რამდენიც გინდა მიმტკიცე, რომ ადამიანის „გეოგრაფიულ წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს“, მაგრამ სოფელში დაბადებულსა და ქალაქელს შორის - ერთი დიდი განმასხვავებელი ფაქტორი არსებობს - სოფლელის კომპლექსი. რა თქმა უნდა, "ქალაქელიც" იხრჩობა სხვადასხვა კომპლექსებში, მაგრამ სოფლელს მხოლოდ ერთადერთი კომპლექსი აქვს, (და მისი სხვა პრობლემებიც იმ კომპლექსიდან მოდის).
სოფლელი მთელი ცხოვრება ცდილობს პროვინციელის კომპლექსი
მოიშოროს და ხან თავს იგიჟებს ვითომ ამაყობს თავისი გეოგრაფიული წარმომავლობით, ხან კი დაბადების ადგილს მალავს, მაგრამ მაინც ქვეცნობიერად, მთელი ცხოვრება ცუდი განაჩენივით თავის წარმომავლობას ეჭიდავება. სულ ცდილობს, „თავში ავარდნილ ქალაქელებს“ დაუმტკიცოს, რომ ადამიანის გეოგრაფიულ წარმომავლობას არ აქვს
მნიშვნელობა და უფრო მეტი დამაჯერებლობისათვის, ისეთი "განსხვავებული" და "დახვწილი" გემოვნებების და „სტილების“ დემონსტრირებას ახდენს, რომ „ქალაქელს“ კი არა, ოლიმპოსის ღმერთებსაც შეშურდებათ.
გული მწყდება, როცა სოფლელი გოგონები არ ჭამენ ნატურალური რძის
ნაწარმს (ბევრს ვიცნობ ასეთს), იმიტომ რომ, სოფლის ნაწარმია და თუ გიყვარს, ესეგი "სოფლური სისხლი გიყივის". „აჰა, მგელი ტყისკენ იხედებაო“ არ თქვანო ჩემზეო და მაინც სოფლელიაო არ წამომაძახონო? - ფიქრობენ.
„ქალაქელს“ შეუძლია ნინო ჩხეიძესაც და ლეილა თოდაძესაც მოუსმინოს ან ნასვამზე „სამი დალიეზე“ იხალისოს, ცააცკალი სოფლელი კი, ამგვარი მუსიკების
გაგონებისას ხუთჯერ გაიხედავს უკან და „ტერიტორიას შეამოწმებს“, არავინ
არ მამხილოს „სოფლურ სტიქიაშიო“. ვახ, მერე რა, რომ მთის და ბარის შვილია, მაინც შექსპირის პიესებზეა გაზრდილი და მხოლოდ ჯენის ჯოპლინს, ჯიმი ჰენდრიქს,
მიკ ჯაგგერს და რავიცი კიდე ვინ ჯანდაბაა „სტილი“, იმათ უსმენს. და უცებ ვინმემ რომ გაიგოს, რომ შემთხვევით, სადღაცა „პატარა ხარ, პატარა ხარ, პატარა, სიყვარულმა ხელის გულზე გატარას“ მოსმენა
მოუწია! ეუფ, წარმოიდგინე რამხელა „პაზორია“!
მსგავსი "პაზორისგან" თავის დასაცავად კი, ფეისბუკზე ლეილა თოდაძის
სიმღერას დააშეარებს და ვითომ იღადავებს – „ნახე გოიმებს დავცინიო“. აი, პირადად ვიცნობ ასეთს რა!
"გოიმების დაცინვა" კი, ნაღდი სოფლელის მთავარი ინდიკატორია.
რა სტილებზეც არ უნდა შეჯდეს და რა ნიღბებშიც არ უნდა დამალოს თავისი დაკომპლექსებული სიფათი, „უდონოების“ დაცინვით, მაინც გამოამჟღავნებს თავის პლებეურ წარმოშობას.
როცა თავისი ჭკუით "ელიტურ", სნობურ, „დახვეწილ საზოგადოებას" მიბაძავს და „ავტორიტეტების აზრზე“ დაყრდნობით იმარიონეტებს, მაშინ აყროლდება ყანას სუნით.

"სოფელოსაც" და "არასოფელოსაც", რომელიც სხვებს დასცინიან, ურჩევნიათ ჯერ საკუთარი თავი თავი მოიწესრიგონ,
ადამიანს დაემსგავსონ, შაურმების და სხვა ნაგავი საკვების ჭამას მოეშვან,
მერე კი, საკუთარ კომპლექსებზე იმუშავონ და ყველაფერი მშობლიურის მიმართ ზიზღიც მოიშორონ.
თორემ, ძალიან საზიზღარი სანახავია, როცა, სქელტრაკიანი, ან გამხმარ-დამჭკნარ-ტრაკიანი, ცელულიტიანი, გაწეწილი ბატის კანიანი არსება, რომელიც 24 საათი ნაცემი ძაღლის გამომეტყველებით დადის, - პარიზებზე, ნიუ-იორკებზე ლაპარაკობს და თავისი საცოდავი კომპლექსების დასამალად სხვებზე ღადაობს!

ჯერ სარკეში ჩაიხედე! ზურგი და
ჩამოშვებული მხრები გაისწორე!
P.S. ორი ვაკელი გოგო სვეტობს: ვააიმეე გოოგოოო, რა მურტალი ამინდიააა!
..ამ სვეტუნებს სოფლელი ლამაზმანი შემოუერთდება: ხოო, გოო, მართლა რა ჩაჯმული ამინდია! :))))