Sunday, 2 December 2012

ის ხომ გენიოსია!


ცივილიზაციის კანონზომიერების თანახმად, ყოველი ახალი თაობა თავის წინაპრებზე ბევრად ჭკვიანი უნდა იყოს და არა პირიქით. 
როდესაც პირიქით ხდება და ჩვენი წინაპრები ჩვენზე ჭკვიანები არიან, ესეგი დეგრადაციასტან გვაქვს საქმე. დეგრადაციაა ასევე ის, რომ ადამიანებს ძველი სტერეოტიპების დამსხვრევა ეზარებათ და წარსულს ებღაუჭებიან. 

საიდან მოდის სტერეოტიპი: "გიჟი-გენიოსი"?

იმანუილ კანტი დაცინვის ობიექტი გახდა, როდესაც განაცხადა, რომ დადგება დრო, როცა ქალები შვილებს მამაკაცის "უშუალო მონაწილეობის გარეშე" გააჩენენ, თუმცა დრომ გვიჩვენა, რომ კანტი თავის თანამედროვეებზე უფრო ჭკვიანი იყო. ლეონარდო და ვინჩის "მფრინავი ობიექტების თეორია“ ხალხს სისულელე ეგონა. ჯორდანო ბრუნო, ნიკოლაი კოპერნიკი და გალილეო გალილეი მათი ასტრონომიული აღმოჩენების გამო დაწვეს. ანუ, "ზედმეტად ჭკვიანებს" თუ არ კლავდნენ, შეშლილად რაცხავდნენ. ანუ, თუ ნამეტნავად ჭკვიანი ხარ, ესეგი გიჟი ხარ..

ეს სტერეოტიპი თავის სასარგებლოდ ყველაზე ეფექტურად სალვადორ დალიმ გამოიყენა და "თავი გაიგიჟა". მე თუ მკითხავთ დალი არც გენიოსი და არც გიჟი იყო, მაგრამ რას იზამ, სტერეოტიპები და ა.შ..

ამ სტერეოტიპს ის მომენტიც ამყარებდა, რომ კრეატიულ ადამიანებს უფრო მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ და მათი ექსტრავაგანტულობა, თუ განსხვავებულობა ხშირად საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა. 

უფრო ხშირად კი, ხელოვანები "შეშლილის" რეპუტაციას ქმნიდნენ და თავს გიჟობის უფლებას აძლევდნენ. იმიტომ, რომ ეს მომგებიანი იყო, - "გიჟი თავისუფალია" და მას ბევრი რამე ეპატიება. 

ანუ გენიოსის რეპუტაციის შესაქმნელად სპეცილაურად - Косили под шизика!


სალვადორ დალი თავისი ექსტრავაგანტული ქმედებებით "გიჟის" რეპუტაციას ამართლებდა. 150 ათასი დოლარის სანაცვლოდ ამერიკულ მუზეუმს ღმერთის "ორიგინალურ" ფოტოებს ჰპირდებოდა. თუმცა, იგივე სალვადორ დალის ბევრჯერ უთქვამს, რომ მოსწონს მასხრობა და მოსწონს რომ გიჟად თვლიან. ერთხელ წამოსცდა კიდევაც: „ჩემსა და გიჟს შორის ის განსხვავებაა, რომ მე აბსოლუტურად ნორმალური ვარ“. მოკლედ, გენიოსების "სიგიჟე", ბანალურად სენსაციაზე გათვლილი მითია.

და მაინც, ფსიქიატრები მსოფლიო კულტურის შედევრების ავტორების ბიოგრაფიების შესწავლისას, მათი შიზოფრენიის და ფსიქოზების შესახებ საინტერესო ფაქტებს აწყდებიან. 

1962 წელს ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც გენიალურობასა და სიგიჟეს შორის კავშირის არსებობა აუცილებელი არ არის, მაგრამ, რაღაც უცნაური დამთხვევით, გენიოსების უმრავლესობა მართლაც ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო. კვლევების თანახმად, ისტორიის მანძილზე, მსოფლიოს უდიდესი ხელოვანების 37%-ს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, 87% კი ნამდვილი ფსიქოპატი იყო. 


ანუ რა ხდებოდა? გენიოსები გიჟის იმიტაციას აკეთებდნენ , თუ მართლა გიჟები იყვნენ?

ნიჭიერი ადამიანების შეშლილობის თეორიას იტალიელი ფსიქიატრი ჩეზარე ლომბროზოც ეთანხმება. მისი მტკიცებით, გენიოსების ყველაზე გამოკვეთილი თვისება - აბსურდამდე მისული ორიგინალურობაა. 

ლომბროზოს მიაჩნია, რომ გენიოსების დიდ ნაწილს ასპერგერის სინდრომი აქვთ - როდესაც, ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები ძალიან ძლიერია, სოციალური ქცევა კი სუსტი.

მისი თეორიით, "გენიოსების" წარმოსახვის უნარი ისეთ უცნაურ სურათებს ქმნის, რომლებიც ნებისმიერ ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანს შეაშინებდა და ალოგიკურად მოეჩვენებოდა, რადგან შეშლილი ადამიანის ფანტაზია სრულ თავისუფლებას იძენს და მისი საღი გონება საკუთარ ილუზიებში იკარგება. 

თუმცა, ლომბროზოს თეორიასაც ძალიან ბევრი ოპონენტი ჰყავს. თანამედროვე მეცნიერების და ფსიქიატრების მნიშვნელოვან ნაწილს მიაჩნია, რომ გენიოსები აბსოლუტურად ნორმალური ფსიქიკის ადამიანები არიან და სიგიჟეს გენიოსობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მაშ, "გენიოსების ყველაზე გამოკვეთილი თვისება აბსურდამდე მისული ორიგინალურობაა"ეს "ბრძნული" ფრაზა თანამედროვე თვითმარქვია "გენიოსებმა" აიტაცეს და ხალხი ზუსტადაც რომ "აბსურდული ორიგინალურობით" დაშოკეს. 

