Friday, 15 January 2016

სხვისი დაცინვა "თვითდამტკიცებისთვის"

ტყუილია, რომ ყველას საკუთარი თავი ჰგონია ყველაზე ჭკვიანი. სინამდვილეში ადამიანებმა ძალიან კარგად იციან თავიანთი უბადრუკობის შესახებ და მთელი ცხოვრება მხოლოდ საჩვენებლად თამაშობენ ჭკვიანების როლს. ემანდ, ვინმემ არ გაიგოს რომ იდიოტი ვარ.

ზოგი სხვებს ბაძავს, იმიტომ, რომ უმრავლესობის აზრს თუ შეუერთდება, ვერავინ შეამჩნევს, რომ დებილია, ანუ ჯოგში ყროყინით, თავს უფრო დაცულად გრძნობს. 
ზოგს კი, ვითომ ფეხებზე ჰკიდია ხალხის აზრი, მაგრამ მისი "ფეხებზემკიდიაობა" მხოლოდ ფეისბუქ სტატუსებში "ვლინდება", ინსტაგრამზე ლაიქების ნაკლებობის გამო კი დეპრესია ეწყება და ეგრევე შლის ფოტოს :)

ბევრ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი ახრჩობს და 13 წლის მოზარდივით საკუთარი აზრის გამოხატვის ეშინია და საერთო აზრს უერთდება. ამგვარი 
შიშების და კომპლექსების დასამალად კი სხვების დაცინვას იწყებს. ამგვარად, ზრდასრული ადამიანებიც უტვინო მოზარდებივით სხვებს დასცინიან, ხან ჩაცმულობის, ხან აქცენტის, ხან წარმოშობის და ხან სხვა რამის გამო. 

"აჰა-ჰა-ჰა, მოდით დავცინოთ, რა დებილია!" - ამით არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადებული არსება სხვებს უმტკიცებს, რომ რახან სხვას დასცინის, ესეგი თავად ძალიან ჭკვიანია. 
სნობიზმიც აქედან მოდის. ადამიანებს უყვართ ერთმანეთის "კასტებად" და ჯგუფებად დაყოფა: "ეს უგემოვნოა", "ეს დებილია", "ეს ბანძია" და ასე შემდეგ. 

რომ ჰკითხო, საკუთარ თავში ბოროტული ინსტინქტის არსებობას ყველა უარყოფს. უიმე, რას ამბობ, ყველა კარგი და კეთილია, მაგრამ დიდი სიამოვნებით უერთდებიან საერთო ტროლინგს თუ ბულინგს. ყველა დაკომპლექსებული არსება ცდილობს "გაბანძებული" ობიექტის ფონზე საკუთარი თვითშეფასება აიმაღლოს და ამგვარი ქცევით თავისი უბადრუკი არსებობა გაამართლოს.

ყველაფერი ხდება, ზოგჯერ დასაცინი დასაცინია, მაგრამ გამიზნული, ბოროტული დაცინვა - სამარცხვინო საქციელია. 
არც არგუმენტირებული კრიტიკა და მცირე სარკაზმია პრობლემა. პრობლემა მაშინ არის, როც ამას შურით და ბოღმით აკეთებ და ეს ძალიან კარგად ჩანს! ანუ, ჩანს როდის ხუმრობ კეთილად და როდის ხუმრობ ბოროტად. 

თუ მხოლოდ შენი საცოდავი ეგოს დასაკმაყოფილებლად ღადაობ სხვაზე, მაშინ მიიღე ის ფაქტი, რომ არშემდგარი ნაგავი ხარ და ამიტომ დასცინი სხვებს. 
სხვების "გაბანძების" ფონზე საკუთარ უბადრუკობას მაინც ვერ დამალავ.




Monday, 11 January 2016

სად მთავრდება ქალის ბედნიერება?


წლების წინ, ერთი ჩემი თანამშრომელი ქალი ოფისში ძალიან სევდიანი დამხვდა და საუბრის დროს ასეთი ფრაზა წამოსცდა: "ეჰ, დავიღალე, წავიდა ჩემი ახალგაზრდობა და მატარებელი, ცხოვრება მომბეზრდა". 

ვიცოდი, რომ იმ ქალს რამე ფულის პრობლემა ან ვალები არ ჰქონდა, არც განუკურნებელი სენით დაავადებული ნათესავები ჰყავდა. აშაკარა იყო, რომ
 ქალს საშუალო ასაკის კრიზისი ჰქონდა. ქმარი და შვილები ჰყავდა, მაგრამ რაღაც ქალური აკლდა..

