მობეზრებულ ცოლებს ან "15 წლიანი სტაჟის მქონე" საყვარლებს რომ ღალატობენ, კიდევ გასაგებია. ნუ მობეზრდა, რა ქნას? ორთქლდება ეს დედანატირი სიყვარული ადრე თუ გვიან..
მაგრამ, წასულ სიყვარულზე არაა ეს პოსტი.
იმ სიტუაციაზეა, როცა ცოლიც და შეყვარებულიც ახალი გყავს, მაგრამ შენ მაინც ტრაკზე წიწაკაწასმულივით ვერ ჩერდები და სხვას ეძებ.
ეს შემთხვევა ადამიანის ბუნებრივი პოლიგამიის ბრალი არაა. ეს არც ის მომენტია, როცა "რა ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა".
ეს ის მომენტია, როცა ისე დაწყვილდით, რომ სიყვარული ხსენებაშიც არ იყო და შენს საცოდავ საყვარელს ატყუებ ვითომ გიყვარს.
თუმცა, არ მეცოდება ქალი, რომელმაც იცის, რომ მისი შეყვარებულისთვის ლამაზი კი არა, უბრალოდ სიმპატიურიც არაა, მაგრამ მაინც არ ეშვება და იაპონური წებოსავით ეწებება.
სანამ უთავმოყვარეო ქათმუშკა შეყვარებულთან ერთად გადაღებულ მორიგ ფოტოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და მასაც "თაგავს", იმ დროს მისი "არწივი" სხვა ქათმუშკის წინ დახტუნაობს პავიანივით.
განა მექალთანეა, უბრალოდ ცხოვრებამ "ისე მოიტანა", რომ "нелюбимая" ელოდება ფანჯარასთან. ელოდება და ფიქრობს: ნეტავ ამ ფოტოსაც გააქრობს ფეისბუკის თაიმლაინიდან?
განა მექალთანეა, უბრალოდ ცხოვრებამ "ისე მოიტანა", რომ "нелюбимая" ელოდება ფანჯარასთან. ელოდება და ფიქრობს: ნეტავ ამ ფოტოსაც გააქრობს ფეისბუკის თაიმლაინიდან?
არაუშავს, "ზატო" დუშკა გოგოა..
ისე, ხო არის ამაში არაკაცური მომენტი, როცა ქალი არ გიყვარს და იყენებ მას. თავს კი, მხოლოდ იმით იმშვიდებ, რომ "იცის, რომ არ გიყვარს, მაგრამ მაინც შენთანაა".
ისე, ხო არის ამაში არაკაცური მომენტი, როცა ქალი არ გიყვარს და იყენებ მას. თავს კი, მხოლოდ იმით იმშვიდებ, რომ "იცის, რომ არ გიყვარს, მაგრამ მაინც შენთანაა".
პ.ს.
სიყვარული არსებობს ქათმუშკებო, ოღონდთ ქვენთვის არა. სიყვარული ძლიერი ადამიანებისთვის არის. თქვენ კი, ისევ მეგობრებთან, "მეობრული სექსი" გააგრძელეთ!
No comments:
Post a Comment