Tuesday, 26 December 2017

ის, რასაც შენ იმსახურებ...


იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამ ცხოვრებაში ადამიანი იღებს ზუსტად იმას, რასაც იმსახურებს. გინდა პირად ცხოვრებაში, გინდა სამსახურში, გინდა სხვა ნებისმიერ გარემოში - ადამიანი არც მეტი და არც ნაკლები იმსახურებს სწორედ იმას, რაც აქვს. 

მიზეზს, ახსნას და გამართლებას ყოველთვის, ყველაფერს მოუძებნი, მაგრამ სიმართლე მაინც ერთია - შენ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, მოითხოვე სწორედ ის, რაც გაქვს, რადგან იმსახურებ ზუსტად იმას, რაც გაქვს. 

შეიძლება კარგი, კეთილი ადამიანი ხარ. ალბათ "არაღიარებული გენიოსიც" ხარ.

შენი პრინციპები, შენი ხასიათი და შენი პოზიცია გაგაჩნია, რომელიც შეიძლება ყველაზე სწორია კიდევაც, მაგრამ, ჯერ რეალობას, მერე კი, ისტორიას ეს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. 

და ის ხერხები და საშუალებები, რომლებსაც, ადამიანი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე იყენებს, რამდენად აწუხებს მას სინდისი, ან რამხელა ნებისყოფა და ენერგია დასჭირდა წარმატებისთვის - ეს ყველაფერი მისი არჩევანია. სწორი თუ არასწორი, ხომ მაინც არჩევანია. არჩევანი, რომელიც ყოველთვის და ყველას აქვს.

ხალხის, მშობლების, ამინდის ან მთავრობის დადანაშაულება ყველაზე ადვილია და ყველაზე დიდი იდიოტიზმია. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ადამიანი ყოველთვის იმას აკეთებს რაც უნდა, რაც შეუძლია და რაც სჭირდება. თუ არ აკეთებს, ესეგი არ უნდა, არ შეუძლია, ან არ სჭირდება. პრიორიტეტის ამბავია ყველაფერი.

ბედის, განგების ან აპოკალიპსის მომიზეზება კი, ეს აღიარებაა: მე უინიციატივო, ზარმაცი, უნიჭო არსება ვარამ სიმართლის აღიარებაა ყველაზე ძნელი. ათას მიზეზს იმიზეზებს ადამიანი, ოღონდ ეს არ აღიაროს.

ჩემი ცხოვრების კარგიც და ცუდიც, მხოლოდ ჩემი ბრალია. ჩემი სწორი, ან არასწორი არჩევანის, კარგი თუ ცუდი ემოციების, სიყოჩაღის ან სიზარმაცის, პასუხისმგებლობის ან უპასუხისმგებლობის ბრალია. სხვისი დადანაშაულება აზრადაც არ მომდის და ვთვლი, რომ ეს უსინდისობა და სირაქლემას პოზიციაა. ის, რაც მე ვერ გავაკეთე და რასაც ამის მერე ვერ გავაკეთებ, ან გავაკეთებ, ესეც ჩემი ბრალი ან დამსახურება იქნება. მე ვაცნობიერებ რა მინდა, რატომ მინდა და რაც მთავარია, ის თუ რატომ არ მაქვს ის, რაც მინდა. 

ყველა ადამიანი არის ზუსტად იქ, სადაც უნდა იყოს და მგონი ქვეცნობიერად უნდა კიდევაც რომ, იყოს იქ, იმიტომ, რომ "კომფორტის ზონიდან" თუ ვერ გამოდიხარ და ამისთვის ხუთას მიზეზს იმიზეზებ, ეს ბანალურად იმას ნიშნავს, რომ შენს საყვარელ ჭაობში ზიხარ და სწორედ იქიდან ყიყინია შენი ხვედრი. არც ჰოლივუდი, არც პოდიუმი და არც პრემიერ-მინისტრის პოსტი ან ნობელის პრემია არ გეხვეწებიან არიქა, მოდი დაგვეპატრონეო. 

