Monday, 23 April 2018

ნაცემი ქალები


აბა ნებისმიერ ქალს: ლამაზს, მახინჯს, მაღალს, დაბალს, მსუქანს, გამხდარს, ბებერს, ახალგაზრდას, ჭკვიანს, შტერს, ერთი გაუბედე და რამე დაუწუნე, შენიშვნა მიეცი ან გააკრიტიკე, მაშინვე ძუ ლომად იქცევა: "აბა რას ამბობ შენ ტუტუცო, "სუპერ-ქალი ვარ", "არავისზე ნაკლები ვარ", ან "ყველაზე მაგარი ქალი ვარ"-ო-  ჩხუბს დაიწყებს და ყველაფერს გაიპუტავს. 

ჩვენი ამაყი ქალი თავს მხოლოდ უარყოფითისგან შეკერილ ჩვარადაც რომ გრძნობდეს, ამას არაფრის დიდებით არ აღიარებს და არავის "დააჩაგვრინებს" თავს! 

არავის გარდა მასთან ურთიერთობაში მყოფი მამრობითი სქესის არსების. ქმარი, საყვარელი, შეყვარებული, "იობარი", რა ჯანდაბაც გინდათ დაარქვით. 

აი იმ სირისგან, ხშირად დაუმსახურებლად ყველაფერს ჭამს და ყლაპავს "ამაყი" ქალი. 
მერე რა რომ, კაცი დღეში 25-ჯერ ლანძღავს და არც მალავს, რომ ფეხებზე ჰკიდია, აკრიტიკებს, შეურაცხმყოფას აყენებს, თავს არარაობად აგრძნობინებს, სხვა ქალების მიმართ ინტერესაც არ მალავს, ღალატობს, ან  სცემს..

ყველაფერს ითმენს ქალი! მერე რა, "ზატო" კაცი ჰყავს, ესეგი "შემდგარი ქალია". 

კაცი თუ ჰყავს, ეს ნაცემი, ნაფურთხი ქათამი ქალი, თავს "არავისზე ნაკლებ ქალად" გრძნობს და ესეც ჰყოფნის ბედნიერებისთვის. ბედნიერების მაჩვენებელი მისთვის კაცის ყოლაა. რა ჰქნას, სხვა ქათმების საჩვენებლად ცხოვრობს.

არავის არ უყვება იმის შესახებ, რასაც სახლში იტანს. იხტიბარს არ იტეხავს. "ბედნიერი ოჯახის" პატრონია!! და მერე რა, რომ ერთი საათის წინ კუდამოძუებული იდგა და "კაცის" ლანძღვა-კრიტიკა-გინებას უსნმენდა, ახლა გარეთ არის და არის და სხვებთან კუდის აწევას ცდილობს, ვითომ არაფერი მომხდარა. არავისზე ნაკლები ქალია! კაცი  ხომ ჰყავს. მთავარია ნახირში ვირი ჰყავს.

კუდამოძუებულებს ჰგონიათ, რომ ლანძღვა, გინება, შეურაცხმყოფა და ღალატი "კაცთან ურთიერთობის განუყოფელი კომპონენტებია", რომ ეს ნორმაა და უნდა აპატიო. 

"სიყვარული და პატივისცემა კინოშია"- ფიქრობენ ქათმუშკები. რეალში კი, კუდამოძუებული, ნაცემი ქალები არსებობენ მხოლოდ.

ნაცემი, შეურაცხყოფილი გარეთ გადის და კუდის აწევას ცდილობს მაგრამ, ამოძუებული კუდი იაპონური წებო წასმულივით მაინც ეკვრება ტრაკზე და ძალიან, ძალიან ეტყობა, რომ ნაცემი, ნაფურთხია..

ამას წინათ, 30 წლის ზრდასრულმა ქალმა თავის დაქალზე მითხრა: რა ვქნა, ვერ ვურეკავ, ჩემი ქმარი მიკრძალავს მასთან ურთიერთობასო! ამას მეუბნემა უმაღლესი განათლების მქონე თანამედროვე ქალი. რა სირცხვილი და სილაჩრეა! მე 10 წლის ბავშვს ვერ ვუკრძალავ ვერაფერს, ბავშვი ისეთი გააფრთრებით იცავს თავის უფლებებს და ეს 30 წლის ვირი "ქმარი მიკრძალავსო"!! მომენტ ღირსია, ქმარმა რომ სცემოს, მაგრამ მაინც მეცოდება და რა გავაკეთოთ, რომ ქალები ასეთი ცხვრები არ იყვენენ და კაცები თავზე არ დაისვან?

ბებიაჩემის დროს ასეთ ქალებს გმირებს და ოჯახის შუქურებს ეძახდნენ. 

დღეს 21-ე საუკუნეა, ასეთი შუქურები არ გვინდა! 

დღეს ქალები პარლამენტში კვოტებს ითხოვენ, მაგრამ სახლში ისევ კუდამოძუებულები დგანან ქმრების წინ და საკუთარ დედასაც მოკლავენ, ოღონდ "კაცი" ჰყავდეთ. 

ნუ იქნები ასეთი ამაზრზენი ქალი!