Sunday, 12 August 2012

მასობრივი იდიოტიზმი


With fame I become more and more stupid,
which of course is a very common phenomenon. 
Albert Einstein (1879 - 1955)

რამდენ ადამიანზე გვიფიქრია: „ფუ რა იდიოტია“, “რა დებილია“, „არანორმალურია“ და ასე შემდეგ.. თან სხვისი არანორმალურობის „დიაგნოსტირებისას“, გვჯერა, რომ თავად ძალიან ჭკვიანები და ნორმალურები ვართ. 

ვინ განსაზღვრავს ნორმალურობის კრიტერიუმებს? ფსიქიატრები?

ის ადამიანები, რომლებიც შენი აზრით, არანორმალურები, ჩლუნგები და უცნაურები არიან, შეიძლება ფსიქოლოგების და ფსიქიატრების საერთო დასკვნით ნორმალურზე უფრო ნორმალურები აღმოჩნდნენ.

აი, მაგალითად, რა ჭკუის პატრონია ბრუნეის სულთანი რომელმაც თავის ტუალეტებში ოქროს უნიტაზები დაამონტაჟებინა? ასეთ არსებას რატომ ჰგონია, რომ მისი ტრაკი განსაკუთრებულია? 


ან ზრდასრული ადამიანი რა ჭკუის პატრონი უნდა იყო, რომ ოპერაციები გაიკეთო მხოლოდ იმისთვის, რომ ჰოლივუდის რომელიმე ვარსკლავის კლონი და კარიკატურა იყო?

პოპულარული ჟურნალები ვარსკვლავების და მათი შვილების ფოტოებისთვის რატომ იხდიან მილიონებს, თითქოს ისინი ღვთის შვილები ყოფილიყვნენ? 

იმიტომ, რომ დღესაც არსებობენ ჩლუნგები, რომლებიც რონალდუს შარდს და კარდაშიანის ტრაკს აღმერთებენ.

ინდოეთში თურმე ბოლივუდის ვარსკვლავების სახლებთან 200-300 ათასი ადამიანი იკრიბება და საათობით მათი კუმირის გამოჩენას ელოდება. ევროპაში და ამერიკაში უამრავი ადამიანი ნებისმიერ ამინდში საათობით ელოდება, თუ როგორ გაივლის წითელ ხალიჩაზე რომელიმე ვარსკვლავი. ნახევარწუთიან სარეკლამო რგოლებში გამოჩენითვის "ვარსკვლავები" მილიონობით დოლარს იღებენ, იმიტომ, რომ იმ რეკლამაში ანჯელინა ჯოლის, ირინა შეიკის ან დევიდ ბექჰემის „ღვთაებრივი“ პერსონის გამოჩენის შემდეგ, რეკლამირებული პროდუქციის მიმართ გამოყლევებული ხალხის ინტერესი გაიზრდება. 



ბიზნეს-სამყარო ხალხის იდიოტიზმის ხარჯზე არსებობს. იდიოტები რომ არა, ბევრი პროდუქცია არ გაიყიდებოდა. არსებობენ ჭკვიანი ერთეულები, რომლებმაც იციან როგორ მოახდინონ დებილი მასებით მანიპულირება. 

შეიძლება, რომელიმე მსახიობი ან მომღერალი მოგწონდეს, წახვიდე მის კონცერტზე. ჯანდაბას, კონცერტის ბილეთზე უდიდესი თანხაც გადაიხადო, მაგრამ გაღმერთება/გაფეტიშება უკვე დეგენერატობის ნიშანია

ელიზაბეთ ტეილორის ან მერლინ მონროს პირად ნივთებს აუქციონებზე საშინელი ფასები აქვთ, ვიღაცა კოლექციონერები მათ შესაძენად დიდ თანხებს იხდიან. ნეტავ რა ჯანდაბაში სჭირდებათ? რომ მოკვდებიან საკუთარ კუბოში მოათავსებინებენ? 


                                
და ეს ხდება მაშინ, როდესაც შიმშილისგან მილიონობით ბავშვი იღუპება.

ჩვენ კი, მშვიდად ვუყურებთ, თუ როგორ იხარჯება უზარმაზარი თანხები ეგოისტი ადამიანების ხუშტურებზე და პიკასოს აჯღა-ბუჯღებზე.

ნუ ახლა, მათი ფულია და რაზეც უნდათ იმაზე ხარჯავენ. კი ბატონო დახარჯონ, მაგრამ ასეთი ფაქტების ფსიქოლოგიური მხარე მაინტერესებს - ისინი ნორმალურები არიან? 