ეს შენს გამოჩურჩუტებულ თავს ჰგონია, რომ მეტს იმსახურებ, სინამდვილეში კი, ცხოვრება სამართლიანია და ზუსტად იქ გდიხარ, სადაც უნდა ეგდო. 
იშვიათი გამონაკლისების გარდა, ადამიანები, რომლებიც ზენიტში არიან, იქ არიან, იმიტომ, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ იყვნენ იქ, სადაც არიან. კარგი თუ ცუდი გააკეთეს ეს მათ სინდისზე იყოს:))

შეიძლება ადამიანმა თავის წარმატების გზაზე ამაზრზენი და სამარცხვინო რაღაცეები ჩაიდინა, მაგრამ ესეც ხომ არჩევანია. კარგი თუ ცუდი, ყველას თავისი არჩევანი აქვს. 
შენი გაკეთებული არჩევანის მიზეზი, არგუმენტი, სისწორე ან სიმრუდე არავის აინტერესებს, იმიტომ, რომ სხვები მხოლოდ შედეგებს ხედავენ. მიზეზები და არგუმენტები შენ თავს მოუყევი.

სიტყვა "ბედი" და "განგება" არაფრისმაქნისებს უყვართ.

ბრედ პიტის ორეული და წარმატებული კაცი გინდა ქმრად, მაგრამ სახლში რატომღაც კუანა დედის ბულკი გყავს, რომელიც კრედიტებში იხრჩობა? - დიახ, ესეც შენი არჩევანია. ცოლი, ქმარი, საყვარელი, მეგობარი, - ზუსტად ისეთი გყავს, როგორებსაც იმსახურებ. 

შენი არჩევანია ისიც, რომ წიწიბურას ჭამას ანუ ჯანსაღ კვებას შაურმა, ხინკალი და ღორის ტოლმა გირჩევნია. სპორტ-დარბაზში წასვლა და ვარჯიში კი არა, დაქალებთან ჭორაობა გირჩევნია, ან დეპრესიულ არსებებთან ერთად ლუდის დალევა და ცხოვრებაზე წუწუნი გიყვარს. მერე სახე გაქვს შესიებული, კანი გაქვს ნაგავი, გამომეტყველება გაქვს დაღლილი, ნაცემი ვირის და ნორმალურ ადამიანს რა ჭირად უნდიხარ აბა?

სამსახურში არ დაგიფასეს? იმიტომ, ხომ არა, რომ შენ ვერ დაამტკიცე, რომ უკეთესს იმსახურებ? დაგეზარა ვიღაცისთვის რაღაცეების მტკიცება? ესეც არჩევანია. ოჯახში კონფლიქტი გაქვს? იმიტომ ხომ არა, რომ შენ თავად შექმენი კონფლიქტური სიტუაცია ან ვერ აარიდე თავი კონფლიქტს? 

დაფიქრდი და საკუთარ თავს ჰკითხე: რა გააკეთე იმისთვის, რომ უკეთესად გეცხოვრა? 

ან გამოასწორე სიტუაცია, ან მოკეტე და დაკმაყოფილდი, იმით რაც გაქვს. 




Wednesday, 20 December 2017

ინფუზორია-ქალამანა აზრს გამოხატავს!


როგორ ფიქრობთ, რისგან ბოროტდება ადამიანი? გადატანილი სტრესისგან, ტრაგედიისგან? ააარა! 
ტრაგედიების გადატანაც და ცხოვრების გაგრძელებაც შეგვიძლია და ბევრმა დავრწმუნდით კიდევაც, რომ უბედურებების შედეგად ჭკუიდან არ ვიშლებით. გაბოროტების ნამდვილი მიზეზი განადგურებული თვითშეფასებაა. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანს ბევრჯერ აგრძნობინეს, რომ არარაობა და "მეორეხარისხოვანი ნაგავია". 

