Tuesday, 8 December 2015

როგორ შევინარჩუნოთ ოჯახი


ნებისმიერი გასათხოვარი ქათმუშკა ცდილობს ცოლიანი მამაკაცისგან თავი შორს დაიჭიროს, იმიტომ, რომ იცის, რომ ასეთი ურთიერთობისგან არაფერი გამოვა, რომ ცოლიანი ღიპუცა ბანკის ვალებზე და იპოთეკაზე უფრო მეტს ფიქრობს ვიდრე სიყვარყლზე და სექსზე, მაგრამ თუ ცოლი ხარ და შეამჩნიე, რომ რომელიღაცა, სასოწარკვეთილი ქალი ქმრის წართმევას გიპირებს ეს პოსტი მოიშველიე! 

ჩვენს რეალობაში სოციალური ქსელები ძალიან მნიშვნელოვანია და ადამიანების შესახებ სოციალური ქსელებიდან გაცილებით უფრო მეტს გაიგებ ვიდრე ადრე გაიგებდი მეზობლების ჭორებიდან. ამიტომ, სოც.ქსელების "გაფორმებას" მიაქციე ყურადღება!

მაგალითად, საკუთარ გვერდზე რომ დებ ქმრის ფოტოებს, ამით მხოლოდ დაქალებს და კოლეგებს აჩვენებ "რა მაგარი" ოჯახი გყავს! ნუ ეს გასაგებია, ხომ უნდა აჩვენო დაქალუშკებს, რომ შენი "ალენ დელონისთვის" ერთადერთი და განუმოერებელი ქალი ხარ, მაგრამ აუცილებელია, რომ ოჯახურ ფოტოებზე ქმარიც მონიშნო. ანუ, ისე უნდა "დათაგო", რომ შენი სიფათი მის კედელზეც ჩანდეს მინიმუმ სამ დღეში ერთხელ. ეს აქტი დაქალუშკებთან მატრაკვეცობაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ამით სხვა "მონადირე" ქათმუშკებს აფრთხილებ, რომ შენს ღიპიან ალენ დელონს უკვე შენისთანა "განძი" ჰყავს! 

+ აუცილებლად ბავშთან ერთად გადაღებულ ფოტოზე თაგავ. ჯერ ბავშვი თუ არ გყავს, მეზობლის ბავში გაასაღე შენად :)) უნდა ნახონ, რომ შენს ინდაურს ორი (შენ და ბავშვები), სამი ან ხუთი განძი ჰყავს. 

შენს ოდნავ დეფორმირებულ "ბრედ პიტზე" პრეტენზიების მქონე ქათმუშკა თუ არსებობს (როგორი ძლიერი ნერვებიც არ უნდა ჰქონდეს), ოჯახურ ფოტოებს ნახავს და უკან დაიხევს!

გიშველის თუ არა ეს მეთოდი ქმრის ოჯახის შენარჩუნებაში? უეჭველი გიშველის. შენი კუანა ინდაური მულტი-მილიონერი ან ბრედ პიტი თუ არაა, ქათმუშკა ჩათვლის, რომ იმად არ ღირს, რომ მის გამო ნერვები მოიშალოს. ასე რომ, "ოჯახის სიწმინდე" მოიშველიე ხშირად.
 
                                   

თანაც, ბედნიერ ოჯახურ ფოტოებზე "დათაგვით" შენ ქმარს და მასში უცებ გამოღვიძებულ "დონ-ჟუან-კაზანოვასაც" კოჭებამდე შებოჭავ! აი, წარმოიდგინე, ტიპი ზის, ინსტაგრამზე ვიღაც ნაშას "კერავს" და თან ცდილობს სახეზე იდიოტური ღიმილი მოიშოროს, რომ შენმა აფთრის თვალებმა ვერ შეამჩნიონ "ნადირობის მომენტი" და ზუსტად в самый интересный момент, როდესაც ნაშა უკვე თითქმის თანახმაა, იმ წამს შენი პოტენციურად მოღალატე "არწივის" ვოლზე საყვარელი ოჯახური ფოტო ამოტივტივდება! ყოჩაღ! შენ ეს შეძელი და მოკალი "აკრძალული რომანტიკა". გაბრაზებული ნაშა დროებით დაბლოკავს შენს ქმარს. მერე რამდენიმე თვის შემდეგ, მოხსნის ბლოკს, მაგრამ დროებით მაინც შეძლებ მტრის "განეიტრალებას". მოკლედ, როგორც კი, ღიპიანი ალენ დელონის სიფათზე იმ ნაცნობ იდიოტურ ღიმილს შეამჩნევ, ეგრევე შენი არსენალიდან ოჯახური ფოტო ამოიღე. ამით შენს ქმარზე "პრეტენზიების მქონე" მორიგ ქათმუშკას ნოკ-აუთში ჩააგდებ! რაც შეიძლება მეტი ოჯახური ფოტო გადაიღე, აუცილებლად ქმარიც დათაგე, აუცილებლად ბავშვთან ერთად! და ოჯახური ბედნიერებაც გარანტირებული გექნება!  

Good luck, ქათმიკო! <3

Sunday, 6 December 2015

მახინჯი ცოლების "სიდიადე"


რა პრობლემა ან რა კომპლექსები უნდა გქონდეს ნორმალურ კაცს, რომ ასეთი ქალი "გიყვარდეს"? 
შარდის შეუკავებლობა? იმპოტენცია? ჰომოსექსუალიზმი? 


რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ერთი შეხედვით ნორმალური კაცი გომბეშოსთან არის? ალბათ, დაკომპლექსებული კაცები ფიქრობენ, რომ ცოლზე ბევრად კარგები თუ იქნებიან, ცოლები მათ მთელი ცხოვრება გააღმერთებენ. ეს კომფორტულიც არის, მახინჯი ქალების გულის მოსაგებად არც დიდი ენეგიის და არც ფულის დახარჯვაა საჭირო. თვითონ შეიბმებიან  და მთელი ცხოვრება თან გადაგყვებიან. მათზე ეჭვიანობითაც არ მოკვდები, იმიტომ რომ, კარგად იცი, რომ შენს გარდა არავის სჭირდება.

ლამაზი ქალი კი, სხვებსაც მოსწონს, კაპრიზულია, თავდაჯერებულია და მასთან სულ დაძაბული ხარ. 
შეიძლება მიგატოვოს კიდევაც. 
ლამაზ ქალთან ურთიერთობა კაცისთვის სტრესია. 
მაგრამ, მაინც, ყველა ნორმალური კაცი ლამაზ ქალზე ოცნებობს. ინსტაგრამზე ემილი რატაკოვსკის ფოტოებს "ალაიქებენ", რეალში კი, გომბეშოებთან ერთად სძინავთ :))

რა კარგი ბიჭია და რა მახინჯი ცოლი ჰყავს! - ასეთი რამ არ არსებობს. ის "კარგი ბიჭი" სინამდვილეში ტრუხა და ფუტლიარია. საკუთარ თავში და თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული კაცი მხოლოდ თავის შესაფერის ქალთან იქნება. ვოტ ტაკ!

Tuesday, 1 December 2015

ყველაზე მაგარი გოგოები


შემოდგომის სუსხიან, წვიმიან დილას, 09.15 საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე ჩემს წინ ლამაზი გოგო მიდის. საშუალოზე ცოტა მაღალი, ღია ფერის თმებით და თვალებით, კუკლა ბარბია. კუკლას მოკლე კაბა აცვია და მგონი სცივა. 

უკან ორი ტიპი მიჰყვება და ეტყობათ, რომ კუკლას დანახზაზე კარგ ხასიათზე დადგნენ. გოგო ამაყად მიდის - ზუსტად ის კადრია იმ ფილმიდან, სადაც  სქელტრაკიანი ქალების კუმირი კაცებს აგიჟებს..მალენა თუ ჯანდაბა.

მაგას ვფიქრობდი რა ტიპის მოტივაციაა საჭირო იმისთვის, რომ ამ სიცივეში დილა უთენია თხელ კოლგოთკიანი ფეხების დემონსტრირების სურვილი გაგიჩნდეს, ერთმა ბიჭმა ხმამაღლა წაიღრიჭა: "არ სცივა ნეტა?". ფუ, იდიოტები, იმის ნაცვლად, რომ კუკლას დანახვაზე უგონოდ დაეცნენ ან ჯენტლმენურად "სანთებელა გაუწოდონ", როგორც იმ ფილმშია, ბანალურად სცივა თუ არა იმით ინტერესდებიან. განა იმ კუკლასთვის იმ იდიოტების კარგ ხასიათზე მოყვანა გმირობის ტოლფასი არ იყო? 

ცივ ზამთარში დილით ლოგინიდან ადგომა და ტუალეტამდე მისვლა უკვე გმირობაა და ეს გოგო დგება კიდევაც და თხელი კაპრონის კოლგოტებიანი ფეხებით გარეთ გადის და კაცების თვალსაც ახარებს :))

ვფიქრობ, ნეტავ რა უნდა მინდოდეს, რომ ამ სიცივეში გარეთ კაპრონის კოლგოთკებით და მინი კაბით გავიდე? შევხედე იმ ორ გახარებულ იდიოტებს და მივხდი რა ტიპის მოტივაცაა ეს! ასეთი გოგოები თვალს ახარებენ! ვოოოტ!

ესენი რომ არა, კაცები მოწყენილობისგან მოკვდებიან, გადაშენდებიან.. აი, წარმოვიდგინე: ყველა გოგო ეგოისტი რომ იყოს, თბილად რომ ჩაიცვას, ჯინსებში და კედებში სწრაფი ნაბიჯებით რომ ჩაგიაროს ტროტუარზე, რა ინტერესი ექნებოდა ამ ცხოვრებას? ან ფიტნეს კლუბში ტუჩებგამოპრუწული ნაშა თუ არ გამოჩნდა და ტრაკის დემონსტრირებით, შტანგით ჩაჯდომები თუ არ გააკეთა, ნულის ფასი აქვს ამ ცხოვრებას! ასეთი ხალისიანი გოგოები ჰაერვით სჭირდება კაცობრიობას! თავად მათი არსებობის ფაქტი უკვე ერთგვარი ქველმოქმედებაა. 

მადლობა მინიკაბიან ნაშებს, რომლებიც ყინვაშიც კი, ამხნევებენ ცხოვრებისეული რუტინისგან გაბრუებულ კაცებს! მერე რა, რომ ხანგრძლივი ურთიერთობისთვის კაცებს მახინჯი ქალები ურჩევნიათ. გვერდით მახინჯი უნდა გყავდეს, რომ არხეინად იყო, - შენ გარდა სხვას არავის არ სჭირდება. ირგვლივ, კი იმდენი ტუჩებგაპრუწული, მოკლე კაბიანი მალენა-ბელუჩი დადის! 

ისე კი, ინსტაგრამ-ფეისბუკზე ადვილია ფეხების დემონსტრირება, ეგ არ ითვლება! 
აბა თუ მაგარი ხარ, ყინვაში გადი გარეთ მინი კაბით და საკვერცხეების ანთებას თუ გადაურჩი მერე იტრაბახე! მოკლედ, ყინვაში მინი-კაბით გარეთ გასული გოგოს ფეხის ფრჩხილიც ვერ იქნები! ის ქალი სულ სხვა ფენომენია რა! <3