დღეს სულაც არ არის აუცილებელი, რომ ხელოვნებაში განსაკუთრებული მიღწევები გქონდეს, ჩვენს ტოლერანტულ, ნოვატორ-მოდერნისტულ რეალობაში საკმარისია იყო მხოლოდ შენძრეული ფრიკი და რაიმე ეპატაჟური ნაგავი შექმნა, რომელიც ნორმალურ ადამიანს შოკში ჩააგდებს და ამის შემდეგ თავი გენიოსად ჩათვალო. მოკლედ, გიჟი-გენიოსი კი არა, მხოლოდ გიჟიც საკმარისია, გენიოსის გარეშე! 


ნუ პრინციპში, ხალხის გაგიჟების "ნიჭიც" ხომ ნიჭია.. 

ჩემი თანაკლასელი ცხვირში მაკარონებს ირჭობდა და ამბობდა, რომ ტერმინატორია და რომ მისი მუზები რობოტები იყვნენ. მისი უჩვეულო "თვითპიარის" მიზანი კი ის იყო, რომ სკოლაში პოპულარული განხდარიყო. მართალია ბევრი აფურთხებდა, მაგრამ ყურადღებას ხომ იღებდა და იდიოტურ ლექსებსაც წერდა. 

ასეთ დეგენერატულ „გენიოსებსაც" თაყვანისმცემლები ჰყავთ, რომლებიც ყველაფერს ეთაყვანებიან, ფეკალიების ქანდაკებებსაც კი. 

Tuesday, 9 October 2012

როგორ გამოიყურება მანიაკი?

ანდრეი ჩიკატილო - სერიული მკვლელი, მანიაკი

Жестокость - сугубо человеческое качество.


ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ვერ იქნება სადისტი. ამისთვის მახინჯი ფსიქიკის ავადმყოფი უნდა იყო. 

როგორ გამოიყურებიან სადისტები?  
როგორ ამოვიცნოთ მანიაკები

ფსიქიატრების აზრით, სამწუხაროდ, პოტენციური მანიაკის ან სადისტის გარეგნული ნიშნებით ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ხშირად მათი ამოცნობის ერთადერთი საშუალება ჩვენი ინტუიციაა. 

ანდრეი ჩიკატილოს მსგავსი, ერთი შეხედვით, ვითომ უწყინარი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან საშიში ცნობილი მანიაკების გარდა, ფარული ან პოტენციური მანიაკებიც არსებობენ, რომლებიც გაცილებით მეტნი არიან ვიდრე წარმოგვიდგენია. ისინი ცხოვრობენ ჩვენს სამეზობლოში, უბანში. შეიძლება, ასეთ ადამიანს შორიახლოს 15-20 წელი იცნობდე და არც იცოდე, რომ ის პოტენციური სადისტი (ან პედოფილია). შეიძლება, ასეთი ადამიანი თავადაც ბოლომდე ვერ აცნობიერებდეს საკუთარ ავადმყოფობას. 

მათი იდენტიფიცირება ძალიან ძნელია, რადგან ისინი თავიანთ სისასტიკეს მხოლოდ მაშინ ამჟღავნებენ, როდესაც დარწმუნებულები არიან, რომ დაუსჯელები დარჩებიან. 

მაგალითად, ომების დროს გაუპატიურებული და მოკლული ქალები, ბავშვები და საერთოდ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობები ვისი ნამოქმედარია, ხომ ხვდებით? იგივე ფარული მანიაკების, რომლებიც ჩვენ გარშემო ან თუნდაც, სამეზობლოში ცხოვრობენ. აი იმ მანიაკების, რომლებიც 20 წელია ჩვენი მეზობლები იყვნენ და მათზე ცუდი არაფერი გაგვიგია, მაგრამ, ომში 10 წლის ბავშვი გააუპატიურეს. ისეთები, რომლებიც მახინჯი სურვილების დასაკმაყოფილებლად ომში „თავისუფალ ველს“ პოულობენ. ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერ ომში არაადმიანების ნაკვალევი რჩება. 


არიელ კასტრო, "კლივლენდელი მანიაკი"
პიტერ სკლიფი. სერიული მკვლელი, რომელიც ბოზებს კლავდა

ტედ ბანდი - მეოცე საუკუნის ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი 


ალექსანდრ პიჩუშკინი - სერიული მკვლელი, მანიაკი

ხშირ შემთხვევებში, მანიაკებს მათი მეზობლები და გარშემომყოფები წლების განმავლობაში კეთილსინდისიერ მოქალაქეებად იცნობდნენ და მათი გაშიფრვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

მაგალიათად, კოლუმბიელი მღვდელი დანიელ კამარგო წლების განმავლობაში მოძღვრის მანტიის უკან იმალებოდა და 30 ახალგაზრდა ქალი ჰყავდა გაუპატიურებული და მოკლული. 

ანდრეი ჩიკატილო, სამაგალითო მეზობელი, კარგი მეოაჯახე და წარმატებული პედაგოგი იყო. 

ტედ ბანდიმ ბრწყინვალედ დაამთავრა ვაშინგტონის უნივერსიტეტი და მაღალი ინტელექტით გამოირჩეოდა. გააუპატიურა და მოკლა 30-ზე მეტი ქალი, ზოგიერთის გვამი სახლში წაიღო სადაც მათთან ერთად ცხოვრობდა, ჰქონდა სექსი და "მათთან ერთად" ტელევიზორს უყურებდა.



სისასტიკე - ბავშვობაში მიღებული ძლიერი ფსიქიკური ტრავმის  შედეგია..?



ერთ რამეში კი დარწმუნებული იყავით, თუ შეამჩნიეთ რომ, ბავშვი კატების და სხვა ცხოველების წამებით ერთობა, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ის მომავალი მანიაკი იზრდება. ფრანგი ფსიქოთერაპევტების აზრით, პათოლოგიური მიდრეკილებები და გადახრები ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში ვლინდება. თავიდან ბავშვი პატარა სისაძაგლეებს სჩადის, შემდეგ კი, როდესაც დაუსჯელი რჩება, შინაური ცხოველების წამებაზე გადადის. მაგალითად, ამერიკელი სერიული მკვლელი ედ კამპერი ბავშვობაში კატების წამებაზე „გადიოდა პრაქტიკას“, შემდეგ კი, მოზარდობის ასაკში თავისი მანიაკალური პრაქტიკა სტუდენტ გოგონებზე გადაიტანა. 

მანიაკებად არ იბადებიან.. 