საღად მოაზროვნე, საკუთარ თავში დარწმუნებული, საკუთარი პიროვნების მიმართ პატივისცემის მქონე ადამიანი ვერ იქნება ბოროტი და მავნებელი. ანუ, მავნებლობა ფსიქიკური ტრავმის შედეგია. 
თავიდან ყველა ადამიანი კომპლექსების გარეშე იბადება. მისი დაკომპლექსების და ჩაგრვის პროცესი მერე იწყება, როცა ხან მშობლები და ხან გარშემო მყოფები ცნობიერად და ქვეცნობიერად, არწმუნებენ, რომ უმნიშვნელოა და არარაობაა. 

ადამიანს გარშემომყოფების სჯერა და „აღიარებს“, რომ არარაობაა და აღარც ცდილობს ამ შეფასებას თავი დააღწიოს. ის სამუდამო განაჩენივით ეგუება და მართლა არარაობა ხდება. მერე სხვებს ბაძავს და გარშემომყოფების უსახური აჩრდილი ხდება. თუმცა, ზოგი მაინც ცდილობს დაამტკიცოს, რომ არარაობა არაა და საკუთარ თავზე მუშაობას იწყებს და იმ ჭაობიდან თავის დაღწევას ლამობს, რომელსაც „სხვების აზრი“ ჰქვია. არარაობებად არ იბადებიან. ეს ჩვენი არჩევანია ვინ ვიქნებით - ადამიანი თუ ინფუზურია-ქალამანა. 

თუ არ დაიბადე ლამაზი და ფიზიკურად ძლიერი, მაინც შეგიძლია მომავალში გახდე ლამაზიც, ძლიერიც და მდიდარიც. მთავარია არ გაბოროტდე იმ ადამიანების გამო, რომლებმაც დაგაჯერეს, რომ ნაგავი ხარ და ეს წყენა სიცოცხლის ბოლომდე გულში არ ატარო. მთავარია საკუთარ თავზე იმუშავო და მიკრობების კეტოგორიაში არ გადახვიდე.

ვინ არის ინფუზორია-მიკრობი? - ის, ვინც დაუჯერა სხვებს და შეეგუა "სიმართლე" რომ არარაობაა და ხელი ჩაიქნია საკუთარ თავზე და გაბოროტდა. გაბოროტდა და სხვისი ბედნიერების შურს. სოციალურ ქსელებში ცუდ კომენტარებს წერს და ცდილობს სხვებსაც გული ატკინოს. მისი ერთადერთი ფუნქცია და ჰობი სხვების კრიტიკა, გამწარება და წუწუნია. ის თავის შხამს ინტერნეტ-სივრცეში აფრქვევს და ჯანმრთელ ადამიანებსაც უშლის ნერვებს. 

ინტერნეტი შეუზღუდავია და ნებისმიერ ინფუზორია-მიკრობს "აზრის“ გამოხატვის საშუალებას აძლევს. 
დაუბანელი, სუნიანი არსება, რომელსაც კვირაში ერთხელ თავის დაბანა სუპერ სისუფთავე ჰგონია, ძეხვის სუნიანი თითებით კლავიატურაზე სისულეებს ბეჭდავს. ცუდს წერს ყველაზე და ყველაფერზე. არასოდეს არაფერი არ მოსწონს. ლანძღავს კარგსაც და ცუდსაც. ყველაფერზე მხოლოდ უარყოფით კომენტარებს წერს და იგინება. 

მოცლილ არარაობას ხუთი ფეიკ გვერდი აქვს და იქიდან ანთხევს ბოღმას. 
ასეთი *ლე გააზიარებს ვიღაცის პოსტს და თავის *ლე სამეგობროსთან ერთან ლანძღავს ავტორს, რომელსაც არც კი, იცნობს. ასეთ სირებს ეს „გამოხატვის თავისუფლება“ ჰგონიათ. შენ ნუ იქნები ასეთი გაბოროტებული ინფუზორია-ნაგავი!

Monday, 18 December 2017

დაიკიდე თუ ვერ ჩააბარე გამოცდა!


წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ახლადდანიშნული მინისტრი ხართ და თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ახალ სტაფს - მოადგილეებს და დეპარტამენტის უფროსებს ნიშნავთ.

