Friday, 16 December 2016

როგორ უნდა შეეტენო ცოლად ძმაკაცს..


"ქალსა და კაცს შორის მეგობრობა არსებობს", - ამას ხშირად ის 
ქათმუშკები გვიმტკიცებენ, რომლებიც რაც შეიძლება მეტ ბიჭს ეძმაკაცებიან, იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან რომელიმეს ცოლად შეეტენებიან.

ლამაზებმა მაგალითად, ზუსტად იციან, რომ (ჰეტეროსექსუალ) ბიჭთან ნამდვილი მეგობრობა არ გამოდის. კაცი შენთან საჭიროზე მეტ დროს თუ ატარებს, ესეგი "დაინტერესებულია". ეს მარტივი და ბანალური სიმართლე მახინჯებმაც იციან, მაგრამ რა ჰქნან? მათი ბოლო იმედი ის საწყალი „ძმაკაცია“.

მოკლედ, როგორ უნდა შეეტენო რომელიმე ძმაკაცს? აგერ ინსტრუქცია, რომლეიიც 100%-ით ამართლებს. ჯერ ერთი, გირჩევნია, ერთი მსხვერპლი შეარჩიო, იმიტომ, რომ ყველას თუ ეტენები, მსხვერპლი მიხვდება, როგორი სასოწარკვეთილიც ხარ და გაიქცევა. 
ამიტომ, ერთი კარგი ბიჭი შეარჩიე და შეუტიე: 

1) ყველანაირად ეცადე, რომ ფიზიკურად და ვირტუალურად 24 საათი ერთად იყოთ; ხშირად დაურეკე და მის სისულელეებს ისეთი ინტერესით უსმინე თითქოს ბუდდაა ან ოშო. 

2) უიქენდები წინასწარ დაგეგმე. ფეხბურთზეც აუცილებლად გაყევი. მისი ძაღლის დაბადების დღე მოიმიზეზე და მიადექი კარზე. 

3) ყველა მის მეგობარს დაუახლოვდი. მათთან ერთად „მსხვერპლს“ ხშირად სიურპრიზები გაუკეთე. ყველგან და ნებისმიერ დროს მოულოდნელად თავზე დაადექი, (ვითომ შემთხვევით)

4) მოდუნების საშუალება არ უნდა მისცე, თორემ სხვა გოგოს სტალკინგს შეუდგება ინსტაგრამზე. 

5) მოთმინება იქონიე. (იოცნებე ფინიშზე. თავი წარმოიდგინე უზარმაზარი მუცლით  და საქორწინო კაბით :))

6) მისი საყვარელი კერძების გაკეთება ისწავლე. მერე ძალით მოათრიე და აჭამე. 

7) ყველა პრობლემა მოუგვარე, იმ დონემდე მიიყვანე, რომ შენს გარეშე არსებობა ვეღარ წარმოიდგიონოს. ყველაფერში დაეხმარე. შენ "ყველაზე კეთილი" და "ყველაზე ერთგული ხარ"!

8) მისი ყველა დღესასწაული თუ მნიშვნელოვანი დღე შენთან ერთად უნდა იყოს გატარებული.

9) აუცილებლად დედამის ან ბებიამისს ჩაუდაქალდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

10) ყველაფერი გააკეთე, რომ მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა თქვენს დუოს ისე შეეჩვიონ, რომ "დოლჩე და გაბანა" თქვენთან შედარებით, საცოდავ კარიკატურად დარჩნენ.

11) ნელ-ნელა ყველას შეაპარე ის აზრი, რომ წყვილი ხართ. შეგიძლია ჭორები გაავრცელო, რომ ერთად ხართ. ამით კონკურენტ გოგოებს გაანეიტრალებ. 

12) ასობით ერთად გადაღებული funny-ხალისიანი ფოტო გამოაქვეყნე სოციალურ ქსელებში. თაგებს თუ წაშლის, კიდევ დათაგე. 

13) თუ მას ქერა გოგოები მოსწონს, თმა შეიღებე. მერე რა, რომ შენს "ბრეჟნევის" წარბებს არ უხდება ღია ფერის თმა. თუ საჭირო გახდება, წარბებიც მოიშორე. აბა გენაცვალე, "სიყვარული" ხომ მსხვერპლს ითხოვს! 

14) არ დაგავიწყდეს, ყველაზე მთავარი - მისი ოფოფიანი დედიკო, რომელსაც ალბათ არ მოსწონხარ. აუცილებლად მიიყვანე ის ქალი კაპიტულაციამდე. ისე, რომ ბოლოს ფარხმალი დაყაროს და თქვას: "მერე რა რომ, ლამაზი არაა ან "ყბა აქვს ორ მეტრიანი", "სამაგიეროდ ჩემი შვილიკო ძალიან უყვარს და დედიკოსავით მოუვლის".

15) დაუღალავი ინტენსიურობით შეუტიე „მსხვერპლს“ და ბოლოს აუცილებლად მოიგებ! მთავარი მოთმინებაა. 

შეიძლება თავიდან ცოტა გაგიჭირდეს, მაგრამ ნახავ, საბრალო ბიჭი, მალე „დრაკონების დედოფალ“ ქხალისიზე მასტრუბირებას შეწყვეტს და შენსკენ მოიხრება. მაგ დროს უცებ „შეაჯექი“, დაფეხმძიმდი და მიათრიე ქორწინების სახლამდე. მერე სასწრაფოდ სამი-ოთხი შვილი გაუჩინე და სოციალურ ქსელში დათაგე ყოველდღე. აუცილებლად ბავშვებთან ერთად. აბა შენ იცი! 

