Saturday, 4 August 2018

იდიოტი თუ ჭკვიანი ხარ?


აბა რა არის "ჭკვიანობის" ინდიკატორი? 

მაგალითად, ტიპი მათემატიკოსია, ფიზიკოსია, ან გენიალურ ლექსებს წერს, შესანიშნავი თარჯიმანია, კარგი პოლიტოლოგია, მწერალია და ა.შ, მაგრამ რაღაცა პოსტს დაწერს, ან ისეთ რამეს წამოაყრანტალებს, გინდა თუ არა გაიფიქრებ: "შიგ აქვს ამ საწყალს". თუმცა, ეს შენ ფიქრობ, "რომ შიგ აქვს". შენი კოლეგის თვალში მაგალითად, ის ტიპი უჭკვიანესი, უნიჭიერესია.

ისე, დოსტოევსკისთან, აინშტაინთან და სტივ ჯობსთან გამოლაპარაკების შანსი რომ გქონოდა, მათზეც იტყოდი, რომ იდიოტები არიან. იმიტომ, რომ ჩვენი მოსაწონი არ არსებობს. 

ლიტერატურის ლექტორი მახსოვს, რომელიც სტუდენტებს გვიმტკიცებდა, გალაქტიონი დეგენარატი იყოო.  ანუ, რაც გინდა იყავი, კრიტიკას მაინც ვერ გადაურჩები. ვიღაცას მაინც არ მოეწონები. 
სოციალურ ქსელებში ეს ძალიან ნათლად ჩანს. 

და მაინც, ყველას უნდა, რომ ყველაზე ჭკვიანი იყოს. მაგალითად, ტიპი ორ კილომეტრიან ჩახლართულ ტექსტებს ბეჭდავს და პრეტენზია აქვს, რომ მის სიტყვიერ ფაღარათს ყველა გაიგებს და ყველას მოეწონება. მისი "პრასტინა" ტექსტის მიმართ რამე კითხვა რომ გაგიჩნდეს, დაღლილი ვირის სიფათით "მიგახვედრებს", რომ შენშია პრობლემა თუ ვერ გაიგე მისი "ზეჭკვიანური" აზრები. 

ინტერნეტი ხომ ყველა ერთუჯრედიანს მისი მავნებლური "აზრის გამოთქმის" საშუალებას აძლევს. მაგრამ, არაუშავს, მაინც ძალიან კარგ ეპოქაში ვცხოვრობთ, რადგან იგივე სოციალური ქსელების მეშვეობით, ადამიანის უკეთ დანახვის საშუალება გვაქვს. 

ანუ, ადრე მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ დეგენერატი ხარ ახლა კი, ყველამ იცის ეს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ნუ ირჯები, ყველაზე ჭკვიანად მაინც არავინ არ ჩაგთვლის. იმიტომ, რომ ყველას საკუთარი თავი სხვებზე ჭკვიანი ჰგონია. და საერთოდ, რაც გინდა ჭკვიანი და ნიჭიერი იყავი, კიმ კარდაშიანის ტრაკი მაინც ყველაზე პოპულარული და საინტერესოა! 

ჰო და, დაიკიდე.. ან შენც გაიხადე, რავი..

No comments:

Post a Comment