ნუ, მოადგილეებზე მთლად თავნებობა შეიძლება არ გამოვიდეს, რადგან მათი წარსული და ბიოგრაფია შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესის საგანი გახდეს, მაგრამ დეპარტამენტების უფროსების დანიშვნაში პრინციპში, ვინ შეგიშლით ხელს?

აი, მაგალითად, ნაკლებად "მყვირალა" პოსტებზე შეიძლება დანიშნოთ ვინმე ნაცნობი, ვთქვათ, ცოლის ნათლიის კლასელი და ასე შემდეგ და ზედმეტ ხმაურს თავი აარიდოთ. 
კი ბატონო, უფრო მნიშვნლოვანი ინფორმაციის და კომპრომატების არ მქონე საინფორმაციო სააგენტომ შეიძლება რომელიმე სახელმწიფო უწყების ახალი დეპარტამენტის უფროსის "ნაცნობობით" დანიშვნის ფაქტი მთავარ ამბად აქციოს და ინფორმაციაც მოითხოვოს, თუ RA GANATLEBA AQVS ახალ თანამშრომელს, რომელსაც, ვთქვათ, ავტობიოგრაფიაში უწერია, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და 6 ენას ფლობს! მაგრამ შესაძლოა ეს ფაქტი სულაც გამორჩეთ ან დაიკიდონ და არ "გაანიუსონ". 

საზოგადოება დიდად არ მიაქცევს ყურადღებას და ორ დღეში დაივიწყებს "მცირე ნეპოტიზმის" ამბავს თუ ახალი ჩინოვნიკი განსაკუთრებულად არ იქცევს ყურადღებას. ანუ თუ არ გაგიჯავრდნენ თავს დაგანებებენ.

გგონიათ მართლა მოიძებნება მოცლილი, რომელიც ჰარვარდს, ოქსფორდს, ან ევროპის რომელიმე სასწავლებელს მიაკითხავს და თქვენი "ბრწყინვალე განათლების" მქონე თანამშრომლის დიპლომის არსებობის დამადასტურებელ საბუთს მიაგნებს?

ისე, ყურადღების "არ მიქცევის" ამბავში ქალებს  ნაკლებად უმართლებს. მაგალითად, თუ ლამაზი ქალი ხარ და კარგ თანანმდებობაზე დაინიშნე, მოცლილები და შურიანები  აუცილებლად  დაიწყებენ შენს ბიოგრაფიაში ქექვას. 
მაშინ როცა, საშუალო გარეგნობის ვირთხა არავის დააინტერესებს.

გახსოვთ სააკაშვილის ლამაზი მინისტრის, ვერა ქობალიას განათლების დამადასტურებელ ფაქტებს რომ ეძებდნენ? ქობალია ჰოლივუდის ვარკვლავს ჰქავდა და დიდ ინტერესს იწვევდა. ზოგი ამბობდა ავსტრალიაში "პურის მცხობელი იყო და "არაფერი დიპლომიც არ აქვსო", ზოგიც ამბობდა "ჰარვარდში სწავლობდაო". მგონი დღესაც არავინ იცის წესიერად, ჰქონდა თუ არა იმ გოგოს უმაღლესი განათლება. მაგრამ ის მინისტრი იყო, თან ლამაზი, ამიტომაც იქექებოდნენ მის ბიოგრაფიაში და განათლებაში "შურიანები".

ანუ, საშუალო გარეგნობის გოგოს რომ დაგვინიშნავენ რომელიმე მნიშვნელოვანი დეპარტამენტის უფროსად და გვეტყვიან, რომ ის ჰარვარდის ყოფილი სტუდენტია, ადვილად დავიჯერებთ და აზრადაც არ მოგვივა მისი განათლების შემოწმება. მახინჯია, ესეგი მართლაც სწავლობდა და თან კარგად სწავლობდა - ასეთი შაბლონური სტერეოტიპები გვაქვს :))))) 

სულ გვგონია, რომ ლამაზ ქალებს გაცილებით უფრო საინტერესო ჰობი აქვთ ვიდრე სწავლა :))

ძალიან ხშირად ტიპი, რომელსაც მართლა კარგი ევროპული განათლება აქვს, წლების განმავლობაში, რომელიმე უწყებაში "უმცროსი ექსპერტის" პოზიციაზე იხრჩობა, მისი ცოდნით სხვები სარგებლობენ და თავიანთი წინსვლისთვის იყენებენ. ღმერთმა იცის, ის საწყალი კიდევ რამდენი წელი ჩარჩება მანდ, სანამ "უფროსი სპეციალისტის" პოზიციაზე გადაიყვანენ. უფრო დიდ თანამდებობაზე კი დიდხანს იოცნებებს, რადგან პროტექცია, ნეპოტიზმები და დაქალუშკობანა მუდამ ძალაშია.

