რამდენიმე დღისწინ ვაკეში სოლარიუმის მოსაცდელში აღმოვჩნდი. არა, მე რა ჯანდაბა მინდა იქ, სხვას ველოდებოდი. ვიჯექი და პირდაღებული ვუყურებდი გარემოს, რომელიც რაღაც სიურრეალისტურ სიზმარს ჰგავდა: შავი ინტერიერის ფონზე 10-15 ერთნაირი გოგო იჯდა, 10-15 მასეთივე კი, კიბეებზე ამოდიოდა.
"ზომებით", თუ ფორმებით ერთმანეთისგან ცოტა განსხვავდებოდნენ, ზოგი სქელი, ზოგი თხელი, ზოგი ცოტა დაბალი, მაგრამ ყველას მოყვითალო-მოყავისფრო სახეები და ბავშვის მძღნერის ფერის თმები ჰქონდა, ზოგს სწორი, ზოგს ხვეული, მაგრამ ფერები ერთნაირი. ერთნაირი ჯინსები, ერთნაირი ბათინკები, ერთი სტილის მანტოები და ერთნაირი გამომეტყველება. ერთნაირად დალაგდნენ სკამებზე და თავები აიფონებში ჩაყვეს.

ვფიქრობდი, რა საყვარელი ტიპები არიან ადამიანები. რაღაც უცნაური, მიდრეკილება აქვთ ერთნაირობისკენ. არ ვიცი, ვისი სტილი აქვთ თავში, როცა ერთნაირდენბიან, მაგრამ ფაქტია რომ მათი ამ კლონობის სურვილს ვერაფერი ვერ აღუდგება წინ. მე მგონი, ესენი კონკრეტულ კუმირს ან ტიპაჟს კი არ ბაძავენ, უფრო მათ არეალში მყოფი სხვა ქალებისან დაქალების სტილს სპონტანურად კოპირებენ.
თანაც ქათმუშკების აზრით, რუჯი კანის დეფექტებს მალავს. გარუჯულ კანზე პიგმენტური ლაქები ან გამონაყარი ნაკლებად ჩანს. "მუქ ფერში" უფრო მოხდენილები და გამხდრებიც ჩანან თურმე.
კარგ ხასიათზე დამაყენა კლონების არმიამ. ისე, ერთნაირი გოგოების მომრავლება კაცებისთვის არის კარგი. მაგალითად, შედიხარ სადმე კლუბში, ყველგან ერთნაირი ფერის გოგოებია და დიდი ამბავი ერთმა თუ უარი გითხრა, მიხვალ მეორესთან, მერე მესამესთან, მეოთხესთან..! ჟანგისფერი თმა, ერთნაირი რუჯი, ერთაირი თუჩები და ბლა-ბლა-ბლა...
რა გენაღვლება, სუყველა ერთნაირია და არცერთის უარზე გული არ დაგწყდება. ტვინებიც ერთნაირი აქვთ და ინტიმურ ადგილებზე ტატუებიც.
რა გენაღვლება, სუყველა ერთნაირია და არცერთის უარზე გული არ დაგწყდება. ტვინებიც ერთნაირი აქვთ და ინტიმურ ადგილებზე ტატუებიც.
No comments:
Post a Comment