Tuesday, 20 June 2017

მუტანტები, რომლებთან ერთადაც გძინავთ :))


ჩემი მოზარდობის პერიოდში, როცა არც ინტერნეტი და არც ინსტაგრამი იყო, იაფფასიან ბულვარულ სასიყვარულო რომანებს ვყიდულობდი ლამაზი ილუსტრაციების გამო. შემდეგ ლათინო-ამერიკულ სერიალებსაც ლამაზი ხალხის გამო ვუყურებდი. იქ კაცი კაცს ჰგავდა ქალი კი, ქალს. იქ, რეალურ ცხოვრებაში რომ ვხედავთ ყოველდღე, ისეთი მუტანტები კი არა, ულამაზესი სენიორიტა როზალიები და უმამაკაცურესი ალეხანდროები იყვნენ.


ჰოლივუდი მაგალითად, მახინჯი "მასოვკის" გულის მოსაგებად, ხშირად უფრო რეალისტურ გმირებს ათამაშებდა ფილმებში, დაახლოებით ისეთივე მიჩმორებულ არსებებს, რომლებსაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. ლათინო-ამერიკულ სერიალებში კი, ზებუნებრივად სიმპატიური კაცები იყვნენ. 

მაშინ ბნელ 90-იანებში გვეგონა, რომ მარიო ჩიმაროები მხოლოდ კინოში არიან. ჩვენს რეალობაში ტრაწიანი ნარკუშა "ძველი ბიჭები" იყვნენ, რომლებსაც სპორტის და სპორტსმენების ხსენებაზე მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდათ: "ბიჭო, ერთი ცხრა გრამიანი ტყვია უნდა შუბლში რააააა, და მაგის კუნთების დედაც ვატირე რააააა!"  
ახლა სხვანაირი მუტანტების თაობაა: ლუდისგან გასიებული ქალური თეძოები, სქელტრაკიანი დედის ბულკები და ლამბერ-წვერები :))


ცხადია, ყველა ვერ იქნება საოცნებო გარეგნობის მამაკაცი, იმიტომ, რომ მაგაზე რეგულარულად მუშაობაა საჭირო. მახინჯ ჩვარად არსებობა გაცილებით უფრო ადვილი და "კომფორტულია". ინტერნეტში უაზრო პოსტები, კომენტარები დაწერე, ჭამე, სვი, ტუალეტში შედი. მუტანტი, რომელიც მთელი დღე კომპიუტერთან თამაშობს, ჭამს და გაზებს უშვებს. 

ამ თემაზე, ანუ მუტანტებზე ამერიკელმა ფოტოგრაფმა კეტლინ ქომფაუენმა საინტერესო ფოტოსესია შექმნა, სადაც სასიყვარულო რომანების ყდაზე ყველა ქალის საოცნებო გმირების ნაცვლად, მოდელების როლში, ჩვეულებრივი კაცუნები გადაიღო. აი ისეთები, რომლებთან ერთადაც უმრავლესობას გძინავთ და რომლებისგანაც შვილებს აჩენთ. 

ახლა წარმოიდგინეთ სიყვარული და ვნება ასეთი მუტანტების შესრულებით:

 

ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური ქალი იტყვის, რომ სიყვარული არ არსებობს. მართალია, აბა როგორ უნდა გიყვარდეს კუანა "დედის ბულკი" და ღიპიანი ლუდის ბოჩკა? 
იმ კუანა მუტანტებსაც არ სჯერათ სიყვარულის, იმიტომ, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად ხინკალი და ლოთობა უყვართ. 


Wednesday, 14 June 2017

შეურაცხმყოფელი „სიყვარული“


ჩემს ბავშვობაში, უბნის ხალხი ვიკირიბებოდით და კასანდრას და გვადელუპას ერთად ვუყურებდით. ასეთი სერიალ-სეანსის დროს მეზობელმა მამაკაცმა ერთ მსახიობზე აღფრთოვანებით თქვა: „ვახ ბიჭო, ოღონდ ამ ოლივიასნაირი ცოლი მყავდეს და 30 ათასი დოლარის ვალიც რომ მქონდეს, მკიდიაო!“ 

მისი 90 კილოგრამიანი ცოლი იქვე იჯდა და ჩავბჟირდით სიცილით. „ვაი შენს პატრონს“ - იყო ცოლის პასუხი და დღემდე ვერ მივხვდი ეწყინა თუ მაგრად ეკიდა იმ ქალს.

