Sunday, 26 November 2017

ბედნიერების ”აი-ქიუ” (IQ)


ერთი ჩემი ნაცნობი შფოთავდა: წარმოგიგენია, ანგელა მერკელმა რუკაზე რომელიღაცა ქვეყანა ვერ იპოვაო. "გეოგრაფიის აზრზე არ არისო".

- „ანგელა მერკელი წლებია გერმანიის კანცლერია, მსოფლიო ლიდერია ქალი, მშვენიერად აქვს აწყობილი ცხოვრება, შენ კი დივანის ექსპერტი ხარ“ - მეთქი.

„მერე რა, ელემენტარული არ იცის იმ ქალმა, თანაც აშკარაა, რომ „აი-ქიუ“ აქვს დაბალი“ - ო.

„ჰო და, შეიკვეხე ეგ  შენი „აი-ქიუ“ ერთ ადგილას“ - ვიფიქრე.  ხმამაღლა აღარ მითქვამს :))

დღეს ყველა დეგენარატი თავის "ინტელექტის" კოეფიციენტს რაღაც ორ წუთიანი  სირული ტესტით ადგენს და უხარია.  იმდენი იდიოტისგან გამიგია, რომ თურმე IQ აქვს მაღალი. საიდან დაასკვნა? აი იმ სირული ტესტიდან.

კითხვა: აი-ქიუ“ რამდენი გაქვს?“ ავტომატურად ნიშნავს: „გამარჯობა, მე ვარ ყლე, მაგრამ თავი ჭკვიანი მგონია“

იმ ტესტით განათლებულ, ნაკითხ ადამიანს დაბალი İQ ჰქონდა, ჩემს მეზობელ მეეზოვეს კი ძალიან მაღალი.

ისე კი, განათლებაზე გამახსენდა! იდეალური განათლება როგორია არ ვიცი, მაგრამ ის სისტემა, რომელშიც მომავალი მხატვრებიც, მწერლებიც, მომღერლებიც და ფიზიკოსებიც ერთნაირად სწავლობენ ტანგენსებს, კოტანგენსებს და ქიმიურ ფორმულებს, ნამდვილად შორსაა იდეალურისგან. 

ლიტარატურაში, უცხო ენებში, თუნდაც ბიოლოგიაში მშვენიერი ნიშნები მქონდა, ალგებრაში და ქიმიაში კი, საშემოდგომოებზე დავდიოდი "ოროსან ბიჭებთან" ერთად. ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა და მეორე კლასიდან მათემათიკის გაკვეთილებზე ჩუმად "ბურატინოს" ვკითხულობდი. კონტანგენსების მასწავლებელი ხვდებოდა, როგორ ფეხებზე მეკიდა ალგებრაც და გეომეტრიაც და ერთიანებს უცნაური სიამოვნებით მიწერდა, მაშინ როდესაც, ინგლისურში და ლიტერატურაში მაღალი ნიშნები მქონდა. იმ კონტანგენსებმა კინაღამ კლასში დამტოვეს. მათემათიკოსებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ სკოლა ისე დავამთავრე, დღემდე ვერ მივხვდი მე რა ჭირად მინდოდა ის ტანგენსები და კოტანგენსები. 

ყველას გვაქვს გავლილი მათემატიკური ფორმულები და მენდელეევის ცხრილი, მაგრამ დღეს გვახსოვს ზეპირად ან ზერელედ? ჰუმანიტარიებს რაში გამოგვადგა? მე არც, გამრავლების ცხრილი მახსოვს წესიერად და კალკულატორის გარეშე ვერაფერს ვერ დავიანგარიშებ. ესეგი, ყველასთვის ერთნაირი განათლება არ არის სწორი და ბავშვს არ უნდა დააძალო იმის სწავლა, რაც არ უნდა. 

ერთმა გოგომ გადაცემა "ვის უნდა ოცი ათასში" "ა+ბ რას უდრის" არ იცოდა. იმ პერიოდში ყველა მოცლილი იმ ვიდეოს აშეარებდა და გოგოს დასცინოდა "İQ აქვს დაბალიო". თურმე, ყოველ მეორე ერთუჯრედიან პიტალოს იმ გოგოზე მეტი İQ ჰქონია და ყოველივე მათგანი მინიმუმ ლომონოსოვი + მარია სკლოდოვსკაია-კიური იყო! 

ა+ბ არც იმ პიტალოებს ახსოვთ წესიერად, მაგრამ ეტყობა ის სირული „İQ ტესტი აქვთ "წარმატებით" გავლილი და საკუთარი დებილი თავები ჭკვიანი თუ არა, "მოჭკვიანო-ები" მაინც ჰგონიათ! 

ჩვენ უბანში ერთმა ბიჭმა, მარტო გამრავლების ცხრილი კი არა, სამეზობლოში ყველა მანქანის ნომერიც იცის ზეპირად. ამბობენ, რომ İQ ტესტი ბევრჯერ აქვს წარმატებით გავლილიო. ის, რომ უბნის შტერია, ეგ არაფერი.  ზატო, "რეკორდული "აი-ქიუ" აქვს ტიპს! 

„აი ქიუ“ რამდენი გაქვსო? - ერთხელ დამცინავად მკითხა დაბალმა, უშნო ტანის, წვერიანმა, მახინჯმა, დაუბანელმა არსებამ. შევათვალიერე ტიპი და უცებ წარმოვიდგინე: აი დილით რომ ადგე, სარკეში ჩაიხედო და მისი სიფათი დაინახო და მისი საცოდავი სხეული, მის უაზრო ცხოვრებაში რომ აღმოჩნდე ადამიანი, იმ წამსვე ბრიტვა უნდა აიღო და ვენები გადაიჭრა, რაღად გინდა ცხოვრება და ის დედაარღნიანი აი-ქიუ. შენი „აი-ქიუ“-ს ყოველი ციფრი იმ უაზრო სიფათზე, მახინჯ ფიგურაზე, საცოდავ გამომეტყველებაზე და ცხოვრების სტილზე ბიოგრაფიად წერია“ - მინდოდა მეთქვა, მაგრამ თავი შევიკავე. თავი არ მოეკლა მართლა.

„İQ“ მოყვარულების უმრავლესობას ცხოვრებაში ორი წიგნიც არ წაუკითხავთ ისე, რომ მესამე გვერდზე არ ჩაეძინათ. ვერასდროს ვერ გაიგებენ, რომ, აბსოლუტურად ჭკვიანი ადამიანი არ არსებობს. რაღაცაში შენ ხარ ჭკვიანი, სხვა რაღაცაში სხვა გჯობნის. ადამიანმა მხოლოდ ის უნდა იცოდეს კარგად, რაც სჭირდება. ის, რაც მისი პიროვნული განვითარებისთვის, კარიერული წინსვლისთვის და წარმატებისთვის არის საჭირო.

ტანგენსები, კონტანგენსები და İQ-ები კი, ერთ ადგილას შეიკვეხეთ!



Wednesday, 1 November 2017

სუპერ პრემია ყველაზე ჭკვიანს


მე მაგალითად, ფეხებზე მკიდია ვინ რას ფიქრობს ჩემს გონებრივ შესაძლებლობებზე
ვისი აზრიც მაინტერებს თითზე ჩამოსათვლელები არიან
დანარჩენებზე კი, ენერგიის დახარჯვა არ ღირს. რაც გინდა ილაპარაკე, როგორი ჭკვიანური აზრებიც გინდა გამოთქვი, მაინც გამოჩნდება ვიღაცა და გეტყვის, რომ დებილი ხარ.

ერთს ვიცნობ, ენციკლობედიაა ტიპი, მაგრამ მაინც გამოჩნდებიან ხოლმე კლოუნები და დასცინიან, საკუთარი თავები მასზე ჭკვიანი ჰგონიათ
თუ გინდა რა? სად? როდისის?“-ის ხუთგზის გამარჯვებული იყავი, მაგრამ შენზეც მაინც იტყვიან: რა დებილია“. 

ეს ფენომენი ასე იშიფრება:მე უფრო დებილი ვარ, მაგრამ თუ ეს თუ პირველი ვთქვი სხვაზე, ზნაჩიტ, ავტომატურად აღარ ვითვლები დებილად".

სხვათა შორის, სიდებილეს ყველაზე უტყუარი მაჩვენებელია, როცა გამწარებით ცდილობ დაამტკიცო, რომ სხვებზე ჭკვიანი ხარის რას უმტკიცებ? ან რისთვისგგონია ნობელის პრემიის ლაურეატად წარადგენენ შენს კანდიდატურას

ჯერ ერთი არ დაიჯერებენ რომ ჭკვიანი ხარ და რომც დაიჯერონ, ამას მაინც არ აღიარებენ
ბრბოს ჰარვარდის ან ოქსფორდის დიპლომი უნდა უფრიალო ცხვირწინ, ან რომელიმე კუმირმა, ბრბოს ავტორიტეტმა უნდა ბრძანოს, რომ შენ ჭკვიანი ხარ, მაშინ ბრბოც დაიჯერებს. 

გაგიგია ვინმეზე რომ ეთქვათ: ვაა რა ჭკვიანი გოგოა ან ბიჭია, მოდი მოვიყვანოთ  ჩვენთან კარგ პოზიციაზე დავნიშნოთ? არც მე გამიგია. იმიტომ, რომ ასე არ ხდება. შენ რომ იყო დამსაქმებელი ვის აიყვანდი სამსახურში? რა ტქმა უნდა, პირად ლაქუცებს და ნაცნობებს ხო

დაიკიდე, ყველას ცალ ფეხზე ჰკიდია შენი ინტელექტი და მის დემონსტრირებას არანაირი აზრი არ აქვს. 
ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, ძნელია ვინმეს გონებრივი შესაძლებლობების და ინტელექტის განსაზღვრა, თუნდაც იმიტომ, რომ ვერასოდეს ვერ გაიგებ, ვის როგორი პოტენციალი აქვს და როდის, როგორ გამოიყენებს მას

ჩემთვის ინტელექტის და ყველანაირი პოტენციალის მთავარი ინდიკატორი ადამიანის გარეგნობაათუ არ მომწონს როგორ გამოიყურება ადამიანი, მის ერთ სიტყვასაც არ მოვუსმენ და რჩევებსაც არ მივიღებ, იმიტომ, რომ საკუთარ სხეულს თუ ვერ აკონტროლებს და გარეგნობას თუ ვერ უვლის, სხვა რისი გამკეთებელია ის საცოდავი

სქელტრაკიანი კაცი რა პრინციპების მატარებელია, ან რა უდევს თავში ლორის სენდვიჩების გარდა? 
ადამიანის სახეზეა მთელი მისი ბიოგრაფიაც, ხასიათიც და ცხოვრების სტილიცგულისამრევ სხეულში, ვერ იქნება ლამაზი სული, ან რომც იყოს, ვის რა ჭირად უნდა? 
ფეისბუკი მარკ ცუკერბერგმა გვაჩუქა, მაგრამ მაინც ბრედ პიტი გვიყვარს!