შენთან 15-20 წელი იცხოვრებს და მერე 45 წლის ასაკში, უკვე გამელოტებული და ღიპიანი „მოჯადოებული პრინცივით“ ატირდება, რომ საუკეთესო წლები ეშმაკუნა, აფერისტ გომბეშოსთან გაატარა. 

ამას რატომ ვწერ? 
იმისთვის, რომ თავი დაანებო ადამიანს, რომელსაც არ უყვარხარ. სიყვარული ძალით "შეტენვას" არ გულისხმობს, სიყვარული ის არის, როცა საყვარელ  ადამიანს სწორი არჩევანის გაკეთების უფლებას უტოვებ.

Tuesday, 30 August 2016

მავნებელი Cinderella!


ბავშობაში ვერ ვიტანდი სინდერელას და ძალიან ვნერვიულობდი ამის გამო: იქნებ მშურს, რომ მე პრინცესა გოგო არ ვარ? ძალიან გული მწყდებოდა, რომ სხვა გოგონებივით არ ვიყავი, არ ვწიოდი, არ ვკიოდი, არაფრის არ მეშინოდა და წელიწადში 25-ჯერ ვკითხულობდი ჩემს საყვარელ წიგნს "პეპი გრძელწინდას".

დღეს უკვე ვიცი რატომ არ მიყვარდა სინდერელა. სინდერელას ზღაპართან გაცნობის ასაკიდან თითქმის ყველა გოგონა იზრდება პატარა კონკიად, რომელიც მდიდარ პრინცზე ოცნებობს და მას ელოდება. უფრო სწორად, პატარა უაზრო პარაზიტი იზრდება, რომელიც არაფერს არ აკეთებს და მის მარჩენალ პრინცს ელოდება, რომლის კიდესრზე დაჯდება და დეკორატიული სახლის კატასავით იცხოვრებს. 

გოგონა პრინცს ელოდება მანამდე, სანამ ცხოვრებისგან იმედგაცრუებული, დაღლილი და გაცვეთილი, მიხვდება, რომ პრინცები კონკიებზე არ ქორწინდებიან და იმისთვის, რომ პრინცს გაჰყვე ცოლად, მხოლოდ ლამაზი კაბა არაა საკმარისი. 

დიახ, კონკია მავნებელი ზღაპარია, რომელიც უამრავ მუქთაქორა "პრინცესას", ზრდის. „აი, გაჰყვება ცოლად მდიდარ კაცს და იქნება „კნეინასავით“ - ასე ახალისებენ დეგენერატი დედიკოებიც თავიანთ პრინცესებს. 

საშუალოზე უფრო ლამაზი თუ არის ასეთი პრინცესა, მაშინ 11-წლიდან "ინტერნეტ-გლამურზეც" ოცნებობს. 

ქათმუშკების ერთერთი ლეგენდის თანახმად, მოდელი ნატალია ვოდიანოვა თურმე ბაზარში კარტოფილს ყიდდა, შემდეგ უცებ სამოდელო ბიზნესის ვარსკვლავი გახდა და მერე ინგლისელ ლორდს გაჰყვა ცოლად. ლამაზი ზრაპარია, ხო? ოღონდ, ის ნაწილი, თუ როგორ დადიოდა ნატალია დებილურ კასტინგებზე, ღამის ბიძურ ტუსოვკებზე და რამდენი „ღამის პრინცი“ გამოცვალა მანამდე სანამ თავის გეი და ლოთ ლორდს გაჰყვებოდა ცოლად, ზღაპრიდან ამოღებულია.

მეორე ზღაპარი: თურმე ცნობილი მოდელი ჟიზელ ბუნდხენი მოდის აგენტებმა მაკ-დონალდსში აღმოაჩინეს და ის მაშინვე Vogue-ს გარეკანზე აღმოჩნდა. იმ ნაწილზე, თუ რამდენი „პრინცი-სპონსორი“ გამოცვალა ჟიზელმა მანამდე არაფერია ნათქვამი. ნუ, "პრინცესებს" სჯერათ ზღაპრების და მსგავსი დებილური ისტორიები მოჰყავთ მაგალითად.

იმას, რომ შენი კეთილი ფერია შენ თვითონ უნდა იყო, თავად იზრუნო კაბებზეც, გარეგნობაზეც და პრინცესას ეტლზეც, მათ არავინ არ ასწავლის. არც იმას ასწავლიან, რომ ნამდვილი პრინცესა ჭკვიანი და საინტერესო პიროვნებაა და არა ლამაზ კაბაში ჩაკვეხილი კუკუნა. 

თუნდაც იმიტომ მძულდა ის კონკია, რომ თავისი დედინაცვალი და ავი დები თმებით ვერ ათრია. ვფიქრობდი, რომ ეს საცოდავი, უსუსური არსება ვერ იქნებოდა ჩემთვის იდეალი და მისაბაძი. აი პეპი გრძელიწინდა სულ სხვა საქმეა! ჩემი პეპი მიყვარდა და 40 ჯერ მაქვს წაკითხული 
ჩემი პეპპილოტა!!

