Tuesday, 26 December 2017

ის, რასაც შენ იმსახურებ...


იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამ ცხოვრებაში ადამიანი იღებს ზუსტად იმას, რასაც იმსახურებს. გინდა პირად ცხოვრებაში, გინდა სამსახურში, გინდა სხვა ნებისმიერ გარემოში - ადამიანი არც მეტი და არც ნაკლები იმსახურებს სწორედ იმას, რაც აქვს. 

მიზეზს, ახსნას და გამართლებას ყოველთვის, ყველაფერს მოუძებნი, მაგრამ სიმართლე მაინც ერთია - შენ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, მოითხოვე სწორედ ის, რაც გაქვს, რადგან იმსახურებ ზუსტად იმას, რაც გაქვს. 

შეიძლება კარგი, კეთილი ადამიანი ხარ. ალბათ "არაღიარებული გენიოსიც" ხარ.

შენი პრინციპები, შენი ხასიათი და შენი პოზიცია გაგაჩნია, რომელიც შეიძლება ყველაზე სწორია კიდევაც, მაგრამ, ჯერ რეალობას, მერე კი, ისტორიას ეს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. 

და ის ხერხები და საშუალებები, რომლებსაც, ადამიანი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე იყენებს, რამდენად აწუხებს მას სინდისი, ან რამხელა ნებისყოფა და ენერგია დასჭირდა წარმატებისთვის - ეს ყველაფერი მისი არჩევანია. სწორი თუ არასწორი, ხომ მაინც არჩევანია. არჩევანი, რომელიც ყოველთვის და ყველას აქვს.

ხალხის, მშობლების, ამინდის ან მთავრობის დადანაშაულება ყველაზე ადვილია და ყველაზე დიდი იდიოტიზმია. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ადამიანი ყოველთვის იმას აკეთებს რაც უნდა, რაც შეუძლია და რაც სჭირდება. თუ არ აკეთებს, ესეგი არ უნდა, არ შეუძლია, ან არ სჭირდება. პრიორიტეტის ამბავია ყველაფერი.

ბედის, განგების ან აპოკალიპსის მომიზეზება კი, ეს აღიარებაა: მე უინიციატივო, ზარმაცი, უნიჭო არსება ვარამ სიმართლის აღიარებაა ყველაზე ძნელი. ათას მიზეზს იმიზეზებს ადამიანი, ოღონდ ეს არ აღიაროს.

ჩემი ცხოვრების კარგიც და ცუდიც, მხოლოდ ჩემი ბრალია. ჩემი სწორი, ან არასწორი არჩევანის, კარგი თუ ცუდი ემოციების, სიყოჩაღის ან სიზარმაცის, პასუხისმგებლობის ან უპასუხისმგებლობის ბრალია. სხვისი დადანაშაულება აზრადაც არ მომდის და ვთვლი, რომ ეს უსინდისობა და სირაქლემას პოზიციაა. ის, რაც მე ვერ გავაკეთე და რასაც ამის მერე ვერ გავაკეთებ, ან გავაკეთებ, ესეც ჩემი ბრალი ან დამსახურება იქნება. მე ვაცნობიერებ რა მინდა, რატომ მინდა და რაც მთავარია, ის თუ რატომ არ მაქვს ის, რაც მინდა. 

ყველა ადამიანი არის ზუსტად იქ, სადაც უნდა იყოს და მგონი ქვეცნობიერად უნდა კიდევაც რომ, იყოს იქ, იმიტომ, რომ "კომფორტის ზონიდან" თუ ვერ გამოდიხარ და ამისთვის ხუთას მიზეზს იმიზეზებ, ეს ბანალურად იმას ნიშნავს, რომ შენს საყვარელ ჭაობში ზიხარ და სწორედ იქიდან ყიყინია შენი ხვედრი. არც ჰოლივუდი, არც პოდიუმი და არც პრემიერ-მინისტრის პოსტი ან ნობელის პრემია არ გეხვეწებიან არიქა, მოდი დაგვეპატრონეო. 

ეს შენს გამოჩურჩუტებულ თავს ჰგონია, რომ მეტს იმსახურებ, სინამდვილეში კი, ცხოვრება სამართლიანია და ზუსტად იქ გდიხარ, სადაც უნდა ეგდო. 
იშვიათი გამონაკლისების გარდა, ადამიანები, რომლებიც ზენიტში არიან, იქ არიან, იმიტომ, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ იყვნენ იქ, სადაც არიან. კარგი თუ ცუდი გააკეთეს ეს მათ სინდისზე იყოს:))

შეიძლება ადამიანმა თავის წარმატების გზაზე ამაზრზენი და სამარცხვინო რაღაცეები ჩაიდინა, მაგრამ ესეც ხომ არჩევანია. კარგი თუ ცუდი, ყველას თავისი არჩევანი აქვს. 
შენი გაკეთებული არჩევანის მიზეზი, არგუმენტი, სისწორე ან სიმრუდე არავის აინტერესებს, იმიტომ, რომ სხვები მხოლოდ შედეგებს ხედავენ. მიზეზები და არგუმენტები შენ თავს მოუყევი.

სიტყვა "ბედი" და "განგება" არაფრისმაქნისებს უყვართ.