ფსიქიატრების აზრით, ძალიან იშვიათ გენეტიკურ მიდრეკილებებს თუ არ ჩავთვლით, ადამიანები მანიაკებად არ იბადებიან. ისინი ბავშვობაში გადატანილი ფსიქიკური ტრავმების შედეგად ყალიბდებიან მანიაკებად. 

ფსიქიატრი ალექსანდრ ბუხანოვსკი, რომელიც "ჩიკატილოს" შემთხვევას იკვლევდა, კითხვაზე: მანიკებად იბადებიან თუ მერე ხდებიან?- ასე პასუხობდა: 

„ეს პროცესი ნელ-ნელა ფორმირდება. ასეთ მდგომარეობამდე ადამიანი ეტაპობრივად, იმ გარემოებების მეშვეობით მიდის, რომლებიც მის ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენენ. ნებისმიერი ფსიქიკური პათოლოგიები ადამიანის ნერვულ სისტემასთან არის დაკავშირებული, რომელზეც გარე ფაქტორები მოქმედებენ. ანუ, ხშირ შემთხვევაში, მანიაკებს და ფსიქოპატებს თავად გარემო ქმნის". "თავდაპირველად  ბავშვი ცარიელი ქაღალდის ფურცელივით სუფთა იბადება, მის გარშემო მყოფი ადამიანები კი, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ თეთრ ქაღალდზე მომავალი ადამიანის ხასიათს „წერენ“. ძალიან ხშირად, მშობლებს ავიწყდებათ, რომ მხოლოდ მათზეა დამოკიდებული თუ როგორი გაიზრდება მათი შვილი“ - ამბობს ბუხანოვსკი.

ჩიკაგოს ფსიქიკური შეფასებების ცენტრის (The Chicago Institute for Psychoanalysis) დირექტორს, დოქტორ ელენ მორისონს მიაჩნია, რომ მანიაკების ფსიქიკა დაპროგრამებულივით ჰგავს ერთმანეთსმისი თქმით, ასეთი ადამიანების ფსიქიკური განვითარება ბავშვობის გარკვეულ ასაკში წყდება. უფრო მოგვიანებით კი, მანიაკის ფსიქიკაში იწყება სტადია, როდესაც ის საკუთარი „მნიშვნელოვანობის“ გრძნობით ტკბება, ანუ თავს სრულფასოვნად მაშინ გრძნობს, როცა მასზე უფრო სუსტებს აწამებს.

სადისტური ფსიქიკის კვლევის ჩატარების დროს, დოქტორ მორისონმა უამრავ სერიულ მკვლელთან და მანიაკთან საუბარში 800 საათი გაატარა და აშშ-სა და სხვა ქვეყნების 45 მოძალადე-მანიაკის შემთხვევა შეისწავლა. მორისონი მანიაკების ახლობლებს, მეზობლებს და ოჯახის წევრებსაც ხვდებოდა. 
ის ყვება, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი სერიული მკვლელობების ერთ-ერთ ავტორთან შეხვედრის დროს ურჩხულის გარეგნობის მქონე საშინელ ტიპს ელოდებოდა და ძალიან გაუკვირდა, როდესაც ოთახში დაბალი ტანის, კეთილად მომღიმარე ადამიანი დახვდა. დოქტორის მტკიცებით, სადისტებს განსხვავებული გარეგნობა ან საფრთხის მანიშნებელი რაიმე ინდიკატორი არ აქვთ, რაც მათ იდენტიფიცირებას თითქმის შეუძლებელს ხდის. 

მანიაკების ფსიქიკის დეტალური შესწავლის შემდეგ, მორისონი ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე მივიდა: თუ მონსტრი სიკვდილით არ დაისაჯა და ციხეში იხდის სასჯელს, სასჯელის მოხდის შემდეგაც მისი გათავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

პ.ს.
რამდენი სადისტი იმალება ნორმალური მოქალაქის იმიჯის უკან? ეს კითხვები უპასუხოდ დარჩება, ერთი რამ კი ცხადია: პლანეტის ყველაზე ბოროტი არსება - ადამიანია! ეს ვიდეო ნახე და თავად დარწმუნდები!

Sunday, 12 August 2012

მასობრივი იდიოტიზმი


With fame I become more and more stupid,
which of course is a very common phenomenon. 
Albert Einstein (1879 - 1955)

რამდენ ადამიანზე გვიფიქრია: „ფუ რა იდიოტია“, “რა დებილია“, „არანორმალურია“ და ასე შემდეგ.. თან სხვისი არანორმალურობის „დიაგნოსტირებისას“, გვჯერა, რომ თავად ძალიან ჭკვიანები და ნორმალურები ვართ. 

ვინ განსაზღვრავს ნორმალურობის კრიტერიუმებს? ფსიქიატრები?

ის ადამიანები, რომლებიც შენი აზრით, არანორმალურები, ჩლუნგები და უცნაურები არიან, შეიძლება ფსიქოლოგების და ფსიქიატრების საერთო დასკვნით ნორმალურზე უფრო ნორმალურები აღმოჩნდნენ.

აი, მაგალითად, რა ჭკუის პატრონია ბრუნეის სულთანი რომელმაც თავის ტუალეტებში ოქროს უნიტაზები დაამონტაჟებინა? ასეთ არსებას რატომ ჰგონია, რომ მისი ტრაკი განსაკუთრებულია? 


ან ზრდასრული ადამიანი რა ჭკუის პატრონი უნდა იყო, რომ ოპერაციები გაიკეთო მხოლოდ იმისთვის, რომ ჰოლივუდის რომელიმე ვარსკლავის კლონი და კარიკატურა იყო?

პოპულარული ჟურნალები ვარსკვლავების და მათი შვილების ფოტოებისთვის რატომ იხდიან მილიონებს, თითქოს ისინი ღვთის შვილები ყოფილიყვნენ? 

იმიტომ, რომ დღესაც არსებობენ ჩლუნგები, რომლებიც რონალდუს შარდს და კარდაშიანის ტრაკს აღმერთებენ.

