Thursday, 20 April 2017

ჭკვიანი ქალი!


ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური ქათამი თავს სხვებზე ჭკვიან ქალად თვლის და წინადადების დამთავრებასაც არ გაცლის, თვითონ იწყებს ლაპარაკს და ყველაფერზე "სწორი" პასუხი აქვს; ყველაფერზე თავისი "მნიშვნელოვანი აზრი“ გააჩნია და ყველაფერი "იცის".

იცის ვინ როგორ „გაიკეთა კარიერა“, ვინ რატომ აროს წარმატებული, ვინ რამდენჯერ იყო პლასტიკურ ქირურგთან, ვინ ბოზია და ვინ ცოტა ნაკლებად ბოზი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერთან ერთად, ის აუცილებლად თავისი საქმიანობის სფეროში "პროფესიონალიც" და "პროფესორიც" არის.

ეს კიდევ ჯანდაბას და ის დაბადებიდან პოლიტიკური "ექსპერტიც" არის. სხვისთვის ჭკუის სწავლება ხომ ქათმების საყვარელი ჰობია.

მაგალიტად, ყველა მსუქანი ქალი რჩევებს მაძლევს როგორ უნდა დავიკლო წონაში და "უნიკალურ" დიეტებს მასწავლის. ყველა მუწუკიანი გოგო მასწავლის, როგორ უნდა ვიკვებო სწორად და თავის კრემებს აქებს. ყველა ჟანგისფერთმიანი ქალი თმის მოვლაზე მელაპარაკება. ყველა უთავმოყვარეო ქალი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება არცერთ კაცს გულწრფელად არ ჰყვარებია, რჩევებს მაძლევს, როგორ უნდა „ავაწყო პირადი ცხოვრება“.

ყველაფერი "იციან" ქათმუშკებმა, ყველაფერში "მაგრები" არიან, მაგრამ მაინც უბედურები არიან. იმიტომ, რომ ქათმუშკები მთელი ცხოვრება სხვა ქათმუშკებს ეჯიბრებიან. კოლექტიურად ისქელებენ ტუჩებს, კოლექტიურადვე უარყოფენ ამას და კოლექტიურად ბანაობენ 5 კილოგრამიან ტონალურში.   

არადა ცოტა უნდა იყაყანო, ბევრი უსმინო სხვებს, იქნებ რამე საინტერესოს გეუბნებიან. და კიდევ, ფეისბუკ-სტატუსების გარდა სხვა რაღაცეებიც უნდა იკითხო! J



No comments:

Post a Comment