ბრედ პიტის ორეული და წარმატებული კაცი გინდა ქმრად, მაგრამ სახლში რატომღაც კუანა დედის ბულკი გყავს, რომელიც კრედიტებში იხრჩობა? - დიახ, ესეც შენი არჩევანია. ცოლი, ქმარი, საყვარელი, მეგობარი, - ზუსტად ისეთი გყავს, როგორებსაც იმსახურებ. 

შენი არჩევანია ისიც, რომ წიწიბურას ჭამას ანუ ჯანსაღ კვებას შაურმა, ხინკალი და ღორის ტოლმა გირჩევნია. სპორტ-დარბაზში წასვლა და ვარჯიში კი არა, დაქალებთან ჭორაობა გირჩევნია, ან დეპრესიულ არსებებთან ერთად ლუდის დალევა და ცხოვრებაზე წუწუნი გიყვარს. მერე სახე გაქვს შესიებული, კანი გაქვს ნაგავი, გამომეტყველება გაქვს დაღლილი, ნაცემი ვირის და ნორმალურ ადამიანს რა ჭირად უნდიხარ აბა?

სამსახურში არ დაგიფასეს? იმიტომ, ხომ არა, რომ შენ ვერ დაამტკიცე, რომ უკეთესს იმსახურებ? დაგეზარა ვიღაცისთვის რაღაცეების მტკიცება? ესეც არჩევანია. ოჯახში კონფლიქტი გაქვს? იმიტომ ხომ არა, რომ შენ თავად შექმენი კონფლიქტური სიტუაცია ან ვერ აარიდე თავი კონფლიქტს? 

დაფიქრდი და საკუთარ თავს ჰკითხე: რა გააკეთე იმისთვის, რომ უკეთესად გეცხოვრა? 

ან გამოასწორე სიტუაცია, ან მოკეტე და დაკმაყოფილდი, იმით რაც გაქვს. 




Wednesday, 20 December 2017

ინფუზორია-ქალამანა აზრს გამოხატავს!


როგორ ფიქრობთ, რისგან ბოროტდება ადამიანი? გადატანილი სტრესისგან, ტრაგედიისგან? ააარა! 
ტრაგედიების გადატანაც და ცხოვრების გაგრძელებაც შეგვიძლია და ბევრმა დავრწმუნდით კიდევაც, რომ უბედურებების შედეგად ჭკუიდან არ ვიშლებით. გაბოროტების ნამდვილი მიზეზი განადგურებული თვითშეფასებაა. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს ბევრჯერ აგრძნობინეს, რომ არარაობა და "მეორეხარისხოვანი ნაგავია". 

საღად მოაზროვნე, საკუთარ თავში დარწმუნებული, საკუთარი პიროვნების მიმართ პატივისცემის მქონე ადამიანი ვერ იქნება ბოროტი და მავნებელი. ანუ, მავნებლობა ფსიქიკური ტრავმის შედეგია. 
თავიდან ყველა ადამიანი კომპლექსების გარეშე იბადება. მისი დაკომპლექსების და ჩაგრვის პროცესი მერე იწყება, როცა ხან მშობლები და ხან გარშემო მყოფები ცნობიერად და ქვეცნობიერად, არწმუნებენ, რომ უმნიშვნელოა და არარაობაა. 

ადამიანს გარშემომყოფების სჯერა და „აღიარებს“, რომ არარაობაა და აღარც ცდილობს ამ შეფასებას თავი დააღწიოს. ის სამუდამო განაჩენივით ეგუება და მართლა არარაობა ხდება. მერე სხვებს ბაძავს და გარშემომყოფების უსახური აჩრდილი ხდება. თუმცა, ზოგი მაინც ცდილობს დაამტკიცოს, რომ არარაობა არაა და საკუთარ თავზე მუშაობას იწყებს და იმ ჭაობიდან თავის დაღწევას ლამობს, რომელსაც „სხვების აზრი“ ჰქვია. არარაობებად არ იბადებიან. ეს ჩვენი არჩევანია ვინ ვიქნებით - ადამიანი თუ ინფუზურია-ქალამანა. 

თუ არ დაიბადე ლამაზი და ფიზიკურად ძლიერი, მაინც შეგიძლია მომავალში გახდე ლამაზიც, ძლიერიც და მდიდარიც. მთავარია არ გაბოროტდე იმ ადამიანების გამო, რომლებმაც დაგაჯერეს, რომ ნაგავი ხარ და ეს წყენა სიცოცხლის ბოლომდე გულში არ ატარო. მთავარია საკუთარ თავზე იმუშავო და მიკრობების კეტოგორიაში არ გადახვიდე.

ვინ არის ინფუზორია-მიკრობი? - ის, ვინც დაუჯერა სხვებს და შეეგუა "სიმართლე" რომ არარაობაა და ხელი ჩაიქნია საკუთარ თავზე და გაბოროტდა. გაბოროტდა და სხვისი ბედნიერების შურს. სოციალურ ქსელებში ცუდ კომენტარებს წერს და ცდილობს სხვებსაც გული ატკინოს. მისი ერთადერთი ფუნქცია და ჰობი სხვების კრიტიკა, გამწარება და წუწუნია. ის თავის შხამს ინტერნეტ-სივრცეში აფრქვევს და ჯანმრთელ ადამიანებსაც უშლის ნერვებს. 