Tuesday, 16 August 2016

ტანი - ქალღმერთი, სახე - ბებერი თხა

სხეულს/თუ ტანს ფიტნესებით და დიეტებით უშველი, მაგრამ სახე ისეთი ოხერია, რაც გინდა გააკეთე, მთელი შენი ბიოგრაფია და განვლილი ცხოვრება მაინც სიფათზე გეწერება. ანუ, შინაგანად თუ იხრწნი და იტანჯები ეს აუცილებლად თვალებზე, გამომეტყველებაზე დაგეტყობა.
***
ცხელი ზაფხულია. ჩემს წინ ქალი დგას ზურგით. მოხდენილი, გარუჯული, გრძელი შავი თმებით. ლამაზი თეთრი კაბა აცვია. მის ლამაზ სილუეტს ეტყობა, რომ სადღაც 40-45 წლისაა. მონიკა ბელუჩის, მაკა ასათიანის და მეგან ფოქსის mix-სი წარმოვიდგინე და მოუთმენლად ველოდები, როდის შემოტრიალდება, რომ ამ ქალღმერთის ლამაზი სახეც დავინახო. 

მერე, მის ალბათ ოდესღაც ლამაზი თვალების ქვეშ უსიამოვნო შეშუპებებს ვხედავ, პირის გარშემო ნაოჭებს, გამომჭკნარ კანს, ნატანჯ გამომეტყველებას, დაღლილ მზერას, რომელშიც იმედგაცრუება, სასოწარკვეთა და რაღაცნაირი გულგრილობა ერთად იკითხებოდა. 

აღფრთოვანების ნაცვლად უცებ სიბრალული ვიგრძენი. ეს არ იყო ქალღმერთი. ეს იყო ჩვეულებრივი ქალი, რომელსაც მზერაზე ეტყობოდა, რომ დამჭკნარ სილამაზეს მისტიროდა და ეგონა, რომ მოხდენილი სხეულით, რუჯით და მოკლე კაბით ისევ იმ ახალგაზრდა გოგოშკას დაემსგავსებოდა, როგორიც ადრე იყო. ისიც ჩანდა, რომ ფიტნესი მისი სხეულისთვის უცხო არ იყო. ეტყობოდა, რომ კარგა ხანს შრომობდა ფიტნეს-დარბაზში და ახლა „პლიაჟზე“ შედეგების დემონსტრირების დრო იყო. ხომ უნდა აჩვენოს პატარა შაურმისტ-ფასტფუდა გოგოებს რა არის მაგარი ქალი

ფასტფუდებს დიდი ხანია აღარ ჭამს, მაგრამ დილას ისევ ყავით და სიგარეტით იწყებს. იმიტომ, რომ ეს მისი იმიჯია, - "საბედისწერო ქალის"/Famme Fatale-ს ცხოვრება ყავის, სიგარეტის და ალკოჰოლის გარეშე წარმოუდგენელი ჰგონია. 
ფიტნესი კარგია, მაგრამ "ბავშვი კი არ ვარ დილა რძით და ვაშლის წვენით დავიწყოო"და საერთოდ, "ყავა და სიგარეტი ძალიან სექსუალურია". ოღონდ


40 წელს რომ გადაცდება სიგარეტის მწეველი "სვეტსკი" გოგოს შეშუპებული სახე შარშანდელ კარტოფილს დაემსგავსება. აქ ფიტნესი აღარ შველის. 
ტანი მოხდენილია, მაგრამ სახე მაინც ბებერი. იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება სიგარეტს ეწეოდა, სპორტ-დარბაზში ძალიან გვიან მივიდა. უკვე შეშუპებული სიფათით მივიდა. იმიტომ, რომ ფიტნესი მანამდე უნდა დაიწყო, სანამ ბებერი თხის სიფათი გექნება. იმიტომ, რომ მავნე ჩვევების მავნებლობა მითი არაა - მწარე რეალობაა. ასაკი რომ გემატება, სტრესი, ნერვები, ბოღმა, შური, სასოწარკვეთილობა, იმედგაცრუება და ყველა ნეგატივი სახის ნაკვთების ყველა უჯრედში მყარად ჯდება და იმ სახეს ბუდდაც ვეღარ გააკეთილშობილებს. 


Saturday, 30 July 2016

ოჯახურ-რომანტიკული შვებულება ვიაგრას გარეშე


შვებულებების სეზონი დაიწყო. 
ყველა, ვისაც ფეხები აქვს ზღვაზე წავიდა და ბედნიერი ოჯახური დასვენების ფოტოებს პოსტავს. ვინ ვისზეა ნაკლები კაცო? 

ერთი ჩემი ნაცნობი ქალიც ოჯახურ შვებულებაში მიდის ქმართან ერთად. უკვე ვიცი როგორ ფოტოებს დადებს. დიდხანს იფიქრა ამ გოგომ და ბოლოს გადაწყვიტა, რომ წელს ბავშვებს არ წაიყვანს: „ჩვენი ქორწინების მე-9 წელს აღვნიშნავთ და რომანტიკაზეც უნდა ვიფიქროთო“.

მისი ორჯერ ნამშობიარევი, სტრიებიანი, ცელულიტიანი ტრაკი სხეული და ჩაფუშული მკერდი წარმოვიდგინე "ბიკინებში" და "თუ რომანტიკაა ყოველი შემთხვევისთვის ვიაგრაც წაიღე“ - მეთქი. 

„ჩემ ქმარს ვიაგრა ჯერ არ სჭირდებაო“ - ეწყინა.

ოჯახური რომანტიკა.  განა რეალურია ვიაგრას გარეშე? ცოლს უხარია, ქმარს კი, რთული განსაცდელი ელოდება. ოფისში ჯდომისგან გასიებულ ღიპუცას ალბათ ისევ გაუჭირდება "გეგმის შესრულება". არადა, იქაც თუ ვერ დააკმაყოფილა თავისი მუდამ ყველაფრით უკმაყოფილო, ისტერიული ცოლი, მას სახლში უფრო გაფსიხებულს ჩამოიყვანს და მერე როგორ გინდა იცხოვრო ამ ეშმაკის მაშხალასთან?" - ფიქრობს საწყალი.