ამას წინად, ერთ ნაცნობთან ვიყავი ოფისში სტუმრად. მის მაგიდაზე ვიღაცის CV ვნახე და პირველ რიგში განათლება მომხვდა თვალში. ევროპული სასწავლებლების სახელები და აბრევიატურები იყო, იქვე იყო მითითებული, რომ ის პიროვნება 7 ენას ფლობდა.

"ვაუ, ეს ვუნდერკინდი ვინ არის?" - მეთქი.

ჩემს ახლობელს ხმა არ ამოუღია.

შევხედე და მისი გვარი და სახელი არ ეწერა "სივი-ზე"?

"შეეეენ?" - თვალები გამიფართოვდა, იმიტომ, რომ ევროპაში დასასვენებლად ან ტრენინგებზე წასული კი მახსოვს, მაგრამ არც მისი იქაური დიპლომების და არც "პოლიგლოტობის" შესახებ არაფერი მსმენია.

აა, მეთქი შე აფერისტო :))) - ვიფიქრე.

"ჯერ არავის არ უთხრა, კარგი პოზიციისთვის ვემზადები და ასეთი CV მჭირდება რა ვქნაო" - მითხრა.

"კი მაგრამ, რომ შეამოწმონ.." - ვთქვი და გავჩუმდი. მივხვდი, რომ არავინ არაფერს არ შეამოწმებდა 

პოზიციებზე დანიშვნისას ტესტირებას და გამოცდებს ისინი გადიან, რომლებსაც მართლა კარგი განათლება აქვთ და წლების განმავლობაში სხვების შავ სამუშაოებს ასრულებენ, სხვა "იღბლიანები" კი, პირდაპირ ინიშნებიან და ყველას ცალ ფეხზე ჰკიდიათ განათლება და დიპლომები. არავინ არ ამოწმებს მართლა იცი იტალიური, ფრანგული, რუსული და ჩინური ერთდროულად თუ არა.

დიპლომის უსარგებლობაში თავად დავრწმუნდი, როცა არც ერთ სამსახურში ჩემთან დიპლომი არც უხსენებიათ. 

წლების წინ ერთ ორგანიზაციაში საშუალოსტატისტიკურ პოზიციაზე სივი გავგზავნე, სადაც განათლებაც მივუთითე და დავწერე, რომ ხუთი ენა ვიცი. გასაუბრებაზე დამიბარეს. როგორც ჩანს სასწრაფოდ სჭირდებოდათ თანამშრომელი და კაი ხანი დიპლომის წარდგენას არ მთხოვდნენ. ყველა ტესტირება წარმატებით გავიარე, ენებიც შეამოწმეს, მაგრამ დიპლომი არ უხსენებიათ. სივის დაუჯერეს.

მოკლედ მიმიღეს, თანამშრომლებიც გამაცნეს და მითხრეს პირველ სამუშაო დღეს ჯანმრთელობის ცნობა, ნასამართლეობის, კიდევ რაღაც საბუთები და ფორმალუდად დიპლომის ასლიც მოიტანეო.

"იცით, ქალბატონო ლიზა, დიპლომი დავკარგე სამწუხაროდ და უნივერსიტეტიდან დამადასტურებელი საბუთის მოსატანად კი, დრო მჭირდება" - მეთქი.