ინდოეთში თურმე ბოლივუდის ვარსკვლავების სახლებთან 200-300 ათასი ადამიანი იკრიბება და საათობით მათი კუმირის გამოჩენას ელოდება. ევროპაში და ამერიკაში უამრავი ადამიანი ნებისმიერ ამინდში საათობით ელოდება, თუ როგორ გაივლის წითელ ხალიჩაზე რომელიმე ვარსკვლავი. ნახევარწუთიან სარეკლამო რგოლებში გამოჩენითვის "ვარსკვლავები" მილიონობით დოლარს იღებენ, იმიტომ, რომ იმ რეკლამაში ანჯელინა ჯოლის, ირინა შეიკის ან დევიდ ბექჰემის „ღვთაებრივი“ პერსონის გამოჩენის შემდეგ, რეკლამირებული პროდუქციის მიმართ გამოყლევებული ხალხის ინტერესი გაიზრდება. 



ბიზნეს-სამყარო ხალხის იდიოტიზმის ხარჯზე არსებობს. იდიოტები რომ არა, ბევრი პროდუქცია არ გაიყიდებოდა. არსებობენ ჭკვიანი ერთეულები, რომლებმაც იციან როგორ მოახდინონ დებილი მასებით მანიპულირება. 

შეიძლება, რომელიმე მსახიობი ან მომღერალი მოგწონდეს, წახვიდე მის კონცერტზე. ჯანდაბას, კონცერტის ბილეთზე უდიდესი თანხაც გადაიხადო, მაგრამ გაღმერთება/გაფეტიშება უკვე დეგენერატობის ნიშანია

ელიზაბეთ ტეილორის ან მერლინ მონროს პირად ნივთებს აუქციონებზე საშინელი ფასები აქვთ, ვიღაცა კოლექციონერები მათ შესაძენად დიდ თანხებს იხდიან. ნეტავ რა ჯანდაბაში სჭირდებათ? რომ მოკვდებიან საკუთარ კუბოში მოათავსებინებენ? 


                                
და ეს ხდება მაშინ, როდესაც შიმშილისგან მილიონობით ბავშვი იღუპება.

ჩვენ კი, მშვიდად ვუყურებთ, თუ როგორ იხარჯება უზარმაზარი თანხები ეგოისტი ადამიანების ხუშტურებზე და პიკასოს აჯღა-ბუჯღებზე.

ნუ ახლა, მათი ფულია და რაზეც უნდათ იმაზე ხარჯავენ. კი ბატონო დახარჯონ, მაგრამ ასეთი ფაქტების ფსიქოლოგიური მხარე მაინტერესებს - ისინი ნორმალურები არიან? 

ვიღაცა, „ცისფერ სისხლიანებს“ განსაკუთრებული გემოვნება ჰქონიათ და გაუგებარი ფიგურების „სიღრმისეულ მნიშვნელობას" ხვდებიან. არადა, ნამდვილი ხელოვნება ისეთი სილამაზეა, რომელსაც ყველა ხედავს და ყველას აღაფრთოვანებს - გლეხსაც და არისტოკრატსაც. 


ძალიან ბევრი მაღალანაზრაურებადი უსარგებლო პროფესიები და უსარგებლო ადამიანები არსებობენ, რომლებიც ხალხის მოტყუებას ცდილობენ ვითომ მეტად მნიშვნელოვან და დელიკატურ საქმეს აკეთებენ.

ან რაში გვჭირდებიან ღმერთები და მეფეები, დედოფლები ან ბელადები?

ერთი პერიოდი ინგლისის პარლამენტმა გამოაცხადა, რომ აღარ შეინახავდა მუქთაქორა სამეფო ოჯახს ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე, თუმცა, ახლა ეს საკითხი აღარ ხმაურდება. სწორედ ამიტომ მოაწყვეს პრინც უილიამის ქორწილის სპექტაკლი, რომ უხეირო სამეფო კარისკენ ხალხის ყურადღება მიიპყრონ. ელიზაბეთი რომ მოკვდება დარწმუნებული ვარ, "სამეფო კარის ღვთაებრივობაც" მორჩება! ინგლისი მუქთაქორა სამეფო ოჯახის მოშორებას ცდილობდა, ჩვენთან კი, ხელოვნურ სამეფოს, მონარქიას ქმნიდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ინგლისს მიბაძონ.


სანამ  ჩვენ დებილები ვიქნებით, სამყაროც უსამართლო იქნება. ყოველთვის იქნებიან ჭკვიანები, რომლებიც ხალხის მანიპულირებით გამდიდრდებიან. თუ გნებავთ მათ "მასონები" ან "გასტონები" უწოდეთ! რა მნიშვნელობა აქვს რა "ჯანდაბოსტონები" არიან? 

თავმოყვარე და ჭკვიანი ადამიანი არ გახდება მანიპულაციის მსხვერპლი და არავის არ მისცემს თავის გაბრიყვების უფლებას. მას არ ეყოლება კუმირი და არავის არ გააფეტიშებს! თავმოყვარე ადამიანმა თავად იცის რა უნდა და არ ემხრობა სხვების აზრს!  

თუ შენ შეგიძლია გადაიხადო უზარმაზარი თანხა კაბაში, რომელიც მერლონ მონროს ან ანჯელინა ჯოლის ეცვა, ესეგი იდიოტი და ანჯელინას ქვედა საცვალი ხარ! :)

Saturday, 4 August 2012

პოლიტიკა = რელიგია, რელიგია = პოლიტიკა




Religion can never reform mankind because religion is slavery
Robert G. Ingersoll (1833 -1899)

რელიგია მასებით მანიპულირების საუკეთესო საშუალებაა. 

მისი მიზანი სულაც არ არის "ჩვენი გზააბნეული სულების გადარჩენა".

რელიგია მხოლოდ "დაბალი ფენისთვის" წარმოადენდა სულიერ საყრდენს, "ძლიერნი ამა ქვეყნისა" კი, მას მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის, ანუ მასების ცნობიერების მანიპულირებისთვის იყენებდნენ. 

საზოგადოების მანიპულირებაში რელიგია პოლიტიკაზე გაცილებით უფრო ძლიერია და 
მას ხალხის ცნობიერებაზე ასჯერ უფრო დესტრუქციული გავლენა აქვს ვიდრე პოლიტიკას. 

რელიგია მატყუარა სასულიერო პირებისთვის მატერიალური სარგებლის მიღების საშუალებაა.