თან ამხელა იპოეთეკა და კრედიტიც აქვთ აღებული ერთად. ოჯახს ფაქტიურად ცოლი ინახავს და გინდა არ გინდა უნდა შეინარჩუნო ოჯახი. ნუ, სხვა დროს, სამსახურიდან დაბრუნებულს არც ისე ძალიან გიჭირს ქმრის მოვალეობის შესრულებისგან თავის არიდება, ნუ იქ დაღლილი ხარ, მაგრამ შვებულებაში კაცო? "რომანიკულ" ადგილას არ იტყვის, რამ დაგღალა შენ საცოდავო ჯაგლაგო? რას იზამ, ხომ ვერ აღიარებ, რომ ამ ცელულიტიან ძროხაზე უკვე დიდი ხანია აღარ გიდგება, თან ლუდმაც თავისი საქმე გააკეთა და უბრალოდ ვეღარ ქაჩავ რა. მოკლედ გლახადაა საქმე. 
ალბათ, ჯობია ისევ "ოჯახურ სიწმინდეზე" დაიწყო ლაპარაკი: რომ სიწმინდეზე ვეღარ აგიდგება და ა.შ.

მაგრამ, ოდნავ მაინც თუ დაგრჩა ძალა, შეგიძლია დღისით პლიაჟზე ნანახი ნაშებისგან მიიღო "პოზიტივი" და ღამით რომანტიკულ ბუდეში გმირულად სცადო "ოჯახის შენარჩუნება". ეს ყველაფერი რომც აუხსნა ცოლს, მაინც ვერ გაიგებს, რას ჰქვია აღარ მოგწონვარო? 

არადა, ვინმემ ხომ უნდა უთხრას, შე კაი ქალო, გაუშვი ეს გაჭირვებული თავის ძმაკაცებთან ერთად წავიდეს დასასვენებლად. შენთვისვე უკეთესია, უფრო „გამოჯანმრთელებულიც“ დაგიბრუნდება! მაგრამ, არა! მარტო რომ გაუშვას ოჯახის სიწმინდე დაიკარგება! და საერთოდ, ცოლ-ქმარმა სულის ამოხდომამდე ერთმანეთს უნდა უყურონ. 

Monday, 27 June 2016

ყველაზე მაგარი ძმა-ქალი

რამხელა ენერგიას ხარჯავს ჩემი ნაცნობი გოგო თავისი „ძმაკაცის“ "საკეთილდღეოდ". მისი საყვარელი ფეხბურთელის ძაღლის სახელიდან დაწყებული, მისი ბებიის დაქალის დაბადების დღეც კი ახსოვს. მის იდიოტურ ხუმრობებზე კისკისებს და დიდი მონდომებით უსმენს „საინტერესო“ ისტორიას, თუ როგორ მიარტყა მეზობლის ჭიშკარს მანქანა მისი ნათლიის მეზობლის ბიძაშვილმა. ოღონდ ამ „ძმაკაცს“ უნდოდეს და ღამის 2 საათზე ბავშვს დააძინებს და საზამთროს მურაბასაც მიუტანს სახლში. მაგრამ, სამწუხაროდ, ის ძმაკაცი მისგან ღამის საათებში მურაბას ჯერ არ ითხოვს. 

ეს გოგო იმ „ძმაკაცთან“ უფრო ახლო ურთიერთობაზე(ც) არ იტყოდა უარს, იმიტომ, რომ „კარგი ბიჭია“ და დიდი ხანია იცნობს, მაგრამ ეს ოხერი ძმაკაცი მაინცდამაინც სქარლეტ იოჰანსენ-ზე მასტრუბირებს. ნუ მას ასე უთხრა, ყოველ შემთხვევაში. მოკლედ, არ უნდა ეს კარგი და მეოჯახე გოგო იმ უმადურ ვირს!

თუმცა, თქვენ არ იდადრდოთ ამ კარგ გოგოზე, ამ გოგოს "ზაპასში" კიდევ რამდენიმე ასეთი „ძმაკაცი“ ჰყავს, რომლებზეც ერთნაირი დაუღალავი მონდომებით ზრუნავს. ძალიან მეგობრული გოგოა, მაგრამ ოხ ეს კაცები, მაინც ადრიანა ლიმა უნდათ. 

მაგრამ ფარხმალი არ დაყაროს, იმიტომ, რომ ადრიანა ლიმას ის მხოლოდ სიზმარში ნახავს, რეალურ ცხოვრებაში კი აი ასეთი მეგობარი გოგო კარგია.  

ზუსტად ვიცი, ის „ძმაკაცები“ ბოლოს თავად ყრიან ფარხმალს, როდესაც საბოლოოდ რწმუნდებიან, რომ ადრიანა ლიმებთან შანსი არ აქვთ და თავიანთ „დაქალ“ ქათმუშკებზე ქორწინდებიან. 

კარგი გოგოა, ადრიანა არ არის, მაგრამ ამას ჩემ სუნიან წინდებს მშვიდი სინდისით ჩავაბარებ“ - ფიქრობს ძმაკაცი.

Monday, 16 May 2016

ცხოვრება ქვემძრომობის გარეშე


აბა მოგვიყევი, რა შეიცვლვლება შენს ცხოვრებაში თუ აბსოლუტურად ყველანაირ ქვემძრომობას და ლაქუცობას შეწყვეტ? 
რას დაკარგავ?სამსახურს? გარშემომყოფთა „სიყვარულს და პატივისცემას“?

