Monday, 30 January 2017

აქტიური ქველმოქმედება, როგორც კარიერული ტრამპლინი


კითხვა: შენ რატომ არ ხარ დაკავებული აქტიური ქველმოქმედებით? 

არა, ახალ წლებზე თოვლის ბაბუების და „სნეგურაჩკების“ კოსტიუმებში მატრაკვეცობა არ ითვლება. საუბარი
 რეგულარულ ქველმოქმედებაზეა, როდესაც შენი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სხვების დახმარებაზე ხარჯავ.

პასუხები:
ა) თავისუფალი დრო ცოტა გაქვს;
ბ) სპონსორებთან წანწალი დახმარების თხოვნა გეზარება;
გ) წმინდანი არ ხარ! J

აბა, ის ენთუზიასტები, რომლებიც რეგულარულად ეხმარებიან გაჭირვებულებს, სოციალურ ქსელებში აქტიურად პოსტავენ და ათასობით „ფოლოვერებს“ ახარებენ, მოცლილები ან უსაქმურები არიან? მათ სამსახური და ოჯახი არ ჰყავთ? 

ქველმოქმედებს ამხელა ენთუზიაზმი და თავისუფალი დრო საიდან აქვთ? ისინი წმინდანები არიან? J

არ ვამტკიცებ, რომ ნამდვილი ენთუზიასტი ქველმოქმედები არ არსებობენ. მე არ ვიცი. იმედია არსებობენ. 

მე გაჭირვებულების მუდმივი დახმარების და ქველმოქმედების სურვილი არ მქონია. ნუ, რამდენიმეჯერ გამიკეთებია ასეთი აქცია, მაგრამ პერმანენტულად დედა ტერეზა ვერ გავხდებიმაგრამ ვიღაცეებს უნდათ და სცალიათ ქველმოქმედებისთვის. ალბათ შენც გინდა, მაგრამ რაღაცეებს იმიზეზებ და არ აკეთებ. 

თუ ცნობილი მილიარდერი ან რომელიმე ქვეყნის ბუტაფორული მეფე ან პრინცესა არ ხარ, რომლებისთვისაც ქველმოქმედება პირდაპირ მორალური ვალდებულებაა, არც შენ და არც სხვა ნებისმიერი ადამიანი ქველმოქმედებაზე დიდ დროს არ დახარჯავთ.


ის ფენომენი ინდივიდი, რომელიც რეგულარულად და აქტიურად სხვებს ეხმარება რატომღაც შენ არ ხარ! ნუ, გააჩნია რა გეგმები გაქვს.

მაგალითად, თუ მომავალში პარტიის შექმნას აპირებ ან პრემიერ-მინისტრობაზე ოცნებობ, მაშინ იდეალური ვარიანტია, თუ რამდენიმე წელი, ბეჯითად და დაუღალავად „წმინდანი ქველმოქმედის“ რეპუტაციაზე იჩალიჩებ. თუ ერთ მშვენიერ დღეს, დააფასებენ შენს ‘შრომას’ და პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარგადგენენ, ეს აუცილებლად მხურვალე ტაშის თანხლებით მოხდება! 

ხალხი იტყვის: კარგი ბიჭია და დაიმსახურაო! 

ანუ, პოლიტიკაში წასვლას თუ გადაწყვეტ, ჯერ აუცილებლად 4-5 წელი დედა ტერეზა იყავი! J J J

Wednesday, 18 January 2017

რომელი ეროვნების ქალია ყველაზე ლამაზი?


თუ სათაურს დაუჯერე და მართლა ფიქრობ, რომ რომელიმე ეროვნების ქალები მასიურად სხვებზე ლამაზები არიან, ესეგი იდიოტი ხარ!

თუმცა რა შენი ბრალია, სოფი ლორენმა და მონიკა ბელუჩიმ "ჩაგინერგეს" მაგ ინფანტილურ თავში ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს ყველა იტალიელი ქალი მონიკა ბელუჩი და სოფი ლორენია. კოკო შანელმა კი, დაგაჯერა, რომ ფრანგი ქალები ყველაზე ელეგანტურები არიან და Chanel-5-ით შარდავენ.

