შვილით უნდა იტრაბახო თუ ის სახელოვანი ექიმი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მსოფლიო ჩემპიონი ან ხალხისთვის სასარგებლო პროფესიის წარმატებული წარმომადგენელია. მაგრამ, თავად ის ფაქტი, რომ შენ ბავშვი გააჩინე არ არის საამაყო, იმიტომ, რომ ამას ძაღლიც, კატაც, ვირიც და ღორიც აკეთებს.
უბრალოდ, ძაღლი და ღორი დედობისთვის, მუცელზე გაჩენილი სტრიებისთვის და დეფორმირებული მკერდისთვის გმირის წოდებას და ქება-დიდებას არ ითხოვს. ცხოველი ხვდება, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და პრემიას ამის გამო არავინ მისცემს. ცხოველებმა ისიც იციან, რომ ყველა არსების შვილი საყვარელია და რომ მისი გაჩენილი არაფრით არ ჯობია სხვის პატარებს.
ისე კი, ყოჩაღ, კარგია, რომ კლიმაქსამდე მოასწარი და გ ა ა ჩ ი ნ ე! მეშვიდე ცაზე ხარ, რომ გათხოვდი, რომ ვიღაცამ დაგაორსულა და სასოწარკვეთილი შინაბერა აღარა ხარ. აწი ფრიად საამაყო დედის მისია გაკისრია!
თუმცა მარტო ქალი რატომ? ამით კაცებიც ტრაბახობენ. აგერ, ნახეთ კაცო, მთლად იმპოტენტი კი არა ვარ! აგერ ბავშვი ხომ გავაკეთე!
რა ქნას აბა? სხვა რა დაპოსტოს? რა მიღწევები ავქს სხვა? რითი იტრაბახოს?
No comments:
Post a Comment