ყველაფერს დაკარგავ, იმიტომ, რომ "პოდხალიმაჟის" გარეშე არაფერი ხარ, ნული ხარ! იმიტომ, რომ მარტო შენი კი არა, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება და კარიერა მლიქვნელობაზე და ლაქუცობაზეა აწყობილი და ქვემძრომები, ქვეშაფსიები და ლაქუცები თუ არ იქნებით, მართლაც ბევრ რამეს დაკარგავთ. 

შეუცვლელი ხომ არავინ არის და შენნაირი „პროფესიაონალი“ თანამშრომელი ყველგან ყრია. რით განსხვავდები მაგალითად სხვა საშუალოსტატისტიკური ჟურნალისტისგან, იურისტისგან, პიარ-მენეჯერესიგან, ფოტოგრაფისგან? არც არაფრით! სამსახურში უფროსობისთვის მხოლოდ სტატისტიკა ხარ. შენ გაგიშვებს და ორ დღეში სხვას აიყვანს. ისევე, როგორც მას გაუშვებენ და შენ მერე სხვა უფროსს შეუძვრები! 

ჰო და, ასეთ მოცემულობაში, ოსტატური „პოდხალიმაჟი“, ლაქუცობა - ბრძოლაა გადარჩენისთვის. იჯექი და ტრაქში ძვრომის ხელოვნება დაამუღამე. ჯერ მინიმუმიდან დაიწყე: "ზემდგომ პირებს" ყველა გამოყლევებული დებილური ფოტო "დაულაიქე", "დაუგულე", "დაუკომენტე" - "ვაუ რა ლამაზი, რა მაგარი ხარ"!

იძულებული ხარ ასე მოიქცე. იძულებული ხარ იყო ლაქუცი. საქმეს სჭირდება ასე. როგორც იტყვიან: „Не подмажешь, не поедешь
კარგად შესრულებულ ქვემძრომობას შედეგი აუცილებლად ექნება. შენი უფროსი დაიჯერებს რომ მაგარი გოგო ან მაგარი ბიჭია. ინსტინქტურად კი ხვდება, რომ,  ჩვეულებრივი კინკილა კაცუნაა, მაგრამ დიდი სიამოვნებით დაიჯერებს, იმიტომ, რომ ადამიანების ეგო ძალიან მაგრად ეღადავება მათ და უყვართ ხოტბა და მლიქვნელები.

ვხედავდი, როგორ „დამაჯერებლად“ ეტენებოდნენ თანამშრომლები თავიანთ უფროსებს. ზოგი როგორ ლამაზად უმზადებდა ყავებს ან სხვა სათოხლაოებს და მერე ჩინური რესტორნის ოფიციანტის შემართებით მიართმევდაროგორ „თბილად“ არქმევდნენ მოფერებით მეტსახელებს და მერე „დიდი სიყვარულით“ მიმართავდნენ იმ მეტსახელებით. როგორ ოსტატურად თავს უქნევდნენ უფროსის ნათქვამ სისულელეებს და უმაკიაჟო, დაღლილი ვირთხის სიფათზეც წერდნენ: „ვაუ, რა ლამაზი ხარ“. მანამდე, სანამ ახალი უფროსი დაინიშნებოდა. 

ქვემძრომობა ჭრის. მლიქვნელობის საწყალი ობიექტი, რომელსაც ასე შემართებით „უძვრები“, ყველაფერს ყლაპავს. შენ მას აქებ, მას კი ჰგონია, რომ მართლა მაგარი გოგო/ან ბიჭია. რა ჰქნას, უნდა რომ ასე ეგონოს/ასე იყოს. რაღაც მომენტში ავიწყდება საწყალს, რომ თანამდებობიდან თუ გაუშვებენ, პირველები სწორედ ის ქვემძრომები აქვევენ ზურგს და შეწყვეტენ გამარჯობის თქმას!

ქვემძრომობას, როგორც „ჯუნგლებში გადარჩენის“ ხერხს იყენებ და გეპატიება კიდევაც. სხვა რა გზა გაქვს? რისი პროფესიონალი ხარ? რა ნიჭი გაქვს?  ვის რაში სჭირდები აბა? 
გონია, რომ ძალიან დამღლელია პოდხალიმობა! არაა, ლაქუცებო? :)

Thursday, 21 April 2016

სინდისთან ჭიდილი


ქალაქის ცენტრში ხალხმრავალ ადგილას მოხუცი ქალის: "შვილო დამეხმარე, "დედი დამეხმარე" გესმის და ალბათ პირველი აზრი, რომელიც თავში მოგდის არის ის, რომ ვინმემ არ იფიქროს შენზე რომ "უგულო" ადამიანი ხარ და იმ მომენტისთვის საფულეში მხოლოდ გზის ფულიც რომ ჰქონდეს დარჩენილი, მაინც 20 თეთრს აგდებ ბებოს ჭიქაში. მერე გაივლი 10 ნაბიჯს და იქ კიდევ 5-6 ასეთი ბებო ზის.

სულ ვფიქრობ ასეთი ბებოების ბიოგრაფიაზე და მიკვირს ნუთუ ამ პატარა ქვეყანაში ამდენი "საწყალი", "შვილების მიერ მიტოვებული ან შვილებგარდაცვლილი და მარტო დარჩენილი" ბებოებია? ისეთები, რომლებსაც მეზობლებიც არ ეხმარებიან ლუკმა პურით? 

"მარშუთკაში", ერთი ნორმალურად ჩაცმული ასაკიანი ქალი საჯაროდ ყვებოდა თავის ისტორიას: "არც შვილებს და არც შვილისშვილებს არ ვჭირდებიო", რაზეც "მარშუთკის" მძღოლმა: "ეტყობა არ იყავიო მთლად კარგი დედაო"- უპასუხა. 