ინტერნეტი შეუზღუდავია და ნებისმიერ ინფუზორია-მიკრობს "აზრის“ გამოხატვის საშუალებას აძლევს. 
დაუბანელი, სუნიანი არსება, რომელსაც კვირაში ერთხელ თავის დაბანა სუპერ სისუფთავე ჰგონია, ძეხვის სუნიანი თითებით კლავიატურაზე სისულეებს ბეჭდავს. ცუდს წერს ყველაზე და ყველაფერზე. არასოდეს არაფერი არ მოსწონს. ლანძღავს კარგსაც და ცუდსაც. ყველაფერზე მხოლოდ უარყოფით კომენტარებს წერს და იგინება. 

მოცლილ არარაობას ხუთი ფეიკ გვერდი აქვს და იქიდან ანთხევს ბოღმას. 
ასეთი *ლე გააზიარებს ვიღაცის პოსტს და თავის *ლე სამეგობროსთან ერთან ლანძღავს ავტორს, რომელსაც არც კი, იცნობს. ასეთ სირებს ეს „გამოხატვის თავისუფლება“ ჰგონიათ. შენ ნუ იქნები ასეთი გაბოროტებული ინფუზორია-ნაგავი!

Monday, 18 December 2017

დაიკიდე თუ ვერ ჩააბარე გამოცდა!


წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ახლადდანიშნული მინისტრი ხართ და თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ახალ სტაფს - მოადგილეებს და დეპარტამენტის უფროსებს ნიშნავთ.

ნუ, მოადგილეებზე მთლად თავნებობა შეიძლება არ გამოვიდეს, რადგან მათი წარსული და ბიოგრაფია შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესის საგანი გახდეს, მაგრამ დეპარტამენტების უფროსების დანიშვნაში პრინციპში, ვინ შეგიშლით ხელს?

აი, მაგალითად, ნაკლებად "მყვირალა" პოსტებზე შეიძლება დანიშნოთ ვინმე ნაცნობი, ვთქვათ, ცოლის ნათლიის კლასელი და ასე შემდეგ და ზედმეტ ხმაურს თავი აარიდოთ. 
კი ბატონო, უფრო მნიშვნლოვანი ინფორმაციის და კომპრომატების არ მქონე საინფორმაციო სააგენტომ შეიძლება რომელიმე სახელმწიფო უწყების ახალი დეპარტამენტის უფროსის "ნაცნობობით" დანიშვნის ფაქტი მთავარ ამბად აქციოს და ინფორმაციაც მოითხოვოს, თუ RA GANATLEBA AQVS ახალ თანამშრომელს, რომელსაც, ვთქვათ, ავტობიოგრაფიაში უწერია, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და 6 ენას ფლობს! მაგრამ შესაძლოა ეს ფაქტი სულაც გამორჩეთ ან დაიკიდონ და არ "გაანიუსონ". 

საზოგადოება დიდად არ მიაქცევს ყურადღებას და ორ დღეში დაივიწყებს "მცირე ნეპოტიზმის" ამბავს თუ ახალი ჩინოვნიკი განსაკუთრებულად არ იქცევს ყურადღებას. ანუ თუ არ გაგიჯავრდნენ თავს დაგანებებენ.

გგონიათ მართლა მოიძებნება მოცლილი, რომელიც ჰარვარდს, ოქსფორდს, ან ევროპის რომელიმე სასწავლებელს მიაკითხავს და თქვენი "ბრწყინვალე განათლების" მქონე თანამშრომლის დიპლომის არსებობის დამადასტურებელ საბუთს მიაგნებს?

ისე, ყურადღების "არ მიქცევის" ამბავში ქალებს  ნაკლებად უმართლებს. მაგალითად, თუ ლამაზი ქალი ხარ და კარგ თანანმდებობაზე დაინიშნე, მოცლილები და შურიანები  აუცილებლად  დაიწყებენ შენს ბიოგრაფიაში ქექვას. 
მაშინ როცა, საშუალო გარეგნობის ვირთხა არავის დააინტერესებს.

გახსოვთ სააკაშვილის ლამაზი მინისტრის, ვერა ქობალიას განათლების დამადასტურებელ ფაქტებს რომ ეძებდნენ? ქობალია ჰოლივუდის ვარკვლავს ჰქავდა და დიდ ინტერესს იწვევდა. ზოგი ამბობდა ავსტრალიაში "პურის მცხობელი იყო და "არაფერი დიპლომიც არ აქვსო", ზოგიც ამბობდა "ჰარვარდში სწავლობდაო". მგონი დღესაც არავინ იცის წესიერად, ჰქონდა თუ არა იმ გოგოს უმაღლესი განათლება. მაგრამ ის მინისტრი იყო, თან ლამაზი, ამიტომაც იქექებოდნენ მის ბიოგრაფიაში და განათლებაში "შურიანები".