კადრების უფროსი და დეპარტამენტის უფროსი გაოგნებულები მიყურებდნენ, აქამდე როგორ ვერ მოვთხოვეთ დიპლომიო და ბოლოს ერთ-ერთმა თქვა: ჩვენ შეგვიძლია ტყუილის გამო, დისკვალიფიკაცია გაგიკეთოთ და აღარ მიგიღოთ სამსახურშიო და მეორეს ჰკითხა: "რა ვქნათ, სხვა კანდიდატს დავურეკოთ?". 

ცხელი ზაფხული იყო და ძალიან ეტყობოდათ, რომ ყველაფრის თავიდან დაწყევბა ეზარებოდათ. ძალიან ძალიან მაინტერესებდა, ყველა ტესტირება წარმატებით გავიარე, ფინიშამდე მივედი, ენებიც ვიცოდი და დიპლომის "არ არსებობის" მიუხედავათ მაინც მიმიღებდნენ თუ არა, მაგრამ, ისეთი სასოწარქვეთილი სახეები ჰქონდათ, რომ ექსპერიმენტი აღარ გავაგრძელე და ვუთხარი, რომ ორშაბათისთვის დიპლომს მოვიტანდი. 

ისე კი, ძალიან ბევრგან მიმუმაშია, სადაც არც უკითხავთ რა განათლება მქონდა, ან მქონდა თუ არა საერთოდ. ასე, რომ დაიკიდეთ ეგ ფარატინა ქაღალდები :) 

რა თქმა უნდა, დიპლომი მაქვს, მაგრამ იქ მითითებული სპეციალობით არასდროს მიმუშავია, არც მქონია სურვილი და დღემდე არ ვიცი რას ნიშნავს იქ მითითებული სპეციალობა :))

დიპლომი კი არა, ცოდნა და მონდომებაა საჭირო.


Sunday, 3 December 2017

ლონდა, ვანდა და ბედნიერი ქალები


დედაჩემს ვეხვეწებოდი, რომ გაკვეთილების მერე გახანგრძლივებულში არ დავეტოვებინე და მასთან სამსახურში წავეყვანე, სადაც ჩემი ბავშვური სამოთხე იყო. იმდენად მიყვარდა ის ადგილი, რომ წლების შემდეგაც ხშირად მესიზმრებოდა და მენატრებოდა იქაური ყავის არომატი და ილიაუნის ბიბლიოთეკის მტვრიანი თაროები.

ჩემს სამოთეს მოჭორავე "ანგელოზებიც" ჰყავდა, რომლებიც თან საოცარი ყავის არომატს ქმნიდნენ და თან 80-იანი წლების თბილისის ყველაზე აქტუალურ თემებზე ჭორაობდნენ.

მაშინ „ჩემი ცოლის დაქალები“ კი არა „პროსტა მარია“ არ იყო ჯერ და ამიტომ, ქალების კოლექტივი თავიანთ დედამთილებს, მულებს და მეზობლებს ჭორავდა: ვინ რა კარგად ან რა ცუდად გათხოვდა და ასე შემდეგ. ოღონდ გაყრაზე მაშინ არ ჭორაობდნენ, იმიტომ, რომ გაყრა ისეთივე იშვიათი მოვლენა იყო, როგორც დღეს ჩოხებიანი გეების ქორწინება.

თან წიგნს ვკითხულობდი და თან ასეთ ფრაზებს ვისმენდი: „დედაჩემის დაქალი სულ ამბობდა: გოგოს ბავშვობიდანვე უნდა ასწავლო, როგორ იპოვოს კარგი ბიჭი და გათხოვდესო“

ეს მაშინ მეუცნაურებოდა, თორე შინაბერა ქალისგან რა გასაკვირი იყო ასეთი აზრები.

ქალების კოლექტივის თითქმის ყველა წევრი გათხოვილი ან უკვე დაქვრივებული იყო და ისინი მისია შესრულებული მესიების სიფათებით იჯდნენ და ორ პროვინციელ შინაბერა დებს გულშემატკივრობდნენ გათხოვებაში. 

35-36 წლის დები, ლონდა და ვანდა ისეთი მოწადინებით ეძებდნენ „ქალურ ბედნიერებს“, რომ ჩემი ზღაპრების დასასრულზე მეტად ლონდას და ვანდას „ქმრის სამძებრო ოპერაციების ისტორიები“ მაინტერესებდა.  