თქვა თუ არა, იმ წამსვე მგზავრმა ქალებმა კინაღამ სცემეს მძღოლი: "როგორ უბედავ, როგორ აკადრე", "ეს ხომ დედაა", "ცოდოა, შვილები არიან ცუდებიო".

მძღოლო კი, გააჩუმეს, მაგრამ მწარე სიმართლე როგორ გინდა რომ გააჩუმო?  

მე ყოველთვის მჯეროდა, რომ კარგი ადამიანი, კარგი დედა ცუდ შვილებს ვერ გაზრდის და თუ გაზარდა ურჩხული, მაშინ აკაკი წერეთლის "გამზრდელივით" თავი უნდა მოიკლას.

წესით, უპატრონო მოხუცები, მოხუცთა თავშესაფრებში უნდა იცხოვრონ და არა მიწისქვეშა გადასასვლელებში. რა თქმა უნდა, ამაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, თუმცა იმ ბებოების უმრავლესობას ჰყავს ოჯახი და უბრალოდ პენსიასავით "მუშაობენ" ქუჩაში. ანუ ესეგი, უნამუსო შვილები ჰყავთ, რომლებიც ქუჩაში ამათხოვრებენ მშობლებს.

მათხოვარი ბებოების ავტობიოგრაფია არავინ იცის ზუსტად, არც ის ვიცით მათ შორის რამდენია "ჩელუსკინელების ხიდის" მიმდებარე ტერიტორიის ყოფილი "მუშაკი", მაგრამ ვუყურებ უმრავლესობას და ნიკო ლორთკიფანიძის "თავსაფრიანი დედაკაცის" ისტორია მახსენდება. აი იმ ნაწარმოების გმირი დედა იყო პიროვნება! 

ისე გამოვიდა, თითქოს სუიციდისკენ ვუბეძგებ ადამიანებს, მაგრამ რა ვიცი, ჯერ რატომ უნდა ააწყო ცხოვრება ისე, რომ ქუჩაში მათხოვრობა მოგიწიოს ან რატომ და როგორ უნდა გაზარდო უმადური ვირები, რომლებიც მშვიდადად არიან, სანამ მშობელი მათხოვრობს. საშინელებაა, როდესაც სიცოცხლის ბოლო წლებს ქუჩაში ატარებ და შენი შვილებისთვის ეს დასაშვებია. რატომ ზის მოხუცი ადამიანი ყველანაირ ამინდში ქუჩაში? რატომ არ ჰყავს პატრონი? რა ცოდვა ჩაიდინა ასეთი? ვინ იყო ახალგაზრდობაში? რა ადამიანი იყო? 

ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. მაგრამ, ხომ ხვდები, რომ ორი-სამი ასეთი ბებოს ჭიქაში 20 კაპიკის ჩაგდებით ვერ იქნები დედა ტერეზა?

ფიქრობ, საფულე შეგიმსუბუქდება და "სიკეთეც" "გაკეთებული" გექნება არა? არა, ნამდვილი სიკეთე უფრო ბევრ დროს ითხოვს. მაგალითად ბავშვთა სახლებში ან მოხუცთა თავშესაფრებში საჩუქრების მიტანა. 
ფინანსები რომც გქონდეს, "დრო არ გაქვს" და მათხოვრისთვის მიცემული 20 თეთრით ადვილად იმშვიდებ სინდისს. მასე, "სამუშაოზე გამოსული" ბებოები ძალიან ბევრნი არიან. ჯიბეში ხურდაც არ დაგრჩება. ზღვაში წვეთიც არ არის ასეთი სიკეთე. ქუჩაში მათხოვრები არ უნდა იყვნენ, მითუმეტეს მოხუცები არ უნდა იჯდნენ ყოველ ნაბიჯზე. 

ერთი ნამეტნავად კეთილი დეგენერატი ფეისბუკზე წერდა: "თურქეთში ვიღაცა დეიდაო, რომელიღაც ხიდის ქვეშ დგასო და გამვლელებს ეხვეწებაო: ეფენდი მინეტ - 5 მანათ.. მაგარია ქალიაო, შვილებს არჩენსო.."

კი, მაგრამ, ასეთი ქალის შვილები რომ გაიზრდებიან მადლობას ეტყვიან ისეთ დედას, რომელიც გამვლელებს მინეტს უკეთებდა, თუნდაც მათ სარჩენად? მე მგონია, რომ ამ ფასად და ქალი-კანალიზაციის "სამუშაოთი" გადარჩენილ შვილებს, ჯობია საერთოდ შვილებიანად მოვკვდე. 

გულის სიღრმეში შენც კარგად ხვდები როგორი ტიპის და როგორი მორალის ხალხი მათხოვრობს. თავმოყვარე ადამიანების ტრაკი არაა, ქუჩაში იჯდეს და მათხოვრობდეს. ღირსეული ადამიანი მშიერი მოკვდება, მაგრამ არ გავა ქუჩაში. ღირსება და თავმოყვარეობა ადამიანს სიკვდილამდე არ ტოვებს.

შვილებთან ერთად რომ დადიან ქუჩა-ქუჩა, ის მათხოვრები კი, წიხლით საცემები არიან. ვითომ სამსახურს ვერ პოულობენ. ჩვენთან უბანში ყოველ დილით და ნებისმიერ ამინდში ბულკების გამყვიდველი ქალი მოდის, აი ის არის პიროვნება! იმ ქალს ქუჩაში უაზროდ დგომას მუშაობა ურჩევნია. 