ვიღაცა, „ცისფერ სისხლიანებს“ განსაკუთრებული გემოვნება ჰქონიათ და გაუგებარი ფიგურების „სიღრმისეულ მნიშვნელობას" ხვდებიან. არადა, ნამდვილი ხელოვნება ისეთი სილამაზეა, რომელსაც ყველა ხედავს და ყველას აღაფრთოვანებს - გლეხსაც და არისტოკრატსაც. 


ძალიან ბევრი მაღალანაზრაურებადი უსარგებლო პროფესიები და უსარგებლო ადამიანები არსებობენ, რომლებიც ხალხის მოტყუებას ცდილობენ ვითომ მეტად მნიშვნელოვან და დელიკატურ საქმეს აკეთებენ.

ან რაში გვჭირდებიან ღმერთები და მეფეები, დედოფლები ან ბელადები?

ერთი პერიოდი ინგლისის პარლამენტმა გამოაცხადა, რომ აღარ შეინახავდა მუქთაქორა სამეფო ოჯახს ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე, თუმცა, ახლა ეს საკითხი აღარ ხმაურდება. სწორედ ამიტომ მოაწყვეს პრინც უილიამის ქორწილის სპექტაკლი, რომ უხეირო სამეფო კარისკენ ხალხის ყურადღება მიიპყრონ. ელიზაბეთი რომ მოკვდება დარწმუნებული ვარ, "სამეფო კარის ღვთაებრივობაც" მორჩება! ინგლისი მუქთაქორა სამეფო ოჯახის მოშორებას ცდილობდა, ჩვენთან კი, ხელოვნურ სამეფოს, მონარქიას ქმნიდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ინგლისს მიბაძონ.


სანამ  ჩვენ დებილები ვიქნებით, სამყაროც უსამართლო იქნება. ყოველთვის იქნებიან ჭკვიანები, რომლებიც ხალხის მანიპულირებით გამდიდრდებიან. თუ გნებავთ მათ "მასონები" ან "გასტონები" უწოდეთ! რა მნიშვნელობა აქვს რა "ჯანდაბოსტონები" არიან? 

თავმოყვარე და ჭკვიანი ადამიანი არ გახდება მანიპულაციის მსხვერპლი და არავის არ მისცემს თავის გაბრიყვების უფლებას. მას არ ეყოლება კუმირი და არავის არ გააფეტიშებს! თავმოყვარე ადამიანმა თავად იცის რა უნდა და არ ემხრობა სხვების აზრს!  

თუ შენ შეგიძლია გადაიხადო უზარმაზარი თანხა კაბაში, რომელიც მერლონ მონროს ან ანჯელინა ჯოლის ეცვა, ესეგი იდიოტი და ანჯელინას ქვედა საცვალი ხარ! :)

Saturday, 4 August 2012

პოლიტიკა = რელიგია, რელიგია = პოლიტიკა




Religion can never reform mankind because religion is slavery
Robert G. Ingersoll (1833 -1899)

რელიგია მასებით მანიპულირების საუკეთესო საშუალებაა. 

მისი მიზანი სულაც არ არის "ჩვენი გზააბნეული სულების გადარჩენა".

რელიგია მხოლოდ "დაბალი ფენისთვის" წარმოადენდა სულიერ საყრდენს, "ძლიერნი ამა ქვეყნისა" კი, მას მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის, ანუ მასების ცნობიერების მანიპულირებისთვის იყენებდნენ. 

საზოგადოების მანიპულირებაში რელიგია პოლიტიკაზე გაცილებით უფრო ძლიერია და 
მას ხალხის ცნობიერებაზე ასჯერ უფრო დესტრუქციული გავლენა აქვს ვიდრე პოლიტიკას. 

რელიგია მატყუარა სასულიერო პირებისთვის მატერიალური სარგებლის მიღების საშუალებაა.

რელიგიური ასპექტი ყველაზე წარმოუდგენელ სისტემებშიც კი გხვდება. კარგად თუ გაანალიზებთ, საბჭოთა კავშირის მმართველი რეჟიმიც თავისებური "რელიგიური კულტის" მაგალითი იყოსსრკ ერთგვარი ძლიერი "რელიგიური კონსტრუქცია" იყო, რომელიც ბოლშევიკებმა (ვითომ მეცნიერული ათეიზმის ბაირაღის ქვეშ) იგივე ქრისტიანული რელიგიის "ნიმუშზე" შექმნეს, რომელშიც მარქსი და ენგელსი ორსახოვან ღვთაებას წარმოადგენდნენ, ლენინი - მესიას, წიგნები "კომუნისტური მანიფესტი" და "კაპიტალი" კი ბიბლიას. 

