Wednesday, 21 December 2016

როცა სოციალური ქსელები ნერვებს გიშლიან და აუქმებ!



სოციალურ ქსელებში აქაუნთებს ორ კვირაში ერთხელ ვინ აუქმებს?

ცხადია, დეიდაჩემის თაობის ქალები არა. კი ბატონო, მათ ხშირად პაროლები ავიწყდებათ, მაგრამ არასოდეს ამბობენ "აუუუ, სოც.ქსელები დიდ დროს მართმევენ, ვერ ვმუშაობ და დროებით დეტოქსი მჭირდება". 

გვერდებს სოც.ქსელებში, თვეში სამჯერ ან ხუთჯერ, არასტაბილური ფსიქიკის გოგოშკები და მასეთივე ფსიქიკის მქონე ბიჭები აუქმებენ. საერთოდ, მასეთ ტიპაჟებს უამრავი პრეტენზიები აქვთ სოციალურ ქსელებთან და სულ ეთამაშებიან თავიანთ აქაუნთებს. ჯერ საათში ერთხელ პროფაილის ფოტოებს ცვლიან, ყოველ ნახევარ საათში ახალ სტატუსებს - „სიბრძნეებს“ აფრქვევენ, შემდეგ კი, უკვე ემოციების პიკზე, როცა ხვდებიან, რომ მათი მიმართვების ადრესატი მაინც, „ყრუ და მუნჯია“, უცებ აქაუნთს აუქმებენ. ასე "სჯიან"..  სამყაროს! :)

აი მაგალითად, ტიპიური სიტუაცია: 
გოგო, ვინმე გივიკოს დათრევას ცდილობს, იმ გივიკოს კი, ეს გოგო ფეხებზე ჰკიდია, მაგრამ ნორმალური არავინ ჰყავს და დროებით, "უთევზობაზე" ამ გოგოს ეთამაშება, ხან ყურადღებას ამჟღავნებს, ხან სადღაც ქრება.

საწყალი გოგო თავში ათასგვარ დედუქციურ და ინდუქციურ ანალიზებს ატარებს და ცდილობს გაიგოს რატომ ატრაკებს ეს გივიკო და რატომ ვერ „დაარქვა“ სახელი ამ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ამას გივიკოსაც ეკითხება, ირიბი თუ პირდაპირი კითხვებით, რაზეც გივიკო, დონ კორლეონეს სიფათს იღებს და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კინოში მოსმენილი ფილოსოფიური ფრაზებით პასუხობს. ვითომ შეუცნობელი, საბედისწერო კაცია ეს ჩვენი გივიკო.

ჩვენს ქათმუშკას კი სჯერა.. უფრო სწორად, ვითომ სჯერა და იმ დაუნდობელ შინაგან ხმას, რომელიც დაჟინებით ეუბნება: „დებილო, არ უყვარხარ“, არ უსმენს.

არადა კაცების უმრავლესობის ფსიქიკა, შვიდი წლის ბავშვის ფსიქიკასავით მარტივია. თუ უნდა, კონკრეტულად შენთანაა, თუ არ უნდა დიდხანს ატრაკებს და მორჩა. ატრაკებს იმიტომ, რომ ჯერ ისეთი გოგო ვერ ნახა, რომელიც მას უნდა და ამიტომ წავა-წამოვა ამ საწყალ გოგოს დააფორიაქებს. მასზე უკეთესი ვერ ნახა, იმიტომ, რომ არც თვითონაა მისტერ გულების დამპყრობელი. ვის რაში სჭირდება, საბოლოო ჯამში, მაინც ამ ქათმუშკას დაუბრუნდება. ქათმუშკას იმიტომ, ვეძახით, რომ ასეთ კაცს ვერ ეშვება. 

მოკლედ, სანამ ვინმე უკეთესის ძებნაშია კაცი, მანამდე დროებით მიდის-მოდის ფართხალებს და თვითონაც არ იციცს რას აკეთებს.  
ანუ, ამ გივიკოს ვიღაცა სხვა მოსწონს, იმ სხვას კი, გივიკო არ სჭირდება. იმ სხვაზე გაბრაზებული გივიკო მიდის სახლში და ირინა შეიკის ფოტოებზე მასტრუბირებს, შემდეგ კი, ერთ ან ორ საათში ფეისბუქებზე სქროლვით გაწამებულ ქათმუშკას მოკლე მესიჯს უგზავნის: როგორ ხარ?

ამ მარტივ „როგორ ხარ?“-ზე საბრალო გაწამებულ გოგოს მთელი რევოლუციური მონოლოგი აქვს მომზადებული და მომენტს ელოდება, რომ ბოღმა ამოანთხიოს და ყველაფერი მიწეროს უსინდისო გივიკოს, მაგრამ ბოლო წუთში მაინც ვერ ბედავს და სხვა უფრო „მეგობრულ“ რამეს სწერს, თუმცა მისი განაწყენებული ტონი თეთრ ეკრანზე დაბეჭდილ ყველა ასოს ეტყობა.

ასეთ ბანალურ სიტუაციებში გოგოებს რატომღაც ჰგონიათ, რომ სიყვარული რთული რამ არის და ამ ჩვენს გოგოსაც ჰგონია, რომ ახლა ის და გივიკო "რთულ ურთიერთობებში არიან“. 

უფრო ჭკვიანი რომ ყოფილიყო ქათმუშკა აქამდე მიხვდებოდა, რომ გივიკოს არ უყვარს და ეტყოდა: „Иди в х*й, გივიკო!“, მაგრამ ქათამია და სიყვარულობანას თამაშობს. იმაზე ფიქრი, რომ სულ მარტო დარჩება ძალიან აშინებს და ასეთ გივიკოებს ებღაუჭება.

გივიკო თავის ოცნების ქალს სხვაგან ეძებს, ჩვენი ქათმუშკა კი, სოციალურ ქსელში ისევ „ნამიოკებს“ პოსტავს. 

P.S. რა პრობლემები და რა კომპლექსებიც არ უნდა ჰქონდეს კაცს, თუ მართლა უყვარხარ, ასე არ მოგექცევა. თუ არ გჯერა, მაშინ გააგრძელე პოკემონებზე ნადირობა! 

No comments:

Post a Comment