გასულ ზაფხულს კარზე მომადგნენ ცოცხალ-ჯანმრთელი საკმაოდ ახალგაზრდა ქალები და ვითომ ბავშვის გადასარჩენად აგროვებდნენ ფულს. ისეთი სახეები ჰქონდათ, მეგონა, ფული რომ არ მიმეცა მცემდნენ.


Wednesday, 10 February 2016

რატომ არის საშიში "დაქალის" ან სხვა ქალის კომპლიმენტი?

                                   

ცეცხლივით უნდა გეშინოდეს ქალებისგან მოსული კომპლიმენტის. ქალისგან: "ვაიმე, რა ლამაზი ხარ" - ქვეცნობიეტად შემდეგს ნიშნავს: "ვაიმე, რას გავხარ". მართლა ლამაზი რომ იყო, შურით მოკვდებიან და ერთ კომპლიმენტსაც არ გეტყვიან, იმიტომ, რომ დაქალებიც და სხვა ქალებიც ქვეცნობიერად გეჯიბრებიან. 

თუ ქალებს შენს დანახვაზე თვალები უბრწყინდებათ და გაუხარდებათ: უი, რა ლამაზი ხარო! - წასულია შენი საქმე. იდეალში, შენივე სქესის წარმომადგენლებს შენს დანახვაზე ხასიათი უნდა გაუფუჭდეთ. თუ მართლა ძალიან ლამაზი ხარ დაიჩაგრებიან და ცხადია კომპლიმენტსაც არ გეტყვიან, თავში არ აუვარდესო. უხმოდ შეგათვალიერებენ ან თუ ძალიან შურიანები არიან, გეტყვიან რომ  გასუქდი, არ გიხდება და შენც გაგიფუჭებენ ხასიათს! 

არადა, ბოღმა და შური სინამდვილეში ყველაზე მაგარი კომპლიმენტია. მოკლედ, გოგოებისგან კომპლიმენტის გაგონებისთანავე, სასწრაფოდ ჩაიხედე სარკეში და გაარკვიე რამ გაახარა შურიანი არსებები! :))))

Friday, 15 January 2016

სხვისი დაცინვა "თვითდამტკიცებისთვის"

ტყუილია, რომ ყველას საკუთარი თავი ჰგონია ყველაზე ჭკვიანი. სინამდვილეში ადამიანებმა ძალიან კარგად იციან თავიანთი უბადრუკობის შესახებ და მთელი ცხოვრება მხოლოდ საჩვენებლად თამაშობენ ჭკვიანების როლს. ემანდ, ვინმემ არ გაიგოს რომ იდიოტი ვარ.

ზოგი სხვებს ბაძავს, იმიტომ, რომ უმრავლესობის აზრს თუ შეუერთდება, ვერავინ შეამჩნევს, რომ დებილია, ანუ ჯოგში ყროყინით, თავს უფრო დაცულად გრძნობს. 
ზოგს კი, ვითომ ფეხებზე ჰკიდია ხალხის აზრი, მაგრამ მისი "ფეხებზემკიდიაობა" მხოლოდ ფეისბუქ სტატუსებში "ვლინდება", ინსტაგრამზე ლაიქების ნაკლებობის გამო კი დეპრესია ეწყება და ეგრევე შლის ფოტოს :)

ბევრ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი ახრჩობს და 13 წლის მოზარდივით საკუთარი აზრის გამოხატვის ეშინია და საერთო აზრს უერთდება. ამგვარი 
შიშების და კომპლექსების დასამალად კი სხვების დაცინვას იწყებს. ამგვარად, ზრდასრული ადამიანებიც უტვინო მოზარდებივით სხვებს დასცინიან, ხან ჩაცმულობის, ხან აქცენტის, ხან წარმოშობის და ხან სხვა რამის გამო. 

"აჰა-ჰა-ჰა, მოდით დავცინოთ, რა დებილია!" - ამით არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადებული არსება სხვებს უმტკიცებს, რომ რახან სხვას დასცინის, ესეგი თავად ძალიან ჭკვიანია. 
სნობიზმიც აქედან მოდის. ადამიანებს უყვართ ერთმანეთის "კასტებად" და ჯგუფებად დაყოფა: "ეს უგემოვნოა", "ეს დებილია", "ეს ბანძია" და ასე შემდეგ. 

რომ ჰკითხო, საკუთარ თავში ბოროტული ინსტინქტის არსებობას ყველა უარყოფს. უიმე, რას ამბობ, ყველა კარგი და კეთილია, მაგრამ დიდი სიამოვნებით უერთდებიან საერთო ტროლინგს თუ ბულინგს. ყველა დაკომპლექსებული არსება ცდილობს "გაბანძებული" ობიექტის ფონზე საკუთარი თვითშეფასება აიმაღლოს და ამგვარი ქცევით თავისი უბადრუკი არსებობა გაამართლოს.

ყველაფერი ხდება, ზოგჯერ დასაცინი დასაცინია, მაგრამ გამიზნული, ბოროტული დაცინვა - სამარცხვინო საქციელია. 
არც არგუმენტირებული კრიტიკა და მცირე სარკაზმია პრობლემა. პრობლემა მაშინ არის, როც ამას შურით და ბოღმით აკეთებ და ეს ძალიან კარგად ჩანს! ანუ, ჩანს როდის ხუმრობ კეთილად და როდის ხუმრობ ბოროტად. 

თუ მხოლოდ შენი საცოდავი ეგოს დასაკმაყოფილებლად ღადაობ სხვაზე, მაშინ მიიღე ის ფაქტი, რომ არშემდგარი ნაგავი ხარ და ამიტომ დასცინი სხვებს. 
სხვების "გაბანძების" ფონზე საკუთარ უბადრუკობას მაინც ვერ დამალავ.