ანუ, საშუალო გარეგნობის გოგოს რომ დაგვინიშნავენ რომელიმე მნიშვნელოვანი დეპარტამენტის უფროსად და გვეტყვიან, რომ ის ჰარვარდის ყოფილი სტუდენტია, ადვილად დავიჯერებთ და აზრადაც არ მოგვივა მისი განათლების შემოწმება. მახინჯია, ესეგი მართლაც სწავლობდა და თან კარგად სწავლობდა - ასეთი შაბლონური სტერეოტიპები გვაქვს :))))) 

სულ გვგონია, რომ ლამაზ ქალებს გაცილებით უფრო საინტერესო ჰობი აქვთ ვიდრე სწავლა :))

ძალიან ხშირად ტიპი, რომელსაც მართლა კარგი ევროპული განათლება აქვს, წლების განმავლობაში, რომელიმე უწყებაში "უმცროსი ექსპერტის" პოზიციაზე იხრჩობა, მისი ცოდნით სხვები სარგებლობენ და თავიანთი წინსვლისთვის იყენებენ. ღმერთმა იცის, ის საწყალი კიდევ რამდენი წელი ჩარჩება მანდ, სანამ "უფროსი სპეციალისტის" პოზიციაზე გადაიყვანენ. უფრო დიდ თანამდებობაზე კი დიდხანს იოცნებებს, რადგან პროტექცია, ნეპოტიზმები და დაქალუშკობანა მუდამ ძალაშია.

ამას წინად, ერთ ნაცნობთან ვიყავი ოფისში სტუმრად. მის მაგიდაზე ვიღაცის CV ვნახე და პირველ რიგში განათლება მომხვდა თვალში. ევროპული სასწავლებლების სახელები და აბრევიატურები იყო, იქვე იყო მითითებული, რომ ის პიროვნება 7 ენას ფლობდა.

"ვაუ, ეს ვუნდერკინდი ვინ არის?" - მეთქი.

ჩემს ახლობელს ხმა არ ამოუღია.

შევხედე და მისი გვარი და სახელი არ ეწერა "სივი-ზე"?

"შეეეენ?" - თვალები გამიფართოვდა, იმიტომ, რომ ევროპაში დასასვენებლად ან ტრენინგებზე წასული კი მახსოვს, მაგრამ არც მისი იქაური დიპლომების და არც "პოლიგლოტობის" შესახებ არაფერი მსმენია.

აა, მეთქი შე აფერისტო :))) - ვიფიქრე.

"ჯერ არავის არ უთხრა, კარგი პოზიციისთვის ვემზადები და ასეთი CV მჭირდება რა ვქნაო" - მითხრა.

"კი მაგრამ, რომ შეამოწმონ.." - ვთქვი და გავჩუმდი. მივხვდი, რომ არავინ არაფერს არ შეამოწმებდა 

პოზიციებზე დანიშვნისას ტესტირებას და გამოცდებს ისინი გადიან, რომლებსაც მართლა კარგი განათლება აქვთ და წლების განმავლობაში სხვების შავ სამუშაოებს ასრულებენ, სხვა "იღბლიანები" კი, პირდაპირ ინიშნებიან და ყველას ცალ ფეხზე ჰკიდიათ განათლება და დიპლომები. არავინ არ ამოწმებს მართლა იცი იტალიური, ფრანგული, რუსული და ჩინური ერთდროულად თუ არა.

დიპლომის უსარგებლობაში თავად დავრწმუნდი, როცა არც ერთ სამსახურში ჩემთან დიპლომი არც უხსენებიათ. 

წლების წინ ერთ ორგანიზაციაში საშუალოსტატისტიკურ პოზიციაზე სივი გავგზავნე, სადაც განათლებაც მივუთითე და დავწერე, რომ ხუთი ენა ვიცი. გასაუბრებაზე დამიბარეს. როგორც ჩანს სასწრაფოდ სჭირდებოდათ თანამშრომელი და კაი ხანი დიპლომის წარდგენას არ მთხოვდნენ. ყველა ტესტირება წარმატებით გავიარე, ენებიც შეამოწმეს, მაგრამ დიპლომი არ უხსენებიათ. სივის დაუჯერეს.

მოკლედ მიმიღეს, თანამშრომლებიც გამაცნეს და მითხრეს პირველ სამუშაო დღეს ჯანმრთელობის ცნობა, ნასამართლეობის, კიდევ რაღაც საბუთები და ფორმალუდად დიპლომის ასლიც მოიტანეო.

"იცით, ქალბატონო ლიზა, დიპლომი დავკარგე სამწუხაროდ და უნივერსიტეტიდან დამადასტურებელი საბუთის მოსატანად კი, დრო მჭირდება" - მეთქი.

კადრების უფროსი და დეპარტამენტის უფროსი გაოგნებულები მიყურებდნენ, აქამდე როგორ ვერ მოვთხოვეთ დიპლომიო და ბოლოს ერთ-ერთმა თქვა: ჩვენ შეგვიძლია ტყუილის გამო, დისკვალიფიკაცია გაგიკეთოთ და აღარ მიგიღოთ სამსახურშიო და მეორეს ჰკითხა: "რა ვქნათ, სხვა კანდიდატს დავურეკოთ?". 

ცხელი ზაფხული იყო და ძალიან ეტყობოდათ, რომ ყველაფრის თავიდან დაწყევბა ეზარებოდათ. ძალიან ძალიან მაინტერესებდა, ყველა ტესტირება წარმატებით გავიარე, ფინიშამდე მივედი, ენებიც ვიცოდი და დიპლომის "არ არსებობის" მიუხედავათ მაინც მიმიღებდნენ თუ არა, მაგრამ, ისეთი სასოწარქვეთილი სახეები ჰქონდათ, რომ ექსპერიმენტი აღარ გავაგრძელე და ვუთხარი, რომ ორშაბათისთვის დიპლომს მოვიტანდი. 