რელიგიური ასპექტი ყველაზე წარმოუდგენელ სისტემებშიც კი გხვდება. კარგად თუ გაანალიზებთ, საბჭოთა კავშირის მმართველი რეჟიმიც თავისებური "რელიგიური კულტის" მაგალითი იყოსსრკ ერთგვარი ძლიერი "რელიგიური კონსტრუქცია" იყო, რომელიც ბოლშევიკებმა (ვითომ მეცნიერული ათეიზმის ბაირაღის ქვეშ) იგივე ქრისტიანული რელიგიის "ნიმუშზე" შექმნეს, რომელშიც მარქსი და ენგელსი ორსახოვან ღვთაებას წარმოადგენდნენ, ლენინი - მესიას, წიგნები "კომუნისტური მანიფესტი" და "კაპიტალი" კი ბიბლიას. 

პოლიტიკაში მთავარი მიზანი პოლიტიკურ კონკურენციაში გამარჯვებაა, რელიგიაშიც ზუსტად ისეთივე ბრძოლა მიმდინარეობს. არც ის სწყალობს კონკურენციას და უფრო მეტი სისასტიკით უსწორდება კონკურენტებს! რელიგიურ კონკურენციას პოლიტიკურ კონკურენციაზე უფრო აგრესიული, უფრო სასტიკი წესები აქვს.

ეკლესიას არ უყვარს მეჩეთი, მეჩეთს არ უყვარს ეკლესია, სინაგოგა და ასე შემდეგ. 

ადამიანებში ყველაზე დიდ სიძულვილს სწორედ რელიგიური კონკურენცია აღვივებს. ამდენი ომი და უბედურება ზუსტად ტოქსიკური რელიგიების არსებობის გამო ხდება. 

რელიგია დღესაც ისეთივე აგრესიულია, როგორც ინკვიზიციის დროს იყო. როგორც ჯვაროსნული ლაშქრობის დროს იყო, როდესაც პაპი ურბანი ხალხის რწმენას პოლიტიკური ინტერვენციებისთვის იყენებდა. 

კაცობრიობის ისტორიაში უამრავი "ეროვნულ-განმათავისუფლებელი" მოძრაობები სწორედ აგრესიული რელიგიური ლოზუნგების ქვეშ მიმდინარეობდა. თითქმის ყველა პოლიტიკურ ამბიციას რელიგიური შეფუთვა ჰქონდა. 

ქრისტეზე გადაღებულ ყველა ფილმში არის ეპიზოდები, სადაც ჯალათებმა იესოს ეკლის გვირგვინს უკეთებენ: "შენ მეფე ხარ? აი შენი გვირგვინიო!". იმაზე ხომ არ მიანიშნებდნენ რეჟისორები, რომ მრავალრიცხოვანი მიმდევრების გამო, იერუსალიმის სამეფო კარი ქრისტეს "პოლიტიკურ კონკურენტად" მიიჩნევდა და  სულ არ აინტერესებდა მისი ფილოსოფია და ქადაგებები.

იქნებ იერუსალიმის ხელმწიფე მას "პოლიტიკურ საფრთხედ მიიჩნევდა"? 
ხალხი ხომ ჩვეულებრივ მოკვდავს არ დაემორჩილებოდა, მაგრამ "ღვთაებრივი" უნარების მქონე არაჩვეულებრივ "ზე-ადამიანს" დაუჯერებდა.. ალბათ იმ პერიოდიდან ჩამოყალიბდა რელიგია, როგორც მასებით მანიპულირების ძლიერი ბერკეტი. 


მე-6 საუკუნეში არაბეთში მუსლიმების "წმინდად წოდებული" ომი, სინამდვილეში ორ ნათესავურ კლანს შორის ხელისუფლებისთვის ბრძოლა იყო.

"წმინდა" ყურანი, რომელიც ვითომ "ციდან ანგელოზმა ჩამოიტანა" და ბიბლია, რომელიც უბრალოდ ძველი იერუსალიმის ისტორიის ქრონოლოგიაა, - ამ ზღაპრებს ზრდასრულ ადამიანებზე დღესაც დიდი და დესტრუქციული გავლენა აქვს. 

უჭკუო ადამიანებს უყვართ ღმერთების და წმინდანების შექმნა და თაყვანისცემა.  ადამიანებს ყველაფერი უყვართ ერთმანეთის გარდა. 

ჯერ იყვნენ ზეუსი, მზის და წვიმის ღვთაებები, შემდეგ კი, ზეციდან 
"ღვთის მესიჯების" სახით წმინდა წიგნები ჩამოცვივდნენ..

ჯვაროსნული ლაშქრობა - "წმინდა საფლავის დასაბრუნებლად" გაჩაღებული ომი.  პაპი ურბანის "ბრწყინვალე", თუმცა წარუმატებელი პოლიტიკური სვლა

რადიკალი მუსლიმები

ამბიციური ბუდისტები
ბუდისტებისგან დევნილი მუსლიმები, მიანმა

Wednesday, 4 July 2012

შიშველი მეფის სინდრომი



”მე ხომ ბრიყვი არა ვარ! - გაიფიქრა მოხელემ  
- მაშასადამე, გამოდის, შესაფერისი არა ვარ იმ მშვენიერი ადგილისათვის, 
რომელიც მიკავია სამეფო კარზე? 
საკვირველია! ყოველ შემთხვევაში, არ უნდა შევიმჩნიო 
და იგი შეუდგა მისთვის უხილავი ქსოვილის ქებას, 
აღფრთოვანება გამოთქვა ფერებისა და ქარგის გამო. 
- ოჰ, ძალზე მომხიბვლელი ქსოვილია! - მოახსენა მან მეფეს”.

                                                          (ჰანს კრისტიან ანდერსენი "შიშველი მეფე")

გახსოვს ალბათ, სკოლაში როგორ გინდოდა ყოფილიყავი ისეთი, როგორებიც სხვები არიან, სხვებს როგორც ეცვა, ისე უნდა გეცვა შენც, უნდა მოგესმინა იმ მუსიკისთვის, რომელსაც სხვები უსმენდნენ, თორემ მოზარდების დაცინვის და ბულინგის მორიგი ობიექტი შენ გახდებოდი. 12-14 წლის მოზარდებს ხომ საკუთარი ინდივიდუალობის გამოხატვის ეშინიათ და ამიტომ ერთმანეთს ბაძავენ. 