Monday, 11 January 2016

სად მთავრდება ქალის ბედნიერება?


წლების წინ, ერთი ჩემი თანამშრომელი ქალი ოფისში ძალიან სევდიანი დამხვდა და საუბრის დროს ასეთი ფრაზა წამოსცდა: "ეჰ, დავიღალე, წავიდა ჩემი ახალგაზრდობა და მატარებელი, ცხოვრება მომბეზრდა". 

ვიცოდი, რომ იმ ქალს რამე ფულის პრობლემა ან ვალები არ ჰქონდა, არც განუკურნებელი სენით დაავადებული ნათესავები ჰყავდა. აშაკარა იყო, რომ
 ქალს საშუალო ასაკის კრიზისი ჰქონდა. ქმარი და შვილები ჰყავდა, მაგრამ რაღაც ქალური აკლდა..

შევხედე მის (43 წლისთვის ძალიან ადრე) გამუქებულ კანს, ორმაგ ნიკაპს (თუ ღაბაბს) და ვიფიქრე, რომ ამ ოდესღაც ლამაზმა ქალმა სილამაზის და ახალგაზრდობის "ლიმიტი ამოწურა", დიდი ხანია აღფრთოვანებულ მზერებს ვეღარ ხედავს და წასულ ახალგაზრდობას მისტირის. 

დედაჩემის თქმით - "რეალიზებული" ანუ "ცოლად გასაღებული" ქალები ახლა თავს მოიკლავენ, რომ თურმე სილამაზე არ არის მთავარი ამ ცხოვრებაში. რომ, ოჯახი, ბავშვებია მთავარი და ასე შემდეგ, მაგრამ, ნებისმიერმა ნორმალურმა ქალმა, ყველაზე უპატიოსნესმაც და უკდემამოსილესმაც ძალიან კარგად იცის, რომ ქალი მაშინ ჭკნება, როცა კაცების ინტერესის ობიექტი აღარ არის. დიახაც, ეს არის მთავარი. დაბერებული, დამჭკნარი, ჯანმრთელობა დაკარგული, მოუქნელი ქალი ნამდვილად ბედნიერი ვერ იქნება. 


ცოლი,  თუ "ბედნიერი დედიკო", თავის ქმარს ლობიოს უმზადებს და ამ "პატარა ქალურ ბედნიერებას" ფეისბუკზე პოსტავს. შორიდან ვითომ იდეალურადაა ყველაფერი. ლობიო, ოჯახი, ქმარი. მაგრამ, რეალობა ასეთია: ის ქმარი კომპიუტერთან მასტრუბირებს და უკრაინელ ნაშებს ეჩატავება. ცოლთან ინტიმური ურთიერთობა დიდი ხანია აღარ აქვს/ვეღარ აქვს, "დაბერდა და ვეღარ ქაჩავს". ცოლი უკვე დიდი ხანია ყელში ჰყავს, მაგრამ მისი ცრემლების და ისტერიკების ეშინია და თავაზიანად დაჰყვება მაღაზიებში და მის ნათესავებთან სტუმრად. სხვა რა გზაა, თუ გაატრაკებს, ეს დამჭკნარი, გაწეწილი ქალიც აღარ ეყოლება. 
ერთ ავადსახსენებელ დღეს "იდეალური ცოლი" მიხვდება, რომ რაღაცა ისე არ მიდის, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული და ნევროზი დაემართება. მისი თეორიები სიყვარულზე, ოჯახზე, "ურთიერთგაგებაზე" და მსგავს სისულელეებზე, რომლებითაც წლებია თავს იტყუებდა, მწარე რეალობას დაეჯახებიან. სარკეში ჩაიხედავს, სადაც გამოფიტულ სიფათს, ჩაფუშულ მკერდს, ნამშობიარევ მუცელს და ცელულიტიან ბარძაყებს დაინახავს. ეჰ, არადა ერთ დროს სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო იყო, ახლა კი, გაუშნოვდა და ჩმორ ქმარსაც აღარ მოსწონს. სხვას მითუმეტეს, რაში სჭირდება. ოჯახი, ლობიო, ქმარი, შვილები, რომლებიც იზრდებიან და თავიანთი ცხოვრება აქვთ.. რა თქმა უნდა, ფეისბუკზე ოჯახური იდილიის გაგრძელებას ისევ შეეცდება, აბა "მტერს ხომ არ გაახარებს"! მაგრამ შიგნიდან მაინც ბოღმა ღრღნის: რატომ? ასე რატომ მოხდა? რატომ მოატყუა ცხოვრებამ? თან რა მალე გავიდა წლები! აერევა ძველი და ახალი იდეალები: სიყვარული, ოჯახური სიწმინდე, უკრაინელი ნაშები, ქმრის ახალი თანამშრომელი ნინაკა (რომელსაც მისი ქმარი საჭიროზე უფრო მეტ ხანს ემესიჯება)..

აი აქ მთავრდება ქალის ბედნიერება.. იქ, როცა საკუთარ თავს ქალად ვეღარ გრძნობს! როცა სარკეში უშნო და დამჭკნარ არსებას ხედავს და საკუთარი თავი აღარ მოსწონს. 

და დიახ, ყველაზე ბედნიერი მხოლოდ ლამაზი და თავდაჯერებული ქალია, რომელსაც საკუთარი თავის იმედი აქვს და ფეხზე მყარად დგას! ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, რომლის მზერაც ყველა ნორმალური კაცისთვის საბესწირო ხდება.