მის ნაცვლად მე მეწყინა. ის, თუნდაც „ხუმრობით“ ნათქვამი რეპლიკა ცოლისთვის სახეში მიფურთხების ტოლფასად ჩავთვალე და დღემდე ვფიქრობ, რომ ქმარს თუ ასეთ რამეს ათქმევინებ, მითუმეტეს სახალხოდ, ესეგი საქონელი ხარ.

დავუშვათ, რომ იმ 90 კილოგრამიანი ქალისთვის ქმრისგან შეურაცმყოფების მიღება ჩვეულებრივი ამბავი იყო და სამი შვილის დედას ჩხუბის თავი და ბოლო-ბოლო „წასასვლელი არსად ჰქონდა“ და ვითომ ხუმრობად მიიღო შეურაცხყოფა, მაგრამ დღესაც რამდენ თანამედროვე ქალს ვიცნობ, რომლებიც ასეთ რამეებს ასევე ხუმრობად თვლიან და ვითომ მშვიდად ატარებენ. ხომ ვიცი, რომ ამას მშვიდად ვერ გაატარებ! თუ ქალი ხარ, გული გეტკინება აუცილებლად. 

ამათ კი, ვითომ ჰკიდიათ, როცა მათი მამალ-ინდაურები ადრიანა ლიმას ან სხვა მაგარი ნაშების ვედეოებზე მხოლოდ ჩუმად მასტრუბირებით არ ჯერდებიან და კიდევ, წამდაუწუმ თავის ფბ-კედელზეც პოსტავენ როგორც ეტალონებს. 

იდიოტები ამას ხუმრობად თვლიან: „აუ, ადრიანას სად მოტ***ნავს ეს? რამდენიც უნდა აშეაროს და უყუროს“. 

ჰო, მართალია: მისი ინდაური ადრიანას მხოლოდ სიზმარში თუ ნახავს, მაგრამ ის ვითომ უწყინარი „პოსტი“ სიტყვა-სიტყვით შემდეგს ნიშნავს: „კი ბატონო, ადრიანა ლიმებზე და სხვა მაგარ ნაშებზე ვოცნობობ, მაგრამ ამ ქათმის გარდა ხელთ არავინ მყავს, სულ მარტო რომ ვიყო, ხელი მეღლება და რა ვქნა“.

უთავმოყვარეო ქალი ხვდება, რომ სხვას არავის სჭირდება და მისი ინდაურიც მას მხოლოდ უკეთესი არჩევანის არ არსებობის გამო ჩინჩლავს და ამიტომაც ხმას არ იღებს და „ოცნებებში ღალატს“, ღალატად არ თვლის. 

ოცნება და მწარე რეალობა :)))
ერთ ფრენდს ჰქონდა სტატუსი: 80-იან წლებშიო ქმარმა ცოლი იმის გამო ცემაო, რომ ტელევიზორში ტოტო კუტუნიოს ეფერებოდაო! - და  სასტავიანად დასცინოდნენ იმ 80-იანების სოფლელ ხეპრეს. 

ამ სტატუსმა მეორე ასეთი ისტორია გამახსენა, როცა ქმარმა ცოლი იმიტომ ცემა, რომ ტელევიზორში „ეშმაკ-ხუანს“ ეფერებოდა. 

თუმცა, ეს ყველაფერი ალბათ მანამდეა სასაცილო სანამ პირადად შეგეხება და ღიპიანი, კუანა იმპოტენტის ცოლი ფეხებზე დაგიკიდებს და ტელევიზორში ვიღაცა ხუანებს და კუტუნიოებს დაუწყებს მოფერებას. 
აი მაშინ არა მგონია, რომ ეს სასაცილო იყოს!

Tuesday, 13 June 2017

ბედნიერების სუნი


ერთი ჩემი მეგობარი სულ წუწუნებდა, რომ მისი კოლეგა, ახალგაზრდა ბიჭი საშინლად ყარდა და მასთან ერთად ოთახში ჯდომა იმდენად უჭირდა, რომ კარ-ფანჯრებს ზამთარშიც ვერ კეტავდა. მორიდებული ბიჭია ეს ცემი მეგობარი და ვერც ეუბდებოდა: „წადი დაიბანე შენ კარგმოტ*ნულო“

ერთ მშვენიერ დღეს კი, გახარებული ამბობდა, ის ბიჭი აღარ ყარსო და ამ სასწაულებრივი მეტამორფოზის მიზეზი კი, თურმე დაწესებულების პირველ სართულზე სხვა ოფისში მომუშავე გოგონა ყოფილა, რომელიც შენობაში მყოფ ყველა მამრთან კეკლუცობდა და ერთი-ორჯერ ამ ჩვენს სუნიან ბიჭსაც გაუღიმა. 

იმ დღიდან სუნიანი ბიჭი ძალიან ხშირად გადიოდა ოთახიდან და აშაკარად უფრო ხშირად ბანაობდა. თუმცა, საუბედუროდ, „ბედნიერების სუნი“ დროებითი აღმოჩნდა. ის გოგო ვიღაც ცოლიან ტიპს გაეკიდა, სუნიანი ბიჭი კი, დეპრესიას დაუბრუნდა და ისევ აყროლდა. 

„ამ შენს სუნიან კოლეგას სასწრაფოდ სხვა სიყვარული უნდა მოუძებნო, თორემ ბოთკინს ვერ აცდები“ - ვღადაობდით. 

ერთი არანაკლებად მძიმე შემთხვევა მახსოვს: დეპრესიული-მემონტაჟე ბიჭი, თავისი ფიცხი და მურტალი ხასიათის გარდა საზოგადოებას კიდევ იმით გვსჯიდა, რომ საერთოდ არ ბანაობდა. მასთან მონტაჟის დროს ვოცნებობდით, რომ მინიმუმ აპრილის ბოლომდე არ გაეხადა ის ქუდი და მისი 5 თვის წინ დაბანილი თავის საშინელი სუნი ან გვეგრძნო. ყველა დუმდა. ნუ რა გინდა რომ თქვა? მემონტაჟე ყარს და მასთან არ ვიმუშავებს ვერ იტყოდი. 

ტიპი სულ დეპრესიაში იყო. მისი ქრონიკული დეპრესიის მიზეზის ახსნასაც ვცდილობდით, იქნებ რამე სჭირს და იმიტომ არის სულ დეპრესიაში, მაგრამ როგორც დეპრესიისკენ მიდრეკილ ყველა ჩლუნგს, მასაც სერიოზული პრობლემა არ ჰქონდა. ანუ დიდი ტრაგედია მის ცხოვრებაში არ იყო. მგონი ერთ ადგილზე ჯდომისგან ემართებოდა ის მარაზმი. ნუ, უბრალოდ მუდო იყო რა. Унылое гавно..

Smelling bad, ანუ აყროლება - ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზია. დიახ, ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანი არ ყარს. სადმე, რამე თუ გიყარს, ესეგი უბედური მუტანტი ხარ. 

საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, დედა რომ გარდაიცვალა 7 დღე ვერ შევედი აბაზანაში და 7 დღე ვერაფერს ვერ ვჭამდი, მაგრამ ეს ფსიქიკური შოკი მხოლოდ 7-10 დღე გაგრძელდა. მერე მოვედი აზრზე. 

ადამიანის სულიერი მდგომარეობის განსაზღვრა სწორედ მისი არ დაბანვის სურვილით და სუნით არის შესაძლებელი. რაც უფრო მეტად ყარს, მით უფრო უბედური და საცოდავია. 

წყალი მარტო დასალევად კი არ არის! ცივილიზაციის პირობებში, როცა წყლის ჭიდან ამოტანა აღარ გვიწევს, როგორ შეიძლება, ფსიქიურად ჯანმრთელი ადამიანი, ნუ ჯანდაბას, ყოველდღე თუ არა, კვირაში ორჯერ მაინც არ ბანაობდეს? შეიძლება ადამიანი საკუთარ სუნს ვერ გრძნობდეს, მაგრამ ლოგიკურადაც ვერ აზროვნებს? ორი კვირა თუ არ იბანავე ესეგი უკვე ყარხარ და გარეთ ნუ გადიხარ და გარშემომყოფებს ნუ აწუხებ სუნით რა. 

ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი სისუფთავეს და სასიამოვნო არომატებს უნდა აფრქვევდეს. 

მოკლედ, წადი იბანავე!