ისე კი, ძალიან ბევრგან მიმუმაშია, სადაც არც უკითხავთ რა განათლება მქონდა, ან მქონდა თუ არა საერთოდ. ასე, რომ დაიკიდეთ ეგ ფარატინა ქაღალდები :) 

რა თქმა უნდა, დიპლომი მაქვს, მაგრამ იქ მითითებული სპეციალობით არასდროს მიმუშავია, არც მქონია სურვილი და დღემდე არ ვიცი რას ნიშნავს იქ მითითებული სპეციალობა :))

დიპლომი კი არა, ცოდნა და მონდომებაა საჭირო.


Sunday, 3 December 2017

ლონდა, ვანდა და ბედნიერი ქალები


დედაჩემს ვეხვეწებოდი, რომ გაკვეთილების მერე გახანგრძლივებულში არ დავეტოვებინე და მასთან სამსახურში წავეყვანე, სადაც ჩემი ბავშვური სამოთხე იყო. იმდენად მიყვარდა ის ადგილი, რომ წლების შემდეგაც ხშირად მესიზმრებოდა და მენატრებოდა იქაური ყავის არომატი და ილიაუნის ბიბლიოთეკის მტვრიანი თაროები.

ჩემს სამოთეს მოჭორავე "ანგელოზებიც" ჰყავდა, რომლებიც თან საოცარი ყავის არომატს ქმნიდნენ და თან 80-იანი წლების თბილისის ყველაზე აქტუალურ თემებზე ჭორაობდნენ.

მაშინ „ჩემი ცოლის დაქალები“ კი არა „პროსტა მარია“ არ იყო ჯერ და ამიტომ, ქალების კოლექტივი თავიანთ დედამთილებს, მულებს და მეზობლებს ჭორავდა: ვინ რა კარგად ან რა ცუდად გათხოვდა და ასე შემდეგ. ოღონდ გაყრაზე მაშინ არ ჭორაობდნენ, იმიტომ, რომ გაყრა ისეთივე იშვიათი მოვლენა იყო, როგორც დღეს ჩოხებიანი გეების ქორწინება.

თან წიგნს ვკითხულობდი და თან ასეთ ფრაზებს ვისმენდი: „დედაჩემის დაქალი სულ ამბობდა: გოგოს ბავშვობიდანვე უნდა ასწავლო, როგორ იპოვოს კარგი ბიჭი და გათხოვდესო“

ეს მაშინ მეუცნაურებოდა, თორე შინაბერა ქალისგან რა გასაკვირი იყო ასეთი აზრები.

ქალების კოლექტივის თითქმის ყველა წევრი გათხოვილი ან უკვე დაქვრივებული იყო და ისინი მისია შესრულებული მესიების სიფათებით იჯდნენ და ორ პროვინციელ შინაბერა დებს გულშემატკივრობდნენ გათხოვებაში. 

35-36 წლის დები, ლონდა და ვანდა ისეთი მოწადინებით ეძებდნენ „ქალურ ბედნიერებს“, რომ ჩემი ზღაპრების დასასრულზე მეტად ლონდას და ვანდას „ქმრის სამძებრო ოპერაციების ისტორიები“ მაინტერესებდა.  

ვანდა და ლონდა გამუდმებით იმას ყვებოდნენ, როგორი მოწესრიგებულები და კარგი დიასახლისები იყვნენ და რამდენს კარგავდნენ მათი სახით ეს ოხერი კაცები

ერთხელ ვანდა საავადმყოფოში იწვა და იქაც, ყველაფერი პერანგიდან დაწყებული პირსახოცებით დამთავრებული ისეთი მოწესრიგებული ჰქონდა, რომ მთავარმა ექიმმა თქვა: „აჰ ვანდა, ისეთი გოგო ხარ, რომ ვინც შენ ცოლად არ მოგიყვანა მე იმ კაცის დედა მოვტყან!“.

ერთ მშვენიერ დღეს ლონდაც და ვანდაც როგორც იქნა, გათხოვდნენ. ორი-სამი თვე მზითვებს განიხილავდნენ და შემდეგ ზარ-ზეიმით ქორწილებიც გადაიხადეს. 

ჯგუფში შინაბერები აღარ იყვნენ და მთავარი თემა ისევ დედამთილები და მულები გახდა. 

ლონდა ახალ ოჯახზე ნორმის ფარგლებში ჭორაობდა, აი მისი და ვანდა კი, სულ თავის ქმარს ემდურიდა. უფროსი ლონდა თავს უფრო ჭკვიანად თვლიდა და ერთხელ ვერ მოითმინა: „გაჩერდი ქალო, ძლივს ქRმები“ ვიპოვეთ და ახლა მთლა იდეალური არ მოუნდა ამას! სადაა იდეალური?"

ატყდა ხარხარი. 

სადააა იდეალური ქმარი, მთავარია სახლში სარეცხის თოკზე მამაკაცის შარვალი გქონდესო დაკიდებულიო.  ეს 80-იან წლებში იყო. მას შემდეგ 30 წელი გავიდა. 

ჩემი სამოთხის მოჭორავე ანგელოზები ან ძალიან ბებრები არიან ან ამქვეყნად აღარ არიან, მაგრამ დღეს რა შეიცვალა? 

დღესაც მილიონობით ლონდები და ვანდები თითქმის დაბადებიდან "ქRმებს" ეძებენ და ყველაფერზე თანახმა არიან, ოღონდ სარეცხის თოკზე კაცის შარვალი ჩანდეს.