თუმცა, მიმბაძველობა მარტო ბავშვების და მოზარდების ნაკლი როდია. ადამინები მაკაკას ჯიშის მაიმუნებივით ერთმანეთს ბაძავენ. ზრდასრულ ადამიანებში ეს მიმბაძველობა უფრო უმსგავსო ფორმებს იძენს და ასე ყალიბდება მარიონეტული საზოგადოება, რომელიც ცხვრის ფარას ან ვირთა ჯოგის ინსტიქტით ცხოვრობს. 

"შიშველი მეფის სინდრომი" - არის საკუთარი აზრის გამოხატვის შიში, როდესაც ზრდასრული ადამიანი სხვების მოსაწონად ცხოვრობს და "ვირების საერთო ნახირში ყროყინებს". 


ჯერ აბიტურიენტობის პერიოდში, უფროსების "რეკომენდაციით", ირჩევ მოდურ ან პრესტიჟულ პროფესიას, რადგან 17-18 წლის ასაკში რთულია შენით განსაზღვრო შენი ნამდვილი პროფესიული მოწოდება. ხშირად, მოზარდი თავის ოცნებებზე და ინტერესებზე უარს ამბობს და იმ დროისთვის პოპულარულ ფაკულტეტზე აბარებს, სხვებს რომ არ ჩამორჩესმეოთხე კურსზე ან უფრო გვიან კი ხვდება, რომ შერჩეულ პროფესიასთან საერთო არაფერი აქვს.

პროფესიის "შერჩევის" შემდეგ, აუცილებლად უნდა დაოჯახდე და 30 წლის სანამ გახდები უნდა გყავდეს შვილი. არ აქვს მნიშვნელობა სასურველი პარტნიორი იპოვე თუ არა, დრო ელვის რაშით გარბის და საზოგადოების მიერ დანიშნული „დედლაინი" ახლოვდება. უნდა იჩქარო და დაქორწინდე "ქორწინების ფაქტზე" და არა კონკრეტულ ადამიანზე. იმიტომ, რომ ყველა "ნორმალურ" ადამიანს უნდა ჰყავდეს ოჯახი, შვილები. 

თუ ამ "სტანდარტებს" არ აკმაყოფილებ, თავს უიღბლო, არშემდგარ პიროვნებად და რატომღაც დამნაშავედაც იგრძნობ, რომც არ იგრძნო, სხვები მაინც გაგრძნობინებენ და დიდი სიამოვნებით მიგანიშნებენ, რომ სერიოზული "ნაკლი" გაქვს! 

                                           

დებილ ბრბოში თითო-ოროლა ინდივიდუალისტიც მოიძებნება, ზოგადად კი, ხალხი ოლექტიურ-სტანდარტულად ანუ ერთნაირად მოაზროვნე ბიომასაა. 

ადამიანს მთელი ცხოვრება საკუთარი სურვილების და ინდივიდუალობის ჩახშობა უწევს, რადგან სხვების ეშინია. ის ხომ სხვების მოსაწონად ცხოვრობს. დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე: ჯერ მშობლებისთვის, მერე მეუღლისთვის, შვილებისთვის და ასე შემდეგ. მერე კი, სიკვდილის მოახლოვების მომენტში უცებ ხვდება, რომ აბსოლუტურად უაზროდ უცხოვრია. მთელი ცხოვრება ეგონა, რომ სწორად იქცეოდა და სიკვდილის წინ, სიცოცხლის ბოლო წამებში ხვდება, რომ არასოდეს არ იყო ბედნიერი.

რამდენ დროს ვხარჯავთ ფუჭად. როგორ უაზროდ ვიძაბებით, ვნერვიულობთ სისულელეებზე და სხვებს ვეჯიბრებით: კარიერაში, ოჯახის შექმნაში, სილამაზეში და საერთოდ ყველაფერში. გამუდმებით ვიღაცეებს რაღაცეებს ვუმტკიცებთ. ეგო გვაიძულებს ვაკეთოთ ის, რაც სინამდვილეში არ გვინდა და საერთოდ არ გვჭირდება, ვაკეთებთ მტრების ან მეგობრების ჯინაზე. ამ უაზრო შეჯიბრში ადამიანი ადრე თუ გვიან, მაინც მარცხდება და დეპრესია ეწყება. საკუთარ თავს არშემდგარ, უიღბლო პიროვნებად თვლის. ეგო, პატივმოყვარეობა და ბოღმა ახრჩობს. 

რა სამწუხაროა, რომ არავის არ გვახსოვს, რომ ყოველი ფუჭად დახარჯული დრო და ყოველი უაზროდ გასული დღე უფრო სერიოზულ "დედლაინს", ანუ სიკვდილს გვიახლოვებს. ცხოვრება ხანმოკლეა, ჩვენ კი, ძალიან გვიან ვხვდებით, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ უაზრო სპექტაკლის მონაწილეები ვიყავით.

ხალხს დამოუკიდებლად ფიქრი ეზარება და მათ ნაცვლად სხვები ფიქრობენ და მათ ბედს წყვეტენ. 
საუკუნეების განმავლობაში ხალხი პრიმიტიული რელიგიური დოგმებით ცხოვრობდა და დღესაც ებღაუჭება ამ დოგმებს. ათასი წლის წინანდელი რელიგიური ზღაპრების გაანალიზება არავის უნდა ან ეზარება. აბა, მრავალი საუკუნის წინ მცხოვრები პრიმიტიული ადამიანების ჭკუით დამკვიდრებული რელიგიური ფილოსოფიიის ლოგიკურობაში ცივილურ ადამიანს დღემდე რატომ არ შეჰპარვია ეჭვი? 

"წმინდა" წიგნები და სახარებები ათეისტების გარდა, თავიდან ბოლომდე არავის  აქვს წაკითხული, მორწმუნე ადამიანი მხოლოდ რელიგიის მქადაგებლების პრიმიტიულ ინტერპრეტაციას ენდობა, იმიტომ, რომ მორწმუნე ადამიანის ლოგიკა ასეთია: "ამდენ ხალხს სჯერა რა ყველა სულელია და მე ვარ ჭკვიანი? მოდი მეც დავიჯერებ რა.." 
დიახ! სულელი ხარ!

