ჩემი მოზარდობის პერიოდში, როცა არც ინტერნეტი და არც ინსტაგრამი იყო, იაფფასიან ბულვარულ სასიყვარულო რომანებს ვყიდულობდი ლამაზი ილუსტრაციების გამო. შემდეგ ლათინო-ამერიკულ სერიალებსაც ლამაზი ხალხის გამო ვუყურებდი. იქ კაცი კაცს ჰგავდა ქალი კი, ქალს. იქ, რეალურ ცხოვრებაში რომ ვხედავთ ყოველდღე, ისეთი მუტანტები კი არა, ულამაზესი სენიორიტა როზალიები და უმამაკაცურესი ალეხანდროები იყვნენ.
ჰოლივუდი მაგალითად, მახინჯი "მასოვკის" გულის მოსაგებად, ხშირად უფრო რეალისტურ გმირებს ათამაშებდა ფილმებში, დაახლოებით ისეთივე მიჩმორებულ არსებებს, რომლებსაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. ლათინო-ამერიკულ სერიალებში კი, ზებუნებრივად სიმპატიური კაცები იყვნენ.
მაშინ ბნელ 90-იანებში გვეგონა, რომ მარიო ჩიმაროები მხოლოდ კინოში არიან. ჩვენს რეალობაში ტრაწიანი ნარკუშა "ძველი ბიჭები" იყვნენ, რომლებსაც სპორტის და სპორტსმენების ხსენებაზე მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდათ: "ბიჭო, ერთი ცხრა გრამიანი ტყვია უნდა შუბლში რააააა, და მაგის კუნთების დედაც ვატირე რააააა!"
ახლა სხვანაირი მუტანტების თაობაა: ლუდისგან გასიებული ქალური თეძოები, სქელტრაკიანი დედის ბულკები და ლამბერ-წვერები :))
ცხადია, ყველა ვერ იქნება საოცნებო გარეგნობის მამაკაცი, იმიტომ, რომ მაგაზე რეგულარულად მუშაობაა საჭირო. მახინჯ ჩვარად არსებობა გაცილებით უფრო ადვილი და "კომფორტულია". ინტერნეტში უაზრო პოსტები, კომენტარები დაწერე, ჭამე, სვი, ტუალეტში შედი. მუტანტი, რომელიც მთელი დღე კომპიუტერთან თამაშობს, ჭამს და გაზებს უშვებს.
ამ თემაზე, ანუ მუტანტებზე ამერიკელმა ფოტოგრაფმა კეტლინ ქომფაუენმა საინტერესო ფოტოსესია შექმნა, სადაც სასიყვარულო რომანების ყდაზე ყველა ქალის საოცნებო გმირების ნაცვლად, მოდელების როლში, ჩვეულებრივი კაცუნები გადაიღო. აი ისეთები, რომლებთან ერთადაც უმრავლესობას გძინავთ და რომლებისგანაც შვილებს აჩენთ.
ახლა წარმოიდგინეთ სიყვარული და ვნება ასეთი მუტანტების შესრულებით:
ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური ქალი იტყვის, რომ სიყვარული არ არსებობს. მართალია, აბა როგორ უნდა გიყვარდეს კუანა "დედის ბულკი" და ღიპიანი ლუდის ბოჩკა?
იმ კუანა მუტანტებსაც არ სჯერათ სიყვარულის, იმიტომ, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად ხინკალი და ლოთობა უყვართ.
No comments:
Post a Comment