პოლიტიკაში მთავარი მიზანი პოლიტიკურ კონკურენციაში გამარჯვებაა, რელიგიაშიც ზუსტად ისეთივე ბრძოლა მიმდინარეობს. არც ის სწყალობს კონკურენციას და უფრო მეტი სისასტიკით უსწორდება კონკურენტებს! რელიგიურ კონკურენციას პოლიტიკურ კონკურენციაზე უფრო აგრესიული, უფრო სასტიკი წესები აქვს.

ეკლესიას არ უყვარს მეჩეთი, მეჩეთს არ უყვარს ეკლესია, სინაგოგა და ასე შემდეგ. 

ადამიანებში ყველაზე დიდ სიძულვილს სწორედ რელიგიური კონკურენცია აღვივებს. ამდენი ომი და უბედურება ზუსტად ტოქსიკური რელიგიების არსებობის გამო ხდება. 

რელიგია დღესაც ისეთივე აგრესიულია, როგორც ინკვიზიციის დროს იყო. როგორც ჯვაროსნული ლაშქრობის დროს იყო, როდესაც პაპი ურბანი ხალხის რწმენას პოლიტიკური ინტერვენციებისთვის იყენებდა. 

კაცობრიობის ისტორიაში უამრავი "ეროვნულ-განმათავისუფლებელი" მოძრაობები სწორედ აგრესიული რელიგიური ლოზუნგების ქვეშ მიმდინარეობდა. თითქმის ყველა პოლიტიკურ ამბიციას რელიგიური შეფუთვა ჰქონდა. 

ქრისტეზე გადაღებულ ყველა ფილმში არის ეპიზოდები, სადაც ჯალათებმა იესოს ეკლის გვირგვინს უკეთებენ: "შენ მეფე ხარ? აი შენი გვირგვინიო!". იმაზე ხომ არ მიანიშნებდნენ რეჟისორები, რომ მრავალრიცხოვანი მიმდევრების გამო, იერუსალიმის სამეფო კარი ქრისტეს "პოლიტიკურ კონკურენტად" მიიჩნევდა და  სულ არ აინტერესებდა მისი ფილოსოფია და ქადაგებები.

იქნებ იერუსალიმის ხელმწიფე მას "პოლიტიკურ საფრთხედ მიიჩნევდა"? 
ხალხი ხომ ჩვეულებრივ მოკვდავს არ დაემორჩილებოდა, მაგრამ "ღვთაებრივი" უნარების მქონე არაჩვეულებრივ "ზე-ადამიანს" დაუჯერებდა.. ალბათ იმ პერიოდიდან ჩამოყალიბდა რელიგია, როგორც მასებით მანიპულირების ძლიერი ბერკეტი. 


მე-6 საუკუნეში არაბეთში მუსლიმების "წმინდად წოდებული" ომი, სინამდვილეში ორ ნათესავურ კლანს შორის ხელისუფლებისთვის ბრძოლა იყო.

"წმინდა" ყურანი, რომელიც ვითომ "ციდან ანგელოზმა ჩამოიტანა" და ბიბლია, რომელიც უბრალოდ ძველი იერუსალიმის ისტორიის ქრონოლოგიაა, - ამ ზღაპრებს ზრდასრულ ადამიანებზე დღესაც დიდი და დესტრუქციული გავლენა აქვს. 

უჭკუო ადამიანებს უყვართ ღმერთების და წმინდანების შექმნა და თაყვანისცემა.  ადამიანებს ყველაფერი უყვართ ერთმანეთის გარდა. 

ჯერ იყვნენ ზეუსი, მზის და წვიმის ღვთაებები, შემდეგ კი, ზეციდან 
"ღვთის მესიჯების" სახით წმინდა წიგნები ჩამოცვივდნენ..

ჯვაროსნული ლაშქრობა - "წმინდა საფლავის დასაბრუნებლად" გაჩაღებული ომი.  პაპი ურბანის "ბრწყინვალე", თუმცა წარუმატებელი პოლიტიკური სვლა

რადიკალი მუსლიმები

ამბიციური ბუდისტები
ბუდისტებისგან დევნილი მუსლიმები, მიანმა