ადამიანს სიკვდილის მოახლოვების დროს ახსენდება, რომ არც ერთი რელიგიური წიგნი არ წაუკითხავს და უცებ ხვდება, რომ არმყოფობაში ჩავარდნის შიშისგან მისი მეხსიერებიდან მანამდე მოსმენილი ყველა რელიგიური ქადაგება წაიშალა. 

რომც ახსოვდეს, მაინც ვერანაირ შვებას ვერ გრძნობს. მაინც არ იცის სად მიდის და მაინც ეშინია 
სიკვდილის.

"შიშველი მეფის სინდრომის" ყველაზე მავნე ზეგავლენა კოლექტიურ-სტანდარტული აზროვნებაა, როდესაც ვიღაცეების მიერ თავს მოხვეული მოსაზრება შენი საკუთარი გგონია. 


მაგალითად, მთელი მსოფლიო თვლის, რომ პიკასო გენიალურია. მერე რა რომ გაუგებარ, მახინჯ ფიგურებს ხატავს! თავის დროზე ის ვიღაცეებმა გენიოსად აღიარეს, მისი ნამუშევრები მილიონები ღირს! შენც ისევე, როგორც ანდერსენის ზღაპრის გმირები, არაფრის დიდებით არ უნდა აღიარო რომ "იდიოტი" ხარ და არ გესმის პიკასოს ხელოვნება. გაიგიჟე  თავი და თქვი, რომ ის გენიალურია და გიჟდები მასზე. 
სხვა რა გზა გაქვს, ჭკვიანური სიფათით სხვებს უნდა შეუერთდე, რადგან სიკვდილის შიშითაც ვერ აღიარებ რომ "გოიმი" ხარ და გული გერევა პიკასოს აჯღა-ბუჯღებზე. ჯობია გაჩუმდე და პიკასოთი აღფრთოვანებული იყო. 

"მისი ყოველი ნახატი მთელ ნაწარმოებს ნიშნავს! ის რომ დააფასო ღვთით ნაბოძები ნიჭი უნდა გქონდეს!"-ო - ასეთი სირული ფრაზები პიკასოს თბილისურ გამოფენაზე მოვისმინე. (იქ ტელე-გადაცემის გადაღებაზე ვიყავი, თორე რა ჯანდაბა მინდოდა) 
თურმე ვიღაცას პიკასოს ფუტურიზმი, კუბიზმი, თუ რაღაც ჯანდაბიზმი „ესმის“! 

მერე კიდე, "ინტელიგენციას“ ბრაზილიური მწერლის პაოლო კოელიოს ნაწარმოებები "შეუყვარდა". კარგი გაპიარების შედეგად კოელიომ საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა და ახლა თურმე საქართველოშიც თითქმის ყველას "გემოვნებაში ჯდება". არადა, მისი ნაწარმოებების ჟანრი ძირითადად ეზოთერიკაა. ნუთუ ყველა უცებ ეზოთერიკოსი გახდა? 
მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს მისი "ალქიმიკოსი" გესმის თუ არა, მთავარია, რომ კოელიო მოდაშია! კი არ წაიკითხო, ფოტო გადაიღე მისი წიგნით ხელში და მორჩა.  

Post Scriptummm..

ჩვენ ვითხოვთ დემოკრატიას, სიტყვის და საერთოდ ყველაფრის თავისუფლებას, მაგრამ ჯერ საკუთარ თავს არ ვაძლევთ ინდივიდუალურობის გამოხატვის თავისუფლებას და სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ თავს ვერ ვპოულობთ. 
ინდივიდუალურობის გამოხატვაში ეპატაჟს ან ტრაკში პეროს არ ვგულისხმობ. უბრალოდ, გაუბედავი მოზარდივით საკუთარი აზრების და გემოვნების გამჟღავნების არ უნდა გეშინოდეს.                                

Friday, 29 June 2012

პატრიოტიზმი - არამზადების უკანასკნელი თავშესაფარი


Patriotism is the last refuge of a scoundrel
„პატრიოტიზმი - არამზადების უკანასკნელი თავშესაფარია“
სემუელ ჯონსონი

არ მესმის რატომ უნდა ვიყო პატრიოტი! ასეთი გრძნობები საერთოდ არ გამაჩნია! კოსმოპოლიტი ვარ - ეს მითხრა ერთმა საკმაოდ განათლებულმა და საღად მოაზროვნე თანამედროვე ქართველმა ახალგაზრდამ.

ის თავს კოსმოპოლიტად თვლიდა და თავისი დამაჯერებელი არგუმენტებიც ჰქონდა

მის ასალაპარაკებლად განგებ ვაღიზიანებდი: "პატრიოტი უნდა იყო, რაის ბარსელონა და მანჩესტერი და რონალდო! "მხოლოდ დინამო, დინამო" უნდა იყვირო და მხოლოდ ქართულ გუნდს უნდა უგულშემატკივრო"!

"ყოველ წელს დავიდ გარეჯთან უნდა წახდიდე და იყვირო, "გარეჯი ჩვენია, ამოწყდით თათრებო და ოსმალებო!"

მისთვის სტანდარტული კითხვა რომ დამესვა: ხარ თუ არა პატრიოტი?“, ალბათ ასე გაცხარებულად და ემოციურად ვერ ამიხსნიდა თავის კოსმოპოლიტურ პოზიციას
იმ პერიოდში, ჩემს პატრიოტიზმზე დავფიქრდიგამოდის, რომ თურმე ორი სამშობლო მაქვს: ერთიდე-ფაქტო“, რომელშიც დავიბადე და მეორე - „ისტორიულისამშობლო

დე-ფაქტო სამშობლოში (სადაც დავიბადე) "მეორე ხარისხოვანი მოქალაქის კომპლექსის" დასაძლევად დიდი დრო დამჭირდა. არა, შოვინიზმი მე პირადად არ შემხებია, მაგრამ ჩვენს რეალობაში რომ არსებობს ვხედავდიშოვინიზმი ძირითადად, პროვინციელებისგან, სოფლის ისტორიის მასწავლებლების მიერ მოწამლული ძველი თაობისგან იგრძნობოდა. განათლებულ ახალგაზრდებს ეს მომენტები ჰკიდიათ. 

