ცივილიზაციის კანონზომიერების თანახმად, ყოველი ახალი თაობა თავის წინაპრებზე ბევრად ჭკვიანი უნდა იყოს და არა პირიქით.
როდესაც პირიქით ხდება და ჩვენი წინაპრები ჩვენზე ჭკვიანები არიან, ესეგი დეგრადაციასტან გვაქვს საქმე. დეგრადაციაა ასევე ის, რომ ადამიანებს ძველი სტერეოტიპების დამსხვრევა ეზარებათ და წარსულს ებღაუჭებიან.
საიდან მოდის სტერეოტიპი: "გიჟი-გენიოსი"?
იმანუილ კანტი დაცინვის ობიექტი გახდა, როდესაც განაცხადა, რომ დადგება დრო, როცა ქალები შვილებს მამაკაცის "უშუალო მონაწილეობის გარეშე" გააჩენენ, თუმცა დრომ გვიჩვენა, რომ კანტი თავის თანამედროვეებზე უფრო ჭკვიანი იყო. ლეონარდო და ვინჩის "მფრინავი ობიექტების თეორია“ ხალხს სისულელე ეგონა. ჯორდანო ბრუნო, ნიკოლაი კოპერნიკი და გალილეო გალილეი მათი ასტრონომიული აღმოჩენების გამო დაწვეს. ანუ, "ზედმეტად ჭკვიანებს" თუ არ კლავდნენ, შეშლილად რაცხავდნენ. ანუ, თუ ნამეტნავად ჭკვიანი ხარ, ესეგი გიჟი ხარ..
ეს სტერეოტიპი თავის სასარგებლოდ ყველაზე ეფექტურად სალვადორ დალიმ გამოიყენა და "თავი გაიგიჟა". მე თუ მკითხავთ დალი არც გენიოსი და არც გიჟი იყო, მაგრამ რას იზამ, სტერეოტიპები და ა.შ..
ამ სტერეოტიპს ის მომენტიც ამყარებდა, რომ კრეატიულ ადამიანებს უფრო მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ და მათი ექსტრავაგანტულობა, თუ განსხვავებულობა ხშირად საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა.
უფრო ხშირად კი, ხელოვანები "შეშლილის" რეპუტაციას ქმნიდნენ და თავს გიჟობის უფლებას აძლევდნენ. იმიტომ, რომ ეს მომგებიანი იყო, - "გიჟი თავისუფალია" და მას ბევრი რამე ეპატიება.

ანუ გენიოსის რეპუტაციის შესაქმნელად სპეცილაურად - Косили под шизика!
1962 წელს ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც გენიალურობასა და სიგიჟეს შორის კავშირის არსებობა აუცილებელი არ არის, მაგრამ, რაღაც უცნაური დამთხვევით, გენიოსების უმრავლესობა მართლაც ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო. კვლევების თანახმად, ისტორიის მანძილზე, მსოფლიოს უდიდესი ხელოვანების 37%-ს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, 87% კი ნამდვილი ფსიქოპატი იყო.
ანუ რა ხდებოდა? გენიოსები გიჟის იმიტაციას აკეთებდნენ , თუ მართლა გიჟები იყვნენ?
ნიჭიერი ადამიანების შეშლილობის თეორიას იტალიელი ფსიქიატრი ჩეზარე ლომბროზოც ეთანხმება. მისი მტკიცებით, გენიოსების ყველაზე გამოკვეთილი თვისება - აბსურდამდე მისული ორიგინალურობაა.
ლომბროზოს მიაჩნია, რომ გენიოსების დიდ ნაწილს ასპერგერის სინდრომი აქვთ - როდესაც, ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები ძალიან ძლიერია, სოციალური ქცევა კი სუსტი.
მისი თეორიით, "გენიოსების" წარმოსახვის უნარი ისეთ უცნაურ სურათებს ქმნის, რომლებიც ნებისმიერ ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანს შეაშინებდა და ალოგიკურად მოეჩვენებოდა, რადგან შეშლილი ადამიანის ფანტაზია სრულ თავისუფლებას იძენს და მისი საღი გონება საკუთარ ილუზიებში იკარგება.
თუმცა, ლომბროზოს თეორიასაც ძალიან ბევრი ოპონენტი ჰყავს. თანამედროვე მეცნიერების და ფსიქიატრების მნიშვნელოვან ნაწილს მიაჩნია, რომ გენიოსები აბსოლუტურად ნორმალური ფსიქიკის ადამიანები არიან და სიგიჟეს გენიოსობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მაშ, "გენიოსების ყველაზე გამოკვეთილი თვისება აბსურდამდე მისული ორიგინალურობაა" - ეს "ბრძნული" ფრაზა თანამედროვე თვითმარქვია "გენიოსებმა" აიტაცეს და ხალხი ზუსტადაც რომ "აბსურდული ორიგინალურობით" დაშოკეს.
დღეს სულაც არ არის აუცილებელი, რომ ხელოვნებაში განსაკუთრებული მიღწევები გქონდეს, ჩვენს ტოლერანტულ, ნოვატორ-მოდერნისტულ რეალობაში საკმარისია იყო მხოლოდ შენძრეული ფრიკი და რაიმე ეპატაჟური ნაგავი შექმნა, რომელიც ნორმალურ ადამიანს შოკში ჩააგდებს და ამის შემდეგ თავი გენიოსად ჩათვალო. მოკლედ, გიჟი-გენიოსი კი არა, მხოლოდ გიჟიც საკმარისია, გენიოსის გარეშე!
ნუ პრინციპში, ხალხის გაგიჟების "ნიჭიც" ხომ ნიჭია..
ჩემი თანაკლასელი ცხვირში მაკარონებს ირჭობდა და ამბობდა, რომ ტერმინატორია და რომ მისი მუზები რობოტები იყვნენ. მისი უჩვეულო "თვითპიარის" მიზანი კი ის იყო, რომ სკოლაში პოპულარული განხდარიყო. მართალია ბევრი აფურთხებდა, მაგრამ ყურადღებას ხომ იღებდა და იდიოტურ ლექსებსაც წერდა.
ასეთ დეგენერატულ „გენიოსებსაც" თაყვანისმცემლები ჰყავთ, რომლებიც ყველაფერს ეთაყვანებიან, ფეკალიების ქანდაკებებსაც კი.
No comments:
Post a Comment