტელევოზორის" ხალხს მაინც ჭორავს - ნანუკა ჟორჟოლიანს, შორენა ბეგაშვილს, კესარიას ან რავიცი, "ჩემი ცოლის დაქალების" ჩიკას და კიკას. 

ჩიკა და კიკა იქით იყვნენ და აბა რას აკეთებს უფრო "მაღალხარისხიანი", "ელიტური" ჭორიკანა?  

ის ბუკინგემის სასახლეს ბინადრებს ჭორავს. 

ამ დროს სინდისი არ აწუხებს, პირიქით განათებული სახით ამაყად ყვება, რომ "მეგანისნაირი" დიადემა მისი მაზლის ცოლის ნათლიის შვილსაც ეკეთა ქორწილში და ძალიან ამაყობს, რომ ვიღაცა მაყვალაზე და ჩიკაზე კი არა, თავად დედოფალ ელისაბედზე და მის ოჯახზე ლაპარაკობს. 

"დაბალი დონის" ჭორიკანა ნაცნობებზე ჭორაობს, "მაღალი დონის" ჭორიკანა კი, "მსოფლიო ელიტაზე" :)))

როცა "ჩვეულებრიც მოკვდავებზე" ჭორაობ და შენი ჭორაობის ობიექტი, მაგალითად, მეზობელი ან კოლეგა მდიდარ კაცს გაჰყვა ცოლად და ახლა სეიშელის კუნძულებზე თაფლობის თვეზეა, მასზე ჭორაობა სიამოვნებას აღარც განიჭებს, იმიტომ, რომ გშურს მისი. ამიტომ ჯობია მაღალი დონის ჭორიკანა იყო და პრინც ჰარიზე, მეგანზე, ელისაბედზე და ვიქტორია ბექხემზე იჭორავო, იმიტომ, რომ ეს უფრო დაგამშვიდებს.

ასეთი "ჭორაობის" დროს, შურიც ნაკლებად დაგახრჩობს, ელიტუ" პერსონებზე ლაპარაკით, შენც "გაელიტდები" და სეიშელზე მყოფ ნაცნობ მაყვალასაც აგრძნობინებ, რომ "გკიდია" მისი ბედნიერება და აგერ მეგანი ვაბშე მაგარი გოგოა და ვაბშე პრინცს გაჰყვა ცოლად! :))

"- გოგო, იცოდი, რომ  დევიდ ბექჰემმა ვიქტორია სასამართლოში გაიცნო?
- არა გოგო რას ამბობ, ვივიენ ვესტვუდის ძმისშვილის დაბადების დღეზე გაიცნო, მე ეგრე ვიცი.
- აუ კარგი რა, მე მასწავლი ახლა? მაგათი საგვარეულო და მთელი ისტორია ვიცი ზეპირად" - ამაყად აცხადებს ქათმუშკა და თან უხარია, რომ ამ ქვეყანას ზუსტად იმ მისიით მოევლინა, რომ ვიქტორია და დევიდ ბექჰემების ცხოვრების არაოფიციალური მემატიანე იყოს.. 

ისე, "ცუდ ჭორიკნობას", "ელიტური ჭორიკნობა" ჯობია არა? 

ვიღაცის რეპუტაციის გაფუჭებით საკუთარი თვითშეფასების ამაღლებას და საერთოდ ასეთ ცოდვის ჩადენას არ ჯობია ისევ ჩიკას ქმარზე და ვიკას ფეხსაცმელზე ილაპარაკო?

ცნობილი ბრენდები "გაარჩიო" ან, ის განიხილო, მონიკა ბელუჩი უფრო ლამაზია თუ სოფია ლორენი.

ნორმალურ ადამიანს არ უნდა აინტერესებდეს უცხო ადამიანების ცხოვრების დეტალები და არ უნდა განიხილავდეს ამას, როგორც დღის მთავარ მოვლენას, მაგრამ საკუთარი ცხოვრება როცა უფერული გაქვს, სხვა რა გზა დაგრჩენია?

- ვაიმე გოგო, გუშინ ნანუკას ისეთი ლამაზი ზედა ეცვა... 
- მე კიდე, მაია ასათიანის ლიფი მომეწონა
- ლიფი სად შეამჩნიე გოგო?
- ოხ, ხომ იცი, მე ვერაფერს ვერ გამომაპარეეეებ.........