ვანდა და ლონდა გამუდმებით იმას ყვებოდნენ, როგორი მოწესრიგებულები და კარგი დიასახლისები იყვნენ და რამდენს კარგავდნენ მათი სახით ეს ოხერი კაცები

ერთხელ ვანდა საავადმყოფოში იწვა და იქაც, ყველაფერი პერანგიდან დაწყებული პირსახოცებით დამთავრებული ისეთი მოწესრიგებული ჰქონდა, რომ მთავარმა ექიმმა თქვა: „აჰ ვანდა, ისეთი გოგო ხარ, რომ ვინც შენ ცოლად არ მოგიყვანა მე იმ კაცის დედა მოვტყან!“.

ერთ მშვენიერ დღეს ლონდაც და ვანდაც როგორც იქნა, გათხოვდნენ. ორი-სამი თვე მზითვებს განიხილავდნენ და შემდეგ ზარ-ზეიმით ქორწილებიც გადაიხადეს. 

ჯგუფში შინაბერები აღარ იყვნენ და მთავარი თემა ისევ დედამთილები და მულები გახდა. 

ლონდა ახალ ოჯახზე ნორმის ფარგლებში ჭორაობდა, აი მისი და ვანდა კი, სულ თავის ქმარს ემდურიდა. უფროსი ლონდა თავს უფრო ჭკვიანად თვლიდა და ერთხელ ვერ მოითმინა: „გაჩერდი ქალო, ძლივს ქRმები“ ვიპოვეთ და ახლა მთლა იდეალური არ მოუნდა ამას! სადაა იდეალური?"

ატყდა ხარხარი. 

სადააა იდეალური ქმარი, მთავარია სახლში სარეცხის თოკზე მამაკაცის შარვალი გქონდესო დაკიდებულიო.  ეს 80-იან წლებში იყო. მას შემდეგ 30 წელი გავიდა. 

ჩემი სამოთხის მოჭორავე ანგელოზები ან ძალიან ბებრები არიან ან ამქვეყნად აღარ არიან, მაგრამ დღეს რა შეიცვალა? 

დღესაც მილიონობით ლონდები და ვანდები თითქმის დაბადებიდან "ქRმებს" ეძებენ და ყველაფერზე თანახმა არიან, ოღონდ სარეცხის თოკზე კაცის შარვალი ჩანდეს.

მერე ერთი პერიოდი მახსოვს იყო ასეთი "მოდა", როცა პროვინციელი გოგონები თითქოს ვალის მოხდის გამო „დროებით“ თხოვდებოდნენ, ბავშვს აჩენდნენ და ერთ წელიწადში ეყრებოდნენ უვარგის ქმრებს და მერე იწყებდნენ რომანტიკაზე და ბედნიერებაზე ფიქრს, თუმცა აქაც პრობლემა იყო, აბა "გაწელილი საშოთი" და „პრიცეპით“ რთულია გონებაშეზღუდული აზიატი კაცების ბედნიერება იყო..

ისე კი, განათხოვარი კიდე ჯანდაბას. აი, ტერმინი „შინაბერა“ იყო მომაკვდინებელი. მაგას ჯობდა "მარტოხელა დედა", "ქვრივი" ან თუნდაც ბოზი ყოფილიყავი. აი ეს „შინაბერა“ ძაან შეურაწმყოფელი იყო რა! J)) ამიტომაც უამრავ ნორმალურ ქალს სახლში კუანა, არაფრის მაქნისი დედის ბულკები ჰყავთ, თავად კი, ტელევიზორში ნანახ კაცებზე ოცნებობენ.

მერე რა, რომ ქმარი არ მოსწონს და ტელესერიალის გმირებზე ოცნებობს. მერე რა, რომ შუა ზამთარში ღამის სამ საათზე ოთახს ანიავებს საშინელი სუნის გამო, სამაგიეროდ გვერდზე "ხინკლების შრედერი" ქმარი ხვრინავს, ქმარი ჰყავს, ესეგი „ბედნიერი ქალია“. J))))