Friday, 24 February 2017

ვისაც სხვისი უბედურება ახარებს..


პირველი აზრი, რომელიც ადამიანს უბედურების დროს თავში მოსდის რატომღაც არის: ღმერთო რა დავაშავე? რისთვის დავისაჯე?

ისე, დავუშვათ, რომ ჩვენს თავს გადამტყდარი უბედურება, ღვთის სასჯელია. ოღონდ ეს ლოგოკურია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა უბედურება პირადად ჩვენ, ანუ თავად ცოდვილს ეხება, - თვითონ ხდება ავად, ან სხვა უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება. თუ ღმერთი არსებობს, მისი სასჯელი ვერ შეეხება მის ახლობლებს, საყვარელ ადამიანებს. 

არ უნდა შეეხოს მათ. ყველა თავის სასჯელს უნდა იხდიდეს. მე თუ ვარ ცუდი და ბოროტი ადამიანი, ჩემმა ახლობლებმა რატომ უნდა აგონ პასუხი ჩემი ცოდვების გამო? რომელი ლოგიკით? რომელი სამართლიანობით?

თუ ღმერთი არსებობს, ის ვერ იქნება ისეთი უსამართლო და სასტიკი და ჩემი ცოდვების გამო ჩემს ახლობლებს არ დასჯის. მშობლების ცოდვების გამო, შვილები ვერ დაისჯებიან.

ასეთი "სასჯელის" მოფიქრება და წარმოდგენა მხოლოდ პლანეტის უბოროტეს არსებას - ადამიანს შეუძლია. ეს ღვთის კი არა, ადამიანისეული "ლოგიკაა", რომ თურმე მშობლის გამო შვილი ისჯება...

გული მერევა, როცა ადამიანები ერთუჯრედიანი თავებით, სხვისი უბედურების ინტერპრეტაციას აკეთებენ. 

აი თურმე, ამა და ამ ცოდვების გამო, ასე დაემართა და „დაისაჯა“. სხვისი უბედურებების ინტერპრეტაციის მოტივაცია გასაგებია პრინციპში: ადამიანი ცდილობს უბედურების მსხვერპლს ბრალი მოუძებნოს და ამით საკუთარი თავი "დაიზღვიოს" უბედურებისგან, - თურმე ის ცუდი იყო და იმიტომ დაემართა, მე კარგი ვარ და მე არ დამემართება. 

ასეთი აზროვნება უკვე დიაგნოზია და ასეთ იდიოტებს ვეღარ ვუმკურნალებთ, მაგრამ თუ მთლად ხელიდან წასული დეგენერატი არ ხარ, უნდა შეიგნო, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ცოდვების გამო, მეორე ადამიანი ვერ დაისჯება. არ უნდა დაისაჯოს, ასეთი „სამართლიანობა“ არცერთ ჩარჩოში არ ჯდება. და თუ როდესმე, სადმე ჩვენი ცოდვების გამო ვაგებთ პასუხს,  - უეჭველი ყველა საკუთარ თავზე იქნება პასუხისმგებელი! 

Tuesday, 7 February 2017

ცხოველები, რომლებიც გიყვარს-VS-ცხოველები, რომლებსაც ჭამ


რამდენიმე დღის წინ ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერების მიერ შველის მოკვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ამ უმსგავსო ფაქტმა, ყველაზე მეტად "მშვენიერი" სქესის წარმომადგენლები გააღიზიანა. ის "მშვენიერი ნიმფები", რომლებიც ღორის ხინკალს და ბატკნის ჩაქაფულს ისეთი ექსტაზით და სიამოვნებით მიირთმევენ, როგორსაც ორგაზმის დროს არ განიცდიან.

გოჭის ხორცის მოყვარული ეს "კეთილი და გრაციოზული ავაზები" რატომღაც გაბრაზდნენ, რომ ვიღაცა ნაბიჭვარს შველის ხორცისგან ხინკლები მოუნდა. 

აღარ უნდა "ადამიანს" გოჭის ხაში და ახლა შველის ხაში მოუნდა. ისევე, როგორც შენ გინდება ბატკნის ჩახოხბილი. ამ სურათის დანახვაზე გოგოშკები ნიანგის ცრემლებს ღვრიან:  


ალბათ ვერასოდეს ვერ გავიგებ, რა ლოგიკით ხელმძღვანელობენ ასეთი ქალები. ცხოველების მიმართ მათი შერჩევითი სიკეთე უცნაურია. ლამაზ ცხოველებს, ანუ ლამაზ შველს არ ჭამენ, მაგრამ ლამაზი ბატკანი არ ეცოდებათ? აბა, ბატკანს რატომ ჭამ შე კარგმო***ო? რა დაგიშავა?

სახლში რომ ჰყავთ ის კატა ან ძაღლი კარგია, ლამაზია, მას არ ჭამენ, მაგრამ "გოჭის ხორცი და ტყემალი მმმმმმ" - რა კარგია. შემწვარი გოჭი მაგიდაზე რა უბედურებაა, მაშინ არ სტკივათ გული? 

ეს ისეთივე ტრაკიდან მოსული ლოგიკაა, როგორც მაგალითად: ლამაზი ქალები პოდიუმზე და ჟურნალების ყდაზე, მახინჯები კი კუხნაში გაუშვით.


აბა სცადე და მუცლის მონა ქალებს უთხარი, რომ ხორცი არ ჭამონ, ისეთი რეაქცია ექნებათ, თითქოს შეაგინე. საკუთარ შვილზეც უარს იტყვიან, ოღონდ ხინკალზე და მწვადებზე არა. თუ სინდისმა შეაწუხათ, იტყვიან, რომ ხორცის გარეშე ავად ხდებიან და კვდებიან. ან რაღაცა ვიტამინები აკლდებათ და ბლა-ბლა-ბლა. უკაცობას, უფულობას და უყველაფრობას გადაიტანენ, ოღონდ უხინკლობას და უმწვადობას არა! 

ის ამბავი ყველას გაგიგიათ ალბათ, როცა ავიაკატასტროფის დროს უკაცრიელ კუნძულზე ჩარჩენილი ადამიანები შიმშილისგან ადამიანურ სახეს კარგავდნენ და თავიანთ დაღუპულ მეგობრებს ჭამდნენ. ვიღაცა ნაბიჭვარი ამას "გადარჩენის ინსტინქტს" დაარქმევს. მიმიფურთხებია ასეთ გადარჩენაზე! ადამიანურ სახეს თუ კარგავ და მეგობრებს ჭამ, ნული ფასი აქვს შენს არსებობას, ჯობია ჩაძაღლდე. რათ უნდა დედამიწას არაადამიანები, რომლებიც მუცლის გამო ყველაფერზე არიან წამსვლელები?