შევხედე მის (43 წლისთვის ძალიან ადრე) გამუქებულ კანს, ორმაგ ნიკაპს (თუ ღაბაბს) და ვიფიქრე, რომ ამ ოდესღაც ლამაზმა ქალმა სილამაზის და ახალგაზრდობის "ლიმიტი ამოწურა", დიდი ხანია აღფრთოვანებულ მზერებს ვეღარ ხედავს და წასულ ახალგაზრდობას მისტირის. 

დედაჩემის თქმით - "რეალიზებული" ანუ "ცოლად გასაღებული" ქალები ახლა თავს მოიკლავენ, რომ თურმე სილამაზე არ არის მთავარი ამ ცხოვრებაში. რომ, ოჯახი, ბავშვებია მთავარი და ასე შემდეგ, მაგრამ, ნებისმიერმა ნორმალურმა ქალმა, ყველაზე უპატიოსნესმაც და უკდემამოსილესმაც ძალიან კარგად იცის, რომ ქალი მაშინ ჭკნება, როცა კაცების ინტერესის ობიექტი აღარ არის. დიახაც, ეს არის მთავარი. დაბერებული, დამჭკნარი, ჯანმრთელობა დაკარგული, მოუქნელი ქალი ნამდვილად ბედნიერი ვერ იქნება. 


ცოლი,  თუ "ბედნიერი დედიკო", თავის ქმარს ლობიოს უმზადებს და ამ "პატარა ქალურ ბედნიერებას" ფეისბუკზე პოსტავს. შორიდან ვითომ იდეალურადაა ყველაფერი. ლობიო, ოჯახი, ქმარი. მაგრამ, რეალობა ასეთია: ის ქმარი კომპიუტერთან მასტრუბირებს და უკრაინელ ნაშებს ეჩატავება. ცოლთან ინტიმური ურთიერთობა დიდი ხანია აღარ აქვს/ვეღარ აქვს, "დაბერდა და ვეღარ ქაჩავს". ცოლი უკვე დიდი ხანია ყელში ჰყავს, მაგრამ მისი ცრემლების და ისტერიკების ეშინია და თავაზიანად დაჰყვება მაღაზიებში და მის ნათესავებთან სტუმრად. სხვა რა გზაა, თუ გაატრაკებს, ეს დამჭკნარი, გაწეწილი ქალიც აღარ ეყოლება. 
ერთ ავადსახსენებელ დღეს "იდეალური ცოლი" მიხვდება, რომ რაღაცა ისე არ მიდის, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული და ნევროზი დაემართება. მისი თეორიები სიყვარულზე, ოჯახზე, "ურთიერთგაგებაზე" და მსგავს სისულელეებზე, რომლებითაც წლებია თავს იტყუებდა, მწარე რეალობას დაეჯახებიან. სარკეში ჩაიხედავს, სადაც გამოფიტულ სიფათს, ჩაფუშულ მკერდს, ნამშობიარევ მუცელს და ცელულიტიან ბარძაყებს დაინახავს. ეჰ, არადა ერთ დროს სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო იყო, ახლა კი, გაუშნოვდა და ჩმორ ქმარსაც აღარ მოსწონს. სხვას მითუმეტეს, რაში სჭირდება. ოჯახი, ლობიო, ქმარი, შვილები, რომლებიც იზრდებიან და თავიანთი ცხოვრება აქვთ.. რა თქმა უნდა, ფეისბუკზე ოჯახური იდილიის გაგრძელებას ისევ შეეცდება, აბა "მტერს ხომ არ გაახარებს"! მაგრამ შიგნიდან მაინც ბოღმა ღრღნის: რატომ? ასე რატომ მოხდა? რატომ მოატყუა ცხოვრებამ? თან რა მალე გავიდა წლები! აერევა ძველი და ახალი იდეალები: სიყვარული, ოჯახური სიწმინდე, უკრაინელი ნაშები, ქმრის ახალი თანამშრომელი ნინაკა (რომელსაც მისი ქმარი საჭიროზე უფრო მეტ ხანს ემესიჯება)..

აი აქ მთავრდება ქალის ბედნიერება.. იქ, როცა საკუთარ თავს ქალად ვეღარ გრძნობს! როცა სარკეში უშნო და დამჭკნარ არსებას ხედავს და საკუთარი თავი აღარ მოსწონს. 

და დიახ, ყველაზე ბედნიერი მხოლოდ ლამაზი და თავდაჯერებული ქალია, რომელსაც საკუთარი თავის იმედი აქვს და ფეხზე მყარად დგას! ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, რომლის მზერაც ყველა ნორმალური კაცისთვის საბესწირო ხდება.