აბა თუ ქალი ხარ, ნებისმიერ ქალს: ლამაზს, მახინჯს, მაღალს, დაბალს, მსუქანს, გამხდარს, ბებერს, ახალგაზრდას, ჭკვიანს, შტერს, ერთი გაუბედე და რამე დაუწუნე, შენიშვნა მიეცი ან გააკრიტიკე, ის მაშინვე ძუ ლომად იქცევა: "აბა რას ამბობ შენ ტუტუცო ქალო, მე სუპერ-ქალი ვარ, არავისზე ნაკლები ვარ", ყველაზე მაგარი ქალი ვარ-ო- ჩხუბს დაგიწყებს და ყველაფერს გაიპუტავს.
ქალი ქალს არ დააჩაგვრინებს" თავს, მაგრამ მამრთან კუდამოძუებული ძუკნასავით არის. ვერ ვიტან ასეთ ქალებს.
ქმარი, საყვარელი, შეყვარებული, "იობარი", რა ჯანდაბაც გინდა დაარქვი, იმ სირისგან, ხშირად დაუმსახურებლად ყველაფერს ჭამს და ყლაპავს ეს "ამაყი" ქალი. მერე რა რომ, მამრი მას სულ ლანძღავს და არც მალავს, რომ ფეხებზე ჰკიდია, აკრიტიკებს, შეურაცხმყოფას აყენებს, თავს არარაობად აგრძნობინებს, სხვა ქალების მიმართ ინტერესაც არ მალავს, ღალატობს, ან სცემს. ყველაფერს ითმენს ქათამი ქალი. "ზატო" კაცი ჰყავს, ესეგი "შემდგარი ქალია".
კაცი თუ ჰყავს, ეს ნაცემი, ნაფურთხი ქათამი ქალი, "არავისზე ნაკლები ქალი არაა" და ესეც ჰყოფნის ბედნიერებისთვის. ბედნიერების მაჩვენებელი მისთვის მამრის ყოლაა. რა ჰქნას, სხვა ქათმუშკების საჩვენებლად ცხოვრობს და.
არავის არ უყვება იმას, რასაც სახლში იტანს. იხტიბარს არ იტეხავს. "ბედნიერი ოჯახის" პატრონია!! და მერე რა, რომ ერთი საათის წინ კუდამოძუებული იდგა და მამრის ლანძღვა-კრიტიკა-გინებას უსნმენდა, ახლა გარეთ არის და სხვებთან კუდის აწევას ცდილობს, ვითომ არაფერი მომხდარა. არავისზე ნაკლები ქალია! მთავარია ნახირში ვირი ჰყავს.
კუდამოძუებულებს ჰგონიათ, რომ ლანძღვა, გინება, შეურაცხმყოფა და ღალატი მამრთან ურთიერთობის განუყოფელი კომპონენტებია, რომ ეს ნორმაა და უნდა აპატიო. "სიყვარული და პატივისცემა კინოშია"- ფიქრობენ ქათმუშკები. რეალში კი, კუდამოძუებული, ნაცემი ქალები არსებობენ მხოლოდ.
ნაცემი, შეურაცხყოფილი გარეთ გადის და კუდის აწევას ცდილობს მაგრამ, ამოძუებული კუდი იაპონური წებო წასმულივით მაინც ეკვრება ტრაკზე და ძალიან, ძალიან ეტყობა, რომ ნაცემი, ნაფურთხი და დაჩაგრულია.
30 წლის ზრდასრულმა ქალმა თავის დაქალზე მითხრა: რა ვქნა, ვეღარ ვურეკავ, ჩემი ქმარი მიკრძალავს მასთან ურთიერთობასო! აი ამას მეუბნემა უმაღლესი განათლების მქონე თანამედროვე ქალი. რა სირცხვილი და სილაჩრეა ღმერთო. მე 10 წლის ძმისშვილს ვერ ვუკრძალავ ვერაფერს, ბავშვი ისეთი გააფრთრებით იცავს თავის უფლებებს და ეს 30 წლის ვირი: "ქმარი მიკრძალავსო"! კი ღირსია, ქმარმა რომ სცემოს, მაგრამ მაინც მეცოდება.
დღეს ქალები პარლამენტში კვოტებს ითხოვენ, მაგრამ სახლში ისევ კუდამოძუებულები დგანან ქმრების წინ და საკუთარ დედასაც მოკლავენ, ოღონდ მამრი ჰყავდეთ.
ნუ იქნები ასეთი უთავმოყვარეო წაკლა რა.