მერე ერთი პერიოდი მახსოვს იყო ასეთი "მოდა", როცა პროვინციელი გოგონები თითქოს ვალის მოხდის გამო „დროებით“ თხოვდებოდნენ, ბავშვს აჩენდნენ და ერთ წელიწადში ეყრებოდნენ უვარგის ქმრებს და მერე იწყებდნენ რომანტიკაზე და ბედნიერებაზე ფიქრს, თუმცა აქაც პრობლემა იყო, აბა "გაწელილი საშოთი" და „პრიცეპით“ რთულია გონებაშეზღუდული აზიატი კაცების ბედნიერება იყო..

ისე კი, განათხოვარი კიდე ჯანდაბას. აი, ტერმინი „შინაბერა“ იყო მომაკვდინებელი. მაგას ჯობდა "მარტოხელა დედა", "ქვრივი" ან თუნდაც ბოზი ყოფილიყავი. აი ეს „შინაბერა“ ძაან შეურაწმყოფელი იყო რა! J)) ამიტომაც უამრავ ნორმალურ ქალს სახლში კუანა, არაფრის მაქნისი დედის ბულკები ჰყავთ, თავად კი, ტელევიზორში ნანახ კაცებზე ოცნებობენ.

მერე რა, რომ ქმარი არ მოსწონს და ტელესერიალის გმირებზე ოცნებობს. მერე რა, რომ შუა ზამთარში ღამის სამ საათზე ოთახს ანიავებს საშინელი სუნის გამო, სამაგიეროდ გვერდზე "ხინკლების შრედერი" ქმარი ხვრინავს, ქმარი ჰყავს, ესეგი „ბედნიერი ქალია“. J)))) 

Sunday, 26 November 2017

ბედნიერების ”აი-ქიუ” (IQ)


ერთი ჩემი ნაცნობი შფოთავდა: წარმოგიგენია, ანგელა მერკელმა რუკაზე რომელიღაცა ქვეყანა ვერ იპოვაო. "გეოგრაფიის აზრზე არ არისო".

- „ანგელა მერკელი წლებია გერმანიის კანცლერია, მსოფლიო ლიდერია ქალი, მშვენიერად აქვს აწყობილი ცხოვრება, შენ კი დივანის ექსპერტი ხარ“ - მეთქი.

„მერე რა, ელემენტარული არ იცის იმ ქალმა, თანაც აშკარაა, რომ „აი-ქიუ“ აქვს დაბალი“ - ო.

„ჰო და, შეიკვეხე ეგ  შენი „აი-ქიუ“ ერთ ადგილას“ - ვიფიქრე.  ხმამაღლა აღარ მითქვამს :))

დღეს ნებისმიერი დეგენარატი თავის "ინტელექტის" კოეფიციენტს რაღაც ორ წუთიანი  სირული ტესტით ადგენს და უხარია.  იმდენი იდიოტისგან გამიგია, რომ თურმე IQ აქვს მაღალი. საიდან დაასკვნა? აი იმ სირული ტესტიდან.

საერთოდ კითხვა: აი-ქიუ“  რამდენი გაქვს?“ ავტომატურად ნიშნავს: „გამარჯობა, მე ვარ ყლე, მაგრამ თავი ჭკვიანი მგონია“

იმ ტესტით განათლებულ, ნაკითხ ადამიანს შეიძლება დაბალი İQ ჰქონდეს, ჩემს მეზობელ მეეზოვეს კი ძალიან მაღალი.

ისე კი, განათლებაზე გამახსენდა! იდეალური განათლება როგორია არ ვიცი, მაგრამ ის სისტემა, რომელშიც მომავალი მხატვრებიც, მწერლებიც, მომღერლებიც და ფიზიკოსებიც ერთნაირად სწავლობენ ტანგენსებს, კოტანგენსებს და ქიმიურ ფორმულებს, ნამდვილად შორსაა იდეალურისგან. 

ლიტარატურაში, უცხო ენებში, თუნდაც ბიოლოგიაში მშვენიერი ნიშნები მქონდა, ალგებრაში და ქიმიაში კი, საშემოდგომოებზე დავდიოდი "ოროსან ბიჭებთან" ერთად.  

ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა და მეორე კლასიდან მათემათიკის გაკვეთილებზე ჩუმად "ბურატინოს" ვკითხულობდი. კონტანგენსების მასწავლებელი ხვდებოდა, როგორ ფეხებზე მეკიდა ალგებრაც და გეომეტრიაც და ერთიანებს უცნაური სიამოვნებით მიწერდა, მაშინ როდესაც, ინგლისურში და ლიტერატურაში მაღალი ნიშნები მქონდა. იმ კონტანგენსებმა კინაღამ კლასში დამტოვეს. მათემათიკოსებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სკოლა ისე დავამთავრე, დღემდე ვერ მივხვდი მე რა ჭირად მინდოდა ის ტანგენსები და კოტანგენსები. 

ყველას გვაქვს გავლილი მათემატიკური ფორმულები და მენდელეევის ცხრილი, მაგრამ დღეს გვახსოვს ზეპირად ან ზერელედ? ჰუმანიტარიებს რაში გამოგვადგა? მე არც, გამრავლების ცხრილი მახსოვს წესიერად და კალკულატორის გარეშე ვერაფერს ვერ ვითვლი. ესეგი, ყველასთვის ერთნაირი განათლება არ არის სწორი და ბავშვს არ უნდა დააძალო იმის სწავლა, რაც უნდა. 

ერთი გოგო, "ვის უნდა ოცი ათასში" "ა+ბ რას უდრის" არ იცოდა. იმ პერიოდში ყველა მოცლილი იმ ვიდეოს აშეარებდა და გოგოს დასცინოდა "İQ აქვს დაბალიო". ამბობდნენ თურმე, ყოველ მეორე ერთუჯრედიან პიტალოს იმ გოგოზე მეტი İQ ჰქონია და ყოველივე მათგანი მინიმუმ ლომონოსოვი + მარია სკლოდოვსკაია-კიურია! 

ა+ბ არც იმ პიტალოებს ახსოვთ წესიერად, მაგრამ ეტყობა ის სირული „İQ ტესტი აქვთ "წარმატებით" გავლილი და საკუთარი დებილი თავები ჭკვიანი თუ არა, "მოჭკვიანო-ები" მაინც ჰგონიათ! 

ჩვენ უბანში ერთმა ბიჭმა, მარტო გამრავლების ცხრილი კი არა, სამეზობლოში ყველა მანქანის ნომერიც იცის ზეპირად. ამბობენ, რომ İQ ტესტი ბევრჯერ აქვს წარმატებით გავლილიო. ის, რომ უბნის შტერია, ეგ არაფერი.  ზატო, "რეკორდული "აი-ქიუ" აქვს ტიპს! 

„აი ქიუ“ რამდენი გაქვსო? - ერთხელ დამცინავად მკითხა დაბალმა, უშნო ტანის, წვერიანმა, მახინჯმა, დაუბანელმა არსებამ. შევათვალიერე ტიპი და უცებ წარმოვიდგინე: აი დილით რომ ადგე, სარკეში ჩაიხედო და მისი სიფათი ნახო, მის საცოდავ სხეულში, მის უაზრო ცხოვრებაში რომ აღმოჩნდე ადამიანი, იმ წამსვე ბრიტვა უნდა აიღო და ვენები დაანაკუწო და რაღად გინდა ცხოვრება და ის დედაარღნიანი აი-ქიუ.

შენი „აი-ქიუ“-ს ყოველი ციფრი იმ უაზრო სიფათზე, მახინჯ ფიგურაზე, საცოდავ გამომეტყველებაზე და ცხოვრების სტილზე ბიოგრაფიად წერია“ - მინდოდა მეთქვა, მაგრამ თავი შევიკავე. თავი არ მოეკლა მერე.

„İQ“ მოყვარულების უმრავლესობას ცხოვრებაში ორი წიგნიც არ წაუკითხავთ ისე, რომ მესამე გვერდზე არ ჩაეძინათ. ვერასდროს ვერ გაიგებენ, რომ, აბსოლუტურად ჭკვიანი ადამიანი არ არსებობს. რაღაცაში შენ ხარ ჭკვიანი, სხვა რაღაცაში სხვა გჯობნის. 

ადამიანმა მხოლოდ ის უნდა იცოდეს კარგად, რაც სჭირდება. ის, რაც მისი პიროვნული განვითარებისთვის, კარიერული წინსვლისთვის და წარმატებისთვის არის საჭირო.

ტანგენსები, კონტანგენსები და İQ-ები კი, ერთ ადგილას შეიკვეხეთ!



Wednesday, 1 November 2017

სუპერ პრემია ყველაზე ჭკვიანს


მე მაგალითად, ფეხებზე მკიდია ვინ რას ფიქრობს ჩემს გონებრივ შესაძლებლობებზე
ვისი აზრიც მაინტერებს თითზე ჩამოსათვლელები არიან
დანარჩენებზე კი, ენერგიის დახარჯვა არ ღირს. 

რაც გინდა ილაპარაკე, ჭკვიანური აზრები გამოთქვი, მაინც გამოჩნდება ვიღაცა და გეტყვის, რომ დებილი ხარ.

ერთს ვიცნობ, ენციკლობედიაა ტიპი, მაგრამ მაინც გამოჩნდებიან ხოლმე კლოუნები და დასცინიან, საკუთარი თავები მასზე ჭკვიანი ჰგონიათ


თუ გინდა რა? სად? როდისის?“-ის ხუთგზის გამარჯვებული იყავი, მაგრამ შენზე მაინც იტყვიან: რა დებილია“. 

ეს ფენომენი ასე იშიფრება:მე უფრო დებილი ვარ, მაგრამ თუ ეს თუ პირველი ვთქვი სხვაზე, ზნაჩიტ, ავტომატურად აღარ ვითვლები დებილად".

სხვათა შორის, სიდებილეს ყველაზე უტყუარი მაჩვენებელია, როცა გამწარებით ცდილობ დაამტკიცო, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარ

ის რას უმტკიცებ? ან 
რისთვისგგონია ნობელის პრემიის ლაურეატად წარადგენენ შენს კანდიდატურას

ჯერ ერთი არ დაიჯერებენ რომ ჭკვიანი ხარ და რომც დაიჯერონ, ამას მაინც არ აღიარებენ
ბრბოს ჰარვარდის ან ოქსფორდის დიპლომი უნდა უფრიალო ცხვირწინ, ან რომელიმე კუმირმა, ბრბოს ავტორიტეტმა უნდა ბრძანოს, რომ შენ ჭკვიანი ხარ, მაშინ ბრბოც დაიჯერებს. 

გაგიგია ვინმეზე ეთქვათ: ვაა რა ჭკვიანი გოგოა ან ბიჭია, მოდი მოვიყვანოთ  ჩვენთან კარგ პოზიციაზე დავნიშნოთ? არც მე გამიგია. იმიტომ, რომ ასე არ ხდება.

შენ რომ იყო დამსაქმებელი ვის აიყვანდი სამსახურში? რა ტქმა უნდა, 
პირად ლაქუცებს და ნაცნობებს ხო

დაიკიდე, ყველას ცალ ფეხზე ჰკიდია შენი ინტელექტი და მის დემონსტრირებას არანაირი აზრი არ აქვს. 

ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, ძნელია ვინმეს გონებრივი შესაძლებლობების და ინტელექტის განსაზღვრა, თუნდაც იმიტომ, რომ ვერასოდეს ვერ გაიგებ, ვის როგორი პოტენციალი აქვს და როდის, როგორ გამოიყენებს მას

ჩემთვის ინტელექტის და ყველანაირი პოტენციალის მთავარი ინდიკატორი ადამიანის გარეგნობაათუ არ მომწონს როგორ გამოიყურება ადამიანი, მის ერთ სიტყვასაც არ მოვუსმენ და რჩევებსაც არ მივიღებ, იმიტომ, რომ საკუთარ სხეულს თუ ვერ აკონტროლებს და გარეგნობას თუ ვერ უვლის, სხვა რისი გამკეთებელია ის საცოდავი

სქელტრაკიანი კაცი რა პრინციპების მატარებელია, ან რა უდევს თავში ლორის სენდვიჩების გარდა? 


ადამიანის სახეზეა მთელი მისი ბიოგრაფიაც, ხასიათიც და ცხოვრების სტილიც.


გულისამრევ სხეულში, ვერ იქნება ლამაზი სული, ან რომც იყოს, ვის რა ჭირად უნდა? 


ფეისბუკი მარკ ცუკერბერგმა გვაჩუქა, მაგრამ მაინც ალენ დელონი გვიყვარს! 

Wednesday, 25 October 2017

ლაქუცებად დაბადებულები


რით განსხავდება დიპლომატია ლაქუცობისგან?

დიპლომატიაა - როცა ძალიან გინდა ადამიანს შეაგინო, მაგრამ ემოციების მოთოკვას ახერხებ და ძალიან თავაზიანად თუ არა, წყნარად მაინც განაგრძობ საუბარს.

ლაქუცობა კი, ძაღლის ქცევაა, პატრონთან კუდის ქნევით რომ თამაშობს. 

თუ დიპლომატია ადამიანებს შორის "კონსტრუქციული დიალოგის" შენარჩუნების ფორმაა, ლაქუცობა ადამიანების თვითგადარჩენის საშუალებაა.

საშუალება, რომელიც ჭრის კიდევაც. იმიტომ, რომ ადამიანების უმრავლესობას თავდაჯერებულობა აკლია და სუსტი ეგო აქვს, რომელიც კიდევ უფრო სუსტი ხდება, როცა ის ხელმძღვანელ პოზიციაზე გადადის.

სწორედ ასეთ დროს უნდა ადამიანს სხვებს დაუმტკიცოს, რომ არავისზე ნაკლები ხელმძღვანელი არ არის და სწორედ მაშინ სჭირდება მას ლაქუცები, მლიქვნელები და ლაბილური ფსიქიკის არსებები, რომლებიც ყოველთვის, ყველა კალიბრში ჯდებიან.

პირადი ლაქუცი, არასოდეს არ ეკამათება პატრონს, ყველაფერზე თავს უქნევს. 
ლაქუცთან ვერ იჩხუბებ, ძალიანაც რომ გინდოდეს, ეს ტიპაჟი მაინც თავს აარიდებს კონფლიქტს. ღია კონფლიქტი არაა მისი სტილი. მისი სტილი პატრონის ნდობის მოპოვებაა.

მერე კი, როცა საქმეს დასჭირდება და ლაქუცის აზრით, ჰორიზონტზე "უფრო მაგარი" პატრონი გამოჩნდება, ის თხასავით გაყიდის ძველს. 

აქ ყველაზე სევდიანი მომენტი ის არის, ლაქუცის გარეშე არსებობა ბევრისთვის წარმოუდგენელია. ხუთჯერ ლაქუცების ღალატის მსხვერპლიც, რომ იყოს ადამიანი მაინც იგივე შეცდომას უშვებს და ახალ ლაქუცს პოულობს.

რას იზამ ტკბილი ტყუილები, მლიქვნელობა და თვალებში ციცინი ალბათ ისეთი სიამოვნებაა, რომელსაც ვერ ელევა დასუსტებული ეგო. 
ლაქუცობა თანდაყოლილი ნიჭია, თუ მერე შეძენილი არ ვიცი, მაგრამ სხვა ყველაფერს უნდა დაანებო თავი და ეფექტური "პოდხალიმობა" უნდა ისწავლო, ქვემძრომობის ოსტატი გახდე. იმიტომ, რომ პირადი ლაქუცი ყველას წამალივით სჭირდება..