Thursday, 11 January 2018

"ლეკვური სიხარული"


ბევრ კაცს იცნობთ, რომელიც ყველა სოციალურ ქსელში ფოტოებით და ვიდეოებით ისტერიკებს იწყებს: ვაიმე, ხალხო, ქეთინომ (ან ნათიამ) "ქმრობა მთხოვა" - "ვაიმე, სიხარულისგან მეშვიდე ცაზე ვარ" და მსგავსი ყლეობები? არა ხო?

იმიტომ, რომ არცერთი ნორმალური კაცი არ იტყვის, რომ რომელიმე ქალზე, ქეთინოზე ან სალომეზე დაქორწინებაზე ოცნებობს. შეიძლება მართლაც ოცნებობდეს, მაგრამ ამას ხმამაღლა არ იტყვის, იმიტომ, რომ "ტეხავს". მართლაც ტეხავს. ქალისთვისაც და კაცისთვისაც. ქალისთვის უფრო მეტად ტეხავს, იმიტომ, რომ ასეთი უაზრო სიხარულით ქალი აღიარებს, რომ მთელი ცხოვრება იჯდა და ელოდა, რომ რომელიმე სირი მას ცოლობას სთხოვდა. 
ეს ძალიან სამწუხაროა. 

ცოტა მეტი თავმოყვარეობა დიარ ლედიზ რა!!!

- "აუუუ მე უნდა ვიტირო რააა, კი ვიცი, რო სისულელეა, მაგრამ გიო ხელს რომ მთხოვს, ვიცი, რომ ვიტირეეებ.. - სენტიმენტებს ყრიდა ერთი "კარე" თმიანი უტვინო გოგოშკა.

- "აუ, მე კიდე არ მესმის რა, სამი წელი ხვდებით ერთმანეთს და რომ იცი, რომ ადრე თუ გვიან ეკლესიამდე მაინც მიხვალთ და რატომ უნდა იტირო, ვითომ დიდი სიურპრიზი იყოს შენთვისო? - უპასუხა მეორემ (როგორც ჩანს უფრო დალაგებულმა).

შევხედე იმ მუწუკებიან კარე თმიან გოგოს და ნერვები მომეშალა, რომ ასეთი უთავმოყვარეოა. ყველა უთავმოყვარე ქალზე ნერვები მეშლება. მასეთი უტვინო წაკლების ბრალია, დღეს ქალები საცოდავ პოზიციაში, რომ არიან. რომ მათი ცხოვრების ერთადერთი მიზანი გათხოვება, მერე კი, ერთ შვილთან ერთად განქორწინებაა. 

მაგრამ, პრინციფში რა გასაკვირია მასეთების სიხარული? აი რა, იქნება ახლა სამი წლის მერე, სულაც რომ არ სთხოვოს იმ გიომ ხელი და უსინდისოდ მიატოვოს? დარდისგან მოკვდება საწყალი გოგო ალბათ. ცხოვრების ერთადერთი აზრი დაეკარგება. 

თუმცა, ასე იშვიათად ხდება და დიდი ალბათობით, ის ბიჭი "წაიყვანს ცოლად", იმიტომ, რომ "შეუჩვეველ ჭირს შეჩვეული ჯობიაო" იფიქრებს  თან, ახლების ძებნაც დაეზარება :)

ისე, ხუმრობის გარეშე, აბა წარმოიდგინე კაცი, რომელიც ვინმე შორენას (შოკოს) ნაჩუქარ ბეჭედს გაჩვენებს და ძაღლუკასავით სიხარულისგან იხტუნავებს. 

რა სამწუხაროა, რომ მხოლოდ ქალს შეუძლია საქორწინო ბეჭედის დანახვაზე სიხარულისგან ჩაიფსას.

ამ შემთხვევაში კაცი უფრო თავშეკავებულად იქცევა: რამე უფრო მასშტაბური ოცნებები თუ არ გააჩნია, ჩუმად მაინც დაეგდება და სამარცხვინო სიხარულების გამოხატვებით თავს არ შეირცხვენს.

ქალების ზედმეტმა სიხარულმა და აქტიურობამ მამაკაცები იმდენად გაათავხედა, რომ აწი ის საოცნებო ბეჭედიც შენ თვითონ უნდა უყიდო, ტექსტის "შპარგალკაც" მისცე: აჰა, ცოლობა მთხოვეო. მერე კი, ლეკვივით სიხარულისგან იხტუნავო და იმ წამსვე ინსტაგრამში დაპოსტო ფოტო ჰეშ-თეგით: #ოცნება ამისრულდა! 

როგორ უნდა გიყვარდეს უაზრო ქალი, რომელმაც გათხოვება ცხოვრების მთავარ ოცნებად და მიზნად აქცია? 
ქალი, რომელიც 24 საათი ფინია ძაღლივით კუდში დაგსდევს?

ნორმალურ კაცსაც და ქალსაც ბევრად უფრო სერიოზული მიზნები, გეგმები და ოცნებები უნდა ჰქონდეთ ვიდრე შეჯვარება და იაფფასიანი "რომანწიკა". 

საქორწინო ბეჭედის დანახვაზე სიხარულისგან ჩაფსმა და ამ ცირკის "ოცნებად" დარქმევა ერთუჯრედიანების ხვედრია. 

მთელი ცხოვრება იჯდე იოცნებო იმაზე, რომ ვიღაც სირიკო ბოლოს და ბოლოს ბეჭედს გაჩვენებს, იგივეა, როცა ძაღლი პატრონისგან სანატრელ ძეხვს ელოდება. 

მეტი ინტერესი არ არსებობს ამ ცხოვრებაში?