ეგრეთ წოდებულიისტორიულისამშობლოს, ანუ აზერბაიჯანის პატრიოტობაზე კი, რა გითხრათ აბა, ათ წელიწადში ერთხელაც არ მივდივარ იქ.

სწორედ იმ მეორეხარისხოვანი მოქალაქის კომპლექსის დაძლევის პერიოდში ჩემს თანატოლებში პატრიოტიზმის თემაზე მინი-გამოკითხვებს ვატარებდი და ადამიანებს ვეკითხებოდირა არის პატრიოტიზმი

ასეთი დასკვნა გავაკეთე
რომ ჰკითხოთეორიულად ვითომ ყველა პატრიოტია, მაგრამ პრაქტიკაში ყველა ადამიანის კომფორტი მისთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ანუ, როგორც აწყობს რა. საქმეს როგორც სჭირდება. ვცდილობ გავუგოსაკუთარ ქვეყანაში სამსახურს რომ ვერ იპოვი, პატრიოტიზმის თავიც აღარ გექნება.

მაგალითად, შეგიძლია მთელი ცხოვრება ამერიკაში ტუალეტები რეცხო და იქიდან საქართველოს "ეპატრიოტო" და აზერებს და სომხებს თითი დაუქნიო:)) ასეთი უცნაური ტიპები ვართ
აქ დარჩენა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლა არავის უნდა. ყველას თანამედროვე სამყაროში მოხვედრა, აქედან გაქცევა უნდა. 

ჩემს გარდა. მხოლოდ მე არ მომსვლია აზრად აქედან წავლა. 

იმასაც ვხედავ, რომ ზოგიერთ ცნობილ "პატრიოტს" ფულს რომ დაანახებ, მეზობელ ქვეყნებს ტრაქში უძვრებიან, მერე იქიდან შემოსავალი რომ დააკლდებათ ისევ დავით გარეჯი ახსენდებათ

კი ბატონო, დავით გარეჯი - საქართველოა! აზერბაიჯანს ის დიდად არც სჭირდება. რაღაც მომენტამდე აზერებს არც ახსენდებათ მისი არსებობა. სტრატეგიული წერტილი ჰგონიათ და დარაჯობენ..

მოკლედ, გასაგებია, საქართველოში უამრავი ადამიანი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და ყველა აქედან წასვლაზე ოცნებობს. ამბობენ რომ არ აქვთ ისეთი სამსახური და ანაზღაურება, როგორიც უნდათ, ვერ იღებენ კარგ განათლებას. აქ არსებული პირობები ვერ აკმაყოფილებთ და საერთოდ ბევრი მიზეზი აქვთ ქვეყნის დასატოვებლადვისაც ქვეყნიდან წასვლის შანსი აქვს ყველა მიდის. ვინც ვერ მიდის, წასვლაზე ოცნებობს

ქვეყანის განვითარების პროცესებში მონაწილეობის მიღება არავის არ უნდააქედან წასულებს კი, დაბრუნება არ უნდათ.


ზოგჯერ ჟურნალისტები ქართველ ემიგრანტებს თითქმის ძალით ათქმევინებენ, რომ იცით, საქართველო ძალიან გვენატრება, მაგრამ ხელისუფლებაა საზიზღარი, სათანადო პირობებს არ გვიქმნიდა და იქ ვერ ვიცხოვრებდითო“. 

ეს რა თქმა უნდა, ტყუილია! დაბრუნება თუნდაც იმიტომ არ უნდათ, რომ პროვინციული ქვეყნიდან, პატარა სოფლიდან თანამედროვე სამყაროში გადაბარგდნენ და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ პატრიოტიზმიაბა ახლა რა გამოდის

მაშ ვის სჭირდება პატრიოტიზმი? მარტო იმ ხაშლამა ჩუნგა-ჩანგას, შალიკო ნათელაშვილს და სხვა პროვოკატოტებს? ვითომ უანგაროდ? 

თქვენ რა გგონიათ, პატრიოტიზმი პროვოკაცია და ერებს შორის ეთნიკური შუღლის ჩაგდებაა? 

ნუ კაი, პოლიტიკური ძალების თუ პარტიების "ურა-პატრიოტიზმის" და კლოუნადის მიზანი გასაგებიაშალვა ყვირის, იმიტომ, რომ შია, უნდა რომ დააპურონ. დააპურებენ და გაჩუმდება დროებით

შალვა და მისნაირები თუ "პატრიოტები" არიან, კი უნდა იცოდნენ, რომ  ეთნიკური კონფლიქტის გაღვივება და ხალხის წაქეზება ქვეყნისთვის საზიანოა. ხომ უნდა იცოდნენ, რომ ომი და ჩხუბი მორევაზეა და არავის არ მოუტანს ხეირს. 

თუ ამდენი გესმის და მაინც შარზე ხარ, ესეგი ქვეყნის მტერი ხარ! ცხადია, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას ცალ ფეხზე ჰკიდია პატრიოტობაც და დავიდ გარეჯი

სასულიერო პირების, ამ ანაფორიანი მაფიის ამბიციათა სიგრძეც გასაგებია. ესენი ხალხს განსაკუთრებული უნამუსობით აქეზებენაზერბაიჯანს ომი გამოვუცხადოთ“! ქვემო-ქართლში მცხოვრები აზერები ავაწიოკოთ"! 

დავით გარეჯის გამო აზერბაიჯანთან შეიარაღებული კონფლიქტი რომც დაიწყოს, ფრონტის წინა ხაზზე ზვიად ძიძიგური, ხაშლამა ჩუნგა-ჩანგა, ჯონდი ბაღათურია, ანაფორიანი მაფიის წევრები და სხვაურა-პატრიოტებიან მათი შვილები არ წავლენ გენაცვალე! არა, 
ისინი პირველები დაიმალებიან
ომში კი, მათი უპასუხისმგებლო პროპაგანდის მსხვერპლების შვილები წავლენ
ანუ შენ და შენი შვილი წახვალთ და მოდი გონს მოვეგოთ რა!

ქვეყანა პროვოკაციებით კი არა, კარგი საქმეებით ვასახელოთ! ნამდვილი პატრიოტიზმი  ომსა და მსხვერპლს არ უნდა ითხოვდეს

დავით გარეჯი საქართველოა!