იმ გარემოში, სადაც მე ვიზრდებოდი, ჩემი შავი, ბანჯგვლიანი ნაცნობ-ნათესავები ღია ფერის თმის და თვალების მქონე ქალებს აღმერთებდნენ. აღარ მოსწონდათ თავიანთი „შავი" ქალები და ფრაზა "თეთრი გოგო" ჩვენთან ავტომატურად კომპლიმენტი იყო. ნებისმიერი ღია ფერის თმის მქონე ქალი კი, რომელიც აზერბაიჯანელს არ ჰგავდა, უკვე ავტომატურად „კრასავიცა“ იყო.

სკოლაშიც და უნივერსიტეტში, ყველა გოგო "ძალით ბლანდინკა" გახდა და ავტომატურად "ანჯელინა ჯოლი და ორნელა მუტი" იყო.

ამას წინათ, ერთი აზერბაიჯანელი ბიჭის სასოწარკვეთილი პოსტი ვნახე ფეისბუკზე. საწყალ ბიჭს სკანდინავიელი გოგოების ფოტო ჰქონდა გაზიარებული წარწერით: „ღმერთო, ჩვენთან მარნეულში ასეთები რატომ არ არიანო?“  



იტალიელ და ესპანელ 
შავგრემან კაცებსაც ქერა ქალები მოსწონთ. ანუ, მოთხოვნა იმაზეა, რაც დეფიციტშია.



სკანდინავიის უწარბ-უწამწამო ზღვის წავებს კი პირიქით, სამხრეთული ტიპის ბანჯგვლიანი კაცები მოსწონთ:) აქ მთავარი ფაქტორი კონტრასტია. ანუ, დეფიციტი. მთავარია განსხვავებული ტიპაჟი იყოს და ჩვენ არ გვგავდეს.

კავკასიელი ბანჯგვლიანი, ღიპიანი კაცები რუსი ქალების სილამაზეზე თხზავდნენ ლეგენდებს, იმიტომ, რომ მესამეხარისხოვან კაცებს მხოლოდ რუსი ქალები უწვებიან უფასოდ (ნორმალური რუსები კი არა, ალკაშების ოჯახში გაზრდილები). რუსი ქალების უმრავლესობა კაცების მიმართ ძალიან "კეთილია“. მათ არნახულ "სილამაზეზე" ლეგენდებიც აქედან მოდის.


შენი აზრით, ლონდონის, პარიზის, რომის, ფრანქფურტის ან ნიუ-იორკის ქუჩებში ათასობით მონიკები და სოფი ლორენები დადიან? იქ ბევრი შეგხვდა მასეთი? არა ხო? 

იმიტომ, რომ, სილამაზე ყველგან, ნებისმიერ ერში ერთნაირად იშვიათია. სილამაზე მასიური ვერ იქნება. სიმახინჯეა მასიური! 

ყველა ქვეყნის ქალების 60% მოუვლელია და ამ მწარე სიმართლეს არ უნდა იდიოტური კლასიფიცირება თუ რომელი ჯიში ჯობია - ფრანგები, ჩეჩნები, ოსები, რუსები და ა.შ.

მასიურად ლამაზი ერი არ არსებობს. სამაგიეროდ მასიურად დებილი ბრბო არსებობს, რომელსაც სერიოზულად ჰგონია, რომ რომელიმე ერი განსაკუთრებულად ლამაზია. 

აბა გისმენ, შენი აზრით, რომელი ერია ყველაზე ლამაზი?

Опять რუსები? თუ არა, დღეს უკრაინელებია მოდაში! 

                                        

Tuesday, 17 January 2017

გოგონა, რომელსაც ღორის ხაში უყვარს


ერთი ახალგაზრდა ქალი ტელეფონით ვიღაცას სთხოვდა, “აუ, ჩემს მოსვლამდე იქნებ გააკეთოო ღორის თავიო”. ოღჩ! OMG! ღორის თავის სუპს  ან ხაშს გულისხმობდა ალბათ!

ვუსმენდი და ყბა ჩამომივარდა. უცებ წარმოვიდგინე ნაწამები ღორის თავი ტაფაზე და მერე რატომღაც ბავშვობაში ნანახი ჭიებიანი ცხვრის თავი გამახსენდა. მერე შევღონდი და ადამიანებად წოდებული არსებების ცხოვრების აზრზე შევწუხდი! 

რომ ჰკითხო, ყოველი მეორე საშუალოსტატისტიკური ადამიანი სულიერ განვითარებაზე და „ღმერთთან მოახლოვებაზე“ ფიქრობს, მაგრამ რა ჰქნას, ცხოველური საწყისი მასში დომინირებს. ადამიანი ღორის თავებსაც ცეცხლავს!!!.

თავებსაც ჭამენ, კუდებსაც, გენიტალიებსაც და ლამისაა რქებიც შეუჭამონ ცხოველს.

ეჰ, განა ღორის თავების ჩაცეცხლვა და მერე ორგანიზმიდან ჭიების განდევნაა თქვენი ცხოვრების აზრი? 

ნუ, ძეხვებს, სოსისებს, ბასტურმას, შაურმას და სხვა ნაგავს რომ ჭამ ხანდახან, მესმის, "ადამიანური" მომენტია, მაგრამ, ახალგაზრდა ქალი ისე რამ უნდა გამოგაყლევოს რომ ღორის თავის სუპი-ც მოგინდეს? წლებია ხორცს საერთოდ არ ვჭამ და "ღორის თავის სუპის" წარმოდგენაზე ხომ საერთოდ გადავირიე. 

ამას წინად ორი „მის ფიგგი“ ფეისბუკზე კამათობდა თემაზე, „ვჭამოთ თუ არა პატარა გოჭუნები“? 

ეტყობა, რატომღაც, ერთ მომენტში სინდისმა შეაწუხათ. 

ერთს, ღორის მწვადების ხსენებაზე მუცელი უყურყურებდა, მაგრამ მაინც ყოყმანობდა, პატარები ცოდოები არიანო იქნებ არ ღირსო.. მეორე მსუნაგი დედაკაცი, კი, რომელიც თვითონაც უკვე მის ფიგგის ჰგავდა თავს იკლავდა: „არა რას ლაპარაკობ, მმმმმმ, გოჭები და ტყემალი! ამის გარეშე ვერ ვიცხოვრებო! ასეთ რამეზე უარი როგორ უნდა ვთქვაო!“

ორივე ეს დედაკაცი ვითომ ცხოველების მოყვარულია და ძაღლები და კატები უყვართ და მათ არ ჭამენ. ნუ ჯერ იმდენად არ შიათ, რომ თავისი ძაღლი შეჭამონ.

მსუნაგი დედაკაცების სიკეთე რატომღაც შერჩევითია. მათი უნამუსო მუცლის მსხვერპლები ჯერ-ჯერობით, მხოლოდ გოჭები და ბატკნები არიან! ძალიან თუ მოშივდებათ, თავის ძაღლებსაც შეჭამენ ალბათ.

ერთი საინტერესო ფაქტი უნდა გითხრათ გოჭისტ ქალებზე! ეს აქსიომაა: ღორის ხაშის და მწვადების მოყვარული გოგო ნელ-ნელა „მის ფიგგი“ ხდება ანუ, ღორს ემსგავსება! კი არ სუქდება, სიფათით ემსგავსება ღორს!  


 ადამიანი არის ის, რასაც ჭამს! ჰო და, ჯობია, ქათმის ფილე ჭამოთ და ისევ ქათმებად დარჩეთ, ვიდრე ღორებად გადაიქცეთ! 

ნუ ჭამ ცხოველებს! თუ გშია ქმარი შეჭამე!