Monday, 25 September 2017

გენიალური შვილების დედიკოები


"მთავარია ჯანმრთელი იყოს, სხვა არაფერი არ მინდა" - ფეხმძიმე ქალი, თავის უშნოდ გამობერილ მუცელს უყურებს და ოცნებობს, რომ მისი შვილი მხოლოდ ჯანმრთელი კი არა, ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და მაგარი იქნება. 
ნუ ახლა, ჯექსონს, მოცარტს ან შექსპირს ალბათ ვერ გააჩენს, მაგრამ რაღაცით მაინც განსაკუთრებული იქნება მისი ბავშვი, იმიტომ რომ მისი შვილია! ბევრ მასწავლებლებთან ატარებს და ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი გახდება, ან და მეცნიერი და აინშატაინი თუ არა, ცნობილი ფეხბურთელი მაინც იქნება, ბურთით თამაშს ხომ არ უნდა დიდი ჭკუა. 

მერე ბავშვი იბადება და მოსიყვარულე დედიკო ხედავს, რომ მისი პირმშო წიგნების კითხვას გენიოსივით ორი წლის ასაკში არ იწყებს, სამი წლის ასაკში ლექსებს არ წერს. 7 წლის ასაკში არ იწყებს ნოტების აწყობას და გამრავლების ტაბულასაც ძლივს იმახსოვრებს. ანუ ჩვეულებრივი ბავშვია, ისეთი რომლებიც სხვებსაც ჰყავთ.

„არაუშავს, ჯერ ყველაფერი წინ აქვს. 
აინშტაინიც ოროსანი იყო, მაგრამ ბოლოს ხომ გახდა აინშტაინი!“ -  თავს იმშვიდებს დედიკო. 
ზოგი მაინც არ ეშვება და დაუღალავი ჟინით თავის აუსურელებელ ოცნებებს საწყალ ბავშვზე პროეცირებს. თვითონ მოდელობაზე და სინდი კროუფორდობაზე ოცნებობდა და ახლა თავის პუთკუნა გოგონასაც უშლის ჭამას, იმ იმედით, რომ "ეს მაინც მოხვდება დიდ პოდიუმზე და ქვეყანას ასახელებს". ან საწყალ ბავშს 24 საათი სწავლაში ახრჩობს იმ იმედით, რომ "ჰარვადში ისწავლის" და "მინისტრი გახდება".

ეჰ, არაფერი არ გამოდის. არადა, რას იტრაბახებდა სხვა ქათმუშკებთან გენიალური შვილით, რა პოსტებს დაწერდა ფეისბუკზე, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვს გენიალურობის არაფერი ეტყობა. ყველაზე დიდ იმედგაცრუებას კი, ამბიციური დედიკო ბავშვთა საფეხბურთო კლუბში გრძნობს, სადაც ყველა ბავშვი მომავალი „რონალდოა“. მათი არანაკლებად ამბიციური დედიკოები კი, ლაპარაკს არ აცლიან, თავიანთი შვილების ქება-დიდებით.

მერე იწყება შეგუების ეტაპი: „მერე რა რომ გენიოსი არაა, მაინც გენიალურია, იმიტომ, რომ ჩემია“იწყება მარაზმი სოციალურ ქსელებში და ყველანი ვუყურებთ რეალითი შოუს, თუ რას ჭამს, როგორ სძინავს, როგორ გადის კუჭზე, რას მღერის და რას ხატავს სხვისი პატარა „გენიოსი“. იწყება პატარა „გენიოსების“ „ფრთიანი ფრაზების" ან "სიბრძნეების" დაპოსტვა: ნინიკომ ეს თქვა, დათუნამ ის თქვა და ასე შემდეგ.

ფეისბუკზე ასეთი საინტერესო სტატუსი შემხვდა: "დათამ თქვა მაკარონი მიყვარს, კარტოფილი არაო! "  ამ სტატუსს 20 წუთში 200 ლაიქი ჰქონდა. 7 წლის დათას კარტოფილი ჰყვარებია. გენიალურია, ტაში დავუკრათ დათას და მის დედიკოს! ნუ ახლა, მე დიდი ვერაფერი გავხდი, მაგრამ ნახეთ, რა მაგარი შვილი  გავაჩინე და ა.შ.

დაშოშმინდით, დაწყნარდით! გენიოსი კი არა, ბედნიერი, სიცოცხლით სავსე, კეთილი ბავშვები უნდა გაზარდოთ! 

No comments:

Post a Comment