იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამ ცხოვრებაში ადამიანი იღებს ზუსტად იმას, რასაც იმსახურებს. გინდა პირად ცხოვრებაში, გინდა სამსახურში, გინდა სხვა ნებისმიერ გარემოში - ადამიანი არც მეტი და არც ნაკლები იმსახურებს სწორედ იმას, რაც აქვს.
მიზეზს, ახსნას და გამართლებას ყოველთვის, ყველაფერს მოუძებნი, მაგრამ სიმართლე მაინც ერთია - შენ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, მოითხოვე სწორედ ის, რაც გაქვს, რადგან იმსახურებ ზუსტად იმას, რაც გაქვს.
შეიძლება კარგი, კეთილი ადამიანი ხარ. ალბათ "არაღიარებული
გენიოსიც" ხარ.
შენი პრინციპები, შენი ხასიათი და შენი პოზიცია გაგაჩნია, რომელიც შეიძლება ყველაზე სწორია კიდევაც, მაგრამ, ჯერ რეალობას, მერე კი, ისტორიას ეს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია.
შენი პრინციპები, შენი ხასიათი და შენი პოზიცია გაგაჩნია, რომელიც შეიძლება ყველაზე სწორია კიდევაც, მაგრამ, ჯერ რეალობას, მერე კი, ისტორიას ეს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია.
და ის ხერხები და საშუალებები, რომლებსაც, ადამიანი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე იყენებს, რამდენად აწუხებს მას სინდისი, ან რამხელა ნებისყოფა და ენერგია დასჭირდა წარმატებისთვის - ეს ყველაფერი მისი არჩევანია. სწორი თუ არასწორი, ხომ მაინც არჩევანია. არჩევანი, რომელიც ყოველთვის და ყველას აქვს.
ხალხის,
მშობლების, ამინდის ან მთავრობის დადანაშაულება ყველაზე ადვილია და ყველაზე დიდი იდიოტიზმია. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ადამიანი ყოველთვის იმას აკეთებს რაც უნდა, რაც შეუძლია და რაც სჭირდება. თუ არ აკეთებს, ესეგი არ უნდა, არ შეუძლია, ან არ სჭირდება. პრიორიტეტის ამბავია ყველაფერი.
ბედის, განგების ან აპოკალიპსის მომიზეზება კი, ეს აღიარებაა: მე უინიციატივო, ზარმაცი, უნიჭო არსება ვარ. ამ სიმართლის აღიარებაა ყველაზე ძნელი. ათას მიზეზს იმიზეზებს ადამიანი, ოღონდ ეს არ აღიაროს.
ბედის, განგების ან აპოკალიპსის მომიზეზება კი, ეს აღიარებაა: მე უინიციატივო, ზარმაცი, უნიჭო არსება ვარ. ამ სიმართლის აღიარებაა ყველაზე ძნელი. ათას მიზეზს იმიზეზებს ადამიანი, ოღონდ ეს არ აღიაროს.
ჩემი ცხოვრების კარგიც და ცუდიც, მხოლოდ ჩემი ბრალია. ჩემი სწორი, ან არასწორი არჩევანის, კარგი თუ ცუდი ემოციების, სიყოჩაღის ან სიზარმაცის, პასუხისმგებლობის ან უპასუხისმგებლობის ბრალია. სხვისი დადანაშაულება აზრადაც არ მომდის და ვთვლი, რომ ეს უსინდისობა და სირაქლემას პოზიციაა. ის, რაც
მე ვერ გავაკეთე და რასაც ამის მერე ვერ გავაკეთებ, ან გავაკეთებ, ესეც ჩემი ბრალი ან დამსახურება იქნება. მე ვაცნობიერებ რა მინდა, რატომ მინდა და რაც მთავარია, ის თუ რატომ არ მაქვს ის, რაც მინდა.
ყველა
ადამიანი არის ზუსტად იქ, სადაც უნდა იყოს და მგონი ქვეცნობიერად უნდა კიდევაც რომ, იყოს იქ, იმიტომ, რომ "კომფორტის ზონიდან" თუ ვერ გამოდიხარ და ამისთვის ხუთას მიზეზს იმიზეზებ, ეს ბანალურად იმას ნიშნავს, რომ შენს საყვარელ ჭაობში ზიხარ და სწორედ იქიდან ყიყინია შენი ხვედრი. არც
ჰოლივუდი, არც პოდიუმი და არც პრემიერ-მინისტრის პოსტი ან ნობელის პრემია არ გეხვეწებიან არიქა, მოდი დაგვეპატრონეო.
ეს შენს გამოჩურჩუტებულ თავს ჰგონია, რომ მეტს იმსახურებ, სინამდვილეში კი, ცხოვრება სამართლიანია და ზუსტად იქ გდიხარ, სადაც უნდა ეგდო. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ადამიანები, რომლებიც ზენიტში არიან, იქ არიან, იმიტომ, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ იყვნენ იქ, სადაც არიან. კარგი თუ ცუდი გააკეთეს ეს მათ სინდისზე იყოს:))
შეიძლება ადამიანმა თავის წარმატების გზაზე ამაზრზენი და სამარცხვინო რაღაცეები ჩაიდინა, მაგრამ ესეც ხომ არჩევანია. კარგი თუ ცუდი, ყველას თავისი არჩევანი აქვს. შენი გაკეთებული არჩევანის მიზეზი, არგუმენტი, სისწორე ან სიმრუდე არავის აინტერესებს, იმიტომ, რომ სხვები მხოლოდ შედეგებს ხედავენ. მიზეზები და არგუმენტები შენ თავს მოუყევი.
სიტყვა "ბედი" და "განგება" არაფრისმაქნისებს უყვართ.
ბრედ პიტის ორეული და წარმატებული კაცი გინდა ქმრად, მაგრამ სახლში რატომღაც კუანა დედის ბულკი გყავს, რომელიც კრედიტებში
იხრჩობა? - დიახ, ესეც შენი არჩევანია. ცოლი, ქმარი, საყვარელი, მეგობარი, - ზუსტად ისეთი გყავს, როგორებსაც იმსახურებ.
შენი არჩევანია ისიც, რომ წიწიბურას ჭამას ანუ ჯანსაღ კვებას შაურმა, ხინკალი და ღორის ტოლმა გირჩევნია. სპორტ-დარბაზში წასვლა და ვარჯიში კი არა, დაქალებთან ჭორაობა გირჩევნია, ან დეპრესიულ არსებებთან ერთად ლუდის დალევა და ცხოვრებაზე წუწუნი გიყვარს. მერე სახე გაქვს შესიებული, კანი გაქვს ნაგავი, გამომეტყველება გაქვს დაღლილი, ნაცემი ვირის და ნორმალურ ადამიანს რა ჭირად უნდიხარ აბა?
სამსახურში არ დაგიფასეს? იმიტომ, ხომ არა, რომ შენ ვერ დაამტკიცე,
რომ უკეთესს იმსახურებ? დაგეზარა ვიღაცისთვის რაღაცეების მტკიცება? ესეც არჩევანია. ოჯახში
კონფლიქტი გაქვს? იმიტომ ხომ არა, რომ შენ თავად შექმენი კონფლიქტური სიტუაცია ან ვერ აარიდე თავი
კონფლიქტს?
დაფიქრდი და საკუთარ თავს ჰკითხე: რა გააკეთე იმისთვის, რომ უკეთესად გეცხოვრა?
No comments:
Post a Comment