Monday, 15 May 2017

Unfuckable girls - კარგი გოგოები


ალბათ ყველას გვყავს ნაცნობებში ისეთი გოგოები, რომლების დახასიათება მხოლოდ ერთი ფრაზით შეიძლება - კარგი გოგო. სულ რომ იღიმიან და შარზე თუ არ ხარ ვერაფერს ვერ დაუწუნებ. მათზე ყველა ფრაზა ასე მთავრდება: „..მაგრამ ძალიან კარგი გოგოა“. 
მაგალითად: "სქელი ტრაკი აქვს, მაგრამ ძალიან კარგი გოგოა!"  
ის დიდად არ გიყვარს, არ გინდა, არ გძულს და საერთოდ არანაირ ემოციებს არ იწვევს. „პრივეტ, როგორ ხარ?“ - გაგიღიმებს, გაუღიმებ и пошёл дальше!
გასათხოვარ გოგოებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, თორემ ბებერი "კარგი გოგო" სადაა.

კარგი გოგოს სტრატეგია მხოლოდ გათხოვებაზეა გათვლილი. კარგი გოგო აუცილებლად გათხოვდება. მერე რა რომ არ გიყვარს, არ გაღელვებს, არ აღაგზნებს, არ გაინტერესებს, ზატო "კარგი გოგოა“. გაწონასწორებული, მშვიდი, მომღიმარი და „კეთილი“. შენ არ მოგწონს, დედაშენს მოეწონება.

კეთილი რატომ არის არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ ყველა მამრს მომღიმარი სახით, უაღრესად ნაზად ელაპარაკება და ისეთი საყვარელი და კეთილია, რომ ვინმესთან საეჭვო პაემანზეც რომ ნახო, იმასაც აპატიებ: ნუ რა ქნას, კეთილია და ის ბიჭიც ისე სთხოვდა, რომ შეეცოდა, ერთი შანსი მისცა რა. ისეთი არაფერი, მხოლოდ ისაუბრეს J

შეიძლება ჩვენს „კარგ გოგოს“ „სტერვებზე“ უფრო უარესი ხასიათი ჰქონდეს. საჭირო რომ გახდება სტერვასაც თმებით ათრევს. მითუმეტეს, რომ კარგი გოგოს სტრატეგია მხოლოდ გათხოვებამდე და პირველი შვილის გაჩენამდეა ძალაში. აი მერე აჩვენებს სეირს დედამთილს და ყველას. 

მოკლედ, ეს კეთილი და „კარგი გოგოები“ ბავშვობიდან ჩემი ბოღმაა. ჩემ მშობლებს ასეთები მაგალითად მოჰყავდათ სულ„აი გოგო ასეთი უნდა იყოს, შენნაირი ქაჯი კი არა..“ 
განსაკუთრებულად მეზიზღება ეს კატეგორია რა :))))

ამ ჩუმჩუმელა აფერისტების გამო, მთელი ცხოვრება სინდისი მკლავდა: მე რატომ არ ვარ კარგი გოგო? J

Wednesday, 10 May 2017

სათნო ბოზები


რას ფიქრობთ, როცა რელიგიურ ღონისძიებებზე ყველაზე „სათნო“, ყველაზე „სულიერად ამაღლებული“ და „ღვთის ყველაზე მორჩილი მონას“ სახით ის ქალები სხედან (ან დგანან), რომლებსაც საზოგადოებაში ცუდი რეპუტაცია აქვთ? აი, როცა „პატიოსანი“ "ოჯახის ქალი" დეიდები ჰა-ჰა და ჰი-ჰი თავის ამბავში არიან, პუტანკებად ცნობილები კი, "გულიანად ლოცულობენ"?

ბავშვობაში მეც მორწმუნე ვიყავი და მიყვარდა რელიგიურ დღესასწაულებში მონაწილეობის მიღება და დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი ისეთ სიტუაციებს, როდესაც ჩემს მეზობლებს - "ოჯახის ქალებს" სულ ცალ ფეხზე ეკიდათ ლოცვებიც და რიტუალებიც და ვერც მალავდნენ რომ მხოლოდ საჩვენებლად და საჭორაოდ იკრიბებოდნენ.

უბნის "პუტანკები" კი, ხაზგასმულად მოკრძალებულად ჩაცმულები „გულით, სულით და ფიქრებით“ ვითომ "ღმერთან იყვნენ..

-  „ერთი ამას უყურე ქალო რა დღეშია, ახლა ვითომ ცოდვები მოინანია თუ რა?“ - ამბობდა ერთი პატიოსანი დეიდა.
-  „უიმე, ქალო, იქნებ სწორ გზაზე დადგა, რა გინდა?“ - კისკისებდა და იაზვობდა მეორე.
-  „ვაი ამის პატრონს, ამისგან ქალი აღარ გამოვა“ - გამოუტანა განაჩენი მესამემ.

მე კიდევ, 11 წლის ბავშვის ჭკუით მჯეროდა, რომ რომელიმე პუტანკა ცოდვებს მართლა მოინანიებდა და იმ დღიდან "წმინდა ქალწულად" იქცეოდა.

უკვე მოგვიანებით, სკოლას რომ ვამთავრებდი, მივხვდი, რომ პატიოსან დეიდებსაც, ჭორიკანა ოჯახის ქალებსაც და პუტანკებსაც ერთნაირად ეკიდათ ცალ ფეხზე რწმენაც და ღმერთიც. 

კდემამოსილი ჭორიკანა  დეიდებიც, მათი მოსისხლე მტერი ბოზებიც, (როგორც ყველა ფარისეველი მორწმუნე), სხვების საჩვენებლად კარგი ქალების და კარგი ადამიანების როლს თამაშაობდნენ.

რა კარგია არა? რაც გინდა ჩაიდინე, რა ნაგავიც გინდა იყავი, საჯაროდ მორწმუნეს როლს თუ ითამაშებ და ცოდვებს "მოინანიებ", ბრბო ყველაფერს გაპატიებს, მთავარია ღმერთის სახელი ხშირად და რაც შეიძლება ხმამაღლა ახსენო :))

ყველაზე სასაცილო კი ის მომენტია, როცა უცებ "გასათნოებული" ყოფილი ბოზები  "ურწმუნოებს" გმობენ და ჩვენ გვასწავლიდნენ ჭკუას: ნწ, ნწ, როგორ შეიძლება! გოგო, აზრზე მოდი, ღმერთის სახელი არ დაივიწყო!

ნწ, ნწ, სირცხვილია, რწმენა არ უნდა დაკარგო! 

ხალხი ასეთებს ამართლებდა კიდევაც: მერე რა, ერთხელ, 5 ჯერ (ან 500 ჯერ) თუ შეცდა ადამიანი? ახლა ხომ დადგა ღმერთის გზაზეო! 

ისეთებსაც ვიცნობ, რომლებსაც 10-ჯერ შეუცვლიათ რწმენა და კარგა ხანს ვერ იღებნენ გადაწყვეტილებას, რომელი რელიგიას უკან დაიმალონ და დღემდე სიტუაციიდან გამომდინარე, სხვადასხვა როლებს თამაშობენ. 

ზოგი კრიშნადან იწყებდა, მუსლიმობით ამთავრებდა და მერე საერთოდ ფეხებზე იკიდებდა რელიგიას და ბოლოს თანამედროვე კოსმოპოლიტი ხდებოდა, მერე კი ისეც თავიდან გადიოდა რელიგიურ წრეზე.

დემონსტრაციულად  „სათნო-სიფათიან" მორწმუნე ქალებს ეჭვის თვალით ვუყურებ და ჩემდაუნებურად ვფიქრობ: უუუ შენ ფარისეველო ბოზანდარა! ჩვენ რომ ვიცით ისეთო!" :))


Tuesday, 9 May 2017

პოტენციური მკვლელები ჩვენს შორის


ჯოგური ინსტინქტის საშიშ შედეგებზე ვწერ. იმ ინსტინქტზე, როცა ადამიანის ცხოვრების აზრი - ნახირში კომფორტულად ყოფნა და სხვა ვირებთან ერთხმად ყროყინია.

როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი, ან თქვენი რამდენი ნაცნობი გამოესარჩლება ქუჩაში ძალადობის მსხევრპლს? ან თქვენ, მაგალითად ლინჩის შემსწრე რომ გახდეთ, შეეწინააღმდეგებით გამწარებულ ბრბოს? 

აი, მაგალითად, მოქალაქემ შეაგინა პატრიარქს, რელიგიას ან რა ვიცი ბრბოსთვის რომელიმე მიუღებელი საქციელი ჩაიდინა და ახლა სჯიან, ისე, როგორც ავღანეთში. ამოიღებ ხმას?


ნუ ახლა, "რემბო“ ან "შვარცნეგერ-ტერმინატორი" თუ არ ხარ რომელი ძალებით შეეეწინააღმდეგები ბრბოს?

თანაც, ბავშვობიდან გასწავლიდნენ დედიკოები, რომ ქუჩაში სხვის ჩხუბში არ უნდა ჩაერიოო, უცნობი ქალი არ უნდა დაიცვა, "იქნებ ძალადობის ღირსია"? 

მეც ასე მასწავლიდნენ, "არ ჩაერიოო", მაგრამ მაინც ვერ ვშოშმინდები და ვერევი სხვის ჩხუბებში. ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ კაცი რომ ვყოფილვიყავი ორთაჭალის ციხე იქნებოდა ჩემი მეორე სახლი. 

მაგრამ, შენ ალბათ გეშინია, ან გიტყდება. რა ვიცი რა ჯანდაბა გჭირს. შიში ოხერია და ხუთასი აზრი უტრიალებს თავში მშიშარა არსებას.

საბედნიეროდ, არასოდეს, არავისი ლინჩის ან ჩაგვრის პროცესს არ შევსწრებივარ და არც თავად არ ვყოფილვარ ბულინგის მსხვერპლი. 

ერთი კვირა არ მეძინა, როდესაც ის ვიდეოკადრები ვნახე, სადაც ავღანეთში ახალგაზრდა ქალს ფარხუნდას 40 ველური მამრი კლავდა. შუა დღეს, შუა ქუჩაში და პოლიცია ვერაფერს ვერ აკეთებდა და ხალხიც უყურებდა. ზოგი ურტყავდა, ზოგი იმ პროცესს მობილურზე იღებდა და ერთსაც არ მოსვლია აზრად, რომ ის ქალი დაეცვა. 

ქალის ლინჩის მიზეზი რომ გავიგე, ვიფიქე, ავღანეთში რომ მეცხოვრა, მეც ასე მომკლავდნენ, იმიტომ, რომ არ ვარ მორწმუნე და არ მიყვარს მორწმუნე ხალხი. 

ველური ნაბიჭვრები ქალს ყურანის დაწვას აბრალებდნენ. სინამდვილეში კი, იმ ქალმა მეჩეთის წინ ერთერთ მოლას შეეკამათა და უთხრა "ხალხს ნუ ატყუებო".  

ეს საზარელი ფაქტი ავღანეთში მოხდა, სადაც არაადამიანური არაფერი გვიკვირს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი სასტიკი მუტანტები ცივილურ ქვეყნებშიც არიან, უბრალოდ აქ იმალებიან და ავღანეთში კი სისასტიკე არ ისჯება.

- „აი, რა უნდა უნდა გააკეთო, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა უშველო ქალს?“ 

- „ვერ უშველი, მაგ დროს მხოლოდ კალაშნიკოვის ავტომატი თუ გიშველის, რომ სუყველა დაბრიდო, თორე როგორ გინდა 40 ველურს გაუმკლავდეო“ .

ასეთ პროცესებს მშვიდად თუ უყურებ, უკვე პოტენციური მკვლელი ხარ! 

სხვათაშორის, მშიშრები იმ არგუმენტის უკან იმალებიან, რომ თურმე ოჯახი ჰყავთ და მათ გამო ფრთხილობენ და ამიტომაც სხვისი უბედურების მიმართ გულგრილები არიან. 

ერთი ჩემი ნაცნობი ყვებოდა, რომ მარშუთქაში ჩუმად იჯდა და 20 წუთი უყურებდა, როგორ აწვალებდნენ ორ სტუდენტ გოგოს, ვიღაც ნასვამი ნაბიჭვრები. არა, კი არ აუპატიურებდნენ, მაგრამ, "ჩაგრავდნენო". ნუ რა ექნა ტიპს? "რომელი ჯეკი ჩანი მე ვარო?" - ამბობდა. 

კი ბატონო, „რემბო“ და „ტერმინატორი“ კინოებში ცხოვრობენ, მაგრამ ვინ ელოდება თქვენგან გმირობას კაცო? პოლიციაში მაინც დარეკე რა.

უფრო ამაზრზენები არიან ისინი, რომლებიც სხვის ჩაგვრას მობილურით იღებენ, ან ზოგჯერ მხოლოდ ჩუმად ყურებით არ ჯერდებიან და ერთ ქვასაც ისინი ისვრიან "ზა კამპანიუ". 

ძალიან ბევრნი არიან უსულო სასტიკი ზომბები, იმაზე უფრო მეტნი ვიდრე გვგონია. 

როგორ ამოვიცნოთ ასეთები? 

მაგალითად, როცა შენი ფეისბუკ-ფრენდი რომელიღაცა მერსი სულხანიშვილს, ნატა ფერაძეს, თინა მახარაძეს, ან „კეთილი საზოგადოების“ რისხვის სხვა ობიექტს ყველასთან ერთად განკიცხავს და აგინებს,  ის არის ყლე! 

ასეთები პოტენციური მოძალადეები რომ არიან ფაქტია. კარგი